კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 217

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათები გადასცა. ნობათი 160-მა ოჯახმა, მათ შორის შინმოვლის სერვისის ბენეფიციარებმაც მიიღეს.

სურსათის დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვას მოხალისეები უზრუნველყოფდნენ. ნობათების გადაცემა საკარანტინო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოხდა.

[:]

ბოლნისის ქუჩებში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

0
[:en]

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქალაქ ბოლნისში ამ წუთებში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდება ქალაქში არსებული ყველა ხალხმრავალი ადგილი.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს ,,დეზ-ეფექტი”-სა და კომუნალური მეურნეობის სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ.

[:]

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ჩაიკეტება დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროის მონაცემებით COVID-19-ის 28 შემთხვევა ფიქსირდება, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით , საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება.

დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტები, რათა ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო უსაფრთხოებასთან ერთად, უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების ფუნქციონირებაც.

[:]

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ

0
[:en]

ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა და მოხალისეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 24 დღეა საკარანტინო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობისა და თვითიზოლაციის პირობებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა და მოხალისეებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
ბუკლეტების დარიგება განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი ქალებისთვის სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
მოხალისეებმა სამ ენაზე შედგენილი ბუკლეტები ქალაქ ბოლნისის გარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებშიც დაარიგეს.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება გრძელდება

0
[:en]


ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის ამოქმედების დღიდანვე აქტიურად ხორციელდება საქველმოქმედო აქციები. ადგილობრივი ბიუჯეტისა და კერძო სექტორის შემოწირულობით სასურსათო პაკეტები სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს ურიგდებათ. ამ დრომდე 3000-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება. დღეს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად მუნიციპალიტეტმა მორიგი სასურსათო მარაგი მიიღო, პროცეეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი მერთან ერთად დაესწრო. ნობათები რიტუვალების სახლში დასაწყობდა, საიდანაც ეტაპობრივად დაურიგდებათ მოწყვლადი კატეგორიის 500 ოჯახს. სოფელ ტანძიაში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს კი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ფონდმა „ტასომ“ სასურსათო პაკეტები გამოუგზავნა.

[:]

სოფელი სავანეთი ჩაიკეტა

0
[:en]


კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვემო ბოლნისის შემდეგ, საკარანტინო რეჟიმი სოფელ სავანეთსშიც გამკაცრდა. დღეს სოფელში ბლოკპოსტები მოეწყო, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოხდა. სავანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული, რომელთა ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული. ადგილობრივი ხელისუფლების აღნიშვნით მოსახლეობას სურსათისა და მეტიკამენტების პრობლემა არ შეექმნება, აქტიურად განხორციელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარებაც. სავანეთის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადასაადგილებლად შემოვლითი გზით ისარგებლებს.

[:]

ვითარება ბოლნისში კარანტინის ოცდამეოთხე დღეს

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი მოქალაქეების გადაყვანა გრძელდება. მერიისა და ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით ამ დრომდე 124-მა მოქალაქემ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით დატოვა წითელი ზონა.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. კორონა ვირუსის ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებლი, 10 ახალი შემთხვევიდან ექვსი მედიკოსია. ინფიცირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების დაკვირვება. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ.

დავით შერაზადიშვილის აღნიშვნით გრძელდება სასურსათო პაკეტების დარიგება სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებზე, მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით კონტროლდება სურსათის მარაგიც, მუნიციპალიტეტში მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობიოს გამო გაუვარესდა.

[:]

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში არსებული ვითარება შეაჯამა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე 23 დღეა საკარანტინო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, ამ დროისათვის სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გაიარა. სამწუხაროდ კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 18 პირს დაუდგინდა, აქედან ახალი შემთხვევა არის 8, მათგან 5 მედიკოსია. ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა, ერთი კი საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების დაკვირვება. 

,,ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტების მოძიების სამუშაოები უკვე აწარმოეს. დღეს დადასტურებული შემთხვეევების 7 კონტაქტიდან ნიმუშები აღებულია და გადაგზავნია ლუგარის კვლევით ცენტრში.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები თავდაუზოგავად მუშაობენ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ვეწვიეთ და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადეთ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში აქტიურად მუშაობს ცხელების ცენტრი, რომელშიც ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრში მედიკოსები პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევას ადგილზე უტარებენ.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა და გამოცხადდა მკაცრ საკარანტინო ზონად. მუნიციპალურ სამსახურებს სოფელში სურსათი და საჭირო მედიკამენტები სისტემატიურად შეაქვთ. სოფლის მაცხოვრებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ პენსიები ადგილზე აიღონ.
ჩვენი სამართადამცავები აქტიურად ახორციელებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების აღსრულების კონტროლს, კომენდანტის საათის პერიოდში კი კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. პოლიციელები ურჩ მოქალაქეებს, რომლებიც წესებს არღვევენ, 3000 ლარის ოდენობით აჯარიმებენ.
მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები და კერძო პირები მიერ შემოწირული სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა. აღნიშნული აქცია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ყველას დროულად დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სურსათის მარაგის კონტროლს და რაიმე დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში ცენტრალურ მთავრობასთან კორდინაციული თანამშრომლობის შედეგად ამ პრობლემის მოგვარება ხდება.
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღბის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დავურიგეთ. აქვე ავღნიშნავ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ხელმისაწვდომია, გარდა ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პიბადეები სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს უკვე დაურიგდა.
აქტიურად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს.
მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინე წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სოხმურად ხდება.
ცენტრალური მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა კორონავირუსს ეფექტურად გავუმკლავდეთ. მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესები და რეკომენდაციები და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“,განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]

covid19-ის ახალი შემთხვევები ბოლნისში

0
[:en]

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid19-ით დაინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. დადგენილია 300-მდე კონტაქტი, რომლებიც მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი, სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან მიიღებს.

,,სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციასა და კარანტინში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა კი ხდება მეზობელი მუნიციპალიტეტების რესურსებიდან. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ ეტაპზე ძირითადი კონტაქტები მოკვლეულია და ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
დღეს ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, მათივე თხოვნით ადგილზე ვეწვიეთ , გავეცანით საჭიროებებს და მაქსიმალურად აღმოვუჩენთ დახმარებას,”განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

საქართველოს მასშტაბიდ ბოლო 24 საათში covid19-ის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროისთვის ჯამში 296 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაცვლილი – 3, კარანტინის რეჟიმში – 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 458 ადამიანი იმყოფება.

[:]

NDI-ის გუნდი, ბოლნისის მაჟორიტარის საქმიანობას აფასებს მოქალაქეებთან ურთიერთობის წარმატებულ მაგალითად

0
[:en]

,,კორონავირუსული (Covid-19) პანდემიის დროს მოქალაქეებთან რეგულარული და სწორი კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი მაჟორიტარებს და მათ ბიუროებს ენიჭებათ. კრიზისში მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის საუკეთესო მაგალითია ჩვენი პარტნიორი ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი და მისი ბიურო. ის პანდემიის პირველივე დღეებიდან რეკომენდაციების დაცვით და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით ცდილობს ხმა მიაწვდიონოს მოსახლეობას, გამოიკვლიოს და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები. NDI-ის გუნდი მაჟორიტარს და მისი გუნდის წევრებს წარმატებას უსურვებს. გირჩევთ, თვალი ადევნოთ მის ოფიციალურ FB-გვერდს და გაიგოთ მეტი მაჟორიტარის საქმიანობაზე,” ნათქვამია NDI-ის შეფასებაში.

[:]