დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წითელ ზონად აღიარებულ სოფელ გეტაში, სოციალური აქცია ჩატარდა, 160 კომლიან სოფელში სასურსათო პაკეტები დაარიგეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, სოფლის მცხოვრებლებს 100 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები გადასცეს. შეგახსენებთ, რომ სოფელი 15 მაისიდან ჩაკეტილია და საკარანტინე შეზღუდვებით ცხოვრობს.
ქ. ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული გზის პრობლემები, სულ მალე მოგვარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის პირველ ეტაპზე, აღნიშნულ ქუჩაზე დაზიანებული ფასადების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, მისი ღირებულება 579 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა კომპანია “RMG” -ს აღმასრულებელ დირექტორთან, თორნიკე ლიპარტიასთან და კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. „მნიშვნელოვანია, არსებული გამოწვევების პირობებშიც მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საწარმოს მდგრადი განვითარების დინამიკა.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ვერცხლისფერი ნაძვების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად, სამუშაოები ქალაქის ცენტრში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე დაავადების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ცხოვრებაშვილი გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქიას შეუერთდა.
გამწვანების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხოვრებაშვილმა თანამშრომლებთან ერთად სასურსათო პროდუქტები, გადასცა 15 ოჯახს , რომლებიც განსაკუთრბულ ყურადღებას საჭიროებენ.
სამსახურის თანამშრომლებმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში , საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძლეს თანამოქალაქეების დახმარება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფერმერთა მხარდაჭერის, პროდუქციის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად რეალიზაციისთვის, დღეს ბოლნისში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, ფერმერებს სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში შეხვდა. პროდუქცია სარეალიზაციოდ, ერთი ფანჯრის პრინციპით, გავა. 35 000 ტონამდე ახალი კარტოფილი, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები წელს ელოდებიან, ნაწილი ადგილზე, ხოლო ნაწილი ექსპორტზე უცხოეთში გაიგზავნება. თუმცა მანამდე მოხდება საკარანტინე მავნებელ დაავადებებზე კარტოფილის შემოწმება, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც უცხოელი იმპორტიორი აწესებს. ფიტო სანიტარული სერთიფიკატის მოპოვების შემდეგ, ფერმერებს პროდუქციის თავისუფლად გატანის საშუალება ეძლევათ.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ფარიზში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტი მოინახულა. სოფელში 500 გრძივ მეტრზე იგება ასფალტო-ბეტონის გზა და რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სარწყავ არხს. გზაზე გრუნტის სამუშაოები უკვე შესრულებულია და არხის რეაბილიტირების შემდეგ მოხდება გზის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს „გზამშენი 2014“ აწარმოებს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამაჟორიტარო ბიუროში სოფელ ტალავერში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარე პროცესი განიხილა.
„ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის პროექტირებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რისთვისაც გამოყოფილია 470 ათსი ლარი ხორციელდება წყალომამარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოები. შეხვედრაზე სოფლის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელეთ სასმელი წყლის დებეტის გაზრდის საკითხზე.“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ქალაქ ბოლნისში 500 ბოლნელის ქუჩაზე ხე მოგლიჯა. მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, გამწვანების სამსახურმა ჩახერგილი ტერიტორია გაწმინდა.
ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან აცხადებს მიღებას ახალი, 2020-2021 სასწავლო -სააღმზრდელო წლისათვის.
საბავშვო ბაღში ბავშვის მისაღებად მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღს, სადაც სურს შვილის ჩარიცხვა.
საბავშვო ბაღში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო ფორმა #IV-100);
ბავშვის ფოტოსურათი 2 ცალი; 3.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული;
მშობლ(ებ)ის პირადობის ასლ(ებ)ი;
მშობლების განქორწინების შემთხვევაში-სასამართლოს გადაწყვეტილება/დადგენილება ბავშვის მიმართ მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მეორე მშობლისათვის ბავშვის მონახულების უფლების შესახებ);
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული;
შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფორმა №IV-50 . ასევე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასება/რეკომენდაცია ბავშვის ასაკობრივი განვითარებისა და საბავშვო ბაღში ჩართვის თაობაზე.
ა(ა)იპ “ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღი) სამუშაო რეჟიმის დებულება“-ის მე-17 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
საბავშვო ბაღში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ: ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბ) იმ აღსაზრდელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; გ) საბავშვო ბაღის პერსონალის შვილებს; დ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს; ე) ობოლი და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ბავშვებს; ვ)კონკრეტულ საბავშვო ბაღში მოსიარულე აღსაზრდელების დედ-მამიშვილებს; ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახის შვილებს; თ) მარტოხელა დედის შვილებს.
საბავშვო ბაღებში ბავშვთა ჩასარიცხად საბაზისო კონტიგენტის რეგისტრაცია იწყება მიმდინარე სასწავლო წლის ივნისის პირველი სამუშაო დღ(ეებ)იდან და წყდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საბუთების მიღება გაგრძელდება ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამ პუნქტში განსაზღვრული ვადის განმავლობაში სააღმზრდელო ჯგუფების (საბაზისო) შევსების შემთხვევაში, ამ კატეგორიის კონტინგენტი ჩაირიცხება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვში.
საბავშვო ბაღში ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევაში სააღმზრდელო ჯგუფში აღსაზრდელის ჩარიცხვა განხორციელდება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვიდან, სადაც უპირატესობა მიენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული და ჩარიცხვის პრიორიტეტით მოსარგებლე კონტინგენტს, ხოლო აღნიშნულ კონტინგენტს შორის ჩარიცხვაზე თანაბარი პირობების არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ აღსაზრდელებს, რომელთა ჩარიცხვის თაობაზე განაცხადი უფრო ადრე იქნა დარეგისტრირებული.
ზემოთ აღნიშნულის და საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გთხოვთ, დროულად (1 ივნისს) მიმართოთ საბავშვო ბაღებს ბავშვის რეგისტრაციის მიზნით. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა.
განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, დილის 11 სთ.-დან 15 სთ -მდე.
ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“-ის ადმინისტრაცია