კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 192

განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში

0

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.

რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა.

აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, უწყებათაშორის საბჭოზე, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლების შესახებ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კერძოდ, 1 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით, ანუ საკლასო ოთახებში გაგრძელდება 1 მარტიდან. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული ეპიდსიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები. მინდა აღვნიშნო, რომ, რასაკვირველია, ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული.აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი გაგრძელებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული, ანუ ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. გარდა ამისა, სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში: პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს და გააგრძელებს, რასაკვირველია. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი. რაც შეება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.“

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა

0

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:· 1 თებერვლიდან:1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება · მუნიციპალური ტრანსპორტის,· სკოლების,· მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში· 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;· სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან 4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.5.სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.6.საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.ამასთან, · 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. · გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.· ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.· ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.· აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება. · შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.· ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე. · ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.· კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;· ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.· დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები. · სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.0ადამიანი მოიცვა0Engagementsპოსტის რეკლამირებამომწონსკომენტარიგაზიარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი გილოცავთ ქართული თეატრის დღეს

0

,,14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღვნიშნავთ. მსურს, ეს დღე განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპლიტეტის თეატრის დასს მივულოცო. 2020 წელს ჩვენს თეატრს დაარსებიდან 60 წელი შეუსრულდა. წინა წელს ჩვენმა მუნიციპალიტეტმა, ქართულმა თეატრალურმა ოჯახმა, გამორჩეული რეჟისორი და ბოლნისის საპატიო მოქალაქე, ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ხვედელიძე დაკარგა, რაც დიდი დანაკლისი იყო დასისთვის. ამ დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ბოლნისის თეატრი მომავალში კვლავ არაერთ საინტერესო პრემიერას გვპირდება, რაც ძალიან მახარებს. თითოეულ თეატრის მოყვარულს გილოცავთ ამ დღეს. ვისურვებდი, რომ ეს დიდი ხელოვნება, რასაც თეატრი ჰქვია, ყოველთვის სასურველი და მიმზიდველი ყოფილიყოს მაყურებლისთვის,”ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 86 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.,,დღეს სოციალური აქცია გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადავეცით შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. აღნიშნული აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და ამ მხრივ მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამასა და აქტივობას ახორციელებს. მსგავსი აქციები, ჩვენი ჩართულობით, პერმანენტულად გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდებაქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.მთავრობის მეთაურის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.საკოორდინაციო საბჭომ კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა – ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ამასთან, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ამასთან, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 239 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 226 215 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 796 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 506 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 929 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2021)

0

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო:

„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6)

უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ…

ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანო!

შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, – ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“.

თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) – ბრძანებს სახარება.

ეს არის უმთავრესი, – საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10).

ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო – ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.

„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს… ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.

განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

7 იანვარი, 2021 წელი

მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული – გოგი მეშველიანმა პატარა გულშემატკივარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი მის პატარა  გულშემატკივარს ერეკლე ქველაძეს ესტუმრა ,  დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს გავიცანი ექვსი წლის ერეკლე ქველაძე რომელიც,  თურმე დიდიხანია ჩემი გულშემატკივარი და აქტიური მხარდამჭერია.

ბავშვები, ჩვენი საზოგადოების ყველაზე პოზიტიური და გულწრფელი წარმომადგენლები არიან. მიხარია, რომ წილად მხვდა ერეკლეს ბავშვური სითბო და სიყვარული.“-  განაცხადა გოგი მეშველიანმა

ერეკლე ექვსი წლისაა, ის ქალაქ ბოლნისში მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ცხოვრობს. ოთახში კი გოგი მეშველიანის ფოტოები აქვს გაკრული, მისი საახალწლო სურვილიც  გოგი მეშველიანს უკავშირდება.  როგორც დედა ამბობს- „ მეზობლისგან  მოისმინა ბატონი გოგის შესახებ ამბები, მასთანვე ნახა გაზეთები და ჟურნალები სადაც , მის შესახებ ეწერა და იმ დღიდან ერეკლემ დაიწყო მასალების, ფოტოების შეგროვება. იმდენად დიდი იყო პირადად გაცნობის სურვილი, რომ თოვლის ბაბუასაც კი მისწერა , საახალწლოდ მისთვის ბატონი გოგი გაეცნო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოგის, ჩემი ბიჭის გახარებისთვის. ერეკლეს დღეიდან სჯერა, რომ ახალწელს სურვილები სრულდება,“ -აღნიშნა ერეკლეს დედამ ნონა ჯაფარიძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წელი შეაჯამ

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2020 წელს ბოლნისში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. აღსანიშნავია რომ პანდემიის ფონზე ქვეყენაში შექმნილი ვითარების მიუხედევად, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის  ხელშეწყობის კუთხით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის  წელს 18 მასშტაბური პროექტი განხორციელდა, სასმელი წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად  12 პროექტი დასრულდა,  282-მა  სტუდენტმა კი ისარგებლა  ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდიით. როგორც ყოველთვის საკმაოდ მრავალფეროვანი იყო 2020 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამაც.   მერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ ერთობლივ დაუღალავ შრომასა და საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც ბოლნისში ორ თვიანი კარანტინის პერიოდში განხორციელდა.

,, პანდემიის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მომავალი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა უმთავრესი მიზანიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარება იქნება,“განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გთავაზობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინტერვიუს სრულ ვერსიას…

,,ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2021 წელი შემობრძანდება. მინდა, ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ახალი წელი მივულოცო. ახალი წელი ყოველი თქვენგანისთვის ბედნიერების, წარმატებისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს!

 მსურს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.

2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. პირველი ტალღის პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2 თვის განმავლობაში საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც მუნიციპალიტეტში სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება განაპირობა. ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებული სიმამაცე ჩვენმა მედიკოსებმა, მოხალისეებმა და სამართალდამცველებმა გამოიჩინეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ამოქმედდა უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლებისდაგვარად სწრაფად ხდებოდა.

2 თვის განმავლობაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად ვაწარმოებდით  საინფორმაციო კამპანიას. მედიკოსების მიერ ხდებოდა  PCR ტესტების გაკეთება, ასევე  რამდენიმე ეტაპად განხორციელდა მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ანტიგენის სწრაფი და PCR ტესტების გაკეთება ახლაც სრულიად უფასოდ შეუძლია.

ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესით“  განსაზღვრული არცერთი პროგრამა. მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაიწყო მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 13 567  სასურსათო პაკეტი დარიგდა. საკარანტინო პერიოდში 530 ბენეფიციარი მედიკამენტებით, მკურნალობის, დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებითა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად მატერიალური დახმარებით უზრუნველვყავით.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო  ბიზნეს სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც  საკარანტინო პერიოდში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია. ამ თანადგომამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ რთულ პერიოდებში ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება შეგვიძლია და ასე თუ მომავალშიც გავაგრძელებთ, მჯერა, რომ სულ მალე, ყველანი ერთად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არაერთ წარმატებას მივაღწევთ.

პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 966 414 ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა

კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 2020 წელს 18 მსხვილი პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში 9 938 გრძივი მეტრის მოცულობის 6 138 235 ლარის ღირებულების გზა მოეწყო.

მოსახლეობის მოთხოვნით, წელს დაბა კაზრეთში 3 კორპუსის მიმდებარედ შიდა გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ. კორპუსების ირგვლივ ასფალტის საფარი დავაგეთ და სანიაღვრეები მოვაწყვეთ. აღსანიშნავია, რომ დაბაში 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება კომპანია „არემჯიმ“ განახორციელა, კომპანიამ ასევე შიდა გზა რამდენიმე კორპუსის მიმდებარედაც მოაწესრიგა.

წელს სოფელ რატევანში 5 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო  . მოხარული ვარ, რომ სოფელში წლების განმავლობაში არსებულ შიდა გზების პრობლემას თანდათან აქტიურად ვაგვარებთ. წელს ასფალტი კიდევ 3 სოფელში დავაგეთ. საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3808 გრძივი მეტრის მოცულობის ასფალტის გზა მოეწყო. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ  1 822 134 ლარი შეადგინა.

ბეტონის საფარი წელს სოფელ ჭაპალაში, ძველ ქვეშში, ქვემო ბოლნისში, მამხუტსა და  მუშევანში დაიგო. საერთო ჯამში, 2020 წელს,  5050 გრძივი მეტრის მოცულობის ბეტონის გზა გაკეთდა, რისთვისაც 2 818 681 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის გზა ქ. ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მის მიმდებარე ჩიხებსა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე, ასევე სოფელ ქვეშში მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1080 გრძივი მეტრი ქვაფენილის გზის დაგებას ჯამში 1 497 419 ლარი მოხმარდა.

წელს დაიწყო ისტორიული პროექტის „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა“, რომელმაც ქალაქ ბოლნისში არსებული კანალიზაციის ქსელის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამ ეტაპზე სამუშაოები ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარეობს, რომლის  დასრულების შემდეგ,  ქალაქში არსებული  საკანალიზაციო სისტემები მთავარ ქსელს მიუერთდება. პროექტის სრულად განხორციელების შემდგომ ჩვენ,  ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, შიდა გზების მოწყობას აქტიურად დავიწყებთ.

2020 წელს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დაბა კაზრეთში მიმდინარეობდა, დაბა თამარისსა და ქალაქ ბოლნისში კი კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მრავალსართულიან ბინებშიც განხორციელდა.

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და „სოფლის განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით წელს 12 პროექტი განხორციელდა, სრული ღირებულებით 806 983 ლარი. წელს სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებიც განვახორციელეთ. დღეის მდგომარეობით, სოფელში, რელიეფიდან გამომდინარე, სასმელი წყალი შეფერხებით  მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება,  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი მომავალ წელს ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში 1 349 008 ლარის ღირებულების 55 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული სივრცეების მოწყობას მოიცავდა.

სოციალური პროექტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტი  სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა. 2020 წელს, ამ მიმართულებით, 3 302 900 ლარი დაიხარჯა. ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 206-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 188  ლარი გამოიყო. 270 შშმ პირის დახმარებებს  348 100 ლარი მოხმარდა, სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი 15 300 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს, რეინტენგრირებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარებებისთვის 6 400 ლარი გამოიყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით მერიამ  581 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 116 250 ლარი დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2020 წელს 17 ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც ჯამში 18 800 ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 38 ოჯახისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას კი 30 300 ლარი მოხმარდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2020 წელს,  3 212 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 936 812 ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარებას 12 300 ლარი მოხმარდა. ერთჯერადი დახმარებებით  კი 6 780 ბენეფიციარმა ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს,  832 500 ლარი დავხარჯეთ. 2020 წელს  სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 735 900 ლარი მოხმარდა.

ტურიზმის ხელშეწყობა

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად  ვაქციოთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2020 წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2020 წელს ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარე განათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა.

2020 წელს ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. სამუშაოების სრულმა ღირებულებამ 54 300 ლარი შეადგინა. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, წელს ასევე, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი.

21 ივლისს ბოლნისის ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო. მუზმეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ, სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობისა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა. ბოლნისის ახალი მუზეუმი კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით აშენდა, რისთვისაც კომპანიას დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, ახალი მუზეუმი არაერთ ტურისტს დააინტერესებს და ეს სივრცე, ჩვენს მუნიციპალიტეტში, თავის გამორჩეულ ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს.

წელს საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც,  სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდება.

პროექტისთვის UNDP-მ 59 200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36 000 ლარს შეადგენს. გრანტის ფარგლებში იგეგმება მუზეუმის ელექტრონული პლატფორმის შექმნაც.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, ჩვენს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაში ხელი არ შეშლიათ. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში გაიცემოდა სპეციალური საშვები, რომელთა დახმარებითაც ფერმერებს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ექმნებოდათ.

2020 წელს სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი გაიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კარტოფილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით განხორციელდა. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  გადაწყდა. 2020 წელს კი სოფელ ხატისოფელში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, რომელიც  სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. მსგავსი მეურნეობების შექმნა ვფიქრობ, მუნიციპალიტეტში ამ დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარებას განაპირობებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა. ევროკავშირის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. აგროცენტრმა ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო და ის ფერმერებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საკონსულტაციო მომსახურებას აწვდის,  მათ ფინანსურ, იურიდიულ და მარკეტინგულ საკითხებში დახმარებას უწევს. ცენტრი ასევე ფერმერებს თანამედროვე დანადგარების გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირების, გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისსაც სთავაზობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა

პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყეტილება, სასწავლო პროცესის შეჩერების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა მოსწავლისთვის სასურსათო პაკეტები დაერიგებინა. საერთო ჯამში ჩვენ ოთხჯერ გავეცით საკვები პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები, რისთვისაც ჯამში 385 134 ლარი დავხარჯეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა პატარებმა მერიისგან წინასაახალწლო ნობათებიც მიიღეს.

2020 წელს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ. სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც 209 176 ლარი დაიხარჯა.

წელს ასევე სოფელ ტანძიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯგუფში ასევე გათბობის სისტემაც  დამონტაჟდა. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულება 84 206 ლარი შეადგინა.

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა

ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწერიგებას, ამ მხრივ არც 2020 წელი იყო გამონაკლისი. ქალაქ ბოლნისის N2, დაბა კაზრეთის N2, სოფლების: ქვემო ბოლნისის, ხატისოფლის, სოფელი ბოლნისის, ზემო არქევანის, ქვემო არქევანის, ჯავშანიანის, ძველი ქვეშისა და გეტას საჯარო სკოლებში წელს სველი წერტილების რეაბილიტაცია განხორციელდა. დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი გაკეთდა. 2020 წელს, ასევე, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში მზაობის ჯგუფი მოეწყო, სოფელ ჭაპალას სკოლაში კი  სახურავი რეაბილიტირდა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ზვარეთში, 60 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.

ახალგაზრდების ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ წელს უნივერსიტეტები დისტანციური  სწავლის რეჟიმზე გადავიდნენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუდენტების დაფინანსება არ შეუწყვეტია. სტუდენტების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიური სტიპენდიით, 2020 წელს  147-მა  სტუდენტმა ისარგებლა,  რისთვისაც ბიუჯეტიდან 45 800 ლარი დაიხარჯა. 135 წარჩინებული სტუდენტის დაფინანსებამ კი 50 000 ლარამდე შეადგინა. 2020 წელს მერიამ სტიპენდიები ასევე პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულებსაც დაუნიშნა.

2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, ფრენბურთში, კრივში, ასევე სპორტული ცეკვების ჩემპიონატის გამარჯვებულ ახალგაზრდებს ყოველთვიური ფულადი სტიპენდია დაუნიშნა, რისთვისაც ჯამში 101 850 ლარი  დაიხარჯა.

პანდემიის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული  ონლაინ ვიქტორინა „გაანათე შენი გონება“ ენერგოეფექტურობის ცენტრმა, ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ სამ საუკეთესო აქტივობას შორის დაასახელა.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა. 2021 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და მუნიციპალიტეტის გამოწვევები, ამიტომ მჯერა,  მომავალი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა უმთავრესი მიზანიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარება იქნება,”- დავით შერაზადიშვილი.

მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მესამე ეტაპი დასრულდა

0
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  2020 წელს ერთ-ერთი  პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურა იყო, ამ კუთხით არა ერთი პროექტი განხორციელდა.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა. ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მესამე ეტაპი დასრულდა. დაიგო  ქვაფენილი, შეიცვალა ჭიშკრები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს. შესრულებული სამუშაოები  მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებმა  მოინახულეს.

[:]

სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზები მოეწყო

0
[:en]

პანდემიის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვთ,  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა  განხორციელდა. სოფელ რატევანში დასრულებული  ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის   მერმა პირველ მოადგილესთან და სივრცითი  მოწყობისა და   ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან  ერთად მოინახულა.  სოფელში წლების   მანძილზე  არსებული შიდა საავტომობილო გზების პრობლემა მოგვარდა.  წელს ხუთი ქუჩის   კეთილმოწყობა   განხორციელდა, 1  943 გრძივ მეტრზე  დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრეები.

სამუშაოები რეგიონში  განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა.

[:]