შაბათი, ივნისი 21, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 215

კომპანია ,,არემჯიმ“ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს“ უმასპინძლა

0

სკოლის 19-მა მოსწავლემ და პედაგოგებმა მოინახულეს კარიერი და კომპანიის სამუშაო პროცესს გაეცნენ, რამაც ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კომპანიაში მოსწავლეების ვიზიტი სკოლის ღია გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა, მერვე კლასის დამრიგებლის ინციატივით მოსწავლეები პერიოდულად მშობლების პროფესიას გაეცნობიან.

,,არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით სამომავლოდ დაინტერესებული პირები და ტურისტული ჯგუფები შეძლებენ სამთო ტურის ფარგლებში კომპანიის მონახულებას.

ბოლნისი წელს მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი

0

ბოლნისი წელს უკვე მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი, ნომინაციაში ,,მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის”.
საქართველოდან 38 პროექტი იქნა წარდგენილი და აქედან მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული: ბოლნისი, ქუთაისი, ცაგერი, ზუგდიდი და ბათუმი.

თოჯინები თეატრი გიწვევთ საშობაო ზღაპარზე

0

24 და 26 დეკემბერს 17 საათზე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და  კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი გეპატიჟებათ ,,მელია დედობილის საშობაო ზღაპარზე“. თქვენ გელით დაუვიწყარი საშობაო  მასკარადი, ზღაპარი, სადაც თოჯინები ცოცხლდებიან და ნამდვილ გმირებად იქცევიან.

სეანსები გაიმართება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში. 

ბილეთის ფასია 2 ლარი.

დავით შერაზადიშვილმა სამ შშმ პირს ეტლები გადასცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ სავანეთში, ხიდისყურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები სამი შშმ პირი მოინახულა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და საჩუქრად ეტლები გადასცა.

პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ არასამთავრებო და კერძო ორგანიზაციბთან თანამშრომლობის შედეგად 2017-2019 წლებში ბოლნისში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის შშმ პირს ჯამში 27 ეტლი გადასცა.

“დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც ჩვენი საიმედო პარტნიორია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. ამ მხრივ მუნიციპალიტეტი ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას, რომლებიც უშუალოდ ამ შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული” , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

17 დეკემბერი სამთოელის დღე

0

 „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანიაში 17 დეკემბერი სამთოელის დღედ გამოცხადდა. 

პროფესიული დღის აღსანიშნავად, „არემჯის“ კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც 2019 წლის საუკეთესო სამთოელები დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომპანიის თანამშრომლებს სამთოელის დღე საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე  კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, რომელიც არის სამთოელების მფარველი, პროფესიულ დღედ დავაწესეთ და დასვენებად გამოვაცხადეთ. ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.  მინდა მივულოცო თითოეულ თანამშრომელს სამთოელის დღე, მადლობა 00გადავუხადო მათ ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. დღეს ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელ  ღონისძიებას გავმართავთ და საუკეთესო სამთოელებს გამოვავლენთ. ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სტიმული ყველა თანამშრომლისთვის“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

ხატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

0

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან  ღია შეხვედრების დროს, ხატისოფლისა და ცურტავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის  პრობლემის მოგვარება მოითხოვა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა და აღნიშნული საკითხი გადაიჭრა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ხატისოფელში წყლის ტუმბო გამოიცვალა, ახალი დანადგარის საშუალებით კი 80 ტონიანი რეზერვუარის შევსებაა შესაძლებელი. პარალელურად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ტერიტორია, სადაც  ჭაბურღილი და წყლის რეზერვუარია დამონტაჟებული, ეკალ-ბარდისგან გაასუფთავა.

სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა ასევე სოფელ ცურტავშიც, ძველი, მწყობრიდან გამოსული ტუმბო ახალმა ჩაანაცვლა. შეიცვალა  5 კმ სიგრძის კოროზირებული მილი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება აღდგა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ გაიმართა

0

მეორე სეზონია ,,არემჯი“ პროექტ ,,დიდგორელის“ გენერალური სპონსორია.
,,დიდგორელი“ ისტორიის კონკურსია, რომელშიც კერძო და საჯარო სკოლების 117 მოსწავლე ჩაერთო, რომლებმაც სპეციალურად შედგენილი ტესტი დაწერეს და ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოსცადეს.
კონკურსის დასრულების შემდეგ პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად ,,დიდგორლის“ მედალიონი, სიგელი და წიგნები გადაეცა. საზეიმო დაჯილდოებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ სკოლის მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
საუკეთესო მოსწავლეებს დეკემბრის ბოლოს ჟიური გამოავლენს, რომლებსაც სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.

გამწვანების აქცია ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ე.წ. სასროლეთის ტერიტორიასა და „მომავლის ბაღში“ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განახორციელა, საერთო ჯამში 800 ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ჩაერთო.
აქციის ფარგლებში 100 ძირი ფშატი, 200 ძირი საპნის ხე, 100 ცაცხვი, 100 ნეკერჩხალი, 200 ძირი იფანი, და 100ძირი თრიმლი დაირგო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

0

16 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს. 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 864 000 ლარით განისაზღვრა, ბოლნისის ბიუჯეტი 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 6 633 000 ლარით გაიზარდა. ძირითადი თანხები კვლავ პრიორიტეტულ პროექტებზე ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალურის, კულტურისა და სპორტის განვითარების კუთხით დაიხარჯება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ყოფილი კინოთეატრის შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ

0

გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს ბოლნისის ყოფილი კინოთეატრის აღდგენასთან დაკავშირებით.

ბოლნისში მდებარე ყოფილი კინოთეატრის შენობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადასცა. მერიამ დაწესებულებისათვის, ფუნქციის აღდგენის მიზნით, ტენდერის საშუალებით შეიძინა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის სრულმა ღირებულებამ 1 000 000 ლარზე მეტი შეადგინა, რაც, მუნიციპალიტეტის გამოწვევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი თანხა აღმოჩნდა.

პარალელურ რეჟიმში მუნიციპალიტეტი ძალისხმევას არ იშურებდა სხვადასხვა სახელმწიფო თუ დონორ ორგანიზაციასთან კინოთეატრისთვის, პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების მიზნით, მოლაპარაკება ეწარმოებინა. მერია მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რეგიონული განვითარების ფონდთან და სხვადასხვა კერძო დონორ ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის დეტალებს აქტიურად განიხილავდა, თუმცა მათ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, პრიორიტეტად ბოლნისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია, ისტორიულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქში საკანალიცაზიო სისტემის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელება მიიჩნიეს.

მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს კარგად ესმის ქალაქისთვის კინოთეატრის არსებობის საჭიროება და მიაჩნია, რომ ეს პროექტი ბოლნისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, მიმდინარეობს ახალი კონცეფციის შემუშავება, რომელიც კინოთეატრის შენობის პირვანდელი სახით აღდგენასა და მისი ფუნქციის დაბრუნებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 120 კაცზე გათვლილი დარბაზი და ინტეგრირებული სივრცე, რომელშიც ბოლნისის თეატრი განაგრძობს ფუნქციონირებას. პალარელურად კი შესაძლებელი იქნება კინოფილმების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის ჰოლში ასევე არტ-ინსტალაციებისთვის, სხვადასხვა კულტურული საღამოებისა და გამოფენებისთვის შესაბამისი სივრცის შექმნაც იგეგმება.

ვინაიდან ბოლნისის თეატრს დიდი ტრადიციები გააჩნია და ის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მისი არსებობისთვის აუცილებელია კომფორტული სივრცის შექმნა. აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლის მასშტაბებიდან გამომდინარე, ის თეატრის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შეუსაბამოა. ამიტომ გადაწყდა ყოფილი კინოთეტრის შენობაში მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა. პროექტის ტექნიკური მხარე უკვე შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან და მათი კომპეტენტური რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წელს მოხდება საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური სივრცე მერიისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ის აადვილებს დონორებისა და შესაბამისი ფინანსების მოძიებას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას საჭიროდ მიაჩნია გაიმართოს ღია დისკურსია, რომელშიც მონაწილეობას საკითხით დაინტერესებული პირები მიიღებენ.