კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 224

პროექტის ახალგაზრდა მენეჯერები

0

პროექტის მართვის ინსტიტუტმა 12 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  მე-9-12-ე კლასების მოსწავლეებისთვის, პროექტის მართვის საფუძვლებისა და პროექტის მენეჯერის პროფესიის შესახებ, პირველ სემინარი ჩაატარა.  

სემინარს დაესწრნენ ბოლნისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები,  რომლებიც   გაეცვნენ პროექტის მართვის არსს,  მენეჯერის როლს და მის უფლება-მოვალეობებს. პროექტის პრაქტიკოსმა  მენეჯერებმა  კი ისაუბრეს რეალურ მაგალითებზე და  მათივე  განხორციელებულ პროექტებზე. სემინარების ციკლი იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან და 2020 წლის განმავლობაში,  12 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რომელსაც მოხალისეობრივ საფუძველზე, პროექტის პრაქტიკოსი  მენეჯერები ჩაატარებენ.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ვიწყებთ ამ პროექტს და 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი გათვლილიაიმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ცოტა ხანში დაიწყებენ პროფესიის არჩევას. მას ახორციელებს PMI – პროექტის მართვის ისტიტუტი, რომელიც  მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციაა და  პროექტის, პროგრამის ან პორტფელის მართვას მიიჩნევს თავის პროფესიად.  PMI – იმ 2019 წელს იზეიმა დაარსებიდან 50 წლისთავი, დღეისათვის კი  ითვლება პროექტების, პროგრამების, პორტფოლიოს მართვის სტანდარტების გამავრცელებელ და მეთოდოლოგიის დამნერგავ, მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ორგანიზაციად. ორგანიზაცია აერთიანებს 900 ათასზე მეტ პროფესიონალს და აქვს 300-ზე მეტი წარმომადგენლობა 80-ზე მეტ ქვეყანაში. ბოლნისი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია და ჩვენთვის პრიორიტეტია აქედან დაგვეწყო მოსწავლეებთან შეხვედრები. სწორედ, ამ  შეხვედრებიდან გამოჩნდება, რა აინტერესებთ, რა უნდათ, რომ სწორად დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯებიც’’- აღნიშნა ზვიად არჩვაძემ, კოორდინატორმა საქართველო – აზერბაიჯანში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

 ლელა მაჩაიძე, პროექტის მართვის ინსტიტუტის პრეზიდენტი:

ჩვენ დღეს წარმოვადგენთ პროექტის მართვის ინსტიტუტს,  რომელიც  თბილისში დაარსდა 2018 წელს. ის ხელს უწყობს საქართველოში პროექტების, პროგრამების და პორტფოლიოების მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიის შესახებ ცნობადობის ზრდას და პრაქტიკოსი მენეჯერების მნიშვნელობის აღიარებას. ჩვენ ვართ  მოხალისეები, პროექტის მენეჯერები და  გვსურს  ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ სკოლის მოსწავლეებს. ავუხსნათ, როგორ უნდა მართო პროექტი და რა არის მისი არსი. როგორ უნდა დაიგეგმოს და რა არის პროექტის მენეჯერის პროფესია, რათა სამომავლოდ გაუადვილდეთ პროფესიის არჩევა.

,,არემჯი“ გარემოსდაცვითი პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოებს 2020 წელს დაასრულებს

0


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანთან და კომიტეტთან არსებულ ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან ერთად (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები) დაბა კაზრეთში არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

გასვლით შეხვედრაზე სტუმრები დეტალურად გაეცნენ კომპანიის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებსა და ღონისძიებებს.

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოინახულეს მადნეულის კარიერის მე-4 სანაყაროსა და მასზე მიმდინარე დატერასების პროცესი, მე-3 სანაყაროზე მოწყობილი წყალშემკრები რეზერვუარები, მე-2 სანაყაროსთან მოწყობილი მჟავე წყლების შემკრები დამბა, რეკულტივაციის ექსპერიმენტული უბანი და სადრენაჟო არხები. ასევე მდ. კაზრეთულას დაცვის ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სანიაღვრე სისტემა და ავზები, ექსპლუატაციაში შესული თანამედროვე მტვერდამჭერი სისტემები და სამსხვრევ უბნებზე დამონტაჟებული მტვერთან ბრძოლის სპეციალური დანადგარები.

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა სათხის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციის ინიციატორიც საყდრისის კომიტეტია, ხოლო რეკონსტრუქციის ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს კომპანია „არემჯი“. 

„არემჯის“ აღმასრულებელი დირქტორი თორნიკე ლიპარტია:  „დღეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი  ექსპერტები და სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ „არემჯის“ მიერ განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს, რომელსაც კომპანია 2 წელია,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული მიწერილობის ფარგლებში ახორციელებს. ვფიქრობ, რომ კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული  ვალდებულებების დიდი ნაწილი. წელს დასრულდება წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საწარმოო ტერიტორიიდან გამდინარე წყალი, ჯერ გაივლის გამწმენდ ნაგებობებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება მდინარე მაშავერაში, რაც დაბინძურებისგან მის სრულ დაცვას უზრუნველყოფს.“

სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარლამენტის  წევრებთან ერთად მიმდინარეობს დაკვირვება იმ პროგრესზე, რომელიც  ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის მიწერილობის   შესრულების კუთხით არსებობს. კომპანია ინტენსიურად მუშაობს მნიშვნელოვანი კრიტიკული წერტილების  გამოსწორებაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროს სპეციალურმა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება.  მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება სპეციალისტების მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თვალითაც გვეხილა ის გარკვეული სამუშაოები, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიის გამოსწორების კუთხით მიმდინარეობს. ჩვენ  ვფიქრობთ , რომ 2020 წელს კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი იქნება მოგვარებული. უკვე ვნახეთ რამდენიმე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც ძირითადად წყლის დაბინძურებისგან დაიცავს გარემოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩნილი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდეს.“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი: „დღეს გაიმართა პარლამენტის გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა კაზრეთში. გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ვაკვირდებით იმ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც კომპანიამ  ბოლო 2 წლის განმავლობაში განიცადა. შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაბინძურების კუთხით რა საფრთხეებიც არსებობდა, ფაქტიურად საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატში არის მოგვარებული. არემჯის საბადოებზე წყლის რეზერვუარების, მტვერდამჭერი სისტემებისა და ტერასების მოწყობა აუცილებელი წინა პირობა იყო, რაც სამინისტროს მიწერილობის ფარგლებში და ასევე სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით ხორციელდება. მიხარია,  რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმატს ვადევნებთ თვალს სამუშაო ჯგუფს, სამინისტროსა და თავად კომპანიას შორის.“ 

მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და კანონმდებლობით გაწერილი ახალი ნორმების მოქნილობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო ინიცირებული.

კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და მიმდინარეობს სპორადული და სისტემური წესით. მიწის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და შესაბამის სამსახურებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილესთან ერთად დაესწრო .

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებას ექნება ძლიერი ეფექტი, რაც დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს. სათანადოდ შევსებული/სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა მიწის ეფექტური მართვის, კერძოდ, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვის, მიწათსარგებლობის პოლიტიკის, სახელმწიფო-საპრივატიზაციო საქმიანობისა და მიწის ბაზრის განვითარების საფუძველი გახდება.

გარდა ამისა, უფლების რეგისტრაციის გამარტივებული წესის გაგრძელება ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანია. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა.

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!

0


9 თებერვალს, ბოლნისის სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო, წყლის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ბოლნისის მოსახლეობას.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს საავარიო სამსახური, ინტენსიურად მიდინარეობს 300 დიამეტრის მოცულობის დაზიანებული მილის აღდგენის სამუშაო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება 21:00 საათზე აღუდგება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს

0


ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა , მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა,  მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სოსო კოპალეიშვილმა, ბოლნისის ეპარქიის მამებმა და მრევლმა მიულოცეს.
საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი-დავით შერაზადიშვილი:

– მინდა ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. ყოველი ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში განხორციელების ნათელი მაგალითი. მეუფემ უკვე დიდი კვალი დატოვა ბოლნისის სულიერ და სეკულარულ ცხოვრებაში. სწორედ მეუფეა ის იერარქი, რომელიც ბოლნისში მართლმადიდებლური ეკლესიის ძირძველ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს და ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მინდა ამ ღვაწილისთვის მას მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი:

გილოცავთ მეუფეო ანგელოზის ხსენების დღეს! თქვენ ხართ პიროვნება, რომელთან ურთიერთობის ყოველი წუთი ღირებულია და ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრის.
თქვენი ღვაწლი კი ჩვენს ეპარქიაში ფასდაუდებელია, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგია არაერთი მიძინებული ტაძრის აღდგენა, რელიგიური ცხოვრების გაძლიერება.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!

სტიქიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტი დააზარალა

0


სტიქიამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა. ძლიერმა ქარმა სოფელ დარბაზში, ჭრეშში, ქვემო ბოლნისსა და ბალიჭში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა, რამდენიმეს კი მთლიანად მოხადა. დაზარალებული მოსახლეობა დღეს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულა, ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას და წვიმისა და ქარისაგან დამცავი ტენტი მიუტანა, რომლის საშუალებითაც დროებით მოხდება სახლების გადახურვა. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია. მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უახლოეს მომავალში აუნაზღაურდებათ.

ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა

0

6-7 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

დაბა კაზრეთში ძლიერმა ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი მოხადა. დაბაში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავიც .

სტიქიამ სოფელ ბალიჭიც დააზარალა. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა, ქარმა სახურავი მოხადა ასევე სოფელში არსებულ რიტუალების სახლსაც.

სოფელ დარბაზში სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს გადახურვა მთლიანად მოხადა. 11მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა.
ქვემო ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ერთ მოქალაქის სახლს კი სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა.

სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

ძლიერმა ქარმა ქალაქ ბოლნისიც დააზარალა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

ამ ეტაპზე სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს, რის შემდეგაც მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

დაბა კაზრეთში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაიდგა

0


დაბა კაზრეთის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის ფერადი, მყუდრო სახლები დაიდგა, „ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე,’’ ამ იდეამ დაბის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გააერთიანა, ახალგაზრდული იდეის ფარგლებში მეათე კლასის მოსწავლემ ლიზი ნასყიდაშვილმა და მისმა მეგობრებმა, განსხვავებული პროექტი დაწერეს, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას ეხება. ევროპის ფონდის დაფინანსებით, მეგობრებმა, ფერადი სახლები და ფრინველებისთვის საკვები დაფები შეიძინეს, მცირე გრანტის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკვებიც იყიდეს, როგორც პროექტის დამხმარე კოორდინატორი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა, გარდა ზრუნვისა, თემის გააქტიურებას და სიყვარულის გაღვივებას ისახავს მიზნად.“
,,ჩვენს მიერ შეძენილი საკვების გათავების შემდეგ პერიოდულად მოვაწყობთ საკვების შეგროვების აქციებს, ასევე სოციალური მედიის საშუალებით, ვთხოვთ მოსახლეობას, ჩაერთონ და დაგვეხმარონ ოთხფეხა მეგობრების გამოკვებაში. მთავარია ჩვენს მომავალს ჩავუნერგოთ, ვასწავლოთ და გავუღვიძოთ მიუსაფარი ცხოველების სიყვარული. ნაკლები აგრესია და მეტი პოზიტივი, სიყვარული ერთმანეთისა და ყოველი ცოცხალი არსების მიმართ“. აცხადებს პროექტის დამხმარე კოორდინატორი ფიქრია ეპიტაშვილი.

გოგი მეშველიანმა ბოლნისში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოინახულა

0

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა სოფელ ხიდისყურსა და ქალაქ ბოლნისში, შეჭივრებული ოჯახები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, იროდი უგრეხელიძესთან და საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან ერთად მოინახულა.
„ვცდილობთ ჩვენ ს ირგვლივ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა და გავიზიაროთ მათი გასაჭირი. თუ ერთმანეთის გვერდით დავდგებით
აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს და შევძლებთ ყველა პრობლემის დაძლევას.
დღეს.“’- აღნიშნა გოგი მეშველიანმა

უახლოეს დღეებში თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.

თამაზ სტეფანიას ქუჩის კეთილმოწყობა წელსაც აქტიურად გაგრძელდება. გრანტის ფრაგლებში თითოეული მოსახლის კარები გამოიცვლება და საცხოვრებელი სახლის ფასადები გალამაზდება. სამუშაოების განსახორციელებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და ამჟამად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელმაც ფერმერებისთვის ფუნქციონირება უკვე დაიწყო. პროექტის საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.