კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 214

33 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

0
[:en]

 გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 33 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის ბოლნისში COVID-19 -ის 120 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 24 გამოჯანმრთელებული და სამი კი გარდაცვლილია.
ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. მიმდინარეობს ადგილობრივების კვლევა და კონტაქტების მოძიება. განმეორებითი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 39 536 მოქალაქეს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 215 – ადამიანი, კარანტინში-96;

[:]

ბოლნისში covid 19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
[:en]

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების ორი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, რომელიც სოფელ მუშევანის კლასტერს მიეკუთვნება, დღეის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით 120 პირია ინფიცირებული, მათგან 15 გამოჯანმრთელებული სამი კი გარდაცვლილია. სოფლებში შეუფერხებლად გრძელდება თერმო სკრინინგი და ბიოლოგიური ნიმუშების აღება. ვირუსის პრევენციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ტარდება საინფორმაციო კამპანია, აქტიურად მიმდინარეობს მოწყვლადი ჯგუფების სურსათით დახმარების პროგრამაც, ამ ეტაპზე სასურსათო ნობათი 13000 მოქალაქემ მიიღო. 24 საათიან რეჯიმში აგრძელებს მუშაობას საგანგებო შტაბი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 215 პირია, კარანტინში კი 96. უახლოეს დღეებში შესაძლებელია ქვემო ბოლნისში მკაცრი შეზღუდვები მოიხსნას. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნავს აქ ერთ თვეზე მეტია კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაიწყება განმეორებითი გამოკვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება გაიხსნება თუ არა სოფელი. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაკეტილია რვა დასახლებული ზონა.

[:]

ბოლნისში კარანტინის დასრულებამდე მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაზე მოხალისეები იზრუნებენ

0
[:en]

.ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს. აღნიშნული წამოწყება კარანტინის ბოლომდე გაგრძელდება. “დღეს მიუსაფარი ძაღლები კვებით უზრუნველვყავით. საკარანტინო რეჟიმში , ცხოველებისთვის ბუნებრივ პირობებში საკვების მოპოვება გართულებულია, ამიტომ, ჩვენ, საკვები შევიძინეთ და მოხალისეებმა ქალაქში მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს. ეს ღონისძიება კარანტინის დასრულებამდე გაგრძელდება,” განაცხადა გოგი მეშველიანმა.

[:]

გოგი მეშველიანი განცხადებას ავრცელებს

0
[:en]

,,მეგობრებო, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სოფელ მუშევანში სამედიცინო ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გამძაფრდა და შედარებით ინტენსიური ხასიათი მიიღო ჩვენი ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის მიმართ, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებმა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა და ამ სენსიტიურ ველზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა, ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა და ამ, მიუღებელი განცხადებების სხვადასხვა ინტერპრეტაციით მასობრივი ტირაჟირებით, კიდევ უფრო დაძაბეს ისედაც მრავალმხრივ რთული და ფაქიზი საკითხი.

კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური გაცოცხლებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის ისინი არ ერიდებიან ამ მეტად მგრძნობიარე თემით სპეკულირებას და მზად არიან ცეცხლში გახვიონ ჩვენი ქვეყნის მორიგი რეგიონი…

ყველას მინდა შევახსენო, რომ მუშევანში, ადგილობრივი დესტრუქციული ჯგუფის ქმედება, პირველ რიგში დაგმო ჩვენმა აზერბაიჯანულმა თემმა და საკადრისი პასუხი გასცა მოძალადეებს.
ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ღირსეული წვლილი შეაქვთ ჩვენი საერთო სამშობლოს მშენებლობაში და კარგად აქვთ გააზრებული თავისი წილი პასუხისმგებლობაც მიმდინარე პროცესებში.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მსურს გთხოვოთ და მოგიწოდოთ ყველას, თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და ერთობლივი ძალებით, ერთმანეთის თანადგომით და სოლიდარობით დავძლიოთ გამოწვევები”, -გოგი მეშველიანი.

[:]

საქართველოში კორონავირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული

0
[:en]

ხოლო , ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა, მათ შორის 10 ბოლნისიდანაა.
ამ დროისთვის საქართველოში 604 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი იმყოფება.
9 კი გარდაიცვალა.

[:]

რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან?

0
[:en]

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

► ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

► ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

► ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

🔴ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

🔴დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

🔴დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

🔴ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

დიახ.

🔴ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

დიახ.

[:]

კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა სოფელ გეტაში დაფიქსირდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა, მათ შორის თერთმეტი გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია.  ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა,  უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება, რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათგან არცერთის მდგომარეობა არ ფასდება კრიტიკულად. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლნისში ერთით გაიზარდა. ახალი ინფიცირებული გეტაში დაფიქსირდა,  აღნიშნულ სოფელში დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, წყაროსა და კონტაქტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგები აქტიურად  მუშაობენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი გამკაცრდება თუ არა ზომები  სოფელში.  

ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო,  ყურადღების ცენტრში მოექცა სოფელი  მუშევანი, ამ დროისთვის აქ სიმშვიდეა და  მოსახლეობაში  აქტიურად მიმდინარეობს ნიმუშების აღება.   დღეისთვის მუშევანში 20 დადასტურებული შემთხვევაა, როგორც ბოლნისის  ჯანდაცვის ცენტრის  ხელმძღვანელი აღნიშნავს კონტაქტები საკმაოდ დიდია,  რამაც განაპირობა მასობრივი ტესტირების დაწყება.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ ფსიქოლოგიური თანადგომის დისტანციურ სერვისს

0
[:en]

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი იზიარებს სოციალური პასუხისმგებლობის თემას და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე COVId19 ცენტრებში მყოფ პაციენტებს გთავაზობთ ფსიქოლოგიური თანადგომის დისტანციური სერვისს. აღნიშნულ კლინიკაში პირველად საქართელოში დაინერგა პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომის სერვისი და უკვე ერთი წელია საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ,,ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, რაც შასაძლებლობას გვაძლევს დავეხმაროთ როგორც covid19 ინფექციით იფიცირებულ პაციენტებს, ასევე საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანებსაც. არსებული რეალობა სტრესულად მოქმედებს ყველა ადამიანზე. ფსიქოემოციური მხარდაჭერის სერვისით სარგებლობა დაგეხმარებათ იყოთ უფრო თავდაჯერებული, მოახდინოთ მოცემული მდგომარეობის სწორი შეფასება, გაიძლიეროთ თავდაცვითი მექანიზმი და ადვილად გაუმკლავდეთ სტრესს. გაიუმჯობესოდ ფსიქო-ემოციური განწყობა, მიიღოთ საკუთარი თავი და გარემო ისეთი როგორიც არის,“ ნათქვამია კლინიკის განცხადებაში. კონსულტაციას ჩაატარებს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი – მარი ქუთათელაძე. ტელ:593000464.

[:]

შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით

0
[:en]

🔈 მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ – https://stopcov.ge/ka/Gegma

🔈 იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა პორტალ https://my.gov.ge -ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს.
ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი.

🚫 იუსტიციის სახლებში პირბადის გარეშე შესვლა აკრძალული იქნება, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები!

[:]

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ბოლნისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

0
[:en]

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ამირან გამყრელიძე და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე,  მთავარ ეპიდემიოლოგებთან ერთად დღეს  ბოლნისს ესტუმრნენ.  შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან  და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად  შედგა. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა, მათ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის  წინაარმდეგ გატარებული და  მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

საქართველოს მასშტაბით კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.  დღეის მონაცემებით კორონავირუსი 107 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან რვა  გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 275 ადამიანი, კარანტინში კი 99. აქედან გამომდინარე წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონს განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ინფორმაციულად საკმაოდ სენსიტიური თემები იქნა განხილული. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, სამოქმედო გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება. ასევე  არ გამოირიცხება უახლოეს დღეებში ქვემო ბოლნისში მოიხსნას ბლოკ-პოსტი და სოფელში აღდგეს თავისუფალი მიმოსვლა.

[:]