კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 199

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო და კერძო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სკოლების ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები შეემატა.  მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ახალი სასწავლო წელი მიულოცა და   ბოლნისში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას  სხვადასხვა  ჟანრის ლიტერატურა გადასცა, რომლითაც წიგნთა ფონდის შევსება მოხდება.  მერიის საჩუქარი მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებაში დაეხმარებათ. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ბოლნისის ნომერ  მეხუთე, სოფელ ბოლნისისა და ტალავერის საჯარო სკოლებს ესტუმრა,  საჩუქარი პირადად გადასცა და იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო.

[:]

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობამ“ პროექტის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება გამართა

0
[:en]


„ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობამ“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. სოფელ რატევანში მცხოვრები ქალებისთვის სოფელ მისაქციელში, ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში,’’ მოეწყო ექსკურსია, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს,, პროექტი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, მიზნად ისახავდა სოფელ რატევანში მცხოვრებ ქალთა ცოდნის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ენერგოეფექტურობა და ნარჩენების მართვა, სამიზნე ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგები, ხოლო სოფელ დისველში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განხოციელდა.

[:]

ბოლნისის ახალმა მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა

0


ბოლნისის ახალმა მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შეხვდნენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგანი.
სტუმრები ბოლნისის მუზეუმში გაეცნენ რეგიონის კულტურასა და ისტორიას, მათ იხილეს ექსპოზიცია, რომელიც წარმოაჩენს ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ბერძნები, გერმანელები, ოსები, რუსები, სომხები.
რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ვიზიტი მუზეუმში, შეხვედრები სხვადასხვა მიმართულების სფეროს სპეციალისტებთან და მათი მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში გრძელვადიან სახეს მიიღებს და ეტაპობრივად გაგრძელდება.
ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან. ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი”, რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის.
აღნიშნული პროექტი თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით და არასამთავრობoო ორგანიზაციის „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ჩართულობით ხორციელდება.

დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი:
საზოგადოებრივი განათლება არის პრიორიტეტული ყველა ფენისთვის და ეთნიკური ჯგუფისთვის. აუცილებელია ეთნიკური უმცირესობები იყვნენ ინტეგრირებულნი და ამის მნიშვნელოვანი ელემენტი სამუზეუმო საქმიანობაა, სადაც ეს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, საზოგადოებას ჩვენი მემკვიდრეობის, ისტორიის და კულტურის ირგვლივ გააერთიანებს, შევეცდებით მეტი ახალგაზრდა ბრუნდებოდეს მუზეუმში და ეს არ შემოიფარგლოს ერთჯერადი ვიზიტებით.
ფათმა ჯერენ იაზგანი: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში:
თურქეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს, ბოლნისის ახალმა მუზეუმმა უმასპინძლა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები გაეცნონ აქაურ კულტურასა და ისტორიას. პროექტი ამით არ დასრულდება და ის გრძელვადიან სახეს მიიღებს.
მარიზ შტამიროვი, პედაგოგი:
ბოლნისი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. თუ გვსურს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბავშვები აღვზარდოთ, აუცილებლად ვანახოთ ბოლნისი, გავაცნოთ ამ მხარის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ეს ახალი მუზეუმია სივრცე, სადაც ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და გერმანელებს, ერთი კულტურის ქვეშ აერთიანებს.

“არემჯის საზაფხულო სკოლა 2020”

0

10 სექტემბერს, დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ „საზაფხულო სკოლა 2020“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს.
საზეიმო ღონისძიება „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერის პერიოდში მიმდინარე პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს კომპანიაში სტაჟირების გავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს სამთო-გეოლოგიური და ენერგეტიკის ფაკულტეტის 30 სტუდენტი მივიღეთ, რომლებსაც სამთო, გეოლოგიის, გამდიდრების, გროვული გამოტუტვისა და გეოტეკნიკური მიმართულებით საუკეთესო სპეციალისტები ჰყავდათ პრაქტიკის ხელმძღვანელებად. მჯერა, რომ „საზაფხულო სკოლის“ დასრულების შემდეგ, სტუდენტები გაცილებით თავდაჯერებულები და მოტივირებულები დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს და სწავლის დასრულების შემდეგ, ჩვენ კომპანიაში უკვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რანგში დაბრუნდებიან.“- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ყურადღება სტუ-სა და „არემჯის“ შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და მის მონაწილეებს. დღეს ჩემი მოლოდინები გამართლდა. თეორიული სწავლება არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა ყველაფერს საკუთარი თვალით დანახულსა და ხელით შეხებულს აქვს თავისი მნიშვნელობა. სტუდენტები, რომლებმაც დღეს „საზაფხულო სკოლის“ დასრულების შემდეგ პრეზენტაციები გამართეს, საუბრობდნენ როგორც პოფესიონალი სამთოელები, გეოლოგები. დღეს ჩემი სტუდენტებით ვარ ამაყი და მჯერა, რომ მათგან კარგი სპეციალისტები დადგება. ამ ყველაფერში კი „არემჯის“ დიდი წვლილი მიუძღვის.“ – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ.
სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის „არემჯის

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წელსაც დააფინანსებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს.

გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.

მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:

1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა სასწავლებლიდან;
  3. გარდაცვალების მოწმობა;
  4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  5. დაბადების მოწმობის ასლი;
  6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
  7. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  8. პირადობის მოწმობის ასლი;
  9. დევნილის მოწმობა;
  10. ცნობა სასწავლებლიდან;
  11. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  12. დაბადების მოწმობის ასლი.
  13. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  14. პირადობის მოწმობის ასლი;
  15. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
    3.ცნობა სასწავლებლიდან;
  16. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  17. დაბადების მოწმობის ასლი.
  18. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
  19. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  20. პირადობის მოწმობის ასლი;
  21. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
  22. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  23. ცნობა სასწავლებლიდან;
  24. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
    4.ცნობა სასწავლებლიდან;
  4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
    4ცნობა სასწავლებლიდან;
  4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
  5. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);
  6. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  7. პირადობის მოწმობის ასლი;
  8. დაბადების მოწმობის ასლი;
  9. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  10. ცნობა სასწავლებლიდან;
  11. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
  12. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
  13. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  14. პირადობის მოწმობის ასლი;
  15. დაბადების მოწმობის ასლი;
  16. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  17. ცნობა სასწავლებლიდან;
  18. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
  19. შშმ სტატუსი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სტუდენტური პროგრამისთვის 132 800 ლარი დაიხარჯა.

ბონლისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასრტუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

0
[:en]

მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად დაეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერთან,  დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა.  სოფელ ფარიზში 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზის დაგება უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც განხორციელდა. სამუშაოების სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვემო ბოლნისსა და სოფელ რატევანში გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ. სოფელ რატევანში ორ ლოკაციაზე, 1820 გრძივ მეტრ გზაზე ასფალტის დაგებისთვის ჯამში 1, 023, 000 ლარი იხარჯება, ქვემო ბოლნისში კი ბეტონის გზის მოწყობისთვის 643, 500 ლარია გამოყოფილი.შოთა რეხვიაშილმა და დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩაც მოინახულეს ,სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, შეიცვალა მოსახლეობის ჭიშკრები და ღობეები, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 579, 000 ლარი გამოიყო.

[:]

ქვეშის ციხემდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0


ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქვეშის ციხე, კლდეზე ნაშენი და თითქმის ყოველ მხრიდან მიუვალია, რაც დამთვალიერებლისთვის ერთგვარ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ, რამდენიმე თვის წინ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 100 გრძივ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, ხოლო 485 მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. გაკეთდა ავტოსადგომი, რკინის მოაჯირები და გარე განათებები. ობიექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა. ახლად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის – „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა

0


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ,,თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერაა დაფინანსებული, პროექტი ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის“ მიერ ხორციელდება.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებმა, ივანე ერისთავმა და ლაზარე გობეჯიშვილმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სამოქალაქო, ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო პლატფორმა „ბოლნისის რესურსების რუკა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაგვეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტი მეტად ცნობადი და ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. რაც მთავარია, ეს პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით, მუნიციპალიტეტის რესურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს ხდის.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებს გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველვის მზადაა გვერდში დაუდგეს ახალგაზრდებს და დააფინანსოს მათ მიერ შემოთავაზებული საინტერესო პროექტები“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსების და პოტენციური რესურსების შესახებ თემში არსებული ინფორმაციების მოკვლევა და ონლაინ პლატფორმის შექმნა, რის შედეგადაც, რეგიონით დაინტერესებულ ადამიანთა სხვადსხვა ჯგუფებს, შესაძლებლობა ექნებათ მიზანმიმართულად განახორციელონ ამა თუ იმ დარგში არსებული რესურსების ათვისება შემდგომი გამოყენებისათვის.

სპეციალური გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი დარგები, ესენია: ბუნებრივი რესურსები, სოც. წარმოება, შემოქმედებითი ინდუსტრია, კულტურული ძეგლები, ტურიზმი, საერთაშორისო პარტნიორები, საჯარო სივრცე, მუნიციპალური რესურსი, ფოლკლორი და ეთნოგრაფია.

აღნიშნულ პროექტი განახორციელა მკვლევართა ჯგუფმა, შემდეგი შემადგენლობით : ივანე ერისთავი, ( ჯგუფის ხელძღვანელი, მკვლევარი), ლაზარე გობეჯიშვილი (მკვლევარი1),როლანდი ჩაკვეტაძე (ფოტო/ვიდეოგრაფი).

ივანე ერისთავი, ჯგუფის ხელმძღვანელი, მკვლევარი:
-ეს არის საპილოტე პროექტი და ვიმედოვნებ, რომ ონლაინ პლატფორმა გახდება სამაგალითო სხვა რეგიონებისთვის. სამუშაო პროცესში ჩვენი გუნდის მიერ წინასწარ შეირჩა ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება, რომელიც რეგიონში არის პროგრესული და რომლის ათვისებაც სრულიად შესაძლებელია, სწორედ პროექტის მიზანიც ისაა, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამხელა რესურსია ჩვენს ირგვლივ, რომ შევძლოთ ამ ყველაფრის სწორად ათვისება.
გურამ ავქოფაშვილი, „ძმების მარნის“ დამფუძნებელი, ასოციაცია ღვინო „ბოლნისის“ დამფუძნებელი:
-ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც აქამდეც უნდა ყოფილიყო ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებმა შეიმუშავეს არის საინტერესო და საჭირო. აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო სჭირდება მხარდაჭერა, ვინაიდან „რესურსების რუკამ“ მოიცვას ყველა ის რესურსი, რაც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში.

გიორგი საცკოვი, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი:

  • პროექტი დიდად მნიშვნელოვანია იმით, რომ ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ბოლნისის ყველა ტიპის რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რა თქმა უნდა ეს იქნება განახლებადი და განვითარებადი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ პროექტი ახალგაზრდების შრომის შედეგად შეიქმნა.

ბოლნისმა ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

0


,,სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“- ტურნეს ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, სახალხო არტისტისა და კომპოზიტორის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ვაჟა აზარაშვილის კლასიკად ქცეულმა კომპოზიციებმა ბოლნისის პარკში დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა. სიმღერები ავტორმა , საკუთარი რეპერტუარიდან მეგობრებთან ერთად შეასრულა. სცენაზე ერთმანეთს ირმა სოხაძე, გენო ნადირაშვილი და ზურაბ კობეშავიძე ენაცვლებოდნენ.
შემოქმედებითი საღამო დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

ღონისძიება კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი:

– ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი ბოლნისი, ცნობილია მისი კულტურით, ისტორიით და სტუმარმოყვარეობით. აქ არა ერთ ცნობილ პიროვნებას უცხოვრია, რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, მაყურებლის წინაშე უსაყვარლეს მეგობრებთნ ერთად წარვსდექი. დიდი მადლობა ბოლნისელებს ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის.

ლადო ხელაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი:

– ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით ვმართავთ, მოხარულები ვართ, რომ დღეს ასეთი დახვეწილი მსმენელის წინაშე წარვსდექით. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,არემჯის” და ადგილობრივ ხელისუფლებას, გაწეული თანადგომისთვის.

გენო ნადირაშვილი, მომღერალი:

– ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა, დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვასრულებ მის სიმღერებს და ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორი ჰყავს.

კობა ჟღენტი, ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

– ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ისეთი ლეგნდარული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით, შექმნეს ეპოქალური ხელოვნება. ასეთების რიცხვს მუეკუთვნება ბატონი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება, ეს დღე, დღესასწაულია, ის ჩვენთანაა, მისი შემოქმედების გაზიარება კი ისტორიული წუთებია, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო

0


საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.
საარჩევნო ადმინისტრაციამ, ღონისძიება გამართა როგორც ქალაქში, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და საარჩევნო ფლაერებიც გადასცეს.
დაგეგმილია ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვედრების ორგანიზება, – ამომრჩეველთა ინფორმირება არჩევნების, საარჩევნო უფლების, ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების შესახებ.