კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 212

ბოლნისის ცხელ კერებში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონა ვირუსის შემთხვევების რიცხვმა 17-ით მოიმატა. ჩვიდმეტივე შემთხვევა  მუშევანისა და  გეტას კლასტერებს უკავშირდება. 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან 8 დადასტურებული შემთხვევა   სოფელ გეტაში, ხოლო  9 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა ინფიცირებული შესაბამის  სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. დღეს  მხარის გუბერნატორი  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას  ადგილზე გაეცნო.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით,  დღეს სოფელი  გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ინფიცირებულების გადაყვანა კი  სამედიცინო დაწესებულებებში გუშინვე განხორციელდა.

რაც შეეხება სოფელ მუშევანის  დადასტურებულ შემთხვევებს,  ცხრავე მათგანის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებებში დღეს  მოხდა, სოფელი საკარანტინო ზონად 25 აპრილს გამოცხადდა და მას მერე აქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

[:]

covid 19-ის შესახებ ბოლნისის სოფლებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

0
[:en]

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილ  ზონებს დღეს სოფელი გეტაც მიემატა.  მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალი კორონავირუსის  შესახებ საინფორმაციო კამპანია გამართეს  და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განათავსეს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია აზერბაიჯანულ ენაზე  ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადებიდან აქტიურად მიმდინარეობს.

[:]

ბოლნისში ინფრასტუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს

0
[:en]

ბოლნისის მუნციპალიტეტში ინფრასტუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით  აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ობიექტებზე არსებულ პროცესს,   მხარის გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი,  ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა   ქალაქ ბოლნისში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც გზის საფარი იგება.  სოფელ ფარიზში 500 მეტრ სიგრძეზე დაიგება ასფალტო – ბეტონის გზა, აღნიშნულ ობიექტზე პარალელურად განხორციელდება არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაციაც. სოფელ რატევანში  განახლდება შიდა გზები, ასევე ქვეშის ციხესთან  100 გრძივ მერტზე დაიგება ასფალტის საფარი, ხოლო  495 მეტრზე მოეწყობა ქვაფენილი. სოფელ მუშევანში კი უკვე დასრულდა გზის რეაბილიტაცია. 

მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარის ღირებულების, 120 პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინანსებით შესრულდება.

[:]

18 მაისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მიმოსვლა იკრძალება

0
[:en]

„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ვინაიდან, 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე მიიღო დადგენილება, რომელიც ძალაში სწორედ 18 მაისიდან შედის.
დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე); ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას; ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას.
აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.
იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.
დადგენილების თანახმად, შეჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
გადაადგილებასთან დაკავშირებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები/უწყებები, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს დამხმარე ფუნქციას.
დადგენილება 2020 წლის 18 მაისიდან ამოქმედდება.

[:]

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული.

სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიმდინარეობაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა

0
[:en]

“15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა, ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა გრძელდება, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ დღეების მანძილზეც, კვლავ ინტენსიურად გააგრძელებენ იმ საველე სამუშაოებს, რის შედეგადაც ჩვენ ვიკვლევთ ამ რეგიონში მოსახლეობას და შესაბამისად, რა თქმა უნდა გვყავს ის გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულები, რომლებიც აღმოჩენილები არიან აღნიშნულ რეგიონში და რომლებიც ძალიან საყურადღებოები არიან ეპიდსიტუაციის გავრცელებასთან მიმართებაში…ბოლნისის რეგიონი დარჩება საყურადღებოდ და არის იმის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებშიც იქნა დაფიქსირებული 10 და 10-ზე მეტი პაციენტის რაოდენობა, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და დავტოვებთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს გვაქვს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

[:]

ბოლნისში კოვიდ-19ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 131 მასალა იყო გადაგზავნილი, მათ შორის 86 ტესტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხიდან , 15 დადებითი აღმოჩნდა, აქედან 8 შემთხვევა სოფელ გეტას უკავშირდება, 7 კი მუშევანს. დანარჩენი ტესტის პასუხებს კოვიდ19-ზე ბოლნისში ამ დრომდე ელოდებიან. შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ხვალ დილიდან დაიკეტება სოფელი გეტაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში .
სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა,”განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]

საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0
[:en]

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში  არსებული  შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, ამ ეტაპზე ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.  მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით  სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღსანისნავია,  რომ სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ობიექტებზე ყოველდღიურად აწარმოებს თერმოსკრინინგს. სოფელ ფარიზში საავტომობლო გზისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. 

გზის მოწყობის სამუშაოებს,  სოფელ ფარიზში შ.პ.ს . ,,გზამშენი 2014აწარმოებს“. 500 მეტრ სიგრძეზე დაიგება ასფალტო ბეტონის გზა, პარალელურად გზის ერთ მხარეს ხორციელდება არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია, 400 მეტრ სიგრძეზე ბეტონის არხი კეთდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანებას  უზრუნელყოფს.  მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 მილიონი ლარის ღირებულების, 120 პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით შესრულდება.

[:]

სოფელ მუშევანში ლაბორატორიული კვლევა განახლდა

0
[:en]

დღეს სოფელ მუშევანში მოსახლეობის ლაბორატორიული კვლევა განახლდა, აქ კოვიდ 19 ოცდაცხრა დადასტურებული შემთხვევაა, სწორედ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა მასიური კვლევა. ლუგარის ლაბორატორიისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგების ჯგუფები ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, სოფელში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფები, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. ლაბორატორიული კვლევა დღესვე გაგრძელდება სოფელ გეტაშიც. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იკლო კორონა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, შემთხვეათა რაოდენობის კლებიდან გამომდინარე, უახოეს დღეებში გაიხსნება ქალაქი ბოლნისი , რასაც სხვა ჩაკეტილი ზონების გახსნაც მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვირუსის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 46 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვლა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

0
[:en]

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ ქვეშში,  საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო, აღნიშნულ სოფელში ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში  100  გრძივ მეტრზე დაიგება ასფატლო ბეტონი, ხოლო 495 -ზე მოეწყობა ქვაფენილი. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ხორციელდება.“-აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
სამუშაოები  ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც 594 986.3  ლარია გამოყოფილი.

[:]