კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 223

გოგი მეშველიანი სტუდენტებს და დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა

0
[:en]

საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა . შხვედრაზე ისაუბრეს განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე. გოგი მეშველიანმა, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ თითოეული მათგანის ინიციატივას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს.“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN წარმომადგენლებთან მარიკო წიქორიძესთან, ვახო ქოჩორაძესა და ლევან გაგოშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის დეტალები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის დაფინანსებით, სოფელ ნახიდურში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნება. სოფელ რაჭისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება საქლორატორო ნაგებობა, რის შემდეგაც რეზერვუარი რაჭისუბნის გარდა კიდევ ორ სოფელს მწყნეთსა და მუხრანას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის საფილტრი აპარატის დამონტაჟდებაც იგეგმება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.

[:]

გოგი მეშველიანმა სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მოინახულა

0
[:en]

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სამაჟორიტარო ოლქში სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. 625 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ჩვენს მიერ გამართულ „ღია ფორმატის“ შეხვედრებზე ადგილობრივებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ითხოვეს და დღეს საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის მადლიერება გამოხატეს.“-გოგი მეშველიანი
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ & კ ტექნოლოგი“ ასრულებს.

[:]

ფრიდონ გიგანი დიუსელდორფის გრან სლემის ტურნირზე იასპარეზებს

0
[:en]

დღეს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს ტურნირი დიუსელდორფის გრან სლემი დაიწყო, სამდღიან ტურნირზე საქართველოს სახელით სხვადასხვა წონით კატეგორიაში 14 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორისაა 73 კგ. წონით კატეგორიაში ბოლნისელი ძიუდოისტი ფრიდონ გიგანი, რომელიც 22 თებერვალს პირველ რაუნდში იასპარეზებს და საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

[:]

დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

0
[:en]

დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას 2020 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ანგარიშს კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსი დავით მენაბდიშვილი ესწრებოდნენ.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას 2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ყველა მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. 2019 წელმა თავი დაგვამახსოვრა არაერთი მასშტაბური პროექტით, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ შარშან ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეძლო საკუთარი პოტენციალისა და გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გატანა და გაზიარება, რაც ბოლნისის განვითარებისათვის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს მუნიციპალიტეტში 2019 წელს 10 575 440 ლარის ღირებულების 124 პროექტი განხორციელდა, რომელიც 100 %-ით არის შესრულებული. გასულ წელს სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს 4,428,702 ლარი მოხმარდა. დახმარება 9381 მოქალაქეს გაეწია. განათლების კუთხით კი 2019 წელს 1,400,311 ლარი დაიხარჯა”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]

კაიძენ ცენტრის ტრენინგი არემჯის თანამშრომლებისთვის

0

 არემჯის სასწავლო აკადემიის მოწვევით, კაიძენ ცენტრის (Kaizen Center http://www.kaizencenter.kz/) სპეციალისტებმა კომპანიის სარემონტო-მექანიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის Lean Manufacturing Principles-ის ტრენინგი გამართეს.

კაიძენის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდიკა, უნიკალურ  იაპონურ მეთოდს ეფუძნება, რომელიც ორგანიზაციებში გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას გულისხმობს.

კაზრეთში გამართული ტრენინგის თემა იყო ყოველდღიური საქმიანობისას, დაზოგვაზე ორიენტირებული მართვის მეთოდების გამოყენება. სწავლება უმეტესად  პრაქტიკული სავარჯიშოებისა და საქმიანი თამაშებისგან შედგებოდა, რაც მონაწილეთა თქმით,  პროცესს ბევრად საინტერესოს, ინტერაქტიულს და შედეგზე ორიენტირებულს ხდიდა.   

კაიძენ  ცენტრი დაფუძნებულია  „ტოიოტას“ მიერ და მის ერთ-ერთ მიმართულებას,  ეფექტური მმართველობის სწავლების გზით – საწარმოების განვითარება წარმოადგენს.   „არემჯის“ თანამშრომლებისათვის ჩატარებული მოკლევადიანი ტრენინგის ამოცანა იყო, მინიმალური  ენერგო რესურსების გამოყენებით, მაქსიმალური შედეგის მიღება გვესწავლებინა. სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, თამაშით და სავარჯიშოებით  სხვადასხვა უნა-ჩვევების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორიც არის მაგალითად სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება და სხვა. ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია სარემონტო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ სხვადასხვა მეთოდების სწრაფი და ეფექტური გამოყენება. კაიძენ ცენტრმა არსებობის მანძილზე  300 სხვადასხვა პროფილის კომპანიაში გადაამზადა პერსონალი.“ – განაცხადა კაიძენ  ცენტრის ტრენერმა სერგეი კორჩაგინმა.

„ვინაიდან ჩვენი კომპანია ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და არსებული სისტემების გადაიარაღებაზე არის ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლების სწრაფ და ეფექტურ გადამზადებაზე ვიზრუნოთ. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ისეთი დიდი სტრუქტურული ერთეული, როგორიც სარემონტო-მექანიკური სამსახურია, სადაც დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული.   ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესის დროს, ტრენერების მიერ შემოთავაზებული 5S მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის სიზუსტე, წესრიგი, სისუფთავე, სტანდარტიზება და დისციპლინა, მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს ასეთ სამსახურებში.„ – განაცხადა „არემჯის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა კესო ჩიღუნაძემ.

სოციალური კამპანია სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე

0

ბოლნისის მერიის  სოციალურმა სამსახურმა  და სოციალური მომსახურეობის სააგენტომ, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ დისველში, ხოლო მეორე კი სოფელ ტალავერის მოსახლეობასთან შედგა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ ყველა იმ საჭირო კითხვაზე მიიღო შესაბამის პასუხი, რომელიც აქამდე გაურკვეველი იყო მათთვის.  შეხვედრები გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

სოფლის კრებები გრძელდება

0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ე.წ. სოფლის კრებები თებერვლის თვის დასაწყისში დაიწყო და ამ დროის მანძილზე უკვე 22 სოფელი მოიცვა. თითოეულში   ის პრიორიტეტები გადაწყდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. 17 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად რატევანის, ზვარეთისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ რატევანში მოსახლეობამ რამდენიმე საკითხი დაასახელა, თუმცა გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემოიღობება სასაფლაო.

 სოფელ ზვარეთში მოსახლეობის მოთხოვნით  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოეწყობა საპირფარეშო და რიტუალების სახლამდე მისასვლელი გზა კეთილმოეწყობა. რაც შეეხება ქვემო ბოლნისს, აქ კი გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება.

პროექტი „ მეგობრობის ნერგი”

0

  ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ეკოკლუბი  ,,დისველი-2015“, რომელიც წარმატებით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობას. ეკოკლუბის ერთ-ერთი  ძირითადი და მნიშვნელოვანი პროექტია ,, მეგობრობის ნერგი,’’ რომლის ფარგლებში დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლას. მათ  სკოლის ეზოში ჩარგეს კაკლის ნერგები, სკოლებს შორის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. გაიმართა მეგობრული მატჩი ფრენბურთში. პროექტის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების დამყარება,სკოლებში მწვანე საფარის განაშენიანება- მეგობრობის ნერგის ჩარგვა.

,,იმედია გაზაფხულზე გაიფოთლებიან ნორჩი კაკლის ნერგები , გაიზრდებიან და დიდი ხნის მანძილზე იშრიალებენ დისველისა და ჭივჭავის სკოლების მეგობრობის ნიშნად.დღემ  დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები მარინა ქობულაძე, მედეა ჯაფარიძე, ინგა ჯაჯანიძე, ლუიზა ქურდიანი’’, განაცხადა ეკოკლუბის ხელმძღვანელმა  მედეა ჯაფარიძემ.

სტუდენტური დაფინანსების პროგრამა გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს. გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.
მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:

1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან;
3. გარდაცვალების მოწმობა;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობა;
3. ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.

3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
3.ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4.ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);
7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
7. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. შშმ სტატუსი.

„არასრულწლოვანთა მსჯავრდებულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 ლარი
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დაბადების მოწმობის ასლი
3. პირადი ანგარიში ბანკიდან
4. სასწავლებლიდან ცნობა
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი
6. განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ ან გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება.