კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 220

მედიკოსები რომლებსაც პაატა იმნაძემ საჯაროდ გადაუხადა მადლობა

0
[:en]

კარანტინის ზონაში   ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ  დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს. ეხმარება და ზრუნავს მათზე – ეს ოჯახის ექიმი ია გოგიძეა, რომელიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუშაობს. კარანტინის გამოცხადებიდან კი რუსთაველ ექიმს, ცხოვრება ბოლნისში, ოჯახიდან მოშორებით  უწევს. სწორედ  ამ ქალბატონს გადაუხადა მადლობა ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ქვემო ბოლნისში დაინფიცირებულის აღმოჩენისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების დროული დადგენისთვის.

ყოველდღიურად  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აქტიურად  მუშაობს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ია გოგიძესთან ერთად  ოცამდე საექიმო ჯგუფი აქტიურად აწარმოებს მუნიციპალიტეტში თერმო სკრინინგს, სწორედ ამ რგოლს ევალება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ინფიცირების კონტაქტების გამოვლენა, 31 მარტს პაატა იმნაძემ, გაწეული მუშაობისთვის,  ოჯახის ექიმთან ერთად, მადლობა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა მამარდაშვილს გადაუხადა. 

 ყოველ  საღამოს,  ჩვეული რეჟიმით,   ჯანდაცვის ცენტრში იკრიბებიან და დღის მონაცემებს ერთად  აჯამებენ, ექიმები, რომლებიც ამ ომში წინა ხაზზე, თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება

0
[:en]

უკვე მეცხრე დღეა ბოლნისელები საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობენ.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინის პირველივე დღიდან ბოლნისში შეიქმნა სამუშაო შტაბი, ამოქმედდა ცხელი ხაზი, დაიწყო მოქალაქეების თერმო სკრინინგი, დამუშავდა ქუჩები სპეციალური ხსნარით, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისთვის, დაიწყო საინფორმაციო კამპანიები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ასევე აქტიურ კამპანიებს სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის. 

შეგახსენებთ რომ ბოლნისში 540 ოჯახზე უკვე დარიგდა კერძო ბიზნესმენების შემოწირულობებით შეძენილი  სასურსათო პროდუქტები. 

მერიისგან პირველადი მოხმარების სურსათი ამ ეტაპზე შშმ პირებს, მარტოხელა მოხუცებს და სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ჯამში კი  940 ოჯახს გადაეცემა.

[:]

კარანტინის მერვე დღე ბოლნისში

0
[:en]

საქართველოში საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა, საყოველთაო კარანტინი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა, რომელიც 31 მარტის დილის რვა საათიდან შევა ძალაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი უკვე მერვე დღეა, მკაცრ საკარანტონო რეჟიმში ცხოვრობს, ამ დროისთვის 29 741 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა თერმო სკრინინგი, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები გადაყვანილნი არიან მარნეულის საველე ჰოსპიტალში. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტში, დადასტურებულია 2 შემთხვევა, ერთი სოფელ ნახიდურში, მეორე კი ქვემო ბოლნისში, ორივე ინფიცირებულზე მოხდა კონტაქტების მოკვლევა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა საკარანტინო რეჟიმი 21 მრტს გამოაცხადა. ჩაიკეტა ორივე მუნიციპალიტეტის საზღვრები, განთავსდა ბლოკ პოსტები, დაიკეტა ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინის პირველივე დღიდან ბოლნისში შეიქმნა სამუშაო შტაბი, ამოქმედდა ცხელი ხაზი, დაიწყო მოქალაქეების თერმო სკრინინგი, რომელსაც ოცამდე სპეციალურად დატრენინგებული საექიმო ჯგუფი ახორციელებს, დამუშავდა ქუჩები სპეციალური ხსნარით, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისთვის, დაიწყო საინფორმაციო კამპანიები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, მიმდინარეობს აქტიური კამპანიები, კერძო ბიზნესმენების შემოწირულობებით ასობით ოჯახს პირველადი მოხმარების და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული ნობათები ურიგდებათ, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ სპეციალურად შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები.
24 მარტს, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. მთავრობა სურსათის 9 პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურასა და ლობიოზე ფასს აზღვევს. აქედან გამომდინარე სასურსათო მაღაზიების ყოველდღიურ მონიტორინგს, მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ.

ამ დრომდე საკარანტინო ზონაში ქვემო ქართლის მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტი შედიოდა, 31 მარტის დილის რვა საათიდან კი აღნიშნული მკაცრი წესები სრულიად საქართველოს მოსახლეობას შეეხება. მოთხოვნები კიდევ მეტად გამკაცრდა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს

0
[:en]

სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის განსაზღვრული წესების აღსრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობით სამართალდამცავებმა სოფელ ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები პირები დააჯარიმეს. მათ საგანგებო მდგომრეობით განსაზღვრული წესი დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დაღვევისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირების დაჯარიმების ეს პირველი შემთხვევაა.

მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინე წესები და რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.
განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

[:]

ბანკებთან ცოცხალ რიგებს მოხალისე ჯგუფები გააკონტროლებენ

0
[:en]

ბოლნისის მინიციპალიტეტში არსებულ ბანკებთან დღეიდან ცოცხალ რიგებს მოხალისე ჯგუფები გააკონტროლებენ და ბანკის თანამშრომლებს დაეხმარებიან მოსახლეობის დისტანციის რეგულირებაში, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყველა მოქალაქეს მოუწოდებს გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები.

[:]

საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ბოლნისში საწარმოების ნაწილი შეუფერხებლად მუშაობს

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რამდენიმე დღეა, საკარანტინო რეჟიმში უწევს  ცხოვრება. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში მომუშავე აგრარული თუ სამთო მომპოვებელი საწარმოების ნაწილი, იმისთვის ,რომ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი არ მოხდეს,   ჩვეულ რეჟიმში, მკაცრი ჰიგიენური წესების დაცვით, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთი, სოფელ დისველში მდებარე, ქალთა კოოპერატივი ,,დისველია“. ყველის საწარმოში აქამდეც  მუდმივად ხდებოდა სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტად გამკაცრდა სოციალური დისტანცია და რეკომენდაციები. კოოპერატივის მუშაობა სოფლისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. საწარმო 2014 წელს აშენდა და ნატურალურ რძეს, თანასოფლელებისგან,  დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისგან იღებს. აქ დამზადებული სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტით დედაქალაქის რამდენიმე ქსელური მაღაზია მარაგდება. კოპერატივი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს რძის პროდუქტებს გადასცემს 

 შეცვლილი დღის წესრიგით  მუშაობას აგრძელებს სოფელ აკაურთაში მდებარე  შპს ,,ქართული სახლი’’, სადაც ხორც-პროდუქტების წარმოება, დახურულ გარემოში, სრული სანიტარული ნორმის დაცვით ხდება. ამ ეტაპზე,  საწარმო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, შეიზღუდა თანამშრომელთა გადაადგილება, შენობაში მუდმივად ხდება დეზინფექცია. დასაქმებულები საწარმოში შესვლამდე    სპეციალურ შემოწმებას გადიან,პროდუქციის რეალიზებაც შეუფერხებლად ხდება.

 სოფელ სავანეთის ,,მეფრინველეობის  ფაბრიკა ‘’, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაცის დაცვით,  აგრძელებს მუშაობას. კვერცხის წარმოება და რეალიზება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.  ჰიგიენური ნორმების დაცვით მუშაობენ ასევე ბოლნისის პურ-ფუნთუშეულის მცირე საწარმოებიც. 

16 მარტიდან, საქართველოსა  და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი  სამთო მოპოვებითი საწარმო ,,არემჯიმ“, ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, კომპანიაში ჩატარდა კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები. დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის მიერ, რეკომენდაციების გასაცნობად, პოსტერები გამოიკრა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 540 ოჯახს სურსათი დაურიგდება

0
[:en]

ბოლნისში, საკარანტინო რეჟიმის პერიოდში,   სხვადასხვა საინფორმაციო, თუ საქველმოქმედო კამპანია ტარდება. დღეს მორიგი აქცია განხორციელდა.  ამჯერად , კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვით იზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.  სასურსათო ნობათის დარიგებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი მერთან ერთად დაესწრო. აღნიშნული აქცია, საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად განხორციელდება.

[:]

სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ჯანმრთელობას ამოწმებენ

0
[:en]

ამ დროისთვის  ბოლნისში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული, სხვა შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად,  გრძელდება კარდაკარ სიარული. გუშინდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3376 ადამიანია შემოწმებული და ვირუსის სიმპტომები არავის აღენიშნება.

დღეს კარანტინის მეხუთე დღეა, ქალაქის მოსახლეობის შემოწმება დაიწყო, სამედიცინო ჯგუფები ყველა ოჯახში შედიან  და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

[:]

ცხრა დასახელების პროდუქტზე, ფასები არ მოიმატებს

0
[:en]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,მოხდა ბრინჯის, მაკარონის, მზესუმზის ზეთის, ფქვილის, შაქრის, ხორბალის, რძის ფხვნილის, წიწიბურისა და ლობიოს ფასების დაზღვევა, შესაბამისად, პროდუქტების ამ ჩამონათვალზე, ფასები არ გაიზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი 9 პროდუქტზე ფასების ზრდას დააფიქსირებთ, გთხოვთ დარეკოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილ ცხელ ხაზზე: 551 022 099

შეტყობინების შემოსვლისთანავე, ბოლნისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ფაქტის მოსაკვლევად ადგილზე გავლენ და  კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები.

მერიაში შექმნილმა სპეციალურმა   ჯგუფებმა დღეიდან დაიწყო სასურსათო მაღაზიების მონიტორინგი და ადგილზე ეცნობიან პროდუქტების ფასებს.


[:]

9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები არ მოიმატებს

0
[:en]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრინჯის, მაკარონის, მზესუმზის ზეთის, ფქვილის, შაქარის, ხორბალის, რძის ფხვნილის, წიწიბურისა და ლობიოს ფასების დაზღვევა მოხდა, შესაბამისად ამ 9 სურსათზე ფასები არ მოიმატებს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ, ზემოთ ჩამოთვლილი 9 პროდუქტზე, ფასების ზრდას დააფიქსირებთ, გთხოვთ, ეს ინფორმაცია დროულად შეგვატყობინოთ და დარეკოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილ ცხელ ხაზზე: 551 022 099

შეტყობინების შემოსვლისთანავე ბოლნისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ფაქტის მოსაკვლევად ადგილზე გავლენ და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები.

[:]