კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 222

რა გაწყობაა მსოფლიო პანდემიის ფონზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება covid-19 წინააღმდეგ

0
[:en]

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადაგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად დინსტაციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლები, დინსტაციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაც, კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. შეიზღუდა მოქალაქეთა მიღება, დროებით შეჩერდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის  „ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაულიც. მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური დისპანსერები განთავსდა, გამოიკრა საინფორმაციო პოსტერები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკონენდაციების გასაცნობად.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურის ცენტრი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ტიპის დაწესებულებაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესს პირველ აპრილამდე აჩერებს. დროებით მუშაობას აჩერებს და ზოგ შემთხვევაში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის ბოლნისის კულტურის სახლები, კლუბები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ასევე გადაიდო ყველა დაგეგმილი სპორტულ-კულტურული ღონისძიებები. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის კომპანია „არემჯი“.  დროებით თამაშებსა და ვარჯიშებს წყვეტს ასევე საფეხბურთ კლუბი „სიონი“.

ახალი კორონა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შპს „დეზ-ეფექტი“ სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებს, როგორც მერიის, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო შენობების სპეციალური ხსნარით დამუშავებას. ყოველდღიურად სადენზიფექციო სამუშაოები უტარდება, როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო სამარშრუტო ტრანსპორტსაც.

კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაშია ბოლნისის ცენტრალური კლინიკა, საჭიროებიდან გამომდინარე, ქალაქ ბოლნისის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო  საკარანტინო სივრცედ მოეწყობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს  გამოაცხადა, მანამდე კი ახალი covid-19 გლობალურ საფრთხედ შეფასდა. ახალი კორონა ვირუსის აფეთქება ჩინეთში გასულის წლის დეკემბერს დაიწყო. საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ფაქტია დადასტურებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, განიკურნა პირველი პაციენტი და დღეს იგი სახლში  2 კვირიანი თვითიზოლაციის პერიოდით გაეწერა. 

[:]

ბროშურა “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის ” სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე

0
[:en]

ბროშურა “რეკომენდაციები მშობლების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის ” მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, თარგმნილია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პროექტის “კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებს შორის” ფარგლებში.

Yeni koronavirus nədir? (COVID-19) – alideynlər, tərbiyəçilər və maraqlı şəxslər üçün tövsiyələr – https://osgf.ge/publication/yeni-koronavirus-nədir-covid-19/?fbclid=IwAR1JPrcb4qJk8k-jwGTP9xwWhlWSFExm7eVJ2ZLHqwuORxFbydSUX9ZoHyU

Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը (COVID-19) – Խորհրդատվություններ ծնողների, դաստիարակների և հետաքրքրված անձանց համար – https://osgf.ge/ի՞նչ-է-նոր-կորոնավիրուսը-covid-19/?fbclid=IwAR1C2OAavcqsC0Kjk4Wctx23UMpmO9UuEqSKu1Titsq4G8A79z49sBlwlWg

[:]

ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი იფორმაციაა დატანილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ამ ეტაპზე თამაზ სტეფანიას სახელობის უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება. უბანში უკვე დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა გარე განათება, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ამჯერად კი საცხოვრებელი სახლის ფასადებისა და კარებების გალამაზება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ M4EG-ის საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2019 წელს აშენდა „აგროცენტრი“, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება. პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს.

[:]

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

0
[:en]

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა, ასევე შეიზღუდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში და კულტურულ ცენტრებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც არდადეგების პერიოდში რამდენჯერმე განხორციელდება. ყოველდღიურად მოხდება სპეციალური ხსნარით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამუშავებაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად, ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 ფაქტია დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, (COVID-19) კოვიდ 19-ით ჯამში 217 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი კარანტინის რეჟიმში 148, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -27 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი www. StopCov, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

[:]

ნოდარ ბერიანი საქართველოს ჩემპიონია

0
[:en]

,,ძიუდოში ჩემი კარიერის მანძილზე, სხვადასხვა კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამარჯვებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმის გამო, ერთი წელი აქტიურ ძიუდოს ვერ ვჭიდაობდი. ეს ჩემი ტატამზე დაბრუნებაა, მაქსიმალურად ვეცდები ბევრჯერ გავახარო გულშემატკივარი. დიდი მადლობა ყველას. “ განაცხადა გაზეთ ,,ბოლნისთან“ ნოდარ ბერიანმა. ბოლნისელი ძიუდოისტი ნოდარ ბერიანი დღეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, ტატამზე ღირსეულად დაბრუნდა. მიღწეული წარმატება ნოდარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა. ,,მინდა ნოდარ ბერიანს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მივულოცო. ტრავმის შედეგად, ნოდარმა ერთწლიანი პაუზა აიღო, მიუხედავად ამისა, მან 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის დასაკუთრება მაინც შეძლო, ეს კი მის პროფესიონალიზმსა და დიდ შრომისუნარიანობაზე მეტყველებს. მინდა ჩვენს უნიჭიერეს ფალავანს, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სასახელოდ, კვლავ არაერთი წარმატება ვუსურვო“,- დავით შერაზადიშვილი.

[:]

,,არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა

0
[:en]

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8  დაჯილდოებაზე „არემჯის“ Leader of the Year – საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

დასაქმებულის საშუალო თვიური ანაზღაურება და დანახარჯი დასაქმებულებზე – ეს ის ორი მაჩვენებელია, რომლითაც კომპანიები „არემჯი კოპერი“ და „არემჯი გოლდი“ სტატისტიკური რანჟირების მიხედვით, პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა „არემჯის“ წარდგენა საერთაშორისო ჯილდოზე, რომელსაც 16 წლიანი წარმარების ისტორია აქვს.  2019 წელი, ჩვენი კომპანიის მიერ  გამოცხადებული იყო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის წლად, რაც  ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვას, მათთვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელფასო ფონდის გამოკლებით,  გასულ წელს დამატებითმა დანახარჯმა დასაქმებულებზე დაახლოებით 10 000 000 ლარი შეადგინა. ეს მოიცავს მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევას, სასწავლო აკადემიაში თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მათ სისტემატურ სწავლება-გადამზადებას, დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობის შეძენას, სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებას, მათი კვების, ტრანსორტირების ხარჯებს და სხვა. 

ვულოცავ მთელ ჩვენს გუნდს კიდევ ერთ  მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა უფრო მაღალი ხარისხით და დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ საქმე, რომელიც რეგიონის და ქვეყნის  ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება“განაცხადა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

წლევანდელ ცერემონიაზე ჯამში 40  საერთაშორისო ჯილდო ქართულ, ყაზახურ და უკრაინულ ბიზნეს კომანიებს გადაეცათ. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა, და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.

[:]

მშენებარე ობიექტები დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, სოფელ ჭაპალაში გზის მშენებლობის სამუშაოების მეორე ეტაპი, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. გასულ წელს 700 მეტრ მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი საფარი და მოეწყო სანიაღვრეები. სამუშაოები გრძელდება და მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან დამაკავიშრებელი გზის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდებათ. ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ ზვარეთში მშენებარე სკოლაც დაათვალიერა. ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლიან. შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ადაპტირებული საგანმანთლებლო დაწესებულება ახალი ინვენტარით აღიჭურვება. სკოლის ეზოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონიც ეწყობა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და ადგილობრივი მუშახელის დახმარებით ხორციელდება.

[:]

შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

0
[:en]


მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. სოფლის კრებები 41 სოფელში ჩატარდა, აქედან 18-ში საერთო კრება, ხოლო 23 სოფელში კონსულტაციები გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დისველის, მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა.
85 კომლიან სოფელ დისველში აღნიშნული პროგრამით გასულ წლებში მინი სტადიონი გაკეთდა, განხორციელდა სავარგულების შემოღობვის სამუშაოები და მოეწყო გარე განათების ქსელი. მომდინარე წელს კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სოფლებში მამხუტში, ქვემო და ზემო არქევანში გარე განათების ქსელი მოეწყობა, რაც შეეხება ხატავეთს, აქ 400 მეტრ სიგრძეზე სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა გაკეთდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის კრებები, 47 სოფლიდან 42-ში განხორციელდა, სადაც მოსახლეობასთნ მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანია სოფლისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 1428000 ლარი დაიხარჯება.

[:]

,,ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება”

0
[:en]

„მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დროულად იქნა აღმოჩენილი, რამაც შეზღუდა ინფიცირებული პირის მიერ სხვა ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა და შესაბამისად შეამცირა ვირუსის გავრცელების ალბათობა. აღნიშნული პიროვნება ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან დანარჩენი ცამეტი პაციენტის საკარანტინო ზოლში გადაყვანა.
ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი. აქედან 5 შემოსულია იტალიიდან, 5 კი ირანიდან. მათ შორის 5 არის საქართველოს მოქალაქე, 1 იტალიის, 4 კი აზერბაიჯანის მოქალაქე.
„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის, ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების იზოლაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. კარანტინისთვის განკუთვნილი დაწესებულებები განთავსებულია საქართველოს სხვა და სხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ქონდეთ შესაფერისი პირობები, ასევე მობილიზებულია საავადმყოფოები, როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და თბილისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

[:]

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის ისტორიულ უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

0
[:en]

ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუსაოების მე-2 ეტაპი დაიწყო. პროცესს პარლამენტის წევრი ადგილზე, თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო. 55 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს ფასადების და ჭიშკრების რეაბილიტაცია. ისტორიულ უბანში, ინფრასტრუქტურის მოწყობა ევროკავშირის მიერ, მერები ეკონომიკური ზრდისთვის M4EG ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში ხორციელდება. გასულ წელს, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ქვაფენილი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

[:]