კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 196

მოსახლეობის საყურადღებოდ

0

ქალაქ ბოლნისში, ეგრეთწოდებულ გეოლოგების დასახლებას  11 ნოემბერს  დილის საათებში წყლის მიწოდება შეუწყდება. წყალმომარაგების დროებით შეზღუდვის მიზეზად , სასმელი წყლის მთავარი მილის დაზიანება სახელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სარეაბილიტაციო სამუშაოები.  სასმელი წყლის ჩვეული გრაფიკით მიწოდება შესაძლებელი იქნება 11 ნოემბერს დღის მეორე ნახევარიდან.

არტიზანული ბიო პური ,,ჩვენი“ – ჯვრის გამოსახულებით – ეს ბოლნისელი რუსუდანის ხელწერაა, რომლის წარმოებასაც უწმინდესი უჭერს მხარს

0

სრულიად შემთხვევით ნანახმა, ნაცადმა და ჯანმრთელი პროდუქციის კეთების სურვილმა, ინტერესი გაუმძაფრა და ოჯახური საქმიანობა ერთ დღესაც მცირე ბიზნესად აქცია. რუსუდან ქვარცხავას,  საზოგადოება არაერთი სფეროდან იცნობს,  მუშაობს კლინიკაში, პარალელურად არის ფოლკლორული ანსამბლის „ბოლნელას“ წევრი და გალობს ტაძარში. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულმა ჩვენმა რესპოდენტმა, ინტერნეტში ნანახი რეალობაში გადმოიტანა და ბუნებრივი საფუარის მომზადება ჯერ მაჭარზე და მჭადის ფქვილზე სცადა, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ასეთი პრინციპით მოზელილი მშრალი ბურთები მომავლის იმედით მაცივარში შეაბრძანა. რუსუდანმა ბიო პროდუქციის მომზადების ინტერესი არ დაკარგა და დაიწყო მასალების მოძიება,  პარალელურად, საფუარის მომზადების ტექნოლოგიებსაც პრაქტიკაში სწავლობდა.

„ინტერნეტში ბიო საფუარის მომზადების ტექნოლოგიას წავაწყდი, რომელსაც მამაო ამზადებდა და ჩემი ახალი საქმიანობა სრულიად სპონტანურად წამოვიწყე,   მამაოსაც ვესაუბრე, მაგრამ  მიუწვდომლად მეჩვენა ამ საფუარით ცომთან ურთიერთობა, ჩემი მშრალი ბურთები მაცივარში შევაბრძანე. თუმცა, რამდენიმე თვეში, ისევ წავაწყდი ინტერნეტ-სივრცეში ბიო პურებს. ამჯერად უკვე ვიცოდი, რა მინდოდა, ვათენებდი ღამეებს, რომ ცომთან მქონოდა კავშირი, ასე ნელ-ნელა, პურის მსგავსი გამოვიდა, გადავწყვიტე,  დროჟი საერთოდ ამომეღო დღის წესრიგიდან და გადავედი ბუნებრივ საფუარზე“.

 100%-ით ნატურალური, ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით სავსე ბიო, არომატული პური, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას. პირველ რიგში, უნდა მომზადდეს ბიო საფუარი, რომელსაც დროის სწორად გადანაწილება სჭირდება.

„არომატული და ბიო პურის მომზადება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, უნდა შექმნა ბიო საფუარი, თავდაპირველად 10 დღე დაჭირდა ბაზას. მას  ყოველდღიური კვება სჭირდება და გარკვეული ეტაპები, რომ სასურველი საფუარი მიიღო. არტიზანულიც სწორედ აქედან მოდის, რომ შენი შემოქმედებაა, თავიდან ბოლომდე შენი შექმნილია, როგორც ხელოვანი ქმნის თავის ნაშრომს. ჯანმრთელია და ბიოლოგიურად სუფთა“, ამბობს რუსუდანი.

არტიზანული ბიო პური – ეს ერთ-ერთი სახეობა და მიმდინარეობაა პურის ცხობის კატეგორიებში, ძალიან ჰგავს ძველ ქართულ ფურნეს, მას თავისი ტექნოლოგიები აქვს, რომელიც აუცილებლად ხაშზე, ანუ ბუნებრივ საფუარზე მზადდება. ეს არის ადამიანის მიერ ტრადიციული ტექნოლოგიებით შექმნილი, ბუნებრივი და ღირებული პროდუქტი, რომელიც ხელოვნებასთან არის შერწყმული, კარგად გააზრებული და დაგეგმილი.

„არტიზანული იმიტომ ჰქვია, რომ ხელოვნების თანშერწყმაა. ისეთ ეტაპებს გადის ცომი, რომ სხვაგვარად ვერც იქნება.   ამოსულ ცომს სასწორის მეშვეობით თანაბრად ვყოფ, ამიტომ გუნდებს კალათაში ჩავაბრძანებ და ვამზადებ გამოსაცხობად. ეს ყველაფერი იწყება საღამოს 6 საათიდან და თითქმის,  ღამისთევით გრძელდება. იზილება ცომი, რომელსაც მინიმუმ 3-4 საათი სჭირდება ამოსასვლელად, შუალედებში   ე.წ. გადაკეცვას საჭიროებს, რომ ცომმა თავის ენაზე დაიწყოს საუბარი. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. განტვირთვაა ერთგვარი, ყოველი შეხება ცომთან, არის ახალ-ახალი ემოცია”.

არტიზანული პურის ხიბლი კიდევ მის ვიზუალშია, მცხობელს შეუძლია შექმნას სხვადასხვანაირი ფორმითა და ნახატით, რაც ალამაზებს და ამშვენებს პურს. რუსუდანის ბიო პურს, სხვებისგან სწორედ მასზე გაკეთებული ჯვარი განასხვავებს. ,,არტიზანული ბიო პური’’ – ჯვრის გამოსახულებით – ეს რუსუდანის ხელწერაა, მას მხოლოდ ბოლნისში, მხოლოდ ჩვენი რესპოდენტი აცხობს. რუსუდანის ქართული პური, ქართული ენდემური ჯიშის ბიო ხორბლისგან წარმოებული,  ბიო წითელი დოლის ცეხვილითა და ფირმა „ლომთაგორას“ თეთრი ფქვილით მზადდება. რაც შეეხება ქართულ ხორბალს, მისი პოპულარიზაცია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2009 წლის საშობაო ეპისტოლემ განაპირობა. გამომდინარე აქედან, რამდენიმე წელიწადში, ქართული ჯიშების ბიო პროდუქტების წარმოების ხელშემწყობი გაერთიანებები ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი სტრატეგია, ქვეყნის სახნავი მიწების 70%-ზე ქართული ჯიშის ხორბლის,  30%-ზე კი სხვა კულტურების დათესვა იყო. რაც შეეხება ქართულ ხორბალს, სხვებისგან მაღალი ხარისხითა და მთელი რიგი თვისებებით გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები სოკოვანი დაავადების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურსაცხობით და სხვა საუკეთესო თვისებით გამოირჩევა. ჩვენი წინაპრები, მას ასევე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს. სწორედ ეს თვისებები გახდა საფუძველი, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ქართული ხორბლის მოხსენიების.

“საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდება და ამიტომაც, ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, და განსაკუთრებულადაც უვლიდა. ეს უნდა აღდგეს… სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი გაქრობის პირასაა… მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ. დღეს უკვე დიდი ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება… ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ”, – ბრძანა პატრიარქმა 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში.

რუსუდანისთვისაც სწორედ ის, რომ ჯანმრთელ პროდუქტს შესთავაზებდა ოჯახს, გახდა ახალი წამოწყების მიზეზი.  დაიწყო ერთი პურით და დღესდღეობით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, აცხობს საშუალოდ 20 პურს. პირველი ნამუშევრის დეგუსტაცია ოჯახისა და სამსახურის პრეროგატივა იყო. ნელ-ნელა ასწორებდა ხარვეზებს. სწორედ ბიზნეს იდეაც სამსახურში გაჩნდა. გემოვნური და კვებითი თავისებურებით გამოცხობილი პური, ცხობისას არაჩვეულებრივ სურნელს აყენებს. სწორედ ამ თვისებების გამო პურზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რასაც რუსუდანი ტექნიკის გარეშე ვერ აკმაყოფილებს.

„ამ ყველაფერს ბევრი ღამისთევა და ყოველდღიური შრომა სჭირდება, ვაპირებ სამომავლოდ გაფართოებას, ჩემი სივრცე მჭირდება, ყველა საჭირო ინვენტარით, საცხობი და საზელი მეჩქარება. ძალიან დადებითად და ინტერესით შეხვდა მომხმარებელი.  ვინც დააგემოვნეს, მეუბნებიან სხვა პურს ვეღარ ვჭამთო. ერთია ცხობა და მეორე ყველაზე მთავარი, კმაყოფილი მომხმარებელი. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ნდობისთვის, დღეს რომ აქამდე მოვედი, სწორედ მათი დამსახურებაა. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და უანგაროდ, გულწრფელად მეხმარება, რომ არ დავყარო ფარ-ხმალი ამ სასიკეთო საქმის კეთებაში,  სტიმულს მაძლევენ წარმატების მოპოვებაში. ჩვენი ხორბალი და მისგან წარმოებული პროდუქცია იმდენად ჯანმრთელია, რომ საზოგადოებამ მეტი უნდა გაიგოს ამის შესახებ.

ნონა ხუზმიაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებსა და კლუბებში დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი

0

სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.,,Covid-19-ის პანდემიის კიდევ ერთი გართულების პრევენციის მიზნით, რაც გამოიხატება უსიმპტომო გავრცელებაში, რომელიც სამწუხაროდ სწორედ ამ დღეებში მძვინვარებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 2 კვირით ვაჩერებთ არაფორმალურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესს.

დღეიდან, 3-15 ნოემბრის პერიოდში კულტურის სახლებსა და კლუბებში დროებით (ადმინისტრაციის გარდა) შეჩერდება მუშაობა და ამ დღეების განაცდური ცხადია აისახება სტუდიური მუშაობის გადასახადებზე.✔️ თუ მოსახერხებელი და შესაძლებელია ზოგ სახელოვნებო წრესა და სტუდიაში მუშაობა გაგრძელდება online პლატფორმაზე.

სწავლა განახლდება 16 ნოემბრიდან.

პ.ს.ბიბლიოთეკები და მუზეუმები დადგენილი ნორმებით (პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა, და ა.შ.) აგრძელებენ ფუნქციონირებას.

ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთს,”-ნათქვამია კულტურის ცენტრის განცხადებაში.

ბოლნისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

0
[:en]

ბოლნისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. №14 მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებულ ოთხივე მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცედურა, მთელი დღის განმავლობაში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 202 უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა და ზუსტად 20 საათზე დაიხურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.

[:]

,,ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს” – გოგი მეშველიანი

0
[:en]

„ქართული ოცნება –  დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, თეთრიწყაროს დმანისისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს და შეუქცევად განვითარებას“. განაცხადა გოგ მეშველიანმა.

[:]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა №3 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. მან მხარი დაუჭირა ქვეყნის ნათელ მომავალს, თავისუფლებას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას.

„პანდემიის მიუხედავად, დღეს არჩევნები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება. დღეს ხმა საქართველოს ნათელ მომავალს მივეცი. ჩვენი არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას, დასავლურ კურსს განაპირობებს, ამიტომ მჯერა, ჩვენი მოქალაქეები თავიანთი გადაწყვეტილებით მხარს ეკონომიკურად ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს დაუჭერენ. მსურს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო მოვიდეს არჩევნებზე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

[:]

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს

0

საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო ბოლნისის საარჩევნო უბნებზეც აქ პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი – პროპორციული სიით. არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ატიურად გრძელდება. ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მაცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება.ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.„ქალაქ ბოლნისი გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და ვცდილობთ ჩვენს ქალაქს კატარინენფელდის დროინდელი იერსახე დავუბრუნოთ. ამიტომ ქალაქის მასშტაბით ქუჩებზე ქვაფენილების დაგება აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის ორი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, პროექტი დროულად შესრულდა, ამიტომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ნებართვით, წინა სამუშაოების ეკონომიის ხარჯზე, უბნების მოწყობის მესამე ეტაპი დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზდება და აქ ცხოვრება კომფორტული ხდება. ამ ორი უბნის მოწყობა შემდეგ წელს სრულად დასრულდება“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

“არემჯის” განცხადება

0

იძულებულები ვართ გამოვეხმაუროთ კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ ტელეკომპანია „მთავარის“ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც უკვე   განუწყევეტელ რეჟიმში ხორციელდება!  სამწუხაროდ ტელეკომპანიის მესვეურები და ჟურნალისტები, კონკრეტული პოლიტიკური მიზნით და საერთაშრისო ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით,  კომპანია “არემჯის”, მისი აქციონერებისა და აქ დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაციას ეწევიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 ოქტომბერს ტვ „მთავარის“ გადაცემაში გასული სიუჟეტის აბსურდული მონათხრობის დეტალურ განხილვას არ ვაპირებთ, გვინდა მაინც ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით სიუჟეტში  გაჟღერებული ინფორმაცია გამიზნულად დამახინჯებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტის ავტორების ფანტაზია უკვე დაბალი ხარისხის, „ყვითელი“ ჟანრის სერიალებსაც კი სცდება, როდესაც  „არემჯის“ დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც კი „ამხელენ“. 

ცნობილი ფაქტია, რომ  „რიჩ მეტალს გრუპმა” (RMG – არემჯი) ბოლნისის რაიონში არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები და სამთო-მოპოვებითი საწარმო  2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში შეიძინა. მას შემდეგ კომპანიამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარების კუთხით, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებულია ათობით ექსპერტისა და კვლევის შედეგად. ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი წარმატება განაპირობებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ ინტერესსაც „არემჯის“ მიმართ.

ამდენად, „არემჯის“ მენეჯმენტის და რიგითი თანამშრომლების მიმართ არსებული ზეწოლის, ცილისწამებისა და დაშინების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცრუ ინფორმაციის სისტემატურად გავრცელების, თავისუფალი ბიზნესის შევიწროვებისა და ეკონომიკური ზიანის მიყენების ფაქტებზე, ჩვენ ვაცნობებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, ექსპერტებს და სამოქალაქო სექტორს და ვიმოქმედებთ კანონით მონიჭებული უფლებების ფარგლებში.

,,BEACTIVE- შემოგვიერთდი და გააზიარე პოზიტიური მუხტი!“

0

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, Covid19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ფიზიკური და სპორტული აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო ონლაინ კამპანია – ,,Beactive- შემოგვიერთდი და გააზიარე პოზიტიური მუხტი!“ აღნიშნული კამპანია მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.მოტივაციის ასამაღლებლად , კამპანიის განმავლობაში , ყოველ პარასკევს, პირველი 50 მომხმარებელი, რომელიც ატვირთავს ფოტო/ვიდეო მასალას, დაჯილდოვდება ბრენდული საჩუქრებით. აღნიშნული კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე – – – https://eu4georgia.ge/ka/beactive/