კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 188

კონკურსი რეჟისორებისთვის

0

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აცხადებს კონკურსს სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად. სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კამპანია ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში უნდა შედგეს, იმ ადგილას სადაც პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია აღმოაჩინეს. ლოკაციის შესაბამისად სპექტაკლიც პირველყოფილ ადამიანებზე უნდა იყოს. ქართულ თეატრალურ სივრცეში სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ როგორც სახელმწიფო თეატრი ვგრძნობთ ვალდებულებას, ვიყოთ ინიციატორები და სპექტაკლის რეჟისორის შერჩევის პროცესი მეტად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გავხადოთ.

28 თებერვალს თეატრის facebook გვერდზე ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზია გამოქვეყნდა. ამ ორიგინალური ფორმით თეატრმა კონკურსის პირობები გააცნო რეჟისორებს, სადაც გაკეთებულია მინიშნებები, თუ რა სახის პროექტებს მიენიჭება პრიორიტეტი გამარჯვებულის გამოვლენისას. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობებში, არ არის განსაზღვრული კონკურსანტის ასაკი და მასში მონაწილეობა, დაწყებული სტუდენტებიდან, ნებისმიერი ასაკის რეჟისორს შეუძლია. ასევე რეჟისორს თავისუფლება ექნება შემოქმედებითი ჯგუფისა და ლიტერატურული წყაროს შერჩევისას. გთავაზობთ კონკურსის პირობებისა და ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზიის სრულ ტექსტს.

კონკურსის პირობები:

რეჟისორის ასაკი: განუსაზღვრელი / შესაძლებელია სტუდენტიც ლიტერატურული წყარო: თავისუფალი შემოქმედბითი ჯგუფი: თავისუფალი სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი ბიუჯეტი: 20 000 ლარი რეპეტიციები: პირველი ეტაპი – თბილისი / მეორე ეტაპი – დმანისი პრემიერის თარიღი: 18 მაისი კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კონკურსანტის CV სპექტაკლის განხორციელების კონცეფცია პროექტის ბიუჯეტის განაწილება კონკურსის ვადები: განაცხდების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 25 მარტი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს. განაცხადები მიიღება თეატრის ელექტრონულ მისამართზე: dmanisitheatre@gmail.com

ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზია

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კამპანია ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლი პირველყოფილ ადამიანებზეა და სიმბოლურია, როცა გათამაშებულია სწორედ იმ ადგილას, სადაც პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაში აქცენტი კეთდება მეტ მოძრაობაზე, ქორეოგრაფიაზე და სანახაობით ელემენტებზე, არც სათქმელის და პრობლემის გარეშეა სპექტაკლის ფაბულა დარჩენილი და საკმაოდ მწვავედაა დასმული ადამიანის, პირველყოფილი მოთხოვნილებებიდან და ინსტიქტებიდან, პიროვნების დაბადების პროცესის მნიშვნელობა. მოულოდნელობებით სავსე სანახაობასთან ერთად სპექტაკლი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს და გვიყვება პირველყოფილი ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ. წარმოდგენა მთლიანად მორგებულია იმ სივრცეზე, სადაც თამაშდება. ეს გავს ჯადოსნურ მოგზაურობას, სადაც ხან მუზეუმის ექსპონანტები და მულაჟები ცოცხლდებიან, ხან პირველყოფილი ადამიანები გამორბიან ტყიდან, ხან სადღაც შორს მთაზე კოცონი ინთება და ადამიანების კონტურებს ვხედავთ, რომლებიც რაღაც რიტუალს ასრულებენ და ასე შემდეგ – სანახაობების ატრაქციონია, საიდანაც გაოცებული გამოდიხარ. მოკლედ, გაგვაოცეს, გაგვართეს, ხანდახან გვაცინეს კიდეც, მაგრამ არც სევდა დავიწყებიათ; ადამიანის ყოფის სევდა… საიდან მოვდივართ და სად მივდივართ – ორი უკიდეგანო უფსკრული – და ეს ძალიან სევდიანია. სპექტაკლის ნახვა მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში, ოქტომბრის ბოლომდე, შეგეძლებათ. დაგეგმილია ტურები, რომელის ფარგლებში, სპექტაკლამდე მოეწყობა საინტერესო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარსა და არქეოლოგიურ ძეგლებზე, სადაც საშუალება მოგცემათ, უშუალოდ მიადევნოთ თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს და გახდეთ ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე.

კ ო ნ ტ ა ქ ტ ი: +995 598 899 371 dmanisitheatre@gmail.com facebook.com/dmanisitheatre

,,ახალგაზრდული ხედვა – ახალგაზრდული ხმა’’ – კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუკა გაბიძაშვილი გახდა

0

იოანე ბოლნელის სახელობის  სასულიერო სკოლის მეთერთმეტე  კლასის მოსწავლე ლუკა გაბიძაშვილის  ,,ესე’’ 100 საუკეთესო ნაშრომს შორის გამარჯვებულად დასახელდა, მას  პროექტის ავტორებისგან  პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.

ლუკა საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში ,,ახალგაზრდული ხედვა – ახალგაზრდული ხმა“ სხვა თანატოლებთან ერთად ჩაერთო,  ესე ,,საქართველო და ევროკავშირის’’ შესახებ მოამზადა. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა, სადაც 14დან – 25 წლამდე ახალგაზრდბს  შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. კონკურსმა მოზარდებში  დიდი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებმა საკუთარი ხედვები სტატიის, ესესა და ბლოგის სახით წარადგინეს თემაზე ევროინტეგრაცია, ნატო და ქვეყნის დასავლური პროგრესი. საგანმანათლებლო პროექტ „კენწეროს“ ესეების კონკურსში ხუთი გამარჯვებული დასახელდა, მათი ნაშრომები  არასამთავრობო ორგანიზაცია სექტორი 3 და სექტორული ანალიზის გვერდძე განთავსდება, საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორს  პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა, ორი კი სტაჟირების არასამთავრობო ორგანიზაციაში გაივლის. „კენწერო“ ახალგაზრდებს მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს.

ლუკა გაბიძაშვილი- კონკურსის გამარჯვებული:

-როდესაც დავრეგისტრირდი მიზანი იყო გამეზარდა ცნობიერება არაფრომალური განათლების კუთხით. არ ველოდი გამარჯვებას რადგან მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაერთვნენ მოსწავლეები და კონკურენციაც შესაბამისად მაღალი იყო მაგრამ გავიმარჯვე,რაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. მნიშვნელოვანია  იმ პროექტში გამარჯვება, რომელასაც მხარს გაერთიანებული სამეფოს , ევროკავშირისა და კანადის საელჩოები უჭერენ.ეს მაძლევს  მოტივირებული მუშაობის სტიმულს. სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მაშტაბის პლატფორმის დაარსებიდან არც თუ ისე დიდი ხანია გასული და ასეთი საგანმანათლებლო პლატფორმის ,,კენწეროს’’

კონკურსის  ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული ხარ შენს სკოლასთან ერთად.

როგორია ეპიდ ვითარება ბოლნისში პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ – ინტერვიუ მაკა მამარდაშვილთან

0

2020 წელი თანამედროვე მსოფლიომ კორონავირუსთან ბრძოლით დაიწყო. აქამდე უცნობმა ინფექციურმა დაავადებამ, რომელიც ჩინეთში წარმოიქმნა, დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო საფრთხედ მიიჩნია და 11 მარტს  პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში დადასტურებული პირველი შემთხვევიდან, ზუსტად ერთ თვეში, 23 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი COVID-ინფიცირებული დადასტურდა. რთული ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისი  ჩაიკეტა, განთავსდა ბლოკპოსტები, დაიკეტა ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა.

საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იკვლევდა მოსახლეობის საჭიროებებს, მთელმა საზოგადოებამ ერთად გაიარა  ძალიან მძიმე დღეები, თვეები,  თუმცა  პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.  როგორია ეპიდ ვითარება ერთი წლის შემდეგ ბოლნისში. პანდემიის წლისთავს გაზეთ „ბოლნისთან“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აჯამებს.

მოგესალმებით ქალბატონო მაკა, თითქმის ერთი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან, გთხოვთ  გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც შიშის და სტრესის ქვეშ გიწევდათ უხილავ მტერთან, 24 საათიან რეჟიმში ბრძოლა, რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს, მიმოვიხილოთ განვლილი პერიოდი, როგორია სტატისტიკური მონაცემები პირველი ტალღიდან დღემდე?

-საქართველოში  კოვიდ-19-ის პირველი ფაქტი  დადასტურდა 2020 წლის 26 თებერვალს, ერთი წელი გავიდა, რაც ვებრძვით ამ ინფექციას. ბოლნისში კი, პირველი შემთხვევა 23 მარტს  სოფ ნახიდურში დაფიქსირდა, რაც დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის,  ეპიდკვლევაზე რომ მივდიოდით ვიცოდით, რომ არ უნდა დაგვერღვია და მკაცრად უნდა დაგვეცვა ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, უნდა გვეკონტროლებინა ასევე ერთმანეთი, შემდგომ ერთს მოჰყვა მეორე, მესამე, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირებული, მაშინ არსებული რეკომენდაციით ეპიდკონტრლის მიზნით, საჭირო გახდა  სოფლების იზოლაცია და უკვე იზოლირებულ სოფლებში მუშაობა, რაც საკმაოდ ძნელი  და  რისკის შემცველი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე  იმ პირებისთვის რომლებიც ჩვენთან ერთად  მუშაობდნენ 24 საათიან რეჟიმში. საბოლოო ჯამში პირველ ეტაპზე  ბოლნისში აღირიცხა 195 კოვიდ ინფიცირებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 191, ხოლო გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის 1 სამედიცინო პერსონალი. პირველი ტალღის მერე გვქონდა პაუზა, ივნისის მერე ბოლნისში პირველი კოვიდ ინფიცირებული  უკვე სექტემბრის ბოლოს აღირიცხა და თანდათან გვქონდა შემთხვევების კატასტროფული მატება, დღეში დასტურდებოდა 50- დან 80- მდე კოვიდ ინფიცირებული, შედეგად მეორე ტალღის დროს გვყავდა  2125 დადასტურებული კოვიდ შემთხვევა, რომელთაგან გარდაიცვალა 34 , 3 გადის მკურნალობას და 2088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება ბოლნისში კოვიდ ინფექციის სრულ სტატისტიკას, სულ დადასტურებულია 2320 კოვიდ შემთხვევა, გარდაიცვალა 38, მკურნალობს – 3, გამოჯანმრთელდა 2279 ადამიანი;  

– რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, როგორი ეპიდვითარებაა ბოლნისში დღეს?  

-დღეს ბოლნისში გვაქვს კეთილსაიმედო ვითარება, რასაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება, თან იმ ფონზე, როცა ეტაპობრივად ყველანაირი შეზღუდვა იხსნება. ჩვენთან უკვე ფიზიკურ გარემოში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სწავლა დაიწყო 1 თებერვალს, გაიტესტა მასწავლებლების 20% პსრ-ით,ხოლო 80 ანტიგენის სწრაფი ტესტით,  ბოლნისის მასშტაბით უკვე ჩატარდა 2 ტესტირების ეტაპი, შედეგად არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა. არსებული რეგულაციის შესაბამისად, მასწავლებელთა ტესტირება  მიმდინარეობს ყოველ 14 დღეში ერთხელ. 1 მარტიდან კი საბავშვო ბაღებმა დაიწყო  ფუნქციონირება.  მიმდინარეობს აღმზრდელების ტესტირება, რომელიც შემდეგშიც გაგრძელდება.

 თებერვლის თვეში სულ ჩატარდა 3173 კოვიდ ტესტირება, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 2399, ხოლო პსრ -ით 774, შედეგად დაფიქსირდა 27 კოვიდ ინფექცია, აღსანიშნავია, რომ ბოლო დადასტურებული შემთხვევების ინფექციის წყარო არ უკავშირდებოდა თვითონ ბოლნისის შემთხვევებს და იყო შემოტანილი ძირითადად თბილისიდან.   ბოლნისში ისევ გვაქვს კოვიდ კლინიკა, სადაც 3 პაციენტი გადის მკურნალობას;

-რა დამაიმედებელ მესიჯს გაუგზავნით მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ გაუშვან თუ არა შვილები სკოლებსა და ბაღებში, რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა ამ დაწესებულებებში?  

-სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებს აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები და უნდა იმუშაონ მათი სრული დაცვით,  ასეც ხდება, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანია ბავშვებს როგორც სახლებში, ასევე სკოლებში ხშირად შევახსენოთ და გავაკონტროლოთ  ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ასაკის შესაბამისად. 

-ელოდებით მესამე ტალღას?

-შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური, როგორიც იყო მეორე ტალღა, ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება.

-სიმპტომების შემთხვევაში  სად შევძლებთ ტესტის გაკეთებას?

-სიმპტომების შემთხვევაში შეგიძლიათ ტესტირება ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში და უკვე შესაძლებელია შპს ტრიომედშიც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს კოვიდზე ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა სიმპტომები, შეუძლია მიმართოს ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებს და ჩაიტაროს ტესტირება.

-და მოგვიწევს თუ არა თანხის გადახდა?

-კოვიდზე ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  არის უფასო. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პიროვნება საკუთარი მიზნებისთვის საჭიროებს პსრ ტესტირებას, მაგალითად მიემგზავრება სხვა ქვეყანაში და ა.შ.

-რას ურჩევდით საზოგადოებას, როგორ დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან?

-ჯერ ისევ თავის დაცვის საშუალება არის პირბადე, დისტანცია და ხელის ჰიგიენა,;

თუ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, დაუკავშირდით  ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციით ჩაიტარეთ კოვიდ ტესტირება, რათა გამორიცხოთ ეს დაავადება.

ვიცით, რომ ქვეყანა კოვიდ ვაქცინის მოლოდინშია.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას!

არემჯის მენეჯერებმა კომპანიაში დასაქმებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

0
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად RMG-იმ ქალ მეწარმეებთან ერთად სპეციალურად შექმნა საგაზაფხულო ნაკრები. ნაკრებში წარმოდგენილია ქალი მეწარმეების სტარტაპ ‘’ბუ’’-ს მიერ შექმნილი პირბადეები და ბაფთები, ასევე ბოლნისელი მეწარმის, მაია დევნოზაშვილის, ‘’დემა’’-ს ნატურალური კომპონენტებით დამზადებული საპნები.

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

0

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში შემავალ, ოთხივე ბიუროს თანამშრომლებს ბოლნისში უმასპინძლა. მაჟორიტარმა ბიუროში მომუშავე ქალებს 8 მარტი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ყვავილების თაიგულები გადასცათ.

,,ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბიუროს თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონები არიან. მათ წარმატებებს და უამრავ სიხარულს ვუსურვებ!”- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ქალები ბოლნისიდან

0

ოთხ ათწლეულზე მეტი, იყო წარმატებული, სხვისთვის მისაბაძი, ნიშნავს ხარ ძლიერი. იმიტომ, რომ ქალია უკან არასდროს მდგარა, ყოველთვის მზად იყო დაბრკოლებების გადასალახად.

წლებია უწყვეტად იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. პროფესიით ეკონომისტ-ორგანიზატორი, მართლაც გამოირჩევა ორგანიზატორობის ნიჭითა და უნარით, გადაწყვეტილებების სიმტკიცით, არ აშინებს ის თუ რას იფიქრებს სხვა. ხშირად ამბობს: – „მთავარია ყველაფერი კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში გაკეთდეს.“ ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვის, დიდი წარსულისა და აწმყოს მიუხედავად საოცრად თავმდაბალია, მაგალითს მოვიყვან მისი საუბრიდან: – „ თუ ვინმემ ჩემზე მეტი იცის კონკრეტულ სფეროში, არ მრცხვენია პირადად მივალ და ვკითხავ ასაკის, სქესისა თუ სტატუსის მიუხედავად!“

ვალენტინა ნავერიანს ბოლნისში და არამხოლოდ აქ ყველა იცნობს, მას ზედმეტი წარსდგენა სულაც არ სჭირდება, თუმცა მაინც გეტყვით, რომ დღეს, ის არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტიური წევრი, წლების მანძილზე არაერთ ბანკს ხელმძღვანელობდა, 2000-2003 წლებში გახლდათ ბოლნისის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე და ა. შ.წარმატებული კარიერისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს იყოს კარგი დედა, დიასახლისი, მეუღლე და მეგობარი. ამბობს: -„მთავარია გულით მოინდომო და მერე შეუძლებელი არაფერია!“ საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ვრცლად გვესაუბრება ქალისა და დედის როლის მნიშვნელობაზე.

➖ ვალენტინა ნავერიანი: ისტორიულად საქართველოში ქალის როლი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე დაფასებული იყო. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფედ ქალი თამარი . იმავე საუკუნეში დაიწერა : „ ლეკვი ლომისა სწორია , ძუ იყოს თუნდაც ხვადია“.მიუხედავად იმისა, რომ ქალი საზოგადოების მხრიდან დღემდე აღქმულია, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი , მისი ძლიერი მხარეები აღიარებას ჰპოვებდა მის მიერ სამშობლოს წინაშე დადებული ღვაწლით. „ქალი სუსტია , მაგრამ დედააო ძლიერი“,(გოეთე) დედობა კი ყველაზე რთული საქმიანობაა ამ ქვეყნად და მისი ნაყოფიც ყველაზე დიდი გასამრჯელოა ღვთით ბოძებული. ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ გრძნობასა და სიყვარულზე ძლიერ გრძნობას არ იცნობს სამყარო. ქართველი დედის ფენომენი ხომ საერთოდ ამოუცნობი ფენომენია, ის გასხივოსნებულია დედაღვთისმშობლის ზეციური მადლითა და სიყვარულით. საუკეთესოდ ააქვს ამ თემის განმარტება გოეთეს -„მიწიერი ყოფიერების მარადიული მეტამორფოზა, შობა და აღზრდა, დაღუპვა და კვლავ წარმოშობა – ესაა განუწყვეტელი და დაუღალავი ჯაფა დედებისა და თუ დედამიწაზე ყველაფერი განახლებადი განაგრძობს არსებობას – უწინარეს ყოვლისა დედობრივი საწყისი – გასაგები ხდება, რომ შემქმნელ ღვთაებას მივცეთ ქალთა სახე და ვუწოდოთ საპატიო სახელი დედებისა.“ ამაზე ნაფიქრი აქვს ოტია იოსელიანსაც -„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. ჩვენთან დედა -დედაც იყო და დედაკაციც, დედაბოძად იყო შეხიდული თავის ქვეყანას ვით ჭიგო ვაზს, ბრძოლის ველზე დაცემული შვილის ხმალიც ბევრჯერ თავად აუღია და დედაკაცურად შეხვედრია ჩვენი გენეტიკის და ედემის მსგავსი სამშობლოს ასაოხრებლად მოსულ მტერს. „ქართველებისთვის “დედა” მარტო მშობელი არ არის, ქართველი თავის ენასაც “დედა ენას” ეძახის, უფროსს ქალაქს – “დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისასა – “დედა-ბოძს”, უდიდეს და უმაგრეს ბურჯს – “დედა-ბურჯს”, სამთავრო აზრს – “დედა აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – “გუთნისდედას”. რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა! სიტყვა ქალი განა იმოდენს გვეტყვის რასაც გვეუბნება “დედა” და ამასთან ერთად “კაცი”.(ილია). სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე არის ქართველი ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში განდიდებული, აღიარებული და პატივდებული.უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ოჯახის წინაშე იმდენად აძლიერებს ქალს,რომ ის ნებისმიერ დაბრკოლების გადალახვის შემძლეა. ქალი არის ხელოვანი, პოლიტიკოსი, იურისტი, ექიმი, მოსამართლე, საჯარო მოხელე, კომპანიის ხელმძღვანელი, მეწარმე, ბიზნესმენი და ასე შემდეგ , ყველა სფეროში მოღვაწეობს, ამავდროულად ქალი რჩება ოჯახის ბურჯად მისი სიმტკიცის, სინდის-ნამუსის დედაბოძად. ქართული ანდაზაც სწორედ ამიტომაა დღემდე აქტუალური „როგორიც გყავდა დედაო, შენც ისეთი ხარ ქედაო!“.

➖ ჩვენი ენის დიდებულება ჩემი გადასახედიდან ისიცაა, რომ ყველა სიტყვას თავისი ენერგია მოაქვს ჩვენამდე. ოთხი ბგერისგან შედგენილი სიტყვა დ ე დ ა – ჩვენში განსახიერებულია უდიდეს მადლთან, სიკეთესთან და სითბოსთან და იმედთან. აი სწორედ ამ ენერგიით ვივსებით მისი წარმოთქმის დროს. ამიტომ გვეძვირფასება დედის ბაგედან წარმოთქმული -„დედა გენაცვალოს შვილო“ ამ წინადადებას შესატყვისი თარგმანიც კი არ ააქვს სხვა ენაზე იმდენად ქართული და ქართველი დედის კუთვნილებაა მხოლოდ. თვით ეს სიტყვები წარმოთქმისთანავე გვაძლევს დაუძლეველის დაძლევის ენერგიას და გვავსებს სიკეთის კეთების ემოციით. მხოლოდ ქართველ დედაზე შეიძლება დაწერილიყო „ვეფხვისა და მოყმის ბალადა“ . სადაც ბალადის ამაღლებული და ჰუმანური შტრიხი, დაღუპული შვილის დედის სახე , ნათლად გვიხატავს ქართველი დედის სამართლიან, გულმოწყალე, მაღალი ზნეობისა და ღირსების მატარებელ მისაბაძ ხასიათს.

➖ ყველა დედას – ჩვენი სიცოცხლის წყაროს, გულწრფელი და უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელს, ჩვენს უდრეკ ფარს , რომელიც გვიცავს ყოველივე ავისგან, ვულოცავ ამ დღეს და თვალმშრალ დედებად დაბერებას ვუსურვებ. შვილებთან კი მექნება მოკრძალებული თხოვნა და სურვილი , ყოველი დღე ვაქციოთ დედის დღედ, ბოლომდე ვიგრძნოთ მისი სურნელი და სითბო. რათა ჩვენს გამო მუდამ უბრწყინავდეს თვალები და უღიმოდეს ბაგე-პირი. ხორნაულს ააქვს ასეთი რამ დაწერილი „ შვილს რომ მკლავზე გადაიწვენს , დედა ჯვარს ემსგავსება- სწორედ ეს ჯვარი გადაარჩენს სამყაროს“ შეეწიოს თვითოეულ ჩვენთაგანს ბოლნური ჟვრის მადლი და ძალა და დალოცოს მამაზეციერმა დედა-შვილობა.

მასალა მომზადებულია ბოლნისის გენდერული საბჭოსა და გაზეთ ,,ბოლნისის ‘’ ერთობლივი პროექტის ,,ქალები ბოლნისიდან’’ ფარგლებში.

№ 1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა . ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  4 631 333 ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წელს რეაბილიტაცია სოფელ  ქვეშის სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სოფელ ზვარეთში ფონდმა 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა.

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

0

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დედის დღეს 8 მარტი, საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.

გოგი მეშველიანის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს

0

N14 საარჩევნო ოლქის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ბიუროს წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრის ინიციატივითა და მხარდაჭერით დედის დღე მიულოცეს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, აფხაზეთისა და 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს.

ბიუროს თანამშრომლებმა, გოგი მეშველიანის სახელით თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს ბოლნისში, დმანისში,თეთრწყაროსა და წალკაში მცხოვრებ იმ, ოცდაოთხ დედას რომლებმაც საკუთარი შვილების სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის მთლიანობისთვის.

ქალები_ბოლნისიდან

0

გაიცანით კარგი მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ვაჟის დედა და პროფესიონალი საჯარო მოხელე თამარ ასათიანი.

ქალს შეუძლია ერთდრდოულად იყოს მრავალშვილიანი დედა და წარმატებული, რეალიზებული ადამიანი. ეს, რომ მიღწევადია ამას ჩვენი დღევანდელი გმირის მაგალითიც გვიჩვენებს. თამარ ასათიანი, კარგი მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ვაჟის დედა და პროფესიონალი საჯარო მოხელეა. მიუხედავად დროის სიმცირისა მაინც ახერხებს იყოს პირველ რიგში დედა და მერე მეგობარი, ოჯახში დიასახლისი და აქტიური საზოგადოებრივ საქმიანობაში. მას უზომოდ უყვარს მშობლიური ქალაქი, ამბობს: – „ ბოლნისის გარდა სხვაგან ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებ.“ წლებია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს. მის თვალწინ და მისი ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. არის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. თამარ გილოცავ დედის დღეს! გვიამბეთ თქვენზე, როგორ მოხვედით აქამდე სადაც ახლა ხართ?-იყო დედა არის დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი შრომა, თუმცა საოცარი სიამოვნებაც, მინდა ყველა დედას ვუსურვო ჯანმრთელობა და შვილების წარმატება. ყველას გისურვებთ გაზაფხულივით ბობოქარი და ფერადი ცხოვრება გქონდეთ. დავიბადე და გავიზარდე ბოლნისში. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და ვთვლი,რომ ვერასდროს სხვაგან ვერ ვიქნები, სხვაგან ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებ ალბათ ამანაც გადაწყვიტა საბოლოო ჯამში ჩემი არჩევანის გაკეთება და აქ დაბრუნება. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის შემდგომ იყო სხვადასხვა პერიოდული გამომცემლობები, პრესა, ტელევიზია და ბოლოს საჯარო სივრცე. გაგიმართლათ?-ალბათ გამიმართლა. შესაძლებელია დღეს სხვაგან და სხვა სივრცეში ვყოფილიყავი, რომ გამეგრძელებინა არჩეულ გზაზე სიარული. იყო სხვადსხვა შემოთავაზებები, მაგრამ რატომღაც მისი შეცვლა ვამჯობინე, არჩევნი სხვა ღირებულებებზე და სხვა სტრუქტურაზე გავაკეთე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. შემდგომ იყო და დღემდე არის საჯარო სივრცე. ფაქტობრივად ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა დიდი რეფორმის პერიოდში მომიწია მუშაობა. ამასობაში განვლო საკმაოდ დატვირთულმა, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე ოცმა წელიწადმა.როგორ იცვლებოდა დრო?- ვერ გეტყვით, რომ ვცდილობდი რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას რაც წარმომაჩენდა ან გამომარჩევდა სხვებისგან, ეს ყველაფერი თითქოს ბუნებრივად ხდებოდა და გავიარე კარიერული ეტაპები უმცირესიდან დაწყებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციამდე დამთავრებული. როგორ ხედავთ ქალის როლს საზოგადოებაში, სად არის მისი ადგილი? ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში იზრდება. ვფიქრობ, რომ ქალის ადგილი და როლი ყველგან არის და უფრო მეტიც აუცილებლად საჭიროა. დღევანდელობას თუ გადავხედავთ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა თანდათან ეტაპობრივად აღიარეს, რომ რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მასში უფრო მეტად არის გათვალისწინებული სქესთა თანასწორუფლებიანობა და თანაბარი ჩართულობა. დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისათვის გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც აქტიურად არის ჩართლი ქალთა მიმართ ხელშეწყობის პროცესში სხვადსხვა მიმართულებით, ეს იქნება მათი ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიები, ნაადრევი ქორწინება თუ სხვა. საბჭო ეხმიანება და მოქმედებს იმ დროისათვის ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. გენდერული თანასწორობა საკმაოდ საინტერესო თემაა, რაც მთავარია არის ახალი და განვითარებადი. წინ ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი.ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ხარ. ოჯახი? -მყავს მეუღლე და სამი ვაჟი. როგორ ახერხებთ სროის გადანაწილებას?-რთულია, მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ საოჯახო და საზოგადოებრივი საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებას. ვცდილობ დრო რაციონალურად გადავანაწილო, შესაბამისად ვასწრებ ყველაფერს, საოჯახო საქმეებით დაწყებული და ბავშვებთან თამაშით დამთავრებული. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ბავშვებთან ისინი უფრო მეტს ითხოვენ, ვიღლები, რთულია მაგრამ ძალიან სასიამოვნო.რა გიყვართ? -წიგნის კითხვა, ეს ის არის რაც მამშვიდებს და ძალების აღდგენაში მეხმარება.თამარ წარმატებებს გისურვებთ!,,გაზეთი ბოლნისი” კი ახალი რუბრიკით ეტაპობრივად გაგაცნოთ წარმატებულ ქალბატონებს ბოლნისიდან.