კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 210

ქვემო ბოლნისში კოვიდ ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
[:en]

პრევალენტობის კვლევის დროს, სწრაფი ტესტით, ქვემო ბოლნისში კოვიდ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია, ვინაიდან, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ინფექციის წყაროს დადგენა, დღეს სოფლის გარე უბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით, მოხდება მოლეკულური კვლევისთვის მოსახლეობიდან ნიმუშების აღება, აღნიშნული კუთხით ადგილზე 3 ბრიგადა იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონა ვირუსის 163 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

[:]

დავით შერაზადიშვილი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0
[:en]

,,102 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციამ ამ პროცესს თავისი ტრაგიკული დაღი დაასვა. 1991 წელს კი ჩვენმა ერმა ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველანი ერთად გავნითარებულ და ძლიერ საქართველოს ვაშენებთ.

თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია, ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი გვარწმუნებს. თავისუფლება ესაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს.

გილოცავთ 26 მაისს, დღეს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსხვავებების მიუხედავად აერთიანებს. წელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დღეს, როდესაც საქართველო კორონავირუსს წარმატებულად უმკლავდება, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ მედიკოსების რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, COVID-19-სა და სხვა გამოწვევებს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად დავძლევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასოდეს არ დაგვეკარგოს თავისუფლების სიყვარული.
ვისურვებდი ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზანისთვის დროულად მიეღწიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო წარმატებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

0
[:en]

,,მსურს ყველა მუსლიმს რამაზან ბაირამის დღესასწაული მოგილოცოთ, ამ დღესასწაულს წინ უძღოდა ერთთვიანი მარხვა, რომელიც ყველა მორწმუნესთვის განსაკუთრებულია, რადგან მარხვა ადამიანს რწმენაში განმტკიცების საშუალებას აძლევს.

პანდემიის დროს ლოცვა და მარხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ახლა ქართველებისა და აზერბაიჯანელების ერთიანობა ყველაზე აუცილებელია, რადგან ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ მხოლოდ ამ ვირუსის დამარცხებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან ბაირამს, ყველას ერთიან და ძლიერ საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებას გისურვებთ!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

[:]

Flex_ის პროგრამას ბოლნისიდან ორი ფინალისტი ჰყავს

0
[:en]

დაბა კაზრეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები,  თამარ ჯაყელი და მურო ექიზაშვილი Flex_ის პროგრამის გამაჯვებული მოსწავლეები არიან, მათ პროგრამის სამივე ეტაპი  წარმატებით გადალახეს  და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვეს. მურო ექიზაშვილს და თამარ ჯაყელს ერთი წლის განმავლობაში  ამერიკელი ოჯახები უმახსპინძლებენ.  

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX),  სკოლის  მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას  გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მიღება  წელიწადში მხოლოდ ერთხელ IX, X, XI კლასის იმ მოსწავლეებს აქვთ,  რომელებიც  მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.

მურო ექიზაშვილი, დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე:

– ჩვენს სკოლას არაერთი Flex_ის ფინალისტი ჰყავს, როგორც კი ასაკობრივ კრიტერიუმში მოვხვდი, რა თქმა უნდა მეც ჩავერთე. წელს  შევძელი და გავიარე ყველა ეტაპი, რომელიც საკმაოდ  კომპლექსური აღმოჩნდა, მოიცავდა ტესტირებებს, თემების წერას, ინტერვიუს, ჯგუფურ სამუშაოს. შედეგად გამარჯვებულ  80 ქართველ ფინალისტს  შორის ვარ, რომელებიც 2020-21 სასწავლო წელს ამერიკაში გავატარებთ. დარწმუნებული ვარ ეს წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო, თავგადასავლობითა და გამოწვევებით სავსე იქნება. ამ პროგრამამ უკვე შეცვალა ძალიან ბევრი რამ, უმთავრესი მიზანი რაც მასწავლა ისაა რომ , არასდროს უნდა დანებდე, იპოვო  ენერგია საკუთარ თავში და იბრძოლო.

თამარ ჯაყელი, დაბა კაზრეთის  №1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

– Flex_ის პროგრამით თავიდან სამი წლის წინ დავინტერესდი,  როცა ჩემი სკოლიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ გაიმაჯვა, მაშინ ვფიქრობდი, რამდენად კარგი იქნებოდა თუ მეც ოდესმე შევძლებდი ასეთი წარმატების მიღწევას. დავიწყე   მეტი შემართებით მეცადინეობა და წელს გავედი შესარჩევ ტურზე. ვერ გეტყვი, რომ ვღელავდი ყველა ტური გადავლახე წარმატებით, თუმცა COVID_19-თან   დაკავშირებულმა რთულმა მდგომარეობამ სულ გამიქარწყლა იმედი, აღარ ველოდი ზარს, თუმცა ყველაფერი შეიცვალა დამირეკეს და მახარეს, რომ 2020-2021 წლის ფინალისტი ვიყავი.  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქინდა. მთავარია დაისახო მიზანი და აუცილებლად მიაღწევ.

[:]

გოგი მეშველიანი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან-ბაირამს ულოცავს

0
[:en]

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამაზან ბაირამს, დიდი მარხვის დასრულებას, მოთმინების, ურთიერთთანადგომის დღესასწაულს!
ბედნიერებას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს !“ -გოგი მეშველიანი.

[:]

61-დღიანი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გაიხსნა

0
[:en]

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებიდან 61 დღის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ორი სოფელი: მუშევანი და გეტა.~

[:]

რა შეზღუდვები რჩება ძალაში ხვალიდან და რა უქმდება

0
[:en]

22 მაისს ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადება გააკეთა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ძირითადი ნაწილი უქმდება, თუმცა ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.
•23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, ასევე სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.
•უქმდება კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა.
• ასევე საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
•უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება ტაქსებისთვის. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია გამოიყენოს პირბადე.
•უქმდება შეზღუდვა 70 და მეტი წლის ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლაზე, თუმცა მთავრობის რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.
•ძალაშია შეზღუდვები რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურებაზე.
•შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო ზონებისა.
•კვლავაც შეზღუდულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა.
•შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა აგრარული ბაზრობებისა.
•შეზღუდულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფუნქციონირება და მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
•სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
•ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
•შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
•15 ივნისიდან იხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმზე.
•1 ივლისიდან კი საქართველო აპირებს მიიღოს საერთაშორისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი იხსნება

0
[:en]

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებიდან  61 დღის  შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი იხსნება. ხვალიდან მოსახლეობას  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ გადაადგილება, ღამის თორმეტი საათიდან  მოიხსნება საგუშაგო გამშვები ბლოკპოსტები. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაკეტილი რჩება  მხოლოდ ორი სოფელი:  მუშევანი და გეტა, სადაც აქტიურად გაგრძელდება მოსახლეობის  სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. აქ ეპოდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების ბიოლოგიური ნიმუშების აღებას კვლავ  აგრძელებენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითობის პრინციპით მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ, რაც ეპიდემიოლოგებს შემდგომ ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, დღეის მონაცემებით 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, აქედან სამი გარდაცვლილია, 67 კი გამოჯანმრთელებული.

[:]

დავით შერაზადიშვილი განცხადებას ავრცელებს!

0
[:en]

,,2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინი მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, რადგან ჩვენ ყველას სულ სხვა რეალობაში მოგვიწია ყოფნა. საბედნიეროდ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების საშუალება მოგვცა.

ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2500-ზე მეტი პისიარ ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ხვალიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში, ამ ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეუქმნას.

პანდემიამ და საკარანტინო მდგომარეობამ თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა, არაერთი კერძო პირი და კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში, რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე სოფელ მუშევანსა და გეტასაც გავხსნით,”აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

[:]

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს!

0
[:en]

– კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მოხმარება, საგრძნობლად გაიზარდა. ვინაიდან 3 თვის განმალობაში(მარტი, აპრილი, მაისი), მოსახლეობა წყლის გადასახადისგან განთავისუფლებულია მოქალაქეები წყალს არამიზნობრივად იყენებენ. სასმელი წყლით ბოსტნებისა და ბაღების მორწყვა ხდება, რის გამოც, ბოლნისისა და დაბა კაზრეთის გარკვეულ უბნებს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ რეზერვუარები უცვლელ რეჟიმში ივსება, თუმცა ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, მისი ჭარბი მოხმარების გამო, გარკვეულ უბნებს სასმელი წყალი დაბალი წნევით მიეწოდება, ზოგ შემთხვევაში კი დაბალი წნევის გამო ამ ტერიტორიებზე სასმელ წყალს მოსახლეობა საერთოდ ვერ ღებულობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გთხოვთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და თავი შეიკავოთ სასმელი წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან, რათა თითოეულმა მოქალაქემ სასმელი წყალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღოს.

[:]