მუნიცპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ბოლნისის საზოგადებრივი ჯანდაცვის ორგანიზებით, პირველადი ჯანდაცვისა და სოფლის ექიმებისთვის, ონლაინ ტრენინგი გაიმართა. აქცენტი გაკეთდა კორონა ვირუსულ ინფექციაზე. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენებაზე პაციენტთან ურთიერთობისას რათა თავიდან იქნეს აცილებული დაინფიცირების რისკი. ტრენინგი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა ჩაატარეს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გასაცნობად კომპანია GU Fruit –ის ვაშლის ბაღს ესტუმრა , სადაც 33 ჰექტარზე 8 სხვადასხვა ჯიშის ვაშლია გაშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მე-20 დღეა მკაცრი საკარანტინე პირობები მოქმედებს , სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში პროტოკოლის სრული დაცვიტ მიმდინარეობს .
„იმისათვის, რომ არსებულ ვითარებას უკეთ გავცნობოდი ვესტუმრე კომპანია GU Fruit -ის ვაშლის ბაღს, სადაც 33 ჰექტარზე 8 სხვადასხვა ჯიშის ვაშლია გაშენებული. აქ მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ, ნარგავების დამუშავება, შეწამვლა.
საგანგებო საკოორდინაციო შტაბი აქტიურად არის ჩართული პროცესებში, რათა არ შეიქმნას ლოჯისტიკური პრობლემები.
ვესაუბრე ადგილობრივ ხელმძღვანელობას, დავინტერესდი ხომ არ აქვთ რაიმე სახის პრობლემა და ესაჭიროებათ, თუ არა ჩვენი დახმარება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკითხი ამ ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებით მოგვარებულია.“-განაცხადა გოგი მეშველიანმა
მსოფლიო პანდემიის, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებები უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია. აღსაზრდელებიც და ბაღების პერსონალიც, სახელმწიფო რეგულაციებს ემორჩილებიან და სახლში რჩებიან. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1300 აღსაზრდელს ერთი თვის მარაგი, 70 ლარის ღირებულების, არა მალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ. სასურსათო პაკეტების გაცემა მოხდება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით. პროდუქტების დარიგება დაწყებულია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახში მიიტანა. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებიდან არსებული მარაგების გაცემა უკვე განხორციელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელi ქვემო ბოლნისი ერთ კვირაზე მეტია გამკაცრებულ საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. სოფელი მთლიანად ჩაკეტილია, საზღვრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები აკონტროლებენ. რეჟიმის გამკაცრება სოფელში კორონა ვირუსის ახალმა შემთხვევებმა განაპირობა. ამ პერიოდში აქ არაერთი საქველმოქმედე თუ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. დღეს კი შეჭირვებულ ოჯახებს ის სასურსათო პაკეტები გადაეცათ, რომელიც აზერბაიჯანის საელჩომ ქართულ მხარეს წითელ ზონაში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის გამოუგზავნა. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სურსათის დარიგების აქცია, ამ დროისთვის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო ნობათი 2100-მეტ სოციალურად დაუცველ, შშმ პირს, პენსიონერსა და შეჭირვებულ მოქალაქეს გადაეცა.
სიკეთე მოტივაციაა და ერთ კეთილ საქმეს მეორეც აუცილებლად მოსდევს. გაბრწყინებული სახეები და ემოციები კი ადამიანს დიდხანს მიჰყვება. ქველმოქმედების სურვილმა სტუდენტი მეგობრები: სალომე წიქორიძე, მარიამ ფირცხელიანი და ალექსანდრე კარადავიდოვი გაერთიანა. სოციალურ ქსელში შეტყობინება განათავსეს და სხვებსაც სიკეთის კეთებისკენ მოუწოდეს. მეგობრებს თანამოაზრეები მალევე გამოუჩდნენ და ამ ეტაპზე შემოწირული თანხას საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად.
ქველმოქმედება გრძელდება, მეგობრები გაჩერებას არ აპირებენ. სამომავლოდ, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, ფონდის დაარსებასაც გეგმავენ, მიზანი ერთიაა- ნაკლები გაჭირვებული ოჯახ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
სალომეს და მის თანამოაზრეებს არც ხანდაზმული მეგობრები ავიწყდებათ, ახალგაზრდები სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის, ერთი დღის გალამაზების მიზნით კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება. საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, არაერთი საქველომქმედო აქცია განხორციელდა, სიკეთე გადამდებია- ამ იდეამ ამჯერად კულტურის სახლის 25-მდე თანამშრომელი იმ ოჯახების დასახმარებლად გააერთიანა, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭიდებათ. მათ საკუთარი ხარჯებით შეიძინეს სასურსათო ნობათი და შეჭირვებულებს პირადად მიუტანეს.
წითელი ჯვრის ბოლნისისს ფილიალი ახალ კამპანიას იწყებს.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისისს ფილიალის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში სუპერმარკეტში ,,ბოლნისი მოლი“ მიმდინარეობს კამპანია ხანდაზმულთა მხარდასაჭერად. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ხანდაზმულთატვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან, განათავსონ შესაბამის კალათაში და ამ სახით მიიღონ მონაწილეობა ქველმოქმედებაში. გავიღოთ მცირედი და გადავარჩინოთ ხანდაზმული და მარტოხელა ადამიანები.!!!
,,მოგიწოდებთ ყველას! ყველას! ყველას! გთხოვთ, გაიღოთ მცირედი იმ ადამიანებისთვის , ვისაც ეს ძალიან სჭირდება! საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისისს ფილიალის ორგანიზებით დავიწყეთ კამპანია ხანდაზმულთა მხარდასაჭერად. სუპერმარკეტში “ ბოლნისი მოლი ” მომხმარებლებს საშუალება აქვთ ხანდაზმულებისთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი (სია გამოკრულია მაღაზიის შესასვლელში და კონსულტანტების მაგიდასთან) განათავსონ კალათში, შემდგომ კი პროდუქტი გადაეცემა ადგილობრივი ხელისუფლების საკოორდინაციო საბჭოს ბენეფიციარებისთვის. მოგმართავთ ყველას თხოვნით ,რომ ჩაერთოთ ხანდაზმულთა მხარდასაჭერ კამპანიაში და ერთობით შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრება. ერთად ყველაფერი გამოგვივა, სიკეთე გადამდებია ,‘’აღნიშნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისისს ფილიალის ხელმძღვანელმა დინარა პირველმა.
სიკეთე გადამდებია ამ იდეამ მარავალი ადამიანი გააერთიანა, რამდენიმე კვირააა ბოლნისი სიკეთის ქალაქად იქცა, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების თანავე სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა აქტიურად დაიწყო საქველმოქმედო აქციების განხორციელება, ამჯერად მორიგი აქცია ბოლნისის რაგბის კლუბმა ,, ყოჩებმა’’ ჩაატარეს, სპორტსმენები იმ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
„ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიებას დროულად ახორციელებს, აუცილებელია საჯარო მოხალეებმა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა გამოვიჩინოთ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ინიციატივას შევუერთდე და სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩვენ უმოკლეს დროში ერთად დგომითა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აუცილებლად გავუმკლავდებით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.