კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 198

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფორმატის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

0

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფორმატის ფარგლებში ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დღეს ქალაქ ბოლნისში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია და დაურიგდათ მათთვის გასაგებ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები, რომლის საშუალებითაც ამომრჩევლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, თუ როგორ უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

კამპანიის მიზანია:საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეების ინფორმირება.

გადადი ბმულზე და გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

https://voters.cec.gov.ge/

დავით შერაზადიშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

“მსურს მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს განაპირობებენ, პროფესიული დღე მოვულოცო. პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან ისინი ახალი თაობის ღირებულებით სისტემას ქმნიან. ბავშვისთვის განათლების მიცემა, მის ინდივიდად, შემდგარ პიროვნებად ქცევა დიდი ხელოვნებაა და ამ ხელოვნების შემოქმედებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ნათლად იაზრებს და ცდილობს მასწავლებლების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განახორციელოს. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ პროფესიონალი მასწავლებლები გვყავს და ისინი ყველა გამოწვევას წარმატებით უმკლავდებიან, ამ დიდი პროფესიონალიზმისთვის მთელი გულით მადლობას გიხდით.
ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ არასოდეს დაგეკარგოთ მოტივაცია ჩვენ ქვეყანას ჰუმანური და განათლებული თაობები აღუზარდოთ.”- დავით შერაზადიშვილი.

„დიდგორელის“ ფარგლებში ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო შეხვედრები მოეწყობა

0

კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მეორე წელია თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ ხორციელდება.
პანდემიის გამო, პროექტმა საკლასო ოთახებიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა და მას საგანმანათლებლო ექსკურსიების სახით ახალი კომპონენტი დაემატა. „დიდგორელის ტურის“ მიზანია სხვადასხვა ისტორიული ადგილების მონახულება და ადგილზე საქართველოს ისტორიის შესახებ ლექცია-სემინარების მოწყობა.
პირველი ტური თეთრიწყაროელი მოსწავლეებისათვის ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის ეზოშიც არქეოლოგიური კვლევები 2017 წლიდან ,,არემჯის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სემინარს ისტორიკოსი და მკვლევარი ლევან ჟვანია უძღვებოდა, რომელმაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ლექცია „ვახტანგ გორგასალი – ბოლნისის სიონი“ თემატიკაზე გამართა. „დიდგორელის ტურის“ მონაწილებს შეხვედრის დასასრულს სიგელები, წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„მოხარული ვარ, რომ საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვემო ქართლში, კვლავ ბრუნდება და მას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა ღია ცის ქვეშ ორგანიზებული ლექცია-სემინარების სახით. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეები ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობნენ V საუკუნის ეპოქის შესახებ, რომლითაც თარიღდება ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრების ძეგლი – ბოლნისის სიონი. ეს შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი და ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით „დიდგორელი“ შემოდგომის მანძილზე კიდევ 2 საინტერესო ტურს უმასპინძლებს.“ – განაცხადა „არემჯის“ პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.
,,საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ უკვე 2019 წლიდან ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საჯარო სკოლებთან და მუნიციპალიტეტებთან. ჩვენ რამდენიმე ძალიან ფართო ღონისძიება ჩავატარეთ, რაც გულისხმობდა ისტორიის კონკურსის ჩატარებას. დღეს ბოლნისის სიონში ლექციას თეთრიწყაროს „დიდგორელები“ დაესწრებიან, რომლებიც ბოლნისის სიონის ისტორიას გაეცნობიან. მომავ ლექციას მანგლისის სიონში გავმართავთ ბოლნისელი ბავშვებისათვის, სადაც ლექცია იქნება დახუნძლული სხვადასხვა საინტერესო ფაქტებით. მესამე შეხვედრა მოეწყობა ორივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის ბოლნისში – ტური გერმანულ უბანში, სადაც გერმანულ და ქართულ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ.“ – განაცხადა პროექტ ,,დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.
2019 წელს, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ 700-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტში გამარჯვებულებს ,,არემჯის“ მიერ დაწესებული 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნათ.

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0
[:en]

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გვარდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბაღში მოწესრიგდება სველი წერტილები, გარემონტდება და სრულად აღიჭურვება სამზარეულო. თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, 25 აღსაზრდელზე მოეწყობა ერთი ჯგუფი, სადაც  დამონტაჟდება გათბობის სისტემაც.

პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც 84 000 ლარს შეადგენს.

სოფელ ტანძიაში, საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

[:]

„არემჯის“ მხარდაჭერით ყოველწლიური გეოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

0

„არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა.
კორონა ვირუსის პანდემიის გამო, წელს საერთაშორისო კონფერენცია ერთ დღიანი იყო და ის დისტანციურად გაიმართა. 5 პლენარულ სხდომაზე გადანაწილებულმა 20-მა მომხსენებელმა, სამთო და გეოლოგიის დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, გარემოს დაცვას, სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიას, გეოფიზიკას და სხვა.
კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ 16 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციის სახით განთავსდება.
„მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მინერალოგიურმა საზოგადოებამ მაინც მოახერხა კონფერენციის დისტანციურ რეჟიმში გამართვა. ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ყოველწლიურად საუკეთესო სპეციალისტები იკრიბებიან და ერთმანეთს დარგში არსებულ სიახლეებს უზიარებენ. ვფიქრობ, რომ სამთო საქმისა და გეოლოგიის სწორი განვითარება ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, უკვე მე-3 წელია ვართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორი. ჩვენს კომპანიებში გვაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საუკეთესო სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში და შემდგომში ვიზრუნოთ მათ დასაქმებაზე.“ – აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

თოჯინების თეატრი თეატრალურ ფესტივალზე ქობულეთში იმყოფებოდა

0

თოჯინების საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი „მზიანი საქართველო“   ქალაქ ქობულეთში მეორედ ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 13-მა მუნიციპალურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, რომელმაც მაყურებლისთვის სპექტაკლი „დედობილი მელაკუდა“ წარმოადგინა. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა მოზარდებმა კი ჩრდილების თეატრი დადგეს ასევე მონაწილეობა მიიღეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში.

„ძალიან კმაყოფილები ვართ ფესტივალში მონაწილეობით, პირველ რიგში მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს მოწვევისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას  კი დახმარებისთვის. ფესტივალზე წაყვანილი გვყავდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 14 მონაწილე, რომელთა სრული დაფინანსება მერიამ უზრუნველყო. 6 დღე მოსწავლეები ისვენებდნენ ზღვაზე, ყოველდღიურად უტარდებოდათ ტრენინგები, სწავლობდნენ როგორც ხელსაქმეს, ასევე სხვადასხვა საგნებს და ცეკვას, რაშიც გვეხმარებოდა სპორტულ-ლათინური ცეკვების ქორეოგრაფი გოჩა ხელიძე. სპექტაკლის თამაშში კი ჩართულები იყვნენ და აქტიურად გვეხმარებოდნენ, თოჯინების თეატრის ნორჩი მსახიობები.

ფესტივალს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გრან-პრი აიღო ოზურგეთის თეატრმა, ხოლო მონაწილე ბავშვები და თეატრები  დიპლომებით დაჯილდოვდნენ. თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებმა ეროვნულ-კულტურული ტრადიციების დამკვიდრებისა და ზნეობრივ-ესთეტიკური ინტერესების განვითარებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს სოსო კოპალეიშვილს დიპლომები გამოუგზავნეს, კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა  ბავშვების გახარებისთვის და ასეთი ლამაზი დღეების ჩუქებისთვის“. აღნიშნა  bolnisi.ge-თან თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.

ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის ვიზიტი ბოლნისში

0
[:en]

ძველი  გერმანული უბნები, სახლები, რომლებიც კარგად მოგვითხრობს გერმანულ კვალზე, ყოფილი ლუთერანული ეკლესია და  კიდევ არა ერთი გადმონაშთი  გერმანული მხარის დიდ ინტერესს იწვევს. ამჯერად ბოლნისს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული,  ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველი კლაუს რიტი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და პასტორი ირინა სოლეი სტუმრობდა. დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

სტუმრებმა ახლად გხსნილი ბოლნისის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს  ყოფილი ლუთერანული ეკლესია და  გერმანული მერიის შენობა, შემდეგ კი  ისტორიულ  ქუჩებშიც  გაისეირნეს.  მათთვის   ამ ადგილების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან, სწორედ 200 წლის წინ, ვიურტემბერგის სამეფოდან ჩამოსულმა გერმანელებმა დააარსეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანული დასახლებები სწორედ  მათ შორისაა კატარინენფელდიც.

 ვიზიტის ბოლო ლოკაცია ბოლნისის ლუთერული სამრევლო სახლი იყო სადაც ეპისკოპოსმა  მრევლისთვის  ჩაატარა ლოცვა.  სამრევლო სახლის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა იგალობეს ძველი ლუთერანული საგალობლები.  როგორც სტუმრები აცხადებენ, სურთ იმ ადგილების მონახულება, რომლებიც ვიურტემბერგიდან ჩამოსულ მათ თანამემამულეებს უკავშირდება. ისტორიის ეს მონაკვეთი ხომ გერმანიასა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული და ღრმა ურთიერთობების საუკეთესო მაგალითია.

[:]

,,გერმანელები საქართველოში“-აღნიშნულ თემაზე ბოლნისში საჯარო ლექცია მოეწყო

0

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში  მცხოვრები  ახალგაზრდებისთვის, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაცნობის მიზნით, ბოლნისის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „გერმანელები საქართველოში“.  ლექციას უძღვებოდა ისტორიკოსი ლევან ჟვანია, რომელმაც  საინტერესოდ  მიმოიხილა იოჰან ვოლფგანგ გოეთე და მისი ეპოქალური ნაწარმოები – ფაუსტი; ქართლ – კახეთის მეფის ერეკლე მეორის და გერმანელების ურთიერთობა; ქვემო ქართლის რეგიონში გერმანელების ჩამოსვლა და ცხოვრება; გერმანიის იმპერატორი ვილჰემ მეორე და ქართველები; გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებულ გოეთეს ინსტიტუტის სივრცეს.

აღნიშნული პროექტი   გოეთეს  ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნისა და რუსთავის მოსწავლე – ახალგაზრდებისთვის, მსგავსი სახის საგანმანათლებლო ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

„7X7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო

0

„7X7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო.

“MASTER LEAGUE“-ს გამოსავლენად თამაშები სოფელ რატევანის სავარჯიშო მოედანზე გაიმართება, სადაც 6 საფეხბურთო გუნდი რეგიონული ტურნირისთვის ითამაშებს.

„MASTER LEAGUE“-ს და “MASTER CUP“-ის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე მეორე წელია იმართება და იგი მიზნად ისახავს ჯანსაღი სპორტული წესის დამკვიდრებასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში მზარდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას.

აკაკი ხლაბუსტოვი, „7X7 ფეხბურთს ასოციაციის“ პრეზიდენტი:

-ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პროპაგანდა. ასოციაცია ყველა მოყვარულს, მსურველსა  თუ ყოფილ ფეხბურთელს, აძლევს საშუალებას ჩაერთოს ამ პროექტში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალურ ტურნირზე, ეს პროექტი არის დამაკავშირებელი ხიდი დიდ ფეხბურთთან.

ნუკრი ფოცხვერაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის სპეციალისტი:

-აღნიშნულ ტურნირზე დაბა კაზრეთის, ქალაქ ბოლნისის 2 გუნდი, ცურტავის, ნახიდურისა და ქვ.ბოლნისის საფეხბურთო გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული  გუნდი ქალაქ რუსთავში რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთ საგზურისთვის. მუნიციპალური ტურნირი ფეხბურთში დღეს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა

0
[:en]

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მუნიციპალურ ტრანსპორტში გაიზარდა მგზავრთა ნაკადი, ამიტომ მეტად გამკაცრდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ავტობუსები, მგზავრობის დროს კი აუცილებელ პირობად რჩება პირბადის ტარება. მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა კერძო მიკრო ავტობუსებს, საჯარო შენობებსა და სხვადასხვა ლოკაციებს. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „დეზ-ეფექტი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ახორციელებს.

[:]