კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 213

,, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს მუნიციპალიტეტში იკლებს, რაც დამაიმედებელია“ – დავით შერაზადიშვილი კარანტინის 50-ე დღეს აჯამებს

0
[:en]

50 დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის კორონავირუსი 121 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან 32 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 145 – ადამიანი, კარანტინში-97.

ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რამდენიმე დღეა აღარ მოქმედებს. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილ ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი.   დავით შერაზადიშვილის თქმით, ვინაიდან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდგომ აღნიშნული ტერიტორიებიც მალე გაიხსნება.

,,საბედნიეროდ, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს მუნიციპალიტეტში იკლებს, რაც დამაიმედებელია და საკარანტინო წესების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს ბოლნისში მთელი რიგი შეზღუდვები დროულად მოვხსნათ.

ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რამდენიმე დღეა აღარ მოქმედებს. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილ ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ვინაიდან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდგომ ამ ტერიტოტრიებსაც მალე გავხსნით.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში რამდენიმე მიმღები ცენტრი მოეწყობა სადაც კორონავირუსზე რისკჯგუფებში მყოფი მოქლაქეები მასიურად შემოწმდებიან, ეს პროცესი სოფელ მუშევანიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფელ გეტაშიც სადაც ბიოლოგიური ნიმუშების აღება ხდება.

აქტიურად ვაგრძელებთ მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას. ამ ეტაპისთვის მერიის მიერ შეძენილი და კერძო პირების მიერ შემოწირული 14, 837 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი ყველა ბენეფიციარს სურსათით კვლავ აუცილებლად დაეხმარება.

ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ობიექტების ზედამხედველობას აქტიურად აწაროებენ, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული. მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს შეფერხების გარეშე ახორციელებენ.

ეტაპობრივად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 394-მა მოქალაქემ უკვე დატოვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს. მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინო წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება.

ვიმედოვნებ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინო რეჟიმი მალე მოიხსნება, თუმცა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებაში თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, დავიცვათ ყველა წესი, რეკომენდაცია და გავუფრთხინდეთ ჩვენსა და ერთმანეთის ჯანმრთელობას!“,განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]

ერთად უფრო ძლიერები ვართ – „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის მხარდასაჭერად

0
[:en]

2020 წლის 11 მაისს, კომპანია „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე ერთობლივ პროექტს იწყებენ, COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების და პერსონალის გასამხნევებლად და მათთვის მადლიერების გამოსახატად.

„არემჯის“ მხარდაჭერით, შეფმა კონსტანტინემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისთვის განსაკუთრებული სადილი მოამზადა და კლინიკაში ექიმებს მადლიერების და თანადგომის გამოსახატად ეწვია.

კონსტანტინე თედელური, შეფმზარეული: „ ჩვენ უხილავ მტერთან ომში ვართ და ჩვენი ვალია, იმ რესურსებით  რაც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია, ერთმანეთს გვერში დავუდგეთ. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. დღეს ჩემი რესურსი ჩემი შიშველი ხელები და ჩემს მიერ ექიმებისათვის სიყვარულით და მადლიერებით მომზადებული კერძებია. „არემჯის“ მხარდაჭერით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მომავალ კვირასაც ვეწვევით. სწორედ ამით  შემიძლია გავამხნევო და  ვასიამოვნო ჩვენი ექიმები, რომლებიც იბრძვიან პანდემიის დასამარცხებლად.“კახაბერ მჭედლიშვილი, „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი: „კომპანია “არემჯი” ტრადიციულად სოცილაური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩართულია სხვადასხვა სახის პროექტებში. 2 თვეზე მეტია თვალს ვადევნებთ ჩვენი გმირი ექიმების წარმატებულ ბრძოლას პანდემიასთან. მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს, ვერ ისვენებენ და განტვირთვის საშუალება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ შეფი კონსტანტინეს თანადგომის პროექტი არის ძალიან დროული და ამით ჩვენ შევძლებთ ექიმების გამხნევებას. რადგან თავად ვერ ახერხებენ კაფეებში და რესტორნებში  მისვლას, ცნობილმა შეფ-მზარეულმა პირადად მათთვის მოამზადა გემრიელ კერძები და ვესტუმრეთ კლინიკას, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ექიმებს ჩვენი პატივისცემა და მადლობა გადავუხადოთ თითოელი გადარჩენილი სიცოცხლისათვის“.

[:]

კომპანია „არემჯის“ და შეფი კონსტანტინე ერთობლივი პროექტი ექიმების გასამხნევებლად

0

11 მაისი, 14:00 სთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (  4 გუდამაყრის ქუჩა,)

კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და შეფი კონსტანტინე ერთობლივი პროექტის ფარგლებში, COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების და პერსონალის გასამხნევებლად და მათთვის მადლიერების გამოსახატად, მედპერსონალს შეფმზარეულის

მიერ მომზადებული სადილს მიუტანენ.

საკონტაქტო:

ნატალი ნოზაძე 599185500

საქართველოს მთავრობა, 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში – 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

0
[:en]

საქართველოს მთავრობა, 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში – 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს,
რაც ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება.

საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება – 2016 წლიდან დღემდე რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებმა 1 მლნ ჰექტარი მიწა დაირეგისტრირეს, მაშინ როცა მანამდე, ანალოგიური ოდენობის ფართობი – დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე ანუ ჯამში 25 წლის მანძილზე დარეგისტრირდა.

► პირველ ეტაპზე – მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება.

► მომავალი წლის დასაწყისიდან პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

[:]

კარანტინის 48-ე დღე ბოლნისში – არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის COVID-19 -ის 120 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 25 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 185 – ადამიანი, კარანტინში-96. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გრძელდება ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, შეჭირვებული ოჯახების დახმარება, მიუსაფარი ძაღლების კვებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სურსათის პაკეტი მიიღო 12 507 ოჯახმა.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია.
მეორე დღეა სოფელ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აღარ მოქმედებს, თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ წითელ ზონად რჩება, ჩაკეტილია ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ბოლნისში არსებულ ვითარებას გოგი მეშველიანი აჯამებს.
,,გუშინ იზოლაცია მოეხსნა სოფელ ქვემო ბოლნისს.ბუნებრივია ეს იზოლაცია შეეხებოდა ამ სოფლიდან გასვლას, ამასთან ჩვენს მუნიციპალიტეტში რვა დასახლებული პუნქტია იზოლირებული, შესაბამისად ამ სოფლის წარმომადგენლები სპეციალური ნებართვისა და საშვის გარეშე იზოლირებულ დასახლებებში ვერ შევლენ, მათ შორის ქალაქ ბოლნისში. თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომით, რაც იქნა ეპიდემიოლოგების მიერ გამოყენებული ქვემო ბოლნისში, კერძოდ ორი საინკუპაციო პერიოდი, დამატებითი თერმოსკრინინგი და შერჩევითი ნაცხის ანალიზები, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, საორიენტაციოდ ორ კვირაში ქალაქ ბოლნისის გახსნაც იქნება შესაძლებელი. ორმოცდარვა დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ შვიდში არის კოვიდინფექცია დაფიქსირებული, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომის გამოყენებით, ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც არ არის დაზიანებული ინფექციით, გაიხსნას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ქვედა ზონის სოფლების გახსნა, სადაც ჩვენ ველოდებით საადრეო კარტოფილის მოსავალს, ვინაიდან ფერმერებს და ბიზნესმენებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რათა არ შეექმნათ პრობლემები საადრეო კარტოფილის მოსავალთან დაკავშირებით.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ უკვე მესამე დღეა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას.დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 6 ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად;
თვითიზოლაციაში იმყოფება 185 – ადამიანი, კარანტინში-96;
ჩვენთან მომართვის შედეგად ბავშვთა კვებით უზრუნველვყავით 68 ოჯახი;
გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათის პაკეტით უზრუნველყოფილია 12 507 ოჯახი; ყოველდღიურად ვაგრძელებთ მიუსაფარი ძაღლების კვებით უზრუნველყოფას;
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია;
მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება,”განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]

დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა

0
[:en]

ფაშიზმზე გამარჯვების 75–ე წლისთავისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო პაკეტი გადასცეს. ბოლნისში მცხოვრებ სამ ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიისგან პირად ანგარიშზე 600 ლარი ჩაერიცხა.

„75 წლის წინ ფაშიზმი დამარცხდა. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, რომლის რიგებშიც ჩვენი თანამემამულეებიც იბრძოდნენ, კაცობრიობას აჩუქა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელმაც საფუძველი ახალ მსოფლიოს ჩაუყარა. მეორე მსოფლიო ომმა არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ ადამიანების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, რადგან მათ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქეს. სამამულო ომის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს მსურს მივულოცო. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი დროის გმირები გვაკლდებიან. მათ ამაგს ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3000-მდე მეომარი იბრძოდა, მათგან სამშობლოს მხოლოდ 500 დაუბრუნდა. ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]

წითელი ჯვარი იწყებს ფონდების მოძიების კამპანიას COVID-19 -ის გავრცელების რისკის შესამცირებლად

0
[:en]

დღეს, 8 მაისს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იწყებს ფონდების მოძიების კამპანიას COVID-19 -ის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

სილქნეტის, ჯეოსელის, ბილაინისა და მაგთის აბონენტებს შესაძლებლობა გეძლევათ გახდეთ ქველმოქმედი წითელ ჯვართან ერთად!

დარეკეთ16222

ზარის ღირებულებაა ერთი ლარი.

მადლობა მხარდაჭერისთვის!
ჩვენ ვეხმარებით თქვენი დახმარებით!



[:]

ბოლნისში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად, COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გააკრა. პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.

[:]

სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა

0
[:en]

სოფელ ქვემო ბოლნისში  6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აღარ მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ ორი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი კი კვლავ  წითელ ზონად  რჩება, ჩაკეტილია  ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი.  საზღვრებზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტოლებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

[:]

ბოლნისის კულტურის ცენტრი და ბოლნისის კულტურის სახლითან არსებული თოჯინების თეატრი აცხადებს კონკურსს

0
[:en]

ბოლნისის კულტურის ცენტრი და ბოლნისის კულტურის სახლითან არსებული თოჯინების თეატრი აცხადებს კონკურსს – ,,საოჯახო თოჯინების თეატრალური წარმოდგენა“.

• თოჯინების თეატრალური წარმოდგენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს;
• თოჯინების თეატრალურალური წარმოდგენა უნდა იყოს დადგმული სულხან – საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით;
• სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა შესაძლებელია გამონაკლისის სახით წარმოადგინონ სასურველი ზღაპარი;
• გათვალისწინებული იქნება წარმოდგენის ვიდეო ჩანაწერის მოწონებები (ლაიქები) ;
• კუტრურის სახლის გვერდიდან შესაძლებლობა გექნებათ გააზიაროთ და მოწონებებისათვის მოუწოდოთ ახლობლებს;
• გამარჯვებული წარმოდგენის , ან მონაწილეების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება გაზეთ ,,ბოლნისის” გვერდზე- გაზეთი ბოლნისი/ gazeti bolnisi.
• კონკურსის ხანგრძლიობაა 2020 წლის 8 მაისიდან-25 მაისამდე;
• ვიდეო ჩანაწერების კულტურის სახლის გვერდზე განთავსება მოხდება კონკურსანტის მიერ, ვიდეოს უნდა დაერთოს კომენტარად ვინ არის კონკურსანტი ან კონკურსანტები (ვინაობა, ასაკი, თეატრალური წარმოდგენის დასახელება, შესაძლებელია წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებელს გაეცნოს მონაწილე);
• კონკურსის დასრულების შემდგომ, კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ელექტრონული სახით დიპლომი, მომზადდება მათზე სიუჟეტი და მოხდება მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
გთხოვთ ჩაერთოთ კონკურსში, ბავშვები, მშობლები, უფროსი და-ძმა, ბებიები, ბაბუები, ჩვენ დაგეხმარებით დროის საინტერესოდ გატარებაში.
ვიდეო გაკვეთილს წარმოგიდგენთ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი თამარ ბობოხიძე. ვიდეო გაკვეთილებს თვალი ადევნეთ ბოლნისის კულტურის ცენტრის გვერდზე

[:]