Covid 19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლნისის მერიაში კვლავ ამოქმედდა ცხელი ხაზი.ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ კორონა ვირუსის ნიშნები ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ესჭირდებათ დახმარება, შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე: ცხელი ხაზი 599859845; მობილური ჯგუფი 595 06 52 15;ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს შეისწავლის და მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.
არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიარ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსითდროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრებისგან უშუალო კონტაქტის გარეშეთუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბიარ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები მაგ.: ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი.ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებითგაწმინდეთ და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები: მაგ.: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონიდასუფთავებისთვის გამოიყენეთ ზედაპირების სადეზინფექსიო საშუალებები, რომელის შესაძლებელია გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო პირობებშიმიიღეთ ბევრი სითხეარ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშეგააგრძელეთ რეგულარული მედიკამენტების მიღება და არ შეცვალოთ მკურნალობის გეგმა ექიმის დაუკითხავადხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლასყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებსთუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესდაგაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზი და სხვ., დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ დადასტურებული გაქვთ COVID-19-ის ვირუსისაქართველოს მთავრობა
ბოლნისის ახალ მუზეუმში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,,გერმანელები საქართველოში“ დახურვა გაიმართა. პროექტის დასკვნით ლექციას, რომელიც პროექტის ავტორმა, ისტორიკოსმა ლევან ჟვანიამ ჩაატარა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი.პროექტის მიზანი ბოლნისსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაცნობა იყო. სალექციო კურსის ფარგლებში სულ ხუთი ლექცია ჩატარდა და მასში მონაწილეობა 140-მა მოსწავლემ მიიღო.
ბოლნისის ახალი მუზეუმის საპრეზენტაციო სივრცეში „არემჯის“ საგანმანათებლო პროექტ „იდეების ლაბორატორიის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ოთხი პროექტიდან კომპანია „არემჯის“ და ახალგაზრდული ცენტრი „მზიან სახლის“ წარმომადგენლებისგან დაკომლექტებულმა ჟიურიმ, საუკეთესო გამოავლინა, რომლის განხორციელებასაც კომპანია სრულად დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტის ავტორები, კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და ის დაბა კაზრეთის დასვენების პარკში „პავილიონის“ მოწყობას გულისხმობს, რომელიც ახალგაზრდების მიზიდულობის მთავარ ცენტრად უნდა იქცეს.
„პროექტის მიზანია, დაბაში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. ვფიქრობ, 2 კვირიანი ინტენსიური ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ კაზრეთელ ახალგაზრდებს. საქმე რომელსაც ისინი თავისი ხელით გააკეთებენ, ბევრად ღირებული იქნება მათთვის. წელს პროექტში მონაწილე ოთხივე გუნდმა ძალიან საინტერესო პროექტები შემოგვთავაზა. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ვიხელმძღანელეთ იმ მიდგომით თუ რომელი პროექტი მეტ სარგებელს მოუტანდა დაბას და მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ „პავილიონის“ კეთილმოწყობის იდეა ძალიან კარგად დაინახეს ახალგაზრდებმა. ამასთანავე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩენილი სამი პროექტიდან ძირითად იდეების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა საკადრო საკითხებში“ არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.
,,წელს იდეების ლაბორატორიამ მეორე ნაკადს უმასპინძლა, დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა პანდემიის პრევენციის მიზნით ათ-ათი მოსწავლე შეირჩა დაბის საჯარო სკოლებიდან. ორ საფეხურად ჩატარდა პროექტების წერის ტრენინგი და საბოლოოდ 4 პროექტი მომზადდა. მათ გავაცანით პრობლემების ინდეტიფიცირება, მისი შესწავლა, დამუშავება, მიზნის ფორმულირება, საჭიროებების კვლევა და ა.შ. ახალგაზრდებმა გასაოცრად გაართვეს თავი. წელს პრიორიტეტი „მწვანე გარემო“ და „სოციალური ურთიერთობა“ იყო, თუმცა მოსწავლეების პროექტები, დაბაში ურთიერთობების ჰარმონიზებასაც ეხებოდა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდები არიან, მსგავსი პროექტებით ისინი აუცილებლად შეძლებენ არაერთი პრობლემის მოგვარებას.“ –
აღნიშნა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნოდარ მამინაიშილმა.
„იდეების ლაბორატორიამ“ მოგვცა უნიკალური შანსი, მოგვემზადებინა პროექტი, რომლითაც შევძლებთ დაბის განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენი პროექტის „პავილიონი – ახალგაზრდების მიზიდულობის ცენტრი“ მიზანია დაბაში გავაცოცხლოთ უფუნქციოდ დარჩენილი სივრცე, მოვაწესრიგოთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის შევიძენთ სხვადასხვა ინტელექტუალურ სამაგიდე თამაშებს, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ემოციების, ფანტაზიის უნარების და ინტერესების სფეროს გაფართოებაში. ჩვენი სივრცე ყველა ასაკის ადამიანებისთვის იქნება. „იდეების ლაბორატორია“ დაგვეხმარა ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია. ტრენინგებზე ვისწავლეთ პროექტის წერა, რაც ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ძალიან გამოგვადგება“. – განაცხადა დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის გამარჯვებული გუნდის წევრმა ანა ზურაბიშვილმა.
ლკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, „არემჯი“ ბოლნისის რაიონში ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს მე-2 წელია ახორციელებს და მასში უკვე 50-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
გვინდა გამოვეხმაუროთ, 2020 წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ მორიგ სიუჟეტში კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. ტელე ეთერით არაერთგზის გაჟღერებული ინფორმაცია, ერთის მხრივ, ბიზნესზე ზეწოლის კამპანიურ ხასიათს ატარებს, ხოლო მეორეს მხრივ, არ შეესაბამება სიმართლეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტში სახელმწიფო ჯარიმების გადავადების საკითხი არის მტკნარი სიცრუე! „არემჯი“ ოპერირებს საქართველოს კანონდებლობის სრული დაცვით და კომპანიაზე დაკისრებული ყველა ჯარიმა გადახდილია ან/და გასაჩივრებულია არსებული კანონმდებლობის დაცვით. სიუჟეტში მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით წარმოდგენილ ბრძანებებს, არაფერი აქვს საერთო ჯარიმასთან ან/და მის გადავადებასთან. სინამდვილეში ეს არის კომპანიის კვლევა-ძიების სალიცენზიო ვადის გაგრძელების დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ სამთო-მოპოვებითი კომპანია „არემჯის“ საქმიანობაში იკვეთება ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანი ინტერესები, რაც ასევე არის მტკნარი სიცრუე! ვაცხადებთ, რომ არცერთ ეტაპზე კომპანია „არემჯის“ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი კავშირი არ ჰქონია.
„რიჩ მეტალს გრუპმა” (RMG – არემჯი) საქართველოში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის მიზნით, ბოლნისის რაიონში არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები და სამთო-მოპოვებითი საწარმო შეიძინა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში. ამ პერიოდიდან კომპანიამ საქმიანობა პრაქტიკულად ამოწურული გეოლოგიური მარაგების, ტექნიკურად მოძველებული ბაზისა და გარემოსდაცვითი კუთხით 40 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრით დაიწყო.
“არემჯი ჯგუფმა”, საწარმოო პროცესის გამართვისა და ბიზნესის განვითარების მიზნით, 2012 წლიდან დაგეგმა და განახორციელა მასშტაბური საინვესტიციო ღონისძებები. გეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების პარალელურად დაიწყო წარმოების სრული მოდერნიზაცია, დაინერგა შრომის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტები და პროფესიულად გადამზადდა ათასობით ადგილობრივი დასაქმებული.
ხაზგასასმელია, რომ კომპანიამ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და უზრუნველყო მისი გატარება ბიზნეს საქმიანობაში. ასევე აღსაღნიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 2018 წელს მიღებული მიწერილობა, გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე, ამ დროისათვის პრაქტიკულად შესრულებულია. აღნიშნული პროექტის მონიტორინგში საერთაშორისო პარტნიორები, დარგობრივი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოებრივი ჯგუფებია ჩართული.
ამასთანავე, კომპანია ყოველწლიურად ქვემო ქართლისა და მთლიანად საქართველოს მასშტაბით სპორტსმენებისა და სპორტული გუნდების, ხელოვანებისა და შემოქმედებითი ანსამბლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების, სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების, მეღვინეებისა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ასობით პროექტს ახორციელებს.
აღსანიშნავია რომ, “არემჯის” საწარმოებში 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა დამატებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდის განმავლობაში „რიჩ მეტალს გრუპმა“ საქართველოში, ჯამში 750 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანია “მთავარი”, მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, ცდილობს შეულახოს საქმიანი რეპუტაცია ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, რითაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კომპანიის აქციონერებსა და მენეჯმენტს, არამედ წარმოებაში დასაქმებულ 3000-ზე მეტ ადამიანს და მათ ოჯახებს. ამ მხრივ, შემაშფოთებელია, სიუჟეტის ერთ-ერთი რესპოდენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი კახა ოქრიაშვილის განცხადება, კომპანიის აქციონერების შეცვლისა და მენეჯმენტის დათხოვნის შესახებ. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ზეწოლისაგან. ვიმედოვნებთ, რომ მუქარითა და დაშინებით ბიზნესის ხელყოფის პრაქტიკა საქართველოში საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით, კომპანია „არემჯი“იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ზომებს.
და ბოლოს, კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი ღიაა და ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. “არემჯი”, საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს ჯგუფია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ზრუნავს 3000-მდე დასაქმებულ ადამიანზე. ეს არის “არემჯის” დიდი გუნდის შრომის შედეგი, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვემო ქართლის, არამედ საქართველოს, როგორც ძლიერი და ეკონომიკურად მდგრადი ქვეყნის წარმატებისათვის.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა. პრობლემის მოგვარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩაანაცვლა და სოფლების მიმართულებით პედაგოგების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დღეში ორჯერ.
თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა აქედან დღეს ორი გავიდა ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით ხოლო 3 ავტობუსი, უკვე არსებულ სამარშრუტო ხაზებს, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე იწყებენ და 20:30 საათზე ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ექვსი დღე, შაბათის გარდა, ე.წ ,,რკინიგზის დასახლების” მიმართულებითაც იმოძრავებს. რატევანის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი კი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაიზარდა და ავტობუსების ბოლო გაჩერება N3 ქუჩაზე იქნება.
14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. დღესასწაულს მრევლი ბოლნისიდანაც შეუერთდა, სპეციალურად ამ დღისთვის ბოლნისელმა გულივერ დავითულიანმა ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა -კურთხევით, მისივე შექმნილი ესკიზით დაამზადებინა სხვადასხვა ზომის ჯვრები, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში დაბრძანდება, ნაწილი კი მომლოცველებს გადაეცემა. გულივერმა დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად აქცია, როგორც პროფესიით მშენებელი გვიყვება, მან მეუფე თადეოზისგან იცოდა რომ ბოლნური ჯვარის ფესვები კაბადოკიიდან მოდის, სწორედ ამიტომ მან ქართველების ეროვნული სიმბოლო ბოლნური ჯვარი და ქრისტიანობის მქადაგებლის წმინდა ნინოს ჯვარი გააერთიანა და შექმნა საერთო სიწმინდე, რომელიც მომლოცველებს გადაეცემათ.
გულივერ დავითულიანს ეკუთვნის ქართული ეროვნული სიმბოლოს ბოლნური ჯვრის კედლებიდან რეალობაში გადმოტანის იდეა, მისი ინიციატივით დამზადდა პირველი, გულზე სატარებელი ბოლნული ჯვარი.
,,სვეტიცხოვლობას ბოლნური ჯვრებით შევუერთდით, რომელიც ჩემი ესკიზით დამზადდა ჩემივე ინციატივითა და მეუფის ლოცვა- კურთხევით, დიდი ხნის ჩანაფიქრი განვახორციელე, ვინაიდან ვიცოდი ბოლნური ჯვრის ისტორია, შევქმენი ესკიზი, სადაც გავაერთიანე ორი სიწმინდე, დავამზადეთ 200 ცალი ახალი ჯვარი, რომელიც მრევლს გადაეცემა. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მემკვიდრეობა, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“. აღნიშნა გულივერ დავითულიანმა.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. ბლონისის 10 საბავშვო ბაღმა და სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ხუთმა ჯგუფმა ბავშვები მიიღო და პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით სწავლის პროცესი დაიწყო. რა მოთხოვნები და ცვლილებებია ამ მხრივ სასწავლო დაწესებულებებში ამასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ისაუბრებს.
-ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დღეს სასწავლო პროცესი ათმა საბავშვო ბაღმა და სკოლის შენობებში განთავსებული ალტერნატიული სკოლამდელი განათლების, სასკოლო მზაობის პროგრამის ხუთმა ჯგუფმა დაიწყო. სასკოლო მზაობის ჯგუფები განთავსებულია საჯარო სკოლის შენობებში, იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღი არ არის. როგორც უკვე ვთქვი 12 ბაღიდან 10-მა განაახლა მუშაობა, გარდა ტანძიისა და დაბა კაზრეთის ბაღებისა, სადაც ამჟამად სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სწავლის დაწყებამდე ყველა ბაღი შემოწმდა შრომის ინსპექციის მიერ და დაიდო შესაბამისი რეგულაციები, რის შესაბამისად მოვამზადეთ ყველა საბავშვო ბაღი, დამატებით აღიჭურვა და მომარაგდა დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით, თერმომეტრებით, მოწესრიგდა სამზარეულოები, შეძენილი იქნა დამატებითი ნიჟარები, ჭურჭლის საწრეტი, ელექტრო ქურისთვის დამონტაჟდა გამწოვი და ა.შ.
ბაღებში ყოველდღიურად განხორციელდება თერმოსკრინინგი. შენობებში აკრძალულია მშობლების შესვლა, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში თუ ვინმეს მოუწევს შესვლა გაივლის თერმოსკრინინგს და შეტანილი იქნება აღრიცხვის ჟურნალში.
რეგულაციების შესაბამისად თითოეულ ბაღში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია ყველა ის პროცედურა, რომლის შესაბამისადაც უნდა იმუშაოს ბაღმა. ჯგუფებისთვის გადანაწილდა დრო, ბავშვების მიღება-გასტუმრების, ეზოში გასვლის ისე რომ ჯგუფები იზოლირებული იყოს ერთმანეთისგან. საბავშვო ბაღის ეზოც გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ბავშვები არ გადაიკვეთონ ერთმანეთთან. ასევე თითოეული ბავშვისთვის შევიძინეთ ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები. ყველა საბავშვო ბაღში გამოკრულია სარეგულაციო წესები, რომ დაცულები ვიყოთ ყოველგვარი საფრთხისგან.
თუ რომელიმე ბავშვს აღმოაჩნდა სიცხე სკრინინგის დროს, 37 ან მეტი, გადაყვანილი იქნება მოსაცდელ სივრცეში 15 წუთით, შემდგომ კვლავ გადამოწმდებადა, თუ ტემპერატურა ისევ დაფიქსირდა, განთავსდება საიზოლაციო ოთახში. დავუკავშირდებით მშობელს, მიეცემა გონივრული დრო მისასვლელად, მშობლის არ მისვლის შემთხვევაში, ბაღი იძლებული იქნება დაუკავშირდეს 112. გაფრთხილებულია ყველა მშობელი რომ ცემინების, ცხელების შემთხვევაში არ მიიყვანონ ბავშვები ბაღში.
ყველა საბავშვო ბაღში განახლდა და მოწესრიგდა ეზოები, პროცესებში ჩაერთვნენ აღმზრდელები და მშობლები, საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი სივრცეები ბავშვებისთვის, რათა ეზოში გამოსულებმა სასიამოვნოდ გაატარონ დრო.
ამ ეტაპისთვის 1250 აღსაზრდელი გვყავს რეგისტრირებული.
ვულოცავ ყველა პატარას სასწავლო პროცესის დაწყებას და ვიმედოვნებ, რომ ყველანაირი გართულების გარეშე გაგრძელდება სწავლა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს.
სოფელ ტალავერში 2700 კვადრატული მეტრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარი იგება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 000 ლარი იხარჯება.
შეგახსენებთ, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. სამი კორპუსის მიმდებარედ, 5750 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაბაში უკვე დაიგო 2400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი. 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას კი კომპანია „არემჯი” განახორციელებს.
შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ჯამში 1,044, 800 ლარს შეადგენს და „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.
“დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. სამი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი იგება და სანიაღვრეები ეწყობა. 2 400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი კი დაბაში უკვე დაიგო, ამ სამუშაოებისთვის ჯამში 1,044, 800 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას ახორციელებს, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ დაბაში გზების პრობლემას ეტაპობრივად სრულად მოვაგვარებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.