კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 202

სამაცივრე მეურნეობის საწარმოო პროცესს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ

0

გია კორძაძე ოც წელზე მეტია ფერმერულ საქმიანობას ეწევა, მას სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულ კულტურებთან ერთად  სუფრის ყურძენიც მოჰყავს, წელს კი ჩანდლერის ჯიშის კაკლის პირველ მოსავალსაც ელოდება. წარმოების გაფართოებამ დღის წესრიგში შემნახავი პუნქტის აშენება დააყენა.  ფერმერმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მოახერხა და ახალი სამაცივრე მეურნეობა აამოქმედა.

როგორც ფერმერი გვიყვება წელს აქ გერმანიიდან შემოტანილი სამი ახალი ჯიშის კარტოფილის თესლიც დასაწყობდება, რომლის რეალიზებაც ადგილზე მოხდება.  სეზონურად 50-მდე მუშახელია დასაქმებული, რომლებიც პროდუქციის გადარჩევა-შენახვის სამუშაოებს ასრულებენ, მუდმივად კი 10-15 ადამიანი მუშაობს. სამაცივრე მეურნეობით სარგებლობის საშუალება სხვა ფერმერებსაც აქვთ, აქ რვაას ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოო პროცესს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 17 ახალი საწარმო დაფინანსდა, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარჭერამ მეწარმეებს დამატებით წარმოების განვითარება-გაფართოების საშუალება მისცა.

დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება

0

დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.  გასულ წელს შენობის ორივე კორპუსში გაჩნდა ბზარები, რომელზეც დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბზარები იზრდებოდა რაც შენობის კონსტრუქციის სიმყარეს საფრთხეს უქმნიდა. არსებული მდგომარეობის  შესასწავლად ადგილზე მოწვეული იქნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა დაზიანების ხარისხი და გააკეთა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტრუქციული გამაგრებითი პროექტი. სამუშაოები უკვე  ერთი თვეა მიმდინარეობს და მას შპს ,,მეტრი“ ახორციელებს.   სამუშაოების დასრულების  შემდეგ, საბავშო ბაღს, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. მიმდინარე  პროცესი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

ანსამბლ ,,იმედის“ მორიგი წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე

0

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,იმედი’’, ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი, ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ,,ნარინჯისფერი ქობულეთი-2020’’ გრანპრით დაჯილდოვდა. აღნიშნულ ფესტივალს ქობულეთი უკვე მეთვრამეტედ მასპინძლობს, რომლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერების, ცეკვების, საესტრადო და სამეჯლისო ხელოვნების პოპულარიზაცია- განვითარება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩენა, ანსამბლი ,,იმედი’’ ფესტივალ -კონკურსზე ტრადიციულად, ყოველ წელს, წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა საპრიზო ადგილებს იკავებს, ამჯერად ბოლნისელი პატარები, ქობულეთიდან, გრანპრით ხელდამშვენები დაბრუნდებიან. ,,2008 წლიდან ყოველწლიურად წარმატებით ვმონაწილეობთ ამ კონკურს – ფესტივალში, გასულ წელს დავიკავეთ პირველი ადგილი, ამჯერად კი მოვიპოვეთ უმაღლესი ჯილდო – გრან პრი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფესტივალია,ბავშვები იღებენ დიდ გამოცდილებას, მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. აღსანიშნავია, რომ ,,იმედი’’ ფესტივალზე კომპანია ,,არემჯის’’ მხარდაჭერით იმყოფებოდა, რისთვისაც ანსამბლის თითოეული წევრის სახელით მადლობას ვუხდით კომპანია ,,არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს ბატონ თორნიკე ლიპარტიას და კორპორაციული დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბატონ ირაკლი შატაკიშვილს,’’ განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული, საბავშვო-საესტრადო ანსამბლ ,,იმედის’’ ხელმძღვანელმა ლაურა დურგლიშვილმა.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა.დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხეც. პირველადი დათვალიერებით, საცხოვრებელი სახლები ძლიერად არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება.

თემაზე დასძლიე ,,სფიქერფობია” ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩარტარდა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისელი ხალგაზრდებისთვის და მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,,სფიქერფობია’’. მოწვეულმა პიარფსიქოლოგმა მაგდა კოტრიკაძემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ძირითადი პრინციპები, შიში და მისი დაძლევის მნიშვნელობა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ, საჯარო გამოსვლა უფრო ეფექტური და წარმატებული გავხადოთ, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოსვლის დროის, სხეულის ენისა და ხმის ეფექტურ გამოყენებაზე. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებს დახმარებოდნენ საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში, რათა ჩამოყალიბდნენ კარგ ორატორებად და მათი საჯარო გამოსვლები იყოს მეტად წარმატებული.,,მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილისა და საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ორგანიზატორობით შევიმუშავეთ ახალგაზრდების განვითარების მუნიციპალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას და ახალგაზრდების მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში, ამ ინციატივის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორისაა ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშემწყობი შემეცნებით გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. თითოეული მონაწილე მაქსიმალურად აქტიურობდა, რისთვისაც მადლობა მათ და ტრენერს მაგდა კოტრიკაძეს,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეწტის მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში, სალომე საღინაძემ.

„ერთობის“ მორიგი აქტივობა სოფელ დისველში

0
[:en]

ქვემო ქართლის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობამ“ პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერების“ ფარგლებში მორიგი აქტივობა განახორციელა.  სოფელ დისველში, წინასწარ შერჩეული მოწყვლადი კატეგორიის სამ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი გაზიფიცირებულია, მოსახლეობა ზამთარში გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებს, სწორედ აღნიშნული  გამათბობლები  დაეხმარება მათ ნაკლები შეშის დახარჯვით,  მეტი სითბოს მიიღებაში. ორგანიზაცია „ერთობა“ „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური დახმარებით,  პროექტის ფარგლებში, თემაზე მორგებულ რამდენიმე ღონისძიებას განახორციელებს. 

[:]

მდინარე მაშავერას მიმდებარედ კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

0
[:en]

მდინარე მაშავერას მიმდებარედ კომპანია „არემჯისა“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის ფარგის დაბრუნებას ითვალისწინებს.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც მდ. მაშავერაში სიმბოლურად ფარგა გაუშვეს.

[:]

ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

0

თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მუზეუმი, დღეს ბოლნისში  ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნას ესწრებოდნენ: ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები. XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის კარი  ჟურნალისტებისთვისაც გაიღო და მედიატური გაიმართა.

ბოლნისის მუზეუმი, ქალაქის ფედერალურ გზასთან, ტურისტულად ზუსტად  გათვლილ ლოკაციაზე აშენდა. თანამედროვე სტანდარტის სივრცე ვიზიტორებისთვის ხელსაყრელია. ორსართულიანი სადა შენობა, ფასადურად ბეტონითა და მინის ვიტრაჟით, ერთადერთი არქიტექტურული აქცენტით, ფასადზე, საკონფერენციო დარბაზის, უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული ფორმა, რომელიც ოქროს კრისტალის გეომეტრიას იმეორებს. რაც შეეხება შენობის შიდა სივრცეს, აქ განათლება, მეცნიერება და კულტურა შერწყმულია. შენობაში ყველა მიმართულებისთვის შესაბამისი ლოკაციაა განთავსებული და თითოეულ მათგანს, ინდივიდუალური შესასვლელები აქვს.  თავმოყრილია, ექსპონატის მიღებიდან დამუშავებამდე ყველაფერი, ფონდსაცავი, განთავსებულია ბავშვთა საგანმანთლებლო სივრცე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა, საკონფერენციო და საექსპოზიციო დარბაზები,   სამეცნიერო ლაბორატორიები და სხვა.

ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციას, კიდევ ერთი ახალი, ბოლნისის მუზეუმი შეემატა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია. ერთ სივრცეში განთავსებულია მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტი. წარმოდგენილი ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს, როგორც მსოფლიოს, ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით.  ამ ყველაფრის ნახვა, ულტრა თანამედროვე სივრცეში 1 აგვისტომდე სრულიად უსასყიდლოდაა შესაძლებელი.

გოგი მეშველიანმა ახალგაზრდებს ბოლნისის ახალ მუზეუმში უმასპინძლა

0

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბოლნისის ახალ მუზეუმში უმასპინძლა.

„ჩვენ, მოგვეცა შესაძლებლობა ერთად დაგვეთვალიერებინა ახალი მუზეუმი და გავცნობოდით ერთ სივრცეში განთავსებულ ქვემო ქართლის ისტორიას.
ბოლნისის მუზეუმი წარმოადგეს ულტრა თანამედროვე რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს. აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში.“-განაცხადა გოგი მეშველიანმა

მცირე ექსკურსიის შემდეგ ბოლნისელმა ახალგაზდებმა შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მაჟორიტარს გაუზიარეს.

,,თითოეულ ბოლნისელს ვუსამძიმრებ შესანიშნავი პიროვნების გარდაცვალებას”- წერს ბოლნისის მერი თავის ოფიციალურ გვერდზე

0

გამორჩეული ხელოვანი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ ტრაგედიას. ბატონი ზურაბის ნიჭიერება, ინდივიდუალიზმი უდაოდ დააკლდება ქართულ თეატრალურ სამყაროს. სულ ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭა. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ურთიერთობის, მეგობრობის შესაძლებლობა მქონდა და რაც მთავარია, მისი რეჟისურით დადგმული არაერთი სპექტაკლის ნახვის შანსი მომეცა. თითოეულ ბოლნისელს ვუსამძიმრებ ამ შესანიშნავი პიროვნების გარდაცვალებას,”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.