შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 181

,,ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის” დოკუმენტის საჯარო განხილვა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ,,ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის“-2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახლგაზრდებისთვის თანაბარი, ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად ახალგაზრდებზე მორგებული გარემოს შექმნას. გაზრდის ახალგაზრდების მონაწილეობას და ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმიანობაში.საჯარო განხილვას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ესწრებოდნენ. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და “ახალგაზრდობის სააგენტოს” ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.დოკუმენტი სამოქმედო გეგმასთან ერთად დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

0

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/2407

პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ბოლნისში ციფრულმა მოხალისეებმა ტრენინგი გამართეს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი- პრეზენტაცია სახელწოდებით “გააციფრულე საქართველო“.კომპანია Google-მა, საქართველოს მთავრობა-სთან თანამშრომლობით, გადაამზადა ციფრული მოხალისეები რომლებმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართეს შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან და ციფრულ მისიონერებთან, რათა გადასცენ თავიანთი ცოდნა და დაეხმარონ როგორც ადგილობრივ ისე სოფლის მაცხოვრებლებს გაციფრულებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. თამაზ ჟორჟოლიანმა საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ბოლნისის ხელმძღვანელი პირები ახალგაზრდულ მიმართულებაზე მომუშავე გუნდს შევხვდნენ

0

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად ახალგაზრდულ მიმართულებაზე მომუშავე გუნდს შევხვდა, შეხვედრაზე განიხილეს ჩამოყალიბების პროცესში არსებული ახალგაზრდული სათემო ცენტრების შემდგომი ფუნქციონირების საკითხი.„იმისათვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფლებში: დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში.ვფიქრობ, აღნიშნული ცენტრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებასა და ჩვენს შორის ჯანსაღი , აქტიური კომუნიკაციის საკითხში. „ – განაცხადა გოგი მეშველიანმასათემო ახალგაზრდული ცენტრები იქნება საჭიროებებზე მორგებული სივრცე, სადაც რეგულარულად მოხდება ახალგაზრდული, კულტურული, შემეცნებითი, გასართობი, სპორტული თუ სხვა თემატური იდეების შემუშავება და მათი განხორციელება. ჩატარდება ჯანსაღი ცხოვრების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების, განათლების მნიშვნელობისა და საჭიროების, სახელმწიფოს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მისი მნიშვნელობის განხილვა . ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს ბოლნისის ერთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მეტად დაახლოებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის

0

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“-იმ დღეს ქალაქ ბოლნისში პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისთვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც სემინარის დროს გაეცნენ პანდემიის პერიოდში პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევითი რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. საინფორმაციო შეხვედრას ექსპერტი თამარ თოდუა და „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენელი ნინო კაკალაშვილი უძღვებოდნენ.საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანიც ესწრებოდა.ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებს საჩუქრად პირადი ჰიგიენის საშუალებები გადაეცათ.ნინო კაკალაშვილი, „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენელი:-მსოფლიო პრობლემიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორად და მიზნობრივად დაცვა. დღევანდელ სემინარზე ახალგაზრდებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა პანდემიის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადება. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.ვალენტინა ნავერიანი, მერის მოადგილე:-მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში არა ერთი საინფორმაციო ბუკლეტი დავარიგეთ, ვთვლი, რომ დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრა დროული და საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში.

ბოლნისის ახალი მუზეუმი საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს

0

18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა მედიათეკის და გამოფენის პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები”, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი და სხვა მნიშვნელოვანი პირები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბოლნისის მუზეუმში მედიათეკა პირველად გახსნა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე კი XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს. რომელიც ერთმანეთისგან სტილური თუ თემატური თვალსაზრისით სრულიად გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. კოლექცია არა მარტო მხატვრული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ სურათების უმეტესი ნაწილი იმდროინდელი კავკასიისა თუ საქართველოს სინამდვილეს ასახავს

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ბოლნისში

0

ბოლნისის მუზეუმმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის რიგით მეორე გასვლით სხდომას უმასპინძლა. კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან ერთად, რეგიონში განხორციელებელი და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს.კომიტეტის სხდომა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე, ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა, თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აღნიშნულ საკითხს, სამთავრობო და საპარლამენტო დღის წესრიგში, სათანადო ადგილი უკავია. მთიანი რეგიონების განვითარებისა და შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, როგორიც არის ბიზნესის ხელშეწყობა და გარკვეული შეღავათების დაწესება, ექიმებსა და პედაგოგებისთვის შესაბამისი დანამატების გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული სტიმულების დაწესება. სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ქვემო ქართლში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მიერ 2020 წელს გაწეული სამუშაოების და 2021 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, ფონდი შედარებით მცირე, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასეს და იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. მომხსენებლების მხრიდან, ყურადღება გამახვილდა გარკვეული სოფლებისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხებზე და დაწესებული შეღავათებით სარგებლობაზე, წყალმომარაგების პრობლემებზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, ასევე რიგ დასახლებებში საავტომობილო გზების რეაბილიტაციასა და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.საპარლამენტო კომიტეტები რეგიონებში გასვლით, ადგილზე ეცნობიან არსებულ მდგომარეობას და ამ ფორმით ახორციელებენ საზედამხედველო საქმიანობას.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა

0

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ,,ოჯახი სახელმწიფოს და კაცობრიობის საფუძველია, თუ ოჯახები იქნებიან მყარი, მყარი და შეუდრეკელი იქნება სახელმწიფოც”, — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულის გამოცხადების დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში, 12 საათზე, აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, ასევე ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ტარდება საყოველთაო ჯვრისწერები. ამასთან დაკავშირებით დღეს ბოლნისის საკათედრო ტაძარში 7 წყვილი დაიწერს ჯვარს.