ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში შიდა გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 1350 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა და სანიღვრეები მოეწყო.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 643,488 ლარი შეადგინა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ქვემო ბოლნისში, პანდემიის მიუხედავად, ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას ახლა უკვე კომფორტულ გზაზე მოუწევს გადაადგილება. საგზაო ინფრსატრუქტურის მოწყობას ქვემო ბოლნისსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მომავალშიც კვლავ აქტიურად განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.
• ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
• ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში და მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში – ასევე, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
• ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
• ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.სათხილამურო კურორტებზე ასევე:
• სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
• ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.ამასთან, აღსანიშნავია, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ:
• იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
• აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.3-15 იანვარი კი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებად გამოცხადდა. ამავე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. აგრეთვე, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.რაც შეეხება 16- 31 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით:
• აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა)
• შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
• ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;4. ე.წ. „დელივერისა“ და გატანის სერვისებს;5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;8. აგრარული ბაზრობის მუშაობას9. და სხვ.
• არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სოფელ ბოლნისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ხმათა უმრავლესობით, სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს.მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სოფელში 120 გრძივი მეტრის სანიაღრე არხის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის 20,650 ლარია გამოყოფილი. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ ვითარება საკმაოდ საყურადღებოა. სექტემბრის თვიდან დღემდე 500-ზე მეტი დადასატურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, საბედნიეროდ გვყავს 150 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რიგ შემთხვევებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ქრონიკულ პაციენტებში კი ხშირად რთულდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის კოვიდ კლინიკაში ამ დროისთვის 80 საწოლია მობილიზებული, აქედან 15 რეანიმაციულ განყოფილებაში.
როგორც ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს ბოლნისში საწოლების სიმცირის პრობლემა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბრიდან დღემდე სტაციონარში 112 კოვიდ ინფიცირებული გადიოდა მკურნალობას, აქედან 51 გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა, ამჟამად სტაციონარში 55 პაციენტი იმყოფენა, 13 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, 8 კი მართვით სუნთქვაზეა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ. საიტზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე>>http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური სოფელი ტანძია ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და თვალსაჩინო ლოკაცია გახდება, აქ მალე ტურისტულ-სამეწარმეო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე ეკონომიკის გაძლიერებას, მეწარმეობის განვითარებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმს დღეს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში (WNDP) ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში სოფელ ტანძიაში ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მოეწყობა სხვადასხვა ობიექტები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ახალი ინიციატივის მიზანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში განხორციელდება.
რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მასშტაბური პროგრამა საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების ხელშეწყობით ხორციელდება, ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი შედეგებით ადგილობრივი მცხოვრებლები, ბიზნესმენები და სათემო გაერთიანებები ისარგებლებენ.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით „საერთაშორისო ქალაქების/რაიონების მართვის ასოციაციის“ (ICMA) ევროპული განყოფილების ხელმძღვანელ პიტერ აგი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
პიტერ აგი ვიზიტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე USAID-ის პროექტის პერსპექტივებზე, ICMA-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
დავით შერაზადიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის გამოცდილებას. ბოლნისის მერმა პიტერ აგის ასევე მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევბზეც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბატონ პიტერ აგის ვუმასპინძლეთ. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, ადგილობრივ არასამთავრობო და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციასთან. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის დახმარებით ჩვენთან ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კი ბოლნისის მუნიციპალიტეტს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები აქვს, ეს კი მუნიციპალიტეტში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხს კიდევ უფრო აძლიერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ჩვენ ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.
პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
ბოლნისის „აგროცენტრის“ თანამშრომლებმა ინოვაციური აქცია წამოიწყეს. მათ დახურული სივრციდან დღეს ღია გარემოში გადაინაცვლეს, სადაც ბოლნისური ღვინოების გაცნობა-პოპულარიზაციის მიზნით, სანახაობრივ-სასწავლო აქცია გამართეს. ღვინის მოყვარულებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს, ამჯერად საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ და გაესინჯათ „ძმების მარანის“ მიერ წარმოდგენილი, ქვევრში დაყენებული რამდენიმე სახეობის, 2019 წლის ღვინოები. ცენტრის თანამშრომელი კი ღვინის დაგემოვნების ტექნოლოგიებს აცნობდა. როგოროც „აგროცენტრის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ადგილზე წარმოებული სხვადასხვა პროდუქციების გაცნობის აქცია როგორც ბოლნისში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება.
ძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ბოლნისურ ღვინოებს უდიდესი და უძველესი ისტორია აქვს, რომელიც არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. დღეს ბოლნისში 30-მდე საოჯახო მარანია. ძირითადად გვხვდება ძველი აღდგენილი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, გორული მწვანე და სხვა. ქვევრის ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია და დიდი წარსული აქვს, თუმცა ბოლო ათწლეულებია, ბოლნისური ვაზის სიკეთეზე აღარავინ საუბრობდა, სოფლის მეურნეობის ერთ დროს წარმატებული დარგი, თითქოს მივიწყებას მიეცა. დაიკარგა აქცენტი ხარისხზე, ბოლნისი ამ კუთხით ჩრდილში აღმოჩნდა და ბევრმა ადგილობრივმა ვაზის მოვლა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე წელია, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების ბოლნისური ღვინო, წარმატებული და მაღალი დონის ქართული ღვინის მარათონს უბრუნდება და მასზე მოთხოვნა იზრდება. ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით, ბოლნისში მზადდება და ისხმევა ორიგინალური, არომატული თვისებების მქონე, მაღალხარისხიანი ღვინოები. ამჯერად, ბოლნური ღვინოებით, უმსხვილესი კომპანია „თელიანი ველი“ დაინტერესდა და იშვიათი, რჩეული ღვინოები ერთი ბრენდის – „ღვინის ხალხის“ ქვეშ გააერთიანა. პირველ კოლექციაში, ბოლნისში, მცირე მარნებში ჩამოსხმული სხვადასხვა სახეობის ღვინოებს მოუყარეს თავი. თითოეულს გამორჩეული ისტორია აქვს, რომელიც ბოთლის ეტიკეტზეა დატანილი. პროექტის მიზანია, ბოლნური ღვინოები, საქართველომ და მსოფლიომ გაიცნოს. რა ღვინოები შედის ახალ კოლექციაში, რა არის პროექტის მიზანი და როგორ შეარჩია კომპანიამ ბოლნური ღვინოები? – ამის შესახებ გაზეთ ,,ბოლნისს’’ კომპანიის პროექტების მენეჯერი თიკო ჩიქვანია ესაუბრა.
-„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექციისთვის ბოლნური ღვინოები შევარჩიეთ, თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და გვიყვება მის უნიკალურ ისტორიას. კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და განკუთვნილია ღვინის მოყვარულებისთვის. ბოლნისელი მეღვინეები ნამდვილად გამორჩეულ და საინტერესო ღვინოებს აწარმოებენ, რომლის შესახებაც, ნაკლებად იციან საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. „თელიანი ველი“ კომპანიის ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ ეს ღვინო და მეღვინეები, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს.
-„თელიანი ველის“ გუნდმა ბოლნისში, დაათვალიერა ადგილობრივი ვენახები და გაეცნო თითოეულის ისტორიას. შევარჩიეთ ღვინოები, რომლებმაც ხარისხის კონტროლი გაიარა. კოლექციაში შევიდა 7 მეღვინის ათი სხვადასხვა ჯიშის ღვინო.
–რაარისპროექტისმიზანი?
-საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო მეღვინეა. ისინი მცირე მარნებში, იშვიათი ჯიშის, გამორჩეულ პროდუქციას აწარმოებენ. იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, ამიტომ გვინდა მსოფლიომ გაიცნოს მეღვინეები და მათი გამორჩეული, იშვიათი ჯიშის ღვინოები. რაც შეეხება ექსპორტს, ერთიანი ძალებით შევძლებთ, მსოფლიოს ქართული ღვინოები წარვუდგინოთ. „თელიანი ველი“ ძალიან ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი და გვაქვს საშუალება, ჩვენს პარტნიორებს და ღვინის მოყვარულებს „ღვინის ხალხი“ გავაცნოთ, მივცეთ საშუალება დააგემოვნონ და შეაფასონ იშვიათი და მართლაც გამორჩეული, მცირე მარნების ღვინოები. მნიშვნელოვანი იქნება თავად მეღვინეების წარდგენა. გვინდა ყველა ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებმა, ღვინის მოყვარულებმა, თუ ენთუზიასტებმა, გაიცნონ ჩვენი მეღვინეები და მათ მარნებში დამზადებული ღვინოები, სამომავლოდ კი ითანამშრომლონ მათთან. „ღვინის ხალხი“ წელიწადში რამდენიმე კოლექციას წარმოადგენს, რომლისთვისაც ღვინოებს სხვადასხვა ნიშნით შეარჩევს. მაგალითად, როგორიცაა ადგილწარმოშობის დასახელება, ქალი მეღვინეები, სხვადასხვა კუთხის მარნები და ვაზის ძველი ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. კომპანიის ინიციატივით, მეღვინეებისა და მცირე მარნების მფლობელებისთვის, მოეწყობა უცხოელ სპეციალისტებთან შეხვედრები, ცოდნის გაზიარება და ამაღლება. ბოლნისელ მეღვინეებს პროექტი საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია, თუკი გემოვნურ თვისებებთან ერთად, ხარისხსაც დააკმაყოფილებს, შემდეგ კატალოგშიც მოხვდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა. შვიდი მეღვინის, ათ ბოლნისურ ღვინოს, მსოფლიო „თელიანი ველის“ დახმარებით გაიცნობს. ჩამონათვალი კი ასეთია:
ალიოშაკაპანაძე,„რქაწითელი“, 2017 და 2018 წლის მოსავალი, – ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც პროფესიით ინჟინერი, შვილებთან ერთად აგრძელებს.
ნიკაჩოჩიშვილის,„ჩინებული“ – პროფესიით სამხედრო ლოჯისტი, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს.
ლევანბანძელაძე, „რქაწითელი“დაასურეთული ,,შალა“ – 37 წლის აუდიტი, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია.
ავთანდილუგრეხელიძე, „რქაწითელი“ – 35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება.
გოჩალიპარტელიანი, „ასურეთულიშავი“ – პროფესიით ეკონომისტი, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული.
ვახტანგჩაგელიშვილი, „თავკვერი“ – 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციული მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს.
გიადევნოზაშვილი, „საფერავი“ – პროფესიით იურისტი, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე.
მამამაკარიძე, „საფერავი“ – სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოჰყავს.
მალე ბოლნურ ღვინოებს, როგორც საქართველო, ისე მსოფლიო გაიცნობს.
გიადევნოზაშვილი, მეღვინე:
-მცირე მარნებისთვის ძნელია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, აღნიშნული დაკავშირებულია დიდ დროსთან და ფინანსებთან. „თელიანი ველის“ პროექტი, გარდა ფინანსური სარგებლისა, გვეხმარება ჩვენი ბრენდის „დევნოს“ ცნობადობის გაზრდაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. აღნიშნული თანამშრომლობა ძალიან სასარგებლოა და, ალბათ, სხვა დიდი კომპანიებიც მიბაძავენ.
ლევანბანძელაძე, მეღვინე:
-ჩვენნაირი პატარა მარნებისთვის დიდ კომპანიასთან თანამშრომლობა მისასალმებელია, პირველ რიგში ფინანსურად ხარ უზრუნველყოფილი, რადგან იცი, რომ შენი ღვინო გაიყიდება და არ ფიქრობ ბაზრის მოძიებას, როცა ასეთი პარტნიორი გყავს მეტად მოტივირებული ხარ, თამამად გეგმავ მომავალ წელს და ღვინის წარმოებას ზრდი შესაბამისად, რაც შეეხება ჩემს მარანს, მაქვს წინაპრების დანატოვარი გერმანული სარდაფი, , წარმოებაში 2014 წლიდან ჩავერთე, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა კი სამი წლის წინ დავიწყე, „ MARBANO“ ამ სახელით იწარმოება – ჩემი შვილის სახელი და გვარი მარიამ ბანძელაძე. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ფესტივალ „ექსპოჯორჯიაში“, ყურძნის მარცვალმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოპოვებული მაქვს ოქროს და ვერცხლის მედლები. საქართველოს ბაზარზე იყიდება ღვინო, გავიდა ექსპორტზეც ამერიკასა და ბრიტანეთში.
დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო.
ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელედება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.
კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლთან ერთად გაეცნო.
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
,,დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი უკვე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ერთი კორპუსის ირგვლივ კი სამუშაოები ახლაც გრძელდება. დაბაში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯიმ“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება განახორციელა, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ კაზრეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები ხორციელდება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.