კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 225

კომპნია არემჯის მხარდაჭერით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რეგიონული ტურები გაიმართა

0

საგანმანათლებლო პროექტ ეტალონის რეგიონული ტურნე ბოლნისსა და დმანისში მესამე წელია კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერი ტარდება. წელს საქართველოს ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატის შესარჩევ ტურს დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც ბოლნისის ,, ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად 82 მოსწავლე იბრძოდა, დაძაბული შეჯიბრის შემდეგ 80 ქულით ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპუნაშვილი გახდა და ეტალონის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპივა.
ბოლნისის და დმანისის ტურებში გამარჯვებულებს არემჯისგან საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ.

ბოლნისის “სიონს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

ამიერიდან კლუბს ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს.

“ბოლნისის ,,სიონში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან მივიღე ნდობა და ჩავიბარე გუნდი. ეს მხარე ჩემთვის უცხო არაა. როგორც ფეხბურთელმა “სიონში” 4 წელი გავატარე. წლების შემდეგ ისევ “სიონში” დავბრუნდი, ამჯერად სხვა ეტაპზე და სხვა გამოწვევებით. იმედი მაქვს ჩემი ამ გუნდში მოსვლა წარმატებული იქნება. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ “სიონმა” მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. ბევრი შრომა გვმართებს, რათა გუნდი კვლავ დაბრუნდეს ეროვნულ ლიგა 1-ში.

უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ ვინ იქნება “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ამის შემდეგ უკვე, აქტიურად დავიწყებთ ფეხბურთელებთან მუშაობას. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ფაქტობრივად ჩემპიონატი კარზეა მომდგარი.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით სასურველი შედეგის მისაღებად. ბოლნისელ გულშემატკივარს ვპირდები არაფერს დავზოგავთ იმისათვის, რომ მათი საყვარელი გუნდი კვლავ იხილონ წელში გამართული და გამარჯვებული”, – განაცხადა “სიონის” ახალმა დირექტორმა ლევან სანიკიძემ.

დღეს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

0

,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“, 80 ქულით, ბოლნისის №1 საჯარო სკოლის, IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპუნაშვილი გახდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ
„ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

შესარჩევი ტური დღეს დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, კომპანია ,,RMG”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ გოჰარ ხურშუტიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ბოლნისის საჯარო სკოლას გადაეცა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს ბოლნისიც შეუერთდა და, სიმბოლურად, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე  ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო,  საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ამ დღეს,  მეხუთედ შეუერთდა.

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასის მსახიობებმა, სულხან-საბას შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს, ხოლო მუსიკალურად  კომპოზიტორი ლევან ქუქჩიშვილი აფორმებდა,წარმოდგენის დასრულებისთანავე მოხდა ორ ნომინაციაში დაჯილდოება, პირველი ნომინაცია „წლის საუკეთესო მკითხველი“ მიენიჭა მეათე კლასის მოსწავლეს ანი ცინდელიანს, ხოლო მეორე ნომინაციაში „საბიბლიოთეკო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის“ დაჯილდოვდა IV კლასის მოსწავლე ილიაზ გულმამედოვი. ღონისძიების ჩატარების მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2020 წელსაც განხორციელდება. დღეიდან პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზდიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენების, ბერთაკარის, იწრიასა და ძეძვნარიანის მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული პრობლემები. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ახალი რედაქციით დამტკიცდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ახალი რედაქციით დაამტკიცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და მაქსიმალურად არის მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული .

თუ აქამდე ბოლნისის მერია სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევევის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას უწევდა . ცვლილების შედეგად ერთჯერადი დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებზე გავრცელდება. კერძოდ, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს); სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს(სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი; სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ გასულ და მიმდინარე წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრისად ვარგისი; სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი და ასევე ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

ახალი წესი ძალაში 1 თებერვლიდან შევა.

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული ჯგუფებისა და სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი  ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, საქართველოს ევროპული და ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

ეს არის პირველი  მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდა და გაფართოვდა. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას.

ჟვანიას სკოლამ „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

0

2020 წლის 30 იანვარს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მარნეულში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაკა ომიაძემ სერტიფიკატები მარნეულის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრი წყაროს რეგიონული სასწავლო ცენტრების 35 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. აღნიშნული დონეების ფლობის შედეგად მსმენელები შეძლებენ სპეციფიკური ქართული ბგერების სწორად წარმოთქმას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგებას, ძირითადი გრამატიკული ცნებებისა და კატეგორიების გაცნობიერებას, სწორად წერასა და მეტყველებას, ელემენტარულ კომუნიკაციას ქართულ ენაზე, მარტივი დოკუმენტების შედგენას (წერილი, რეზიუმე, განცხადება), პირადი/ზოგადი ხასიათის / ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება სოც. ქსელში, ნაცნობ სიტუაციურ დიალოგებში ჩართვასა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და ა.შ.. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა რეგიონულ სასწავლო ცენტრებსა და მობილურ ჯგუფებში, რომელსაც ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის კულტურის სახლის დირექტორი, ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორი, ადმინისტრატორები, ტრენერები და ბენეფიციარები დაესწრნენ.
„ სერტიფიკატები გადავეცით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს. ბევრი შრომის შედეგად მათ შეძლეს სერტიფიკატების აღება, ისინი ისევ გააგრძელებენ სწავლას შემდეგ დონეებზე და ეს აუცილებლად დაეხმარებათ მათ წინსვლასა და კარიერის დაგეგმვაში“ – განაცხადა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ.
„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე A2 დონის სერტიფიკატი. დიდი მადლობა ამისთვის ჟვანიას სკოლასა და ჩვენს ტრენერებს. აუცილებლად ვაპირებ სწავლა გავაგრძელო B1 დონეზე. ქართული სახელმწიფო ენაა და მინდა კარგად ვიცოდე“ აღნიშნა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებულმა მსმენელმა ულვია მამედოვამ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა

0


საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა.

„კიდევ ერთხელ ადგილზე გავეცანით სოფლის საჭიროებებს და ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხის მოგვარების გზებზე.“-აღნიშნა გოგი მეშველიანმა

ტალავერის ერთი უბნის მოსახლოებას სასმელი წყლის საკითხი აწუხებს. დაახლოებით 100 ოჯახს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სასმელი წყალი . ადგილობრივებთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა, დაიდგმება რეზერუარი და მოხდება დაქსელვა.

ტალავერი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, რომელშიც 1500-მდე კომლი ცხოვრობს და ამ დროისათვის ხუთი ჭაბურღილი ფუნქციონირებს.

დავით შერაზადიშვილი ბაქოში გამართულ ,,ქართული დღეების’’ კვირეულში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბაქოში გამართულ ,,ქართული დღეების’’ კვირეულში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა მერს მათი შთაბეჭდილებები გააცნეს და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებაში’’ ჩართული ბოლნისელი ახალგაზრდების ბაქოში ვიზიტი მუნიციპალიტეტმა სრულად დააფინანსა. „ქართული დღეები“ აზერბაიჯანის დედაქალაქში 24-26 იანვრს გაიმართა.