კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 184

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე – გოგი მეშველიანი

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე , დავით ჯაფარიძესთან ერთდ სამაჟორიტარო ბიუროში, სოფელ ტალავერში მცხოვრებ ახალგაზრდას ხაიალ გუსეინოვს შეხვდა . ახალგაზრდამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სურვილი გააცნო – მას სურს უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის დახმარებით სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი თემის განვითარებაში. რათქმა უნდა ჩვენის მხრივ მაქსიმალურად შევეცდებით თანადგომა გამოვუცხადოთ ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე – გოგი მეშველიანი ახალგაზრდა ინვესტორს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე , დავით ჯაფარიძესთან ერთდ სამაჟორიტარო ბიუროში, სოფელ ტალავერში მცხოვრებ ახალგაზრდას ხაიალ გუსეინოვს შეხვდა . ახალგაზრდამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სურვილი გააცნო – მას სურს უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის დახმარებით სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ ინვესტიციების მოზიდვაზე და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი თემის განვითარებაში. რათქმა უნდა ჩვენის მხრივ მაქსიმალურად შევეცდებით თანადგომა გამოვუცხადოთ ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის ,,სიონმა“ 7 თამაშიდან შვიდივე მოგებით დაასრულა

0
[:en]

ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონმა, სტარტი პირველ მარტს აიღო. ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება და გუნდები 36 ტურს ითამაშებენ.
ბოლნისის ,,სიონმა“, 7 ტურიდან ყველა თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. 17 აპრილს კი ჩემპიონატის ერთ -ერთ ლიდერთან  „გაგრასთან“ გამართავს  მე-8 ტურის შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ „გაგრა“ ცხრილში 14 ქულით მეორე ადგილზეა.

ბოლნისის კლუბის ხელმძღვანელად 11 თებერვალს ლევან სილაგაძე დაინიშნა, მისთვის ბოლნისური კლუბი უცხო არაა,  წლების წინ ის, „სიონის“ ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. იგი ,,სიონში“ ახალი გეგმებითა და მიზნებით დაბრუნდა. სულ რამდენიმე თამაში დარჩა და „სიონი“ პირველ ტურს სრული მოგებით დახურავს.  ლევან  სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობენ ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა.

[:]

დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

0

დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს “ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს.გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს.აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.

აქცია „გადავარჩინოთ სოფელი გუგუთი“

0

„გადავარჩინოთ სოფელი გუგუთი“ – ამ სახელწოდებით სოფელ გუგუთის სკოლაში აქცია ჩატარდა.  სკოლა დახურვის საშიშროების წინაშეა, რადგან აქ მხოლოდ სამი მეცხრე კლასელი მოსწავლეა, სტუდია „გუთანმა“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიზნად სკოლის გადარჩენა დაისახა და პროექტ „სამშობლოს მცოდნეობის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  შენობა ერთი დღით რუსთავის სამრევლო სკოლა „მთაწმინდელის“ მოსწავლეებმა აახმიანეს, რომლებმაც პატრიოტული კომპოზიცია „ხანძთის ზარი“ წარმოადგინეს, შეხვედრას საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, სოფელ გუგუთის გარაჩენის აქციას  ბოლნისელი ჩოხოსნები შეუერთდნენ.

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა

და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 129 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

0

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32  წელი გავიდა. 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ბოლნისელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კურტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გმირებს რომელებმაც თავი გაწირეს ავბედით ღამეს.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო თემატური კუთხე, სადაც  ისტორიკოსმა ქეთევან ხეცურიანმა,    კიდევ ერთხელ შეახსენა ახალგაზრდებს  9 აპრილის  ისტორიული  მნიშვნელობა.ასევე ისაუბრეს  9 აპრილის  უშუალო მონაწილეებმა  და  გაიხსენეს   ტრაგიკული დღის მოვლენები და ფაქტები.

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

0

ქვემო ქართლის ტურისტულ მარშუტს მალე ახალი ლოკაცია შეემატება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სიცოცხლეს იძენს. ,,საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. „საყდრისის კომიტეტმა“ ხულუტის ციხესთან სარეაბილიტაციო სამუშოების პრეზენტაცია გამართა.

საწყის ეტაპზე  ჩატარებულია ძეგლის სკანირება,  გეოლოგიური და კედლის ქვის მნიშვნელოვანი კვლევები, რაც სამომავლოდ სწორად განისაზღვრავს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული ნუსხას. პარალელურად მოწყობილია ციხესთან მისასვლელი ბილიკი, დადგმულია ხარაჩო, დასრულდა ძეგლის ხე-მცენარეებისგან გაწმენდა. ვინაიდან ციხე დარბაზის ცალკეული ნაწილები უსაფრთხო არ არის. დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერები. ძეგლზე მოსამზადებელ სამუშაოებს  კომპანია RMG აფინანსებს.

ძეგლი XVII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-დარბაზად ითვლება გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში.

საყდრისის კომიტეტის აღნიშვნით 5 კოშკისგან შემდგარი 8 სართულიანი ციხე- დარბაზი გამორჩეული ძეგლია და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება რესტავრატორებისთვის გამოწვევა იქნება.

ხულუტის ციხე-დარბაზს “საყდრისის კომიტეტი” 2017 წლიდან იცავს და ის მე-6 ძეგლია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს.

დასუფთავების აქცია ბოლნისში

0

კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში,  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში არსებული ხევი ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა. როგორც კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, სოფელ მუშევანში ნაგვის ურნების განთავსების შემდეგ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული კერების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

აღსანიშნავი, რომ დასუფთავების აქცია ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს და წინასწარ შერჩეულ ლოკაციებს, კომუნალურ სამსახურთან   ერთად, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები დაასუფთავებენ.

დღევანდელი აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები”-ს მხარდაჭერით გაიმართა.

გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი, სამაჟორიტარო ოლქში: ბოლნისში, დმანისში, თეთრწყაროსა და წალკაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან: ილია ბეგიაშვილთან და კობა გაბუნიასთან , ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან, ერთად გაეცნო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს. ასევე განიხილეს სამომავლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები. ქალაქ ბოლნისში 1 197 885 ლარის ღირებულების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ესენია: • მერაბ კოსტავას და იაკობ ცურტაველის (თამარ მეფის ქუჩა N10 დან N12-მდე) ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები (N1 მონაკვეთი, N2 მონაკვეთი 2-1) ; • ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (N54-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა; • შოთა რუსთაველის ქუჩაზე (N47-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა. თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დასრულებულია 3 135 062 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფლების: ჯორჯიაშვილისა და ბოგვში მოეწყო წყალმომარაგების სისტემები. სოფელ ენაგეთში მოწესრიგდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ გზას. სოფელ ჯორჯიაშვილში კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – 535 999 ლარი. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელებში: საბეჭისი, ბარეთი ლივადი და იმერაში დასრულდა სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების რეზერუარების მოწყობის სამუშაოები, რომლის მთლიანი ღირებულება 856 996 ლარი შეადგინა. „აქვე მინდა სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო წალკელებს, რომ ბარეთის გზის მშენებლობის პროექტირება დაიწყო „ – გოგი მეშველიანი