კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 200

ბოლნისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0
[:en]

ახალი სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ არქევანში, საჯარო სკოლის ეზოში, შშმ პირებზე ადაპტირებული გარე საპირფარეშოს მშენებლობა მიმდინარეობს,   სოფელ  ჭაპალაში კი საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან  ერთად მოინახულა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლებში წესრიგდება სველი წერტილები, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.   აღნიშნული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 590 000 ლარამდე დაიხარჯება.

[:]

სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დასრულდება

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად,  სოფელ მამხუტში გზის მოწყობის სამუშოები მოინახულა. აღსანიშნავია, რომ მთავარი გზის მოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად იყო გათვლილი, გასულ წელს განხორციელდა პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი კი სოფელში მთავარი გზის ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხითა და კიუეტებით მოწყობას გულისხმობს. პროექტი რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ახალი განყოფილება შეიქმნა

0
მუნიციპალიტეტის გარე ფასადი

2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა  ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს აკისრებს. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, გაეროს კონვენციის თანახმად და   კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში,  მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც,  შესაბამისი ,,ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის“  სტრუქტურული ერთეული  შეიქმნა. რომელიც შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მუნიციპალური პროგრამების მართვას და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი განხორციელების კონტროლს. აღნიშნულ განყოფილებას ბოლნისში, პროფესიით ეკონომისტი, ლელა კვირიკაშილი უხელმძღვანელებს.

,,გაეროს კონვენციის თანახმად, კანონის გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებს ბავშვის დაცვის საკითხებზე.  შესაბამისად, კანონის ამოქმედებისთანავე, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც შეიქმნა აღნიშნული განყოფილება, რომელიც დაკომპლექტდა  6 თანამშრომლით, ჩვენ  ეტაპობრივად ვიწყებთ დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას. შევისწავლით თითოეული ბავშვის მდგომარეობას, ვისაც კი დასჭირდება დახმარება და  საჭიროებიდან გამომდინარე,  უზრუნველვყოფთ მათი პრობლემების მოგვარებას. ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული,   სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისი მიმართული იქნება ოჯახის გაძლიერებისკენ, რომ ბავშვი არ იყოს დაჩაგრული,  არ ჰქონდეს შიმშილის, ძალადობის და სხვა სახის პრობლემები, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო მოხდება ბავშვის მინდობითი პროგრამით უზრუნველყოფა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იქნება  სოციალური მომსახურების სააგენტო.  ჩვენი ვიმუშავებთ კოორდინირებულად და ყველა უწყებასთან  ჯაჭვური პრინციპით ვითანამშრომლებთ.“ აღნიშნა ლელა კვირიკაშვილმა.

ასევე, 1 სექტრემბრიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კიდევ ერთი  ახალი სტრუქტურული ერთეული,  გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება იფუნქციონირებს, რომელიც  ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის  და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. აღნიშნული განყოფილება  მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ფატი ტვილდიანი, გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი:

,,გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება  მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სექტემბრიდან შეიქმნა, რომელიც ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში იფუნქციონირებს. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წლების მანძილზე ფუნქციონირებდა ქალთა ოთახი და გენდერულ საკითხებში მერის თანაშემწის შტატი,  სწორედ ეს ორი სფერო გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთ ორგანიზაციად.

ახალი სტრუქტურული ერთეული კვლავ ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა უფლებების გაძლიერებას,  ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ ინფორმირებასა და ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში.

მიხეილ კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი:

-როგორც მოგეხსენებათ,  ბავშვთა დაცვის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით იყო მთელი რიგი ინსტრუქციები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კოდექსის შესაბამისად, უნდა უზრუნველგვეყო  კანონით გათვალისწინებული ყველა ფუნქციები, შესაბამისად, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში შეიქმნა ახალი განყოფილება, განყოფილების უფროსის  თანამდებობაზე  გამოცხადდა შიდა კონკურსი,  თანამშრომლების შტატებისთვის კი გადამზადდნენ უკვე  მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით სამუშაო  გამოცდილება.  ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებდა ახალი მუნიციპალური სერვისი ,,ქალთა ოთახი“ და გვყავდა მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში, სწორედ, ეს ორი სფერო გაერთიანდა და შეიქმნა ახალი, გენდერული თანასწორობის საკითხთა“  განყოფილება.

კომპანია არემჯის მხარდაჭერით სოფელ წერაქვში ფესტივალი One Caucasus 2020 გაიმართა

0

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 27-30 აგვისტოს ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus (ერთიანი კავკასია) გაიმართა. ფესტივალმა უმასპინძლა ქვემო ქართლის მკვიდრ ასობით ახალგაზრდას და სხვა სტუმრებს. One Caucasus-ის მისიაა შექმნას შთამაგონებელი სივრცე კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის. ფესტივალი მოიცავს სამ კვირიან მოხალისეობით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანები, მუსიკოსები, არქიტექტორები და ტრენერები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მართავენ უნიკალურ შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობებს ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. წლევანდელმა აქტივობებმა მოიცვა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი.

 One Caucasus-ის მხარდამჭერები არიან: ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკომისიის განათლების, აუზიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA), პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, კომპანია „არემჯი“ და შემოქმედებითი საქართველო.

 2020 წლის ფესტივალი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სპეციალურად განხორციელდა მცირე მასშტაბებში და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კერძოდ: ფესტივალის ყველა მონაწილემ გაიარა თერმოსკრინინგი, დაურიგდათ უფასო პირბადეები და ყველა აქტივობა განხორციელდა ღია სივრცეში. „ერთიანი კავკასიის ქალაქში“ დამსწრეებს სპეციალურად მოწყობილ კინოთეატრში მიეცათ შესაძლებლობა ეხილათ არაერთი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი, ახალგაზრდებისთვის მოეწყო მრავალი შემეცნებითი აქტივობა, ხოლო ფესტივალის ოთხი დღის ყოველ საღამოს აუდიტორიისთვის შეასრულეს ისეთმა ბენდებმა, როგორიცაა გორდელა, ჩვენებურები, La Courbe Flottante, Midnight, Sunshine, INFEST და სხვ.

,,წელს უკვე მეორედ კომპანია არემჯი აქტიურად მხარს უჭერს ფესტივალს ,,ერთიანი კავკასია“. წარმოდგენილები ვართ  სოფელ წერაქვში, კაზრეთელ მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი გარემოს, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და უზიარებენ თავიანთ  გამოცდილებას. ჩვენ მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავარგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.” – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა კომპანია არემჯის კორპორატიული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

,,ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) უკვე შვიდი წელია არსებობს. ყოველი წლის აგვისტოს ვკრეფთ ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდს, შემდეგ ვსახლდებით სოფელ წერაქვში, საიდანაც ვახორციელებთ აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ვაწყოფთ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელიც იქმნება კავკასიელი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ ერთად მუშაობა და განვითარება მუსიკალურ სფეროში.” – განაცხადა ირაკლი მიქიანმა ფესტივალ One Caucasus-ის ორგანიზატორი.

არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0
[:en]

სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, რომელმაც აქამდე უცნობი ნეოლითური პერიოდის, 8 000 წლის წინანდელი არქიტექტურა გამოავლინა. ძვ. წელთაღრიცხვის VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისთვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია, მცირე ზომის სათავსები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.

გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა, ბორცვი  მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისთვის, აღსანიშნავია ისიც, რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებიოთ მდებარეობს არუხლოს და იმირის ძეგლებიდან, სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ნეოლითური პერიოდისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები. ეს არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება, აღნიშნული მასალის შესწავლა სწორედ  მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება.

 მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა, სადაც რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. ტერიტორიის შესწავლა წელს ეროვნული  მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განაახლდა, VI ათასწლეულით დათარიღებულ ძეგლს მალე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

[:]

ბოლნისში 480-მა ბენეფიციარმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

0

საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირადი მოხმარების ნივთები დღეს  ბოლნისში 480-მა სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ხანდაზმულმა მიიღო.

საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოება“-სა  და „გაეროს  მოსახლეობის ფონდის“ პარტნიორობით, საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, covid-19-თან დაკავშირებით  ერთობლივი პროექტი ხორციელდება,  რომელიც, ხანდაზმულთა  მხარდაჭერის კუთხით, სხვადასხვა  ღონისძიებებს ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში  დღეს ბოლნისში საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

,,გაეროს ფონდის დახმარებით, საქართველოს წითელი ჯვარი, ეხმარება 60 წელს გადაცილებულ, სოციალურიად დაუცველ მარტო მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის ჰიგიენური საშუალებების ამანათები და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, გვაქვს საინფორმაციო მასალები Covid-19-ის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია  როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა გასაგები იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. აქვე მითითებულია წითელი ჯვრის ცხელი ხაზის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში, ფენეფიციარებს  შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ  შესაბამისი დახმარება,“განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა თამარ კამკამიძემ.

ამანათების დარიგებას ორგანიზება ,,წითელი ჯვრის“ ბოლნისის ორგანიზაციამ და  მუნიციპალიტეტმა გაუწია, რომელშიც 5 ლიდერი და 45 მოხალისე მონაწილეობდა. აქციამ  მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი მოიცვა.

,,ხანდაზმულთა საჭიროებებზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია,  ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მათზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი,   რომელიც საქართველოს წითელი ჯვრისა და გაეროს მხარდაჭერით ხორციელდება, ოთხ ეტაპად მიმდინარეობს,  პირველ ეტაპზე  მოვახდინეთ ყველა ბენეფიციართან გასაუბრება და მათი საჭიროებების  გამოკვლევა, მეორე ეტაპი მოიცავდა დღევანდელ აქციას, რომელიც ამანათების დარიგებას ითვალისწინებს, შემდგომ ეტაპებზეც განხორციელდება კიდევ სხვა სახის აქტივობები რომელიც იქნება  მათ საჭიროებებზე მორგებული. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ბენეფიციარს მივაწოდეთ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციები covid19-თან დაკავშირებით,“განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ბოლნისში, ლალი გურგენიძემ.

,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც ერთობლივად მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

,,მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“, რომლის ფარგლებშიც, გაეროს ფონდის მხარდაჭერით   დღეს ხორციელდება ერთობლივი პროექტი.   ბოლნისში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ჩამოტანილია  480 პაკეტი. ნობათები მოიცავს პირველადი მოხმარების ნივთებს, პროდუქტებს და ჰიგიენის საშუალებებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორგანიზებას უწევს და ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და ასევე მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის,“ აღნიშნა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალია  ნავერიანმა.

200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1 სექტემბრიდან დაიწყება

0

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს. შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს განახლდება

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გაიხსნება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით – 1 ოქტომბრიდან. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან, სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან დაკავშირებით.

200 ლარიანი დახმარებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

0


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.
ამისათვის საჭიროა, ელექტრონულ პორტალზე განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე უნდა ატვირთოს ბავშვის დაბადების მოწმობა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.
ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.
სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს, რეგისტრაციის გავლა, 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს
შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა, ელექტრონულ პორტალზე, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე –  1505.
რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge  ასევე ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს

0

 

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2 084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ამსაკითხებზე დღეს მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის – მოსწავლეების გარდა, ხოლო სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

1. მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
2. შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
3. შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
4. პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
5. სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
6. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
7. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
8. ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
9. ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
10. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობითსაქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტრომთითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებითშეიმუშავა რეკომენდაციებირომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემსინდივიდუალური შესაძლებლობებისმოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებითდაგეგმოს სასწავლო პროცესისკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსშესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

“აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

“მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.