კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 209

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
[:en]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, აქედან 17 სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით, მოსახლეობის გაფართოებული შემოწმებისას აღებული 574 ნიმუშიდან გამოვლინდა, 1 ახალი შემთხვევა კი ბოლნისის სასწრაფოს თანამშრომელია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

[:]

დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს!

0
[:en]

,,თითოეულ სამართალდამცველს ვულოცავ პოლიციის პროფესიულ დღეს!კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშველოვანია პოლიციელის პროფესია. თქვენი 24-საათიანი შრომის დამსახურებით, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში შევძელით სიმშვიდე და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. სწორედ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შევძელით საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და რეკომენდაციის დაცვა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს ემსახურები, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ორმაგად სასიხარულოა როცა მათგან ამ სამსახურისთვის სიყვარულსა და პატივისცემას იღებ. მთელი გულით ვამაყობთ ჩვენი კეთილსინდისიერი პოლიციით, რომელიც ადამიანების დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან და ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავსაც სწირავენ, ამიტომ მსურ გისურვოთ არასდროს გეთქვათ უარი თქვენი პროფესიული პრინციპებისადმი, მუდამ ასეთი უშიშრები და მისაბაძები ყოფილიყავით. მადლობას გიხდით, რომ ზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

[:]

სოფელ მუშევანში covid-19-ზე 574 ნიმუში იქნა აღებული

0
[:en]

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობდა. სოფელში ლუგარის ლაბორატორიისა და ადგილობრივი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგიური ჯგუფები მუშაობდნენ. საერთო ჯამში 9 უბნიდან covid-19-ზე აღებული ნიმუშების რაოდენობამ 574 შეადგინა. სოფელში, ფართო მასშტაბიან ტესტირებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ხაზაშვილი აკვირდებოდნენ. მასობრივი კვლევის პროცესს, მხარის გუბერნატორი და თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სოფელ მუშევანში დღემდე 56 დადებითი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, 60-მდე პირი მოთავსებულია საკარანტინე რეჟიმში. აღნიშნულ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დღესვე,  თითოეულ  ოჯახზე 100 ლარიანი სასურსათო პაკეტი  გაიცა.

[:]

ქალაქ ბოლნისში ფედერალური გზის შეკეთება მიმდინარეობს

0
[:en]

    

ქალაქ ბოლნისში ფედერალური გზის შეკეთება მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ბურჯი 777“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ფონიჭალა – მარნეული – გუგუთის საავტომობილო გზის მთლიან მონაკვეთზე, რომელიც დაიწყო 26 მაისს და ივნისის თვეში დასრულდება.

[:]

გოგი მეშველიანი თითოეულ მოხალისეს მადლობას უხდის საგანგებო ვითარების პერიოდში გაწეული შრომისთვის

0
[:en]

„მადლობა ჩვენს მოხალისეებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, 2 თვის მანძილზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის. ბოლნისში, საკუთარი ინიციატივით 230 ადამიანი ჩაება მოხალისეობრივ საქმიანობაში. ისინი თვითმმართველობასთან და საგანგებო შტაბთან ერთად 61 დღის მანძილზე ეხმარებოდნენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს! ჩვენ საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლიანი, საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე შეყვარებული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ჩაკეტილი სოფლების: მუშევანისა და გეტას მოსახლეობის დახმარებას” – გოგი მეშველიანი.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალს 100 წლის იუბილე მიულოცა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალს დუნიამალი ალიევს 100 წლის იუბილე მიულოცა

წელს სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალსა და მთარგმნელს დუნიამალ ალიევს 100 წელი შეუსრულდა. იუბილე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მის მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მიულოცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ მწერალთა კავშირის წევრს სამახსოვრო სუვენირები და ტკბილეული გადასცეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან კი დუნიამალი ალიევს 500 ლარი ჩაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ საჩუქრის გარეშე არც ბოლნისის მერი დარჩენილა, მწერალმა დავით შერაზადიშვილს სამახსოვროდ აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი მინიატურული ვეფხისტყაოსანი გადასცა.

[:]

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობას 29 მაისს განაახლება

0
[:en]

ბოლნისის მუნიცპალიტეტში 23 მაისიდან საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლირებადი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 29 მაისს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს პარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება და სპორტული და კულტურული აქტივობების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს დამსვენებელთა მიღება კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დროებით ჰქონდა შეჩერებული.

[:]

რევაზ ლაღიძის ქუჩაზე, მოსახლეობის თხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა

0
[:en]

ქალაქ ბოლნისში, რევაზ ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს ქუჩაში არსებული სანიაღვრე ქსელის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართეს. წვიმიან ამინდში ქუჩის გარკვეული მონაკვეთი წყლით იტბორება, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის.

დავით შერაზადიშვილი, დღეს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პრობლემის შესახებ გაესაუბრა.

ვინაიდან კაპიტალური სამუშაოები სახვადასხვა აუცილებელ პროცედურას მოითხოვს,მერის გადაწყვეტილებით, პრობლემის დროებით მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე დროებითი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, შემდგომ კი ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

[:]

ბოლნისში მუნიციპალური ტრასპორტით გადაადგილება 29 მაისიდან იქნება შესაძლებელი

0
[:en]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ტრასპორტი მუშაობას 29 მაისს განაახლებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოების დადგენილი ყველა წესის დაცვით ამოქმედდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დროებით შეჩერებული ჰქონდა.

[:]

ქვეშის ციხე-სიმაგრემდე მისასვლელი გზა კეთდება

0
[:en]

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის  სამსახურის უფროსთან  ერთად, სოფელ ქვეშში, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტობეტონი დაიგება, ხოლო 485 გრძივ მეტრზე მოეწყობა ქვაფენილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. გზის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქართლი“ ახორციელებს.

სოფელ ქვეშში მიმდინარე სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

[:]