შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 182

ბოლნისში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

0

ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმებაპრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თითოეული მუნიციპალიტეტის მერმა, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პრეზენტაციის სახით, კომისიის სხდომაზე საპროექტო წინადადებები წარადგინა.დავით შერაზადიშვილმა კომისიის წევრებს ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ურბანული განვითარების გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა ბოლნისის სავიზიტო ბარათია და პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრალური ქუჩით ისარგებლებენ, რაც ქალაქს ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში.

ბოლნისის საკრებულოს დეპუტატები „სინოფარმით“ აიცრნენ

0

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძე და საკრებულოს წევრი სამირა ისმაილოვა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში სინოფარმით აიცრნენ.კოვიდ საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა ,,სინოფარმი“ 35 ქვეყანაშია აღიარებული და მწარმოებლებს, სხვადასხვა ქვეყანაში , 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსურველთა რაოდენობა ბოლნისში საკმაოდ მაღალია და დღიურად ორმოცდაათამდე მოქალაქე იცრება.ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ booking.moh.gov.ge , ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: 15 22

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

კრონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში შეიქმნილი სიტუაციის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე, ერთდროულად მიმდინარეობის გზის მოწყობის სამუშაოები სადაც ასევე იცვლება ჭიშკრები და ღობეები. გზა რეაბილიტირდება ასევე სოფელ ბალიჭშიც. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი რეგიონებში განსხახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება

პროექტმა „სამშობლოსმცოდნეობა“ათასობით ადამიანი გააერთიანა

0

„გულში დანთებული სიყვარულის ცეცხლი, რომელიც იშლება, ღვივდება და ადამიანების გულებს სწვდება“ – სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგის ლექსო გელაშვილის ამ გზავნილმა, უამრავი ადამიანის გულში შეაღწია, მთლიანი საქართველო მოიცვა და მის ფარგლებს გასცდა. პანდემიის გამო, ონლაინ სივრცეში გადანაცვლებულმა პროექტმა, რომელიც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ჩოხოსანთა საზოგადოების დახმარებით ხორციელდება, უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი გააერთიანა. სწავლება ხუთი კურსისგან შედგება და მოზარდი თაობის მშობლიურ ნიადაგზე აღზრდასა და ჰარმონიულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.2008 წელს დოკუმენტური ფილმების სტუდია „გუთანმა“, სკოლის მოსწავლეთათვის დაიწყო შემეცნებითი კინოპროექტი „საქართველოს ხერხემალი“. რიგით მეოთხე ფილმს „სამშობლოსმცოდნეობა“ – უწოდა, რაზეც პატრიარქმა ბრძანა „ეს ფილმები სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილებია, ჩვენი მომავალი თაობის აღსაზრდელად“, რაც დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოების შექმნას, რომელიც ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდების ეროვნული ღირებულებებით აღზრდას.„ეს წიგნი გვეხმარება დაფიქრებით შევხვდეთ ცხოვრებას, ადამიანებს, საკუთარ თავს, ყველას და ყველაფერს, მისი მიზანია იდეურად გაგვაცნოს სამშობლო – საქართველო, მისი სულიერი და კულტურული ღირებულებები, გაგვიღვივოს წინაპართა სისხლითა და ოფლით ჩვენამდე მოღწეული ძირძველი ქართული ფესვები, გვასწავლოს ღმერთის, სამშობლოსა და ზოგადად, ადამიანის სიყვარული, დაგვიხვეწოს ზნეობა და გემოვნება, შენში უნდა გადაარჩინო შენი წილი საქართველო. 26 წელია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ, უკვე შედგენილია სამი სახელმძღვანელო, ქართველები სათანადოდ არ ვიცნობთ ჩვენს სამშობლოს, სულიერი თვალსაზრისით, ამიტომაც, არ ვიცით როგორ და რა სახით გვებრძვიან, ამ ომში გამოუცდელები აღმოვჩნდით, ამ სახელმძღვანელოთი გადავწყვიტეთ მომავალ თაობას ძირეულად გავაცნოთ სამშობლო და, როდესაც გაიცნობს, შეიყვარებს და გაუჩნდება სურვილი ემსახუროს მას. ერთადერთი მიზანი ესაა“, განაცხადა სტუდია „გუთანის“ რეჟისორმა, სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა ლექსო გელაშვილმა.სამშობლოსმცოდნეობა ონლაინ შეხვედრებს გასცდა და ქართული სულის გადარჩენისთვის, სხვადასხვა საკეთილდღეო საქმეების კეთება დაიწყო. სოფელი გუგუთი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სიმცირეს განიცდის, სკოლა დახურვის პირასაა, ამასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქცია ჩატარდა. სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა და ჩოხოსანთა საზოგადოებამ მიზნად სოფლის და სკოლის გადარჩენა დაისახეს, რაც საზოგადოების მოთხოვნა იყო და შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა.

მაგდა დევნოზაშვილი

დღეს ბოლნისში კოვიდ19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0

ბოლნისის მუნივიპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, კოვიდ ინფიცირების შემთხვევების მზარდი დინამიკა ნარჩუმდება. დღეს ბოლნისში კოვიდ19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ცირკულირებს ახალი ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამი, რომლის ინკუპაციის პერიოდიც ხანმოკლეა და ის სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაიცანით თვითნასწავლი შემოქმედი ირმა მღვდელაძე, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს ჰქმნის

0

ულამაზესი, გამორჩეულ ფერთა შეხამებით შექმნილი ხელნაკეთები, მოქსოვილი თოჯინები, ნაჭრის აქსესუარები, საახალწლო დეკორაციები, ანგელოზები, ხის ვარსკვლავები, ნაძვის ხის სათამაშოები, სათამაშო ბალერინები, მოქსოვილი ჩანთები, ნაქარგები, ყელსაბამები – ეს იმ ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ირმა მღვდელაძე ქმნის. ირმა ბოლნისში დაიბადა, სწავლობდა დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში, მე-9-ე კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლა თოიძის სამხატვრო პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელა. 2002 წელს კი ა.ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ისწავლა მოდელიორ-დიზაინერის განხრით. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

-ირმა, როდის აღმოაჩინეთ თქვენში ის უნარები, რამაც პროფესია აგარჩევინათ?-სიმართლე რომ გითხრათ, გატაცებული ვიყავი ქართული ქორეოგრაფიით, ცეკვას თავი რომ დავანებე, დავიწყე მოცეკვავეების ხატვა, რომლებსაც ეროვნულ ტანისამოსს ვაცმევდი. ვხატავდი პორტრეტებს და პეიზაჟებს. ეს ყველაფერი მეშვიდე კლასიდან დაიწყო და მას მერე მონაწილეობა მივიღე არაერთ გამოფენაში. მიღწეულმა წარმატებებმა და დიდმა მოწონებამ განაპირობა, თოიძის სასწავლებელში გამეღრმავებინა ცოდნა.

-ამბობთ, რომ ცეკვა ძალიან გიყვარდათ, რა მიზეზით წამოხვედით წრიდან?-7 წლის ვიყავი, როცა ანსამბლში „კიდევაც დაიზრდებიან“ შევდგი ფეხი. 5 წელი მისი აქტიური წევრი ვიყავი, ვმოგზაურობდით არაერთ ქვეყანაში, ვმონაწილეობდით ფესტივალებზე, მიღებული მაქვს პრიზი, დიპლომი. სამწუხაროდ, ანსამბლი დაიშალა.

– ქორეოგრაფიულ ანსამბლში მოღვაწეობას როგორ შეელიეთ?

-ძალიან დიდი გულისტკივილით, დღემდე მახსოვს ბავშვური ემოციები და სიყვარული ცეკვის მიმართ, ანსამბლის დაშლით გამოწვეული ტკივილი მინდოდა ხატვით გადმომეცა. დავიწყე ხატვა, ინტერესი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა, ფერთა შეხამება ძალიან მომწონდა.

-თქვენს შემოქმედებაში ქართული ცეკვისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული იკითხება.

-კი, ნამდვილად ასეა, ცეკვის შემდეგ ხატვა ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა. მანამდე ფანქარიც კი არ მჭერია ხელში, ემოციებს და სიყვარულს ხატვით გადმოვცემდი და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

-ხატვის წრეზე ხომ არ დადიოდით?

-ხატვის პედაგოგთან არ მივლია, თვითნასწავლი ვიყავი, თოიძეში რომ ჩავაბარე, ბოლო წელს მომამზადა ჩემმა ლექტორმა და სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე.

-გარდა ხატვისა, ფლობთ სხვადასხვა უნარებს, ასევე ქსოვთ, ამის შესახებაც მომიყევით-ხატვით აღარ ვხატავ, ქსოვაში გადავიტანე ჩემი ემოცია, ვქმნი სხვადასხვა გმირებს. სადიპლომო ნამუშევარში შევქმენი ნაქსოვი ტანსაცმელი. თემა არჩეული მქონდა „ნიკორწმინდა“, ნაქსოვში ჩავრთე ტაძრის ორნამენტები, ფერები და ნიკორწმინდის ტაძარი. სასწავლებელშიც მასწავლიდნენ ქსოვას, ოღონდ მანქანაზე, მაგრამ დამთავრების შემდეგ, უმუშევრად დარჩენილმა, გადავწყვიტე შემექმნა აქსესუარები და ხალხისთვის მეჩვენებინა, 2012 წელს დავიწყე ქსოვა და ამის შემდეგ, წამოვიდა ზღვა იდეები.

– სოციალურ ქსელში თქვენს მიერ შექმნილ ნივთებს აქვეყნებთ, თავდაპირველად იყო სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ქუდები, საიდან გაჩნდა იდეა?

-ქუდების ქსოვა იმიტომ დავიწყე, რომ 3-4 წელი უმუშევარი ვიყავი, პერიოდულად ხატვის პედაგოგს ვცვლიდი სკოლაში, მაგრამ ეს დროებითი სამუშაო იყო, შემდეგ იყო პროფესიული სასწავლებელი, სადაც ერთი წელი ბიბლიოთეკარად და ღონისძიებების წამყვანად ვმუშაობდი, დაიხურა, დავრჩი უმუშევარი. უმუშევრობამ გადამაწყვეტინა შემექმნა განსხვავებული და გამორჩეული სტილის ქუდები. საიტს რაც შეეხება, მინდოდა მისი საშუალებით ენახათ ჩემი ნამუშევრები. რამაც გაამართლა, ბევრმა გამიცნო. -ანუ, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციე?

-დიახ, ვფიქრობდი საიტის საშუალებით ბევრი დაინტერესდებოდა და შეიძენდა ჩემს ნამუშევრებს. ვიღებდი შეკვეთებს და ვყიდდი. ქუდებთან ერთად შევქმენი სხვადასხვა საქორწილო აქსესუარი. საქორწილო თაიგულები, რომლის თითოეულ ყვავილს ჩემი ხელით ვქმნი. აბადოკები, ფაჩუჩები, პატარა ჩანთები, საახალწლო აქსესუარები, სადღესასწაულო ნივთები, დეკორატიული განათებები და ბოლოს, სათამაშოები.

-ყველაზე მეტად რისი გაკეთება გსიამოვნებთ?

-მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქსოვა და სხვადასხვა ნივთების აწყობა.-ხომ არ აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

-გაფართოებას რაც შეეხება, მინდა მრავალფეროვანი გავხადო, რომ მომხმარებელმა, ჩემი ნამუშევრების მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. მოწონება დიდია, მაგრამ საფასური ეძვირებათ. განსაკუთრებით, ამ პანდემიის ფონზე ძალიან გაჭირდა ცხოვრება.

-ირმა, ხომ არ გიფიქრიათ გაგეხსნათ წრე, სადაც შეძლებდით მოსწავლეების მიღებას?

-ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მაქვს საშუალება, რომ გავხსნა რამე და მივიღო ბავშვები. მოთხოვნები წამოვიდა წლების წინ, მაგრამ პირობების გამო, უარი ვთქვი.-ირმა, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით.

-არ ვიცი, ცხოვრება როგორ წავა, გეგმები და იდეები ბევრია, ყველაფერს ფინანსები სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მაქვს. მაგრამ ადრე თუ გვიან, მჯერა მიზანს მივაღწევ, ღვთის წყალობით.

მომიყევით თქვენს ოჯახზე და მის როლზე თქვენს წარმატებაში, რომ არა მათი მხარდაჭერა, როგორ ფიქრობთ, იქნებოდით ის, ვინც ხართ?

-მყავს მეუღლე და 2 ვაჟკაცი, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი საქმე და ცდილობენ, რომ რამე შეისწავლონ ჩემგან, უფროს ვაჟს აინტერესებს ხატვა და ძერწვა. ბევრ რამეს ვქმნით ერთად. ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ჩემ სფერში, რომ არა მათი მხარდაჭერა ამდენს ალბათ ვერ მივაღწევდი, ან თუ მივაღწევდი, ძალიან გვიან. მიყვარს ჩემი ხელოვნება და დიდი სიყვარული გამაჩნია მის მიმართ.

-რას ეტყოდით მომავალ თაობას და ჩვენი გაზეთის მკითხველს?

-მომავალ თაობას ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ, იბრძოლონ და ადრე თუ გვიან, გაუმართლებთ. უღრმეს მადლობას გიხდით „გაზეთ ბოლნისის“ რედაქციას დაინტერესებისთვის. მადლობა პირადად შენ ყველაფრისთვის, თქვენს გაზეთს კი წინსვლას და ბევრ მკითხველს ვუსურვებ.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

ნონა ხუზმიაშვილი

მეუფე ეფრემმა დღის ცენტრის ბენეფიციარები დალოცა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მოულოცა

0

,,ტრადიციულად სიკეთის სადარაჯოზე!”- ამ სლოგანის ქვეშ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ბოლნისის ჩოხოსნები და იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები გაერთიანდნენ და მეუფე ეფრემთან ერთად, დღეს სარეაბილიტაციო დღის ცენტრ ,, განთიადის” აღსაზრდელებს ესტუმრნენ, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

„რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ შეხვედრა ბოლნისელ ახალგაზრდებთან

0

„ურბანული ხედვის მეთოდოლოგიის გამოყენება მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი ხედვის შექმნაში” – აღნიშნული თემის შესახებ, დღეს „რუსთავის ინოვაციების ჰაბმა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ პარტნიორობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრა გამართა. პროექტში „ორბელიანი საქართველოს“ იდეების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები ჩაერთვნენ, შეხვედრის ორგანიზატორებმა სწორედ მათგან მოისმინეს, თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის განვითარებას წლების შემდეგ, რა უნდა გაკეთდეს და შეიცვალოს იმისთვის, რომ წარმატებული და განვითარებული იყოს მუნიციპალიტეტი. ურბანული ხედვის შექმნის პროცესი ახალი იდეების აღმოჩენას, მომავლის შესახებ უკვე არსებული შეხედულებების გადახედვას, ტენდენციებსა და ცვლილებებს შორის ურთიერთქმედებების შესწავლას გულისხმობს, ახალგაზრდებთან შეხვედრების შემდეგ, მათი იდეებისა და ხედვების გათვალისწინებით გამოიკვეთება ძირითადი მიმართულებები, შეიქმნება ანგარიში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას და დაინტერესებულ პირებს გადაეცემა.

სააღდგომო ნობათი მოწყვლადი კატეგორიის 160-მა ოჯახმა მიიღო

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ერთად ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათები გადასცა.სააღდგომო ნობათები, ასევე, შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

გაიცანით გოგონა რომლის ცხოვრებაც პანდემიამ შეცვალა

0

პანდემიის პერიოდში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გართობისა და დროის გაყვანის მიზნით დაწყებული ხელსაქმე, საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები და საქმისადმი სერიოზული დაინტერესება, ეს ლიკა მაჭავარიანია. გაგაცნობთ ახალგაზრდა გოგონას, რომლის ცხოვრებაც პანდემიამ შეცვალა, თბილისიდან საცხოვრებლად ბოლნისში გადმოვიდა და დროის გაყვანის მიზნით, სხვადასხვა საქმიანობას მიჰყო ხელი.„იმისთვის რომ დახატო, უნდა დახუჭო თვალები და იმღერო, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, უნდა ეცადო დაინახო და დაიჭირო ლამაზი წუთები, მიუხედავად არც თუ მარტივი ცხოვრებისა, ვცდილობ ყოველი დღე გავიფერადო“.31 წლის ლიკა მაჭავარიანი პროფესიით ნეოგრეცისტია (ახალი ბერძნული ენის ფილოლოგი) დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 8 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედას გასაზრდელად ორი შვილი დარჩა. მარტივი ბავშვობა არ ჰქონია, მაშინ როცა თანატოლები ერთობოდნენ, ლიკა ცდილობდა დრო უქმად არ დაეკარგა, შრომას ბავშვობიდან მიეჩვია, ისწავლა დროის ფასი. „დედას თითქმის სულ სამსახურში უწევდა ყოფნა, ამიტომ მე და ჩემმა დამ დამოუკიდებლად ცხოვრება პატარა ასაკში ვისწავლეთ, სხვა ბავშვები თუ ეზოში თამაშობდნენ, მე ბავშვობა წიგნით ხელში მახსოვს, დროის დიდ ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან მიყვარდა ყოფნა, ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი და ეს თვისება ბევრჯერ გამომადგა.“

-ხელსაქმით რატომ დაინტერესდი?

-ხატვა სულ მომწონდა, ჩემი მშობლები კერამიკოსები იყვნენ, ნათლიები მხატვრების წრიდან და შესაბამისად ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, ანიმაციის განხრით, შემდეგ ბერძნული ენით დავინტერესდი, ზოგჯერ გული მწყდება ამ განხრით, რომ არ წავედი, თუმცა რომ არა ბერძნული ენის სიყვარული, ალბათ ჩემს მომავალ მეუღლესაც ვერ გავიცნობდი, მე და ნიკა ერთი პროფესიის ვართ, 2013 წელს შევქმენით ოჯახი, თბილისში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდით, პანდემიის პერიოდში გადმოვედით ბოლნისში და აქ დავრჩით, მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა და ხელსაქმე დავიწყე, გასართობად და დროის გაყვანის მიზნით. „გართობას“ სერიოზული დაინტერესება მოჰყვა, საზოგადოებამ მოიწონა ნამუშევრები, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია, მეტი ახალი ნივთის შექმნის სურვილი მიჩნდება.

-ძირითადად რას აკეთებ?

-დეკორატიულ დაფებს, თიხის ანგელოზებს, რომლებიც ძალიან მხიარულები და კეთილები არიან, ყველას თვალები უბრწყინავს, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად თვალებიდან მოციმციმე ვარსკვლავები უხდებათ. ნივთებს ჩემი გემოვნებით და სურვილის მიხედვით ვქმნი, თუმცა შეკვეთების შემთხვევაში, ვითვალისწინებ მომხმარებლის ინტერესს. ანგელოზები პირველად რამდენიმე წლის წინ გავაკეთე, მიუხედავად იმისა, არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არა, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. შემდეგ ვცადე ტანსაცმლის მოხატვა, ესეც გამომივიდა, დღეს უკვე ყველა ზედა მოვხატე, რაც სახლში გვაქვს. ახლა ახალი გატაცება მაქვს, ფოტოების ხეზე გადატანა, რაც ძალიან ლამაზია.

-როგორია შენი ნამუშევრები?

-ჩემი ნამუშევრები ფერადი და ნათელია, ყველა საკუთარი შვილივით მიყვარს, და ძალიან მტკივა გული, როდესაც ცუდ შეფასებას ვისმენ, მე ხომ ყველა ნივთს სიყვარულით ვქმნი. მთავარია ყველამ ის ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია.-რა მასალას იყენებ?-ამ ეტაპზე თიხაზე აკრილით ვმუშაობ, ვეცნობი ახალ ტექნოლოგიებსაც, ვცდილობ ამ კუთხით ბევრი ვისწავლო და გავიზარდო. ხელსაქმე დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი გზაა. ამ ეტაპზე სამსახური არ მაქვს, ამიტომ უამრავი თავისუფალი დრო მრჩება, საზოგადოების დაინტერესებაც არის. მცირე რაოდენობით, თუმცა იყიდება ნივთები, თანხით კი საჭირო მასალას ვყიდულობ.

-გაქვს თუ არა სამუშაო სივრცე და როდის იწყებ მუშაობას, ხასიათს თუ აქვს მნიშვნელობა?

-სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მუშაობისთვის სპეციალური ოთახი არ მაქვს, სადაც მომიხერხდება იქ ვმუშაობ, ეს საკმაოდ რთულია, სამომავლოდ აუცილებლად გავაკეთებ ერთ ოთახს სახელოსნოდ, ზოგადად მივეჩვიე ყველაფრის ჩემით კეთებას, ავეჯი იქნება ეს თუ რემონტი. ამიტომ სახელოსნოსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, რაც შეეხება მუშაობის დაწყებას, რა თქმა უნდა ამის განწყობა უნდა მქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი არ გამომდის. მგონია, რომ დადებითი განწყობა და ხასიათი ყველაფერზე მოქმედებს.

-სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი.

-მომავალში მინდა ჩემმა ნამუშევრებმა სხვა რეგიონებიც მოიცვას და უფრო სერიოზული სახე მივცე, ამისთვის ბიზნეს გვერდის შექმნას და გარეკლამებას ვფიქრობ. ვიმედოვნებ, სხვა მუნიციპალიტეტიდანაც ანალოგიურად დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.

მაგდა დევნოზაშვილი