შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურის ხელმძღვანელობამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე დამდეგი შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მიულოცა.
შაქარი, ბრინჯი, ზეთი, მაიონეზი, ბარდა, კარაქი, შესქელებული რძე და შოკოლადის ასორტი, ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც კომუნალური მეურნეობის 113-მა თანამშრომელმა მიიღო.
საჩუქრების შესაძენად საჭირო თანხა, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონულმა კომიტეტმა, ორგანიზაციის საწევრო დანაზოგიდან გამოყო. აღსანიშნავია, რომ საახალწლო აქციას შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ და ,,საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი” უკვე მეათე წელია ახორციელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 34-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 559 400 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ 2016-2020 წლებში საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 214 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 646 949 ლარი დაიხარჯა.
რუსუდან მანაგაძე ქალაქ ბოლნისში მცხოვრები მარტოხელა მოხუცია, ის წლებია ,,შინ მოვლის პროგრამით” სარგებლობს, მას მერია უყურადღებოდ არასდროს ტოვებს, წელსაც ნობათი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა სახლში მიუტანეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. რუსუდან მანაგაძის მსგავსად დღეს საჩუქარი ,,შინ მოვლის სერვისით” მოსარგებლე ყველა ბენეფიციარმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია წლებია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სხვადასხვა სახის სოციალურ აქციებს სთავაზობს, ტრადიციულად წელსაც საახალწლო ნობათები 160 შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 912 ლარი გამოიყო.
„უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს! ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“- გოგი მეშველიანი.
„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი,“ – გოგი მეშველიანმა ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მეშვლეიანის თქმით , გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წიაღის სექტორის სტრატეგია – „შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია. ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება, აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს . თუმცა, გასაგები მიზეზების, პანდემიური მოვლენების გამო , ჩვენი შეფასებით ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა, უდაოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვი და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში.“ სიტყვის დასასრულს ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კონკრეტული კითხვით მიმართა – „თქვენ როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და თქვენი აზრით რა არის გასაკეთები რათა სრულად , პასუხისმგებლიანად იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ შევძლებთ მივაღწიოთ , რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოება, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული? „
ბენეფიციარებს ნობათები ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გვიდიანმა პირადად გადასცა. საახალწლო ნობათებისთვის მერიამ 1060 ლარი გამოყო.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების 1253 აღსაზრდელს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად საახალწლო ნობათები გადასცა. ნობათების დარიგების პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2, N4 და N6 საბავშვო ბაღებში დაესწრო.
საახალწლო ნობათებისთვის მუნიციპალიტეტმა 9324 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა დეკემბრის დასაწყისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტებიც დაურიგდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა.
სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსებამ 2021 წელს 2 391 000 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის კი 4 075 000 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 28 914 000-ია, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სოციალური პროგრამებით, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 2 391 000 ლარია გათვალისწინებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატრუქტურის მოწესრიგება, ამიტომ 2021 წელს 4 075 000 ლარი არაერთი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება. მოხარული ვარ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები ასახული. თვლი, რომ მომავალი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ყველა მიმართულებით წარმატების მომტანი იქნება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
დღეს კომპანია „არემჯიში“ 2020 წლის საუკეთესო სამთოელები გამოვლინდნენ.
COVID 19 პანდემიის პირობებში 17 დეკემბერმა საზეიმო ღონისძიების გარეშე ჩაიარა, თუმცა კომპანიის მენეჯერებმა ექვს საუკეთესო თანამშრომელს სამთოელის ჯილდო გადასცეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.
„ვულოცავ ყველა ჩვენ თანამშრომელს სამთოელის დღეს, რომელიც გასულ წელს „არემჯის“ პროფესიულ დღესასწაულად დავაწესეთ. ამ დღეს საშუალება გვაქვს შევაჯამოთ გასული წელი, რომელიც გამოწვევებით სავსე, თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ვისწავლეთ ერთმანეთის კიდევ უფრო დაფასება და გვერდში დგომა. მადლობას ვუხდი 2020 წლის რჩეულ სამთოელებს – ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
ცარო დალაქიშვილი „არემჯი კოპერის“ ტექნოლოგიურ-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი: „დიდი მადლობა ჩემი საქმიანობის გამორჩევისთვის და წლის სამთოელად დასახელებისათვის. მართლა დიდი დაფასებაა თანამშრომლებისათვის, მცოდნე ინჟინრებისა და მუშებისთვის, რომლებიც წლებია საქმიანობენ კომპანიაში. დღეს მსოფლიოში და საქართველოში დიდი კრიზისია, მაგრამ ამას ეკონომიური კუთხით ყველაზე ნაკლებად ალბათ ჩვენი თანამშრომლები გრძნობენ, რადგან ამ დრომდე ვახერხებთ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ საქმეში უნდა იყო ძალიან მონდომებული, გქონდეს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა და რა თქმა უნდა, გიყვარდეს საკუთარი საქმე რათა მიაღწიო წარმატებას.“
ნოდარ იასაღაშვილი „არემჯის“ სარემონტო მექანიკური საამქროს უფროსი: „30 წლის წინ, ხარატის მოსწავლეობით დავიწყე მუშაობა კაზრეთში. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე და დღეს სარემონტო მექანიკურ საამქროს ვუძღვები. ასეთი აღელვებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ, სიხარულის ცრემლები მომადგა, როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს. „არემჯი“ ჩემი მე-2 ოჯახია, აქ გაცილებით მეტ დროს ვატარებ ვიდრე სახლში. ახლა ვხვდები, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საკუთარ საქმეს სიყვარულით აკეთებ და ეს შრომა ასე გიფასდება. მადლობა ყურადღებისთვის და მთელი გულით ვულოცავ 2020 წლის ყველა გამარჯვებულს.“
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, COVID – 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, CENN – მა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს საჩუქრად სამედიცინო მომსახურების ჩანთები მოუმზადა.
სამედიცინო მოხმარების ნივთებისგან შემდგარი ჩანთები ექიმებს „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გადასცეს.
პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად”, რომელსაც CENN ახორციელებს, მთავარ მიზანს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.