კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 219

17 დღიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი აჯამებს

0
[:en]

23 მარტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვებით ცხოვრობს. მოხდა თითოეული მოსახლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, თერმოსკრინინგი ჯამში 48 057 მოქალაქეს ჩაუტარდა. ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის გამო პრევენციის მიზნით ჩაიკეტა სოფელთან დამაკავშირებელი გზა,  მესამე დღეა მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი  სკრინინგი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავამდყოში რესპირატორულ სიმპტომებსა და ტემპერატურის მქონე პაციენტებისთვის გაიხსნა ე.წ. „ცხელების ცენტრი“, სადაც 1 ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული.

ბოლნისის მუნიციპალტეტში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ობიექტებისა. მიუხედავად მკაცრი საკარანტონო რეჟიმისა არ შექმნილა პრობლემა სურსათსა და მედიკამენტებზე. ფასები შენარჩუნებულია 9 პროდუქციაზე,  მასზე მონიტორინგს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ. ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის, კარანტინის პირველივე დღიდანვე მოქმედებს ცხელი ხაზი.

31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საყოველთაო კარანტინი და კომენდატის საათი გამოცხადდა. წესების დამრღვევ მოქალაქეებს 3000 ლარით აჯარიმებენ. ამ დროისთვის უკვე 81 პირია დაჯარიმებული.

17 დღე მკაცრ საკარანტინო რეჟიმში და ქველმოქმედების სურვილით გაერთიანებული საზოგადოება. 2000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი, შშმ პირები, პენსიონერები და შეჭირვებული მოქალაქეები, საქველმოქმედო აქციები რომელმაც ათასობით ოჯახი  გაახარა.

[:]

ხელფასის ერთი მესამედის StopCov-ის ფონდში გადარიცხვის ინიციატივას გოგი მეშველიანი შეუერთდა

0
[:en]

,,ვუერთდები ჩვენი გუნდის ინიციატივას და სამი თვის განმავლობაში, ხელფასის ერთ მესამედს StopCov ფონდში გადავრიცხავ. მიმაჩნია, რომ ამ განსაცდელში, „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა ხაზს უსვამს გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას და ეფექტურ მენეჯმენტს.
ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად უკვე მეთექვსმეტე დღეა მკაცრი კარანტინისა და იზოლაციის პირობებში ვიმყოფებით და განსაკუთრებით კარგად გვესმის რას ნიშნავს ებრძოლო უხილავ მტერს. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა ეპიდემიის პრევენციის საქმეში საკუთარი წვლილი შევიტანოთ,”განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]

კიდევ ერთი კომპანია ხალხის სამსახურში

0
[:en]


,,მე ვქმნი სამყაროს უფრო ჯანსაღს და ბედნიერს“ – ამ ლოზუნგის მატარებელმა კომპანიის HERBALIFE NUTRITION-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა, პირადი შემოწირულობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ 53 ოჯახს, 50 ლარიანი სასურსათო პაკეტი გადასცა. ეს დღე არ შედგებოდა, რომ არა კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორის მაია დევნოზაშვილის თხოვნა, რომ მცირედით მაინც დახმარებოდნენ შეჭირვებულ მოსახლეობას, რაზეც მოხდა მყისიერი რეაგირება და რამდენიმე საათში აგროვდა თანხა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ასეულობით ოჯახს დახმარება გაეწია. აღნიშნულ ქველმოქმედებას კოორდინაციას საგანგებო შტაბი უწევს.

[:]

სპორტის საერთაშორისო დღე ონლაინ სივრცეში აღინიშნება

0
[:en]

✅ სპორტის საერთაშორისო დღე ონლაინ სივრცეში აღინიშნება. წელს ღონისძიების მსოფლიო გზავნილია „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

✔ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, 2-დან 10 აპრილის ჩათვლით სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ სივრცეში საინტერესო აქტივობებს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით:

✔ ვიდეო კონკურსი:

➡ შექმენით საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი

➡ ატვირთეთ საკუთარ Facebook, Instagram ან Twitter-ის გვერდზე

➡ მონიშნეთ საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ / Sport For All

➡ მიუთითეთ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:

➡ გამოიწვიეთ 2 მეგობარი

➡ გამარჯვებულ ვიდეოს ცნობილი სპორტსმენები გამოავლენენ

✔ ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

➡ შექმენით ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
▶ გენდერული თანასწორობა და სპორტი;
▶ მშვიდობა და სპორტი;

➡ გამოგზავნეთ ნახატი ელ. ფოსტაზე ▶ sportdep@mes.gov.ge

➡ გამარჯვებულები 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან (I-IV, V-IX კლასები, X-XII კლასები)

✔ ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის (V-XII კლასები)

➡ დაწერეთ ესსე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
▶ გენდერული თანასწორობა და სპორტი;
▶ მშვიდობა და სპორტი;

➡ გამოგზავნეთ ნაშრომი ელ. ფოსტაზე ▶ sportdep@mes.gov.ge

➡ ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას

➡ გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX, X-XII კლასები) გამოვლინდებიან.

✅ გარდა ჩამოთვლილი აქტივობებისა სამინისტრო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ონლაინ შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან და ტრადიციულ კამპანიას თეთრი ბარათებით. მშვიდობის სიმბოლოს, თეთრ ბარათს წელს დამატებითი დატვირთვა ექნება:

✔ სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში თეთრი ბარათით გადაღებულ ფოტოსთან ერთად უნდა ატვირთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში შექმნილი ფონდის ანგარიშის ნომერი და ასე მოუწოდონ საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ.

✔ თეთრი ბარათის კამპანიაში გამოიყენება შემდეგი ჰეშთეგები:

[:]

ბოლნისში კორონა ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

0
[:en]

ვირუსით ინფიცირებული ქვემო ბოლნისის ცნობილ კლასტერს უკავშირდება. ახალი ინფიცირებული covid-19-ით გარდაცვლილი ქალის მეუღლე, 87 წლის მამაკაცია. პაციენტს ვირუსი დღეს დაუდასტურდა, რომელიც გადაყვანილია თბილისში.

[:]

კომპანია „არემჯი“ განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

0

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ კარანტინის რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, კომპანიაც გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლებისგან შექმნილია ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს საწარმოში  თანამშრომლების მიერ ეპიდემიოლოგების და საქართველოს მთავრობის გაცემული რეკომენდაციების მკაცრ დაცვას. 

16 მარტიდან,  კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით,  კომპანიის თანამშრომლების ნაწილი (დაახლოებით 400 თანამშრომელი) გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. ხდება საწარმოო ტერიტორიაზე შესული ყველა მსუბუქი და და სატვირთო ავტომობილის დეზინფექცია. 

 პრევენციის მიზნით, დაკეტილია მთავარი თავშეყრის ადგილი, საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა სასადილო ობიექტი.  კომპანიის კაზრეთის ოფისსა და საწარმოო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტზე რეგულარულად ტარდება კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები. 

 საწარმოო ობიექტები და გამშვები პუნქტები აღიჭურვა ტემპერატურის საზომი ხელსაწყოებით. თანამშრომლებს სისტემატურად ურიგდებათ პირბადეები, დამცავი ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

კომპანია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა  სახელმწიფო სტრუქტურასთან. გაითვალისწინოს და შეასრულოს საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  მიერ გაცემული რეკომენდაიცები და მითითებები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული „არემჯის“ თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

კომპანია „არემჯიმ“ COVID – 19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1.000.000 ლარი გადარიცხა #StopCoV ფონდში, რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების შესამცირებლად საქართველოს მთავრობის მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.

სასურსათო პაკეტები, სოფელ ტალავერში 200 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა

0

დღეს სასურსათო პაკეტები, სოფელ ტალავერში 200 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
მთლიანობაში ამ ეტაპზე გათვალისწინებულია 2 600 ოჯახის სურსათით უზრუნველყოფა. ,,კვლევას ვაგრძელებთ და თუ გამოიკვეთა საჭიროებები, მიმღები ოჯახების რაოდენობა შესაბამისად გაიზრდება,” განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა

0
[:en]

სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი ცხელების ცენტრი მოინახულეს.

შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი მედიკოსებს გაესაუბრნენ და ცენტრში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.

[:]

ბოლნისელი სპორტსმენები, სპორტის დღესთან დაკავშირებით, „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ

0
[:en]

6 აპრილს სპორტული სამყარო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ამ დღის აღნიშვნამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

ბოლნისელი სპორტსმენები ფრიდონ გიგანი, ოთარ მამულაშვილი, ლერი დადვანი, ნოდარ ბერიანი და მწვრთნელი შერმადინ დადვანი სპორტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ და ე.წ „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ.

„თეთრი ბარათის“ კამპანიაში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო. აქციის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება, ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეის პოპულარიზაციაა. სპორტის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.

ბოლნისელი სპორტსმენები მოგიწოდებენ დარჩეთ სახლში და დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესები და რეკომენდაციები.

[:]

საკარანტინო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი უფასო ცხელი ხაზი

0
[:en]

Ge/Az
საკარანტინო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი უფასო ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ უფასო ცხელ ხაზზე: 0800-100-112

საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის წევრები კი უზრუნველყოფენ, მათი საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დროულ რეაგირებას.

შტაბის წევრები დაკომპლექტებულნი არიან სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტისებისგან, რაც უზრუნველყოფს მოსახელობისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიწოდებას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და დაიცვათ საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები.

Karanati vəziyyəti ilə əlaqəli Bolnisi munisipalitetinin meriasında əhalinin ehtiyyaclarını vaxtında təmin edən 24 saat ərzində pulsuz fəaliyyət göstərən qaynar xətt yaradıldı

Bolnisi munisipalitetində yaşayan vətəndaşlar 24 saat ərzində pulsuz qaynar xəttə zəng vura bilər: 0800-100-112

Fövqəladə vəziyyətlə bağlı yaradılmış qərargəh heyəti isə vətəndaşların ehtiyaclarının xüsusiyyətlərindən asılı olaraq vaxtında həll etmək üçün çalışırlar.

Qərarga heyət üzvləri müxtəlif xidmət şöbələrin rəhbərləri və mütəxəssisləri tərəfindən hazırlanıb, bu isə əhaliyə lazımi bütün məlumatları vaxtında verməyi təmin edir.

Bolnisi munisipaliteti sizi evdə qalmağa və karantin vəziyyəti ilə bağlı təyin olunmuş qaydalara əməl etməyə çağırır.

[:]