კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 201

„არემჯის საზაფხულო სკოლა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერში „არემჯის საზაფხულო სკოლა“ უმასპინძლებს.

აღნიშნული პროექტი სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის  სტუდენტისათვის ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და ის წელს მესამედ ხორციელდება.

ყოველ წელს იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. წინასწარ შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, წელს შეირჩა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 30  სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ  17 მათგანი ადგილობრივია.

პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და „არემჯის საზაფხულო სკოლაში“ გავლილი საწარმოო პრაქტიკის შემდეგ, სამთო მრეწველობისთვის  მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბდებიან.

გიორგი ჩხეიძე „არემჯის“ აღმასრულებელი დირერქტორის მოადგილე ადამიანური რესურსების საკითხებში:

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს „საზაფხულო სკოლის“ ფორმატში  უკვე  მე-3 წელია, რაც ვთავაზობთ თანამშრომლობას. მოხარული ვარ, რომ პროექტში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თავიანთი სპეციალობების მიხედვით, სტუდენტები  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდებიან. მათ შორის მადნეულის და საყდრისის კარიერებზე, სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში, გროვული გამოტუტვის უბანზე, გეოლოგიურ და გეოტექნიკურ სამსახურებში, ასევე რევერსული ბურღვის უბანზე. ეს ის სპეციალობებია, რომლებსაც სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტში ეუფლებიან და რომლებიც  ჩვენ კომპანიაში პრიორიტეტულია. „არემჯის საზაფხულო სკოლის“ პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებმა ზუსტად იციან ჩვენი საწარმოს სპეციფიკა და აქვთ ის პრაქტიკული უნარები, რომელიც მათ უმაღლესის სასწავლებლის დასრულების შემდეგ,  ჩვენი კომპანიისა და ზოგადად სამთო მრეწველობის დარგისათვის მიმზიდველ კადრებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.“

ნათია მექუდიშვილი სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი:

„არემჯის საზაფხულო სკოლის შესახებ ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე. დიდი სურვილი მქონდა მოვმხვდარიყავი საზაფხულო პრაქტიკებზე, ამიტომ გამოვაგზავნე ჩემი პირადი მონაცემები.  ვფიქრობ, ჩვენი პროფესიისათვის პრაქტუკული სამუშაობი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დრო ძალიან წამადგება ჩემს პროფესიულ განვითარებაში.“

ირაკლი ჯაყელი, სამთო გეოლოგიური მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტი:

„პროფესიის არჩევის დროს ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო,  რომ ადგილობრივი ვარ. გასულ წელს საზაფხულო სკოლაში ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მირჩიეს პროექტში ჩართვა.  დარწმუნებული ვარ, რომ სკოლა გაამართლებს ჩემს მოლოდინებს და გეოლოგიის საწყისებს, რაც პირველ კურსზე თეორიულად გავიარე უფრო გასაგებს და ხელშესახებს გახდის ჩემთვის.“

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

0

დღეს საქართველო 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისულებამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსთან ერთად სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. ღვთისმშობლის ნიშთან კი სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.2008 წლის რვა აგვისტო, დღე რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ხუთ დღიანმა დაპირისპირებამ ქვეყანას მრავალი გმირი და საკუთარ მიწა-წყალზე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები შესძინა. აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შორის სამი ბოლნისელი, 40 წლის ნოდარ დევნოზაშვილი, 23 წლის ასლან შაინიძე და 18 წლის საბა დადვანი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ.აგვისტოს ომს ჯამში 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, თოთხმეტი პოლიციელისა და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ქვემო ქართლის რეწვის სახელოსნოების გზამკვლევის პრეზენტაცია ბოლნისის მუზეუმში

0

 7 აგვისტოს, ბოლნისის მუზეუმში, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ   “ქვემო ქართლის რეწვის სახელოსნოების გზამკვლევის” პრეზენტაცია გამართა.  ტურის ფარგლებში სტუმრები გაეცვნენ  ახლადგახნილ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს,  აღნიშნული ღონისძიება  ინფო-ტურის ფარგლებში ჩატარდა , რომლის მიზანი ქვემო ქართლის სახელოსნოების პოპულარიზაცია და ტურისტულ მარშრუტებში ინტეგრაციაა. “ქვემო ქართლის სახელოსნოების გზამკვლევი” მოიცავს რეგიონში მოღვაწე ისეთ ოსტატებს როგორიცაა: ლითონმქანდაკებლობა, ქვაზე კვეთა, მეხალიჩეობა, მინა,  კერამიკა და ხის მხატვრული დამუშავება. ოსტატები ვიზიტორებს სთავაზობენ როგორც მასტერკლასებს, ასევე სახეოსნოების დათვალიერებასა და კურსების გავლასაც. ტურს  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და მოწვეული რეწვის ოსტატები ესწრებოდნენ. დასასრულს კი გაიმართა ბოლნისური ღვინის დეგუსტაცია,სადაც წარმოდგენილი იყო ,,ძმების მარნის’’სხვადასხვა  სახეობის ღვინო. ინფო-ტური,   USAID ,,ზრდა’’ პროექტის ფინანსური ხელშეწყობით,  საქართველოს ეროვნულ მუზუმებთან და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით მოეწყო.

საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური დახმარების პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება

0

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ​საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) დაუფარავს.„ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კირიზისს ზეგავლენა. ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში, ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი იანვარი და თებერვალი, იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

0
[:en]

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკებიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზადაა ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური. გარდა ამისა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაჯამა ერთიანი ეროვნული გამოცდების, სამაგისტრო გამოცდების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები და აღნიშნა, რომ პროცესი სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა და მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. იმ აბიტურიენტს კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დარჩენილი გამოცდის სამკურნალო დაწესებულებაში ჩაბარების შესაძლებლობა მიეცა, რაც უპრეცედენტო ფაქტი იყო.გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით დასაშვები ხდება ბიბლიოთეკების ფუნქციონირება. შესაბამისი პროტოკოლი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საოპერაციო შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინეს ანგარიში საქართველოში იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები ორმხრივად უპირობოდ გახსნა. ვიზიტორებს და უცხოელ ტურისტებს, სურვილის შესაბამისად და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აეროპორტშივე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. აღსანიშნავია, რომ პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. საბჭოს წევრების შეფასებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია ფრთხილი და გონივრული მიდგომის კვლავ შენარჩუნება.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კი, შეაჯამა საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელი პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმის ფუნქციონირება. მინისტრის ინფორმაციით, ინტერესი სულ უფრო მზარდია და დღევანდელი მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულია 2 700-მდე განაცხადი. გარდა ამისა, იქმნება პლატფორმა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს მისცემს საშუალებას, საქართველოდან გრძელვადიანად, დისტანციურად იმუშაონ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან, რომელმაც თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა.როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად ხორციელდება, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს საკარანტინო სივრცეების კუთხით არსებული შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა.სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, კვლავ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის – პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1197 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 974 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცი

[:]

სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშოების მეორე ეტაპი დასრულდა

0
[:en]

სოფელ მუშევანამდე მისასვლელი  უკვე დასრულებული გზა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.  აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარით გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდა, რომელიც საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, არ შეფერხებულა. ამ ეტაპზე 1100 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა ორივე გვერდული სანიაღვრე არხით მოეწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე   სარეაბილიტაციო სამუშაოები  მომავალ წელს მესამე ეტაპად განხორციელდება.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ დისველის და აკაურთის შემდეგ, ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის პროცესი ამჯერად ტანძიაში და მამხუტში გრძელდება. გაზიფიცირების შემდგომ სოფლებში მთავარი პრობლემა მოგვარდება. გასულ წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, 19 სოფელში გაზის ტრანსპორტის კომპანიამ, მაგისტრალის მშენებლობა განახორციელა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით  ამ დროისთვის გაზიფიცირებულია 37 სოფელი, დარჩენილ თერთმეტ სოფელში კი ქსელის მონტაჟი უახლოეს მომავალში  მოხდება. 

[:]

ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

0

სოფლების, ჭაპალასა და სამტრედოს დამაკავშირებელ გზაზე, 1300 გრძივ მეტრზე მოეწყო ბეტონის საფარი თავისი სანიაღვრეებით. ობიექტის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი, მომავალ წელს იგეგმება, რითაც, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა, სრულად რეაბილიტირდება. დასრულებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

,,7×7 ფეხბურთის ასოციაცია“ საფეხბურთო ჩემპიონატისთვის იწყებს გუნდების შერჩევას

0

,,7×7 ფეხბურთის ასოციაციის” ორგანიზებით იწყება  ,,MASTER LEAGUE“ს და ,, MASTER CUP’’-ის  საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც მიზნად ისახავს: ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, საქართველოს  ყველა რეგიონში მზარდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ჩემპიონატი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

პირველი ეტაპი – მუნიციპალური გუნდები, ლიგის პრინციპით  ითამაშებენ  საკუთარ ჩემპიონატს და გამოავლენენ საკუთარი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს;

მეორე ეტაპი – მუნიციპალიტეტების ჩემპიონები გადაერთვებიან რეგიონალურ ეტაპზე და ოლიპმიური  პრინციპით გამოავლენენ საკუთარი რეგიონის ჩემპიონს, ასევე იბრძოლებენ ფინალური ეტაპის საგზურისთვის.

მეასამე ეტაპი – ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილი 32 გუნდიდან 16 იქნება დასავლეთ საქართველოდან, 16 კი აღმოსავლეთ საქართველოდან. ფინალური ტური ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.

გამოვლინდება ჩემპიონი, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო მოთამაშე, მწვრთნელი, მეკარე, და ა.შ. სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი, შესაბამისი მედლებითა და სპეციალური პრიზებით.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველმა გუნდმა, შფა-ს მიერ დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს განაცხადის ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

განცხადების ფორმა  და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

               განცხადების ფორმა კი  უნდა გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: kulturabolnisi19@gmail.co

დებულება

განაცხადის ფორმა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო ბოლნისს ეწვია

0
[:en]

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დღეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერს, თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს და განიხილეს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს შორის განსახორციელებელ რეფორმებზე. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით წელს საპილოტე პროექტში 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტია ჩართული.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს 3 წლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით. დღევანდელი შეხვედრა მერიის საკონფერენციო  მცირე დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

[:]