კომპანიაში დასაქმებული 3000-მდე თანამშრომლისთვის, პროფესიული დღე უქმედ გამოცხადდება. ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებასორმაგი ოდენობითმიიღებენ.
2019 წლიდან, სამთოელის დღე კომპანიის კორპორატიულ დღედ დაწესდება. ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება. გამოვლინდებიან „წლის საუკეთესო სამთოელები“, რომლებსაც საჩუქრად სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ.
,,კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით 17 დეკემბერს „სამთოელის დღეს“ ვაწესებთ. სიმბოლურია, რომ სამთოელის დღე, ბარბარობის დღესასწაულზე იქნება. ამიერიდან “სამთოელის” დღე ჩვენს კომპანიაში დასვენება იქნება. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ „არემჯის“ სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების მიმართ. ისინი თავისი ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ქმნიან სამთამადნო საქმეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომანიას“- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მულტიდისციპლინარული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის წარმომადგენლები. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა დღევანდელი მდგომარეობის სტატისტიკის შესახებ თუ რამდენი ადამიანია გამოკვლეული C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე, რამდენია რეფერირებული და სამკურნალო პროგრამაში ჩართული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თვიდან ქვემო ქართლის რეგიონი ჩაერთო C ჰეპატიტის, აივ ინფექციის შიდსისა და ტუბერკულოზის პირველადი ჯანდაცვის სკრინინგის ინტეგრაციის პროგრამაში.
„დღეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა, როგორც უკვე აღვნიშნეთ სექტემბრის თვიდან ჩავერთეთ პროგრამაში, ფაქტიურად სრული 3 თვეა რაც ვმუშაობთ, 5 დეკემბრის მონაცემებით გვყავს პროგრამაში ჩართული 8455 მეტი პიროვნება, რომელთაგან 76 C დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი – სწრაფი მარტივი ტესტით, 1 აივ ინფექცია ასევე სწრაფი მარტივი ტესტით და გვაქვს ტუბერკულოზზე 9 საეჭვო შემთხვევა, 76 დადებითი პაციენტიდან კონფირმაციული კვლევა ჩაუტარდა 64 ადამიანს, რომელთაგანაც 49 არის დადებითი და მათგან 39 ადამიანი ჩართულია მკურნალობაში. 15 ადამიანის პასუხი არის უარყოფითი“. აღნიშნა ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.
„შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციების გაცვლა პროგრამის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით პროგრამა მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად, სამიზნე ჯგუფები, რაც იყო გათვალისწინებული, მიღწეულია. ეს პროგრამა გრძელდება 2020 წელსაც და დაიგეგმება ახალი სამიზნეები. ჩვენ დაგვევალა ექიმების, ექთნების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ტრენინგი, მონიტორინგი, ასევე კოორდინირება ამ პროცესის, – კოორდინირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, პირველად რგოლსა და მუნიციპალიტეტს შორის, ჩემი აზრით აღნიშნული პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარმატებულად მიმდინარეობს.“ აღნიშნა ჯანმრთელობის კვლევის კავშირის წარმომადგენელმა მაია ქაჯაიამ.
მესამე კვირაა ,,არემჯის“ დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთად-ერთი დამაკავშირებელი საშუალებაა, ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ,,არემჯის“ თანამშრომლებისათვის.
ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად, კომპანიის დაფინანსებით იგეგმება ცენტრალური მაგისტრალიდან კაზრეთის მიმართულებით მიმავალი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. პროექტი ჯამში 2 კმ.- მდე გზის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს.
ხიდის რეაბილიტაციას კომპანია ,,მშენებელთა ჯგუფი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საახალწლოდ კაზრეთის მოსახლეობა, ახალი რეაბილიტირებული ხიდით შეძლებს სარგებლობას. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.
გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება.
გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი – გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.
გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.
გრიპისძირითადისიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა (380 C მეტი);
თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
საერთო სისუსტე;
ხველა;
ყელის ტკივილი;
შემცივნება;
იშვიათად დიარეა და პირღებინება.
გრიპის შემთხვევათა ძირითადი რაოდენობა სრულად გამოჯანმრთელდება ერთი კვირის თავზე. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გრიპი გართულდეს და კიდევ უფრო იშვიათად გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც.
გრიპის ძირითად გართულებად ითვლება პნევმონია (ფილტვების ანთება), შედარებით იშვიათია შუა ყურის ანთებითა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავებით გამოწვეული გართულებები.
გრიპის ვირუსის გართულების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემისა და სხვა ქრონიკული დაავადების მქონენი, ონკოლოგიური პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულნი, ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები.
სუნთქვის გართულება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯება, სისხლიანი ნახველი, მე-3 დღის შემდგომ ტემპერატურის მატების ტენდენცია – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ადამიანიდან ადამიანზე გრიპის ვირუსის გადაცემა დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს ხდება (დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ვირუსი ვრცელდება ჰაერში, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზია); ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს გრიპის ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან ხელით შეხების შემდეგ, რადგან, ზედაპირებზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი დაინფიცირების უნარს 2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
• დიაბეტით დაავადებულნი;
• მცირედახანდაზმული ასაკი;
• ორსულები
გრიპით გამოწვეული გართულებების თავიდანაცილების მიზნით, რეკომენდებულია: დაავადებულებმა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა:
გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიწოდება რეკომენდებულია იმ ადამიანიებისთვის, რომელთაც აქვთ:
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები;
• დიაბეტით არიან დაავადებულნი;
• არიან მცირე და ხანდაზმულ ასაკში;
• არიანორსულად.
როგორშევაჩეროთგრიპისგავრცელება
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია.
• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას – დაავადების გავრცელებისგან;
• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და ;
•გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;
თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები – დარჩით სახლში, ტემპერატურის დარეგულირებიდან შემდგომი 24 საათის განმავლობაში;
• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე – სამთავრობო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრა რაიონული პროკურატურის ინივიატივით, მერიის ორგანიზებით და მაჟორიტარის ბიუროს ჩართულობით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და ის მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის მთავარი გზავნილია – „გაანარინჯისფერე სამყარო – თანასწორობის თაობა გაუპატიურების წინააღმდეგ“. პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და მიმდინარე წლის მაისიდან მსგავსი ქმედება ისჯება კანონით. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, ეს თემა ახალია ჩვენს ქვეყანაში და კანონმდებლობაში, თუმცა ასახვა ჰპოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ასახვა ჰპოვოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. „.დღეს შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, რომელსაც ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, როგორ დაიცვან თავი მოძალადისგან და დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი“, აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორი ძიძიგურმა.