საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით “სინოვაკით” აიცრა. როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს, პანდემიასთან ბრძოლისა და მისი დამარცხების საუკეთესო საშუალება საყოველთაო ვაქცინაციაა. „პანდემია, რომ დავამარცხოთ და დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინაციაა. მადლობა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თითოეულ თანამშრომელს, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგომისა და არაერთი სიცოცხლის გადარჩენისთვის.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა
ქ. ბოლნისის №1 საჯარო სკოლას 2020 წლის ნოემბრის თვიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ორ სართულიან სკოლას, რომელსაც მეორე ფლიგელი მინაშენი აქვს, ავარიული იყო, ამიტომ მოხდა მთლიანად შენობის გამაგრება. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვის სამუშაოები და ნაწილობრივ ჩასმულია ფანჯარები, სკოლის შიგნით არასტანდარტულ პატარა საკლასო ოთახებში მოიხსნა ტიხრები და გაფართოვდა, დამონტაჟდება იატაკქვეშა გათბობის სისტემა, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც სველ წერტილებს ეხებოდა მთლიანად მოგვარდება, სპორტული დარბაზები იქნება როგორც შენობაში ასევე გარეთაც, შშმ პირებისთვის სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული , მთლიანად შემოიღობება შენობის გარე პერიმეტრი. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ და ქ. ბოლნისის №1საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ მოინახულეს.
სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუსაოების გამო მოსწავლეები ქალაქის ორ სკოლაში არიან გადანაწილებულები. ისინი საკუთარ სკოლას 2021-22 სასწავლი წლის მეორე სემესტრში დაუბრუნდებიან. სკოლაში საკლასო ოთახები ევრო სტანდარტების შესაბამისად გაფართოვდა რამაც კლასების შემცირება გამოიწვია, ამიტომ შესაძლოა სწავლება ორ ცვლაში განახლდეს. 800 მოსწავლეზე გათვლილი ისტორიული შენობა, რეაბილიტაციის შემდეგ, ევრო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
,,აუცილებელია მოწოდებაც და მაგალითის მიცემაც რაგდან თითოეული ჩვენგანი საზოგადოებისთვის უნდა ვიყოთ უსაფრთხო, აიცერით და გაუფრთხილდით თქვენს მოხუცებს, შვილებს, ოჯახისწევრებს და თანამოქალაქეებს,“განაცხადა თამაზ ჟორჟოლიანმა.
სინოფარმით აიცრნენ ასევე საკრებულოს დეპუტატები: დავით ჯაფარიძე და სამირა ისმაილოვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ ვაქცინაციისთვის რეგიონულ კლინიკებს მიმართეს. „სინოფარმის“ ვაქცინა გენადი არველაძემ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გაიკეთა.
კოვიდ საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა ,,სინოფარმი“ 35 ქვეყანაშია აღიარებული და მწარმოებლებს, სხვადასხვა ქვეყანაში , 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.
კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსურველთა რაოდენობა ბოლნისში საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად ორმოცდაათამდე მოქალაქე იცრება.
ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ booking.moh.gov.ge , ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: 15 22
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს ,,ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტს’’ და სამოქმედო გეგმას, რომელის მიზანია, ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათზე მორგებული თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა. დოკუმენტი ბოლნისის მერიისა და ,,ახალგაზრდობის სააგენტოს’’ თანამშრომლობით მომზადდა .სკრებულოზე სამოქმედო გეგმა განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა წარადგინა.
,,მე ერთი კონკრეტული კლინიკის კოვიდ განყოფილების შესახებ მინდა გიამბოთ, სადაც ახლა პაციენტის სტატუსით ვიმყოფები….“- რას გვწერს კოვიდ ინფიცირებული ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან,,ჩვენს ეპოქაში თითქოს მიღებული აღარაა მადლობა გადაუხადო ადამიანს თავისი პროფესიული ვალდებულების შესრულებისთვის, არადა, ზუსტად ეს გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, რადგან ადამიანური ურთიერთობების ფასი ყველაზე უკეთ ალბათ პანდემიამ გაგვაგებინა.მე ერთი კონკრეტული კლინიკის კოვიდ განყოფილების შესახებ მინდა გიამბოთ, სადაც ახლა პაციენტის სტატუსით ვიმყოფები. წარმოუდგენელია ადამიანმა ამდენი შეძლოს სტანდარტული ძალისხმევის ფარგლებში, თუ სამსახური მისთვის მხოლოდ მოვალეობის მოხდაა – ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალი მობილიზებული, საქმის მცოდნე პროფესიონალი, კეთილგონიერი და დაუღალავია. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კოვიდ-19-ის დასამარცხებლად ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას. კლინიკაში ყოფნისას, როდესაც ვუყურებ მობილიზებულ, საქმის მცოდნე ექიმებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისთვის, ექთნებს, რომლებიც საუკეთესოდ მართავენ პროცესს, დამხმარე პერსონალს, რომლებიც იდეალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნით უმკლავდებიან ვერაგ ვირუსს – სულ მინდა ვთქვა აკვიატებული ფრაზა – ჩვენ გადავრჩებით!დიახ, ჩვენ გადავრჩებით და ამისთვის მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. მათ შორის განსაკუთრებით ექიმებს- ალეკო გეგეჭკორსა და ირაკლი მეთონიძეს, ექთნებს -მაია ლაზარაშვილს, ლელა გიორგაძეს, ნანა ჩონიაძესა და სოფო კეკუტიას, სანიტრებს – ლენა ბეჟანიშვილსა, გულო შაინიძესა და თამარ რობაქიძეს, მენეჯერებს – მაია მენთეშაშვილსა და გია სანიკიძეს.მე არ გიამბობთ პერსონებზე, მე ვწერ მაღალპროფესიულ გუნდზე, რომლის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის თავისი სწორი ადგილი, როლი და მნიშვნებლობა პანდამიასთან ბრძოლის საქმეში.დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
გარემოს დაცვის მსოფლო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის იოანე ბოლნელის სხელობის სკოლის მოსწავლე ელენე ჟღენტი, კონკურსის ,,ბუნების სტუმარი ” გამარჯვებული გახდა,150 კონკურსანტიდან მისი ნაშრიმი სამ საუკეთესოთა შორის მოხვდა, ღონისძიება კრწანისის ტყე-პარპში მოეწყო.სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით, ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნაშრომების თემატური გამოფენა გაიხსნა – ცერემონიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ კარნერი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია და თემით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად უერთდება და კომუნალური მეურნეობის თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციებზე ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელებიდან, მყარი ნარჩენები გააქვს. დასუფთავების აქცია ამჯერად სოფელ ცურტავში დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლიდან აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობის, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოიების აქტიურ ჩართვას. დასუფთავების აქცია ,,მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა.
ბუნების პეიზაჟები, ყვავილები, თბილი და ნათელი ფერები, აკვარელის საღებავებით გადმოცემული შინაგანი სამყარო, ეს ახალგაზრდა შემოქმედის ანი წამალაშვილის ხელწერაა.-მე ვარ ანი წამალაშვილი, დავიბადე ბოლნისში, არაჩვეულებრივ მოსიყვარულე ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ტკბილად მახსენდება ბებია-პაპებთან გატარებული დრო, პატარა ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს, როგორ მასწავლიდა ბებია საკმაოდ დიდ ლექსებს, სიმღერებსა და იგავებს, არასოდეს დამავიწყდება ეს პერიოდი. დღემდე მახსოვს შემწვარი კომშისა და ვაშლის სურნელი.-ხელოვნებით რომელი ასაკიდან დაინტერესდი?- ოჯახის თითოეულ წევრს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხელოვნება ასე ძალიან მიყვარს. ხატვა დედამ და ბებიამ შემაყვარეს. მათ მასწავლეს ცის, გოგონების, ბალახებისა და ყვავილების ხატვა. მამა კი ჟიური გახლდათ, ნახატებს პირველი მას ვაჩვენებდი. ორი-სამი წლის ასაკიდან ვხატავ, თავიდან, რა თქმა უნდა, ჩემებურად, ბავშვურად. ფანქარი და ფურცელი ყოველთვის საწოლთან მედო.
სკოლის პერიოდში მისთვის საყვარელმა საქმემ თავისდაუნებურად უკან გადაინაცვლა, თუმცა ხატვის სურვილი არასოდეს დაუკარგავს, შემდეგ სიმღერის სიყვარულმა გაიტაცა, ხმამაც ხელი შეუწყო, სახლში ბებიასთან ერთად მღეროდა და კარგი დუეტიც გამოსდიოდათ. ამჯერად, ამ კუთხით შეეცადა ცოდნის გაღრმავებას, მღეროდა რამდენიმე გუნდში.„სკოლის დამთავრების შემდეგ კულტურის სახლში გავიცანი უნიჭიერესი მხატვარი ნოდარ გოგებაშვილი, ვიარე რამდენიმე გაკვეთილი, მისი საოცარი გადმოცემის უნარით შევძელი ფერადი ფანქრიდან საღებავზე და ფუნჯზე გადასვლა.-როგორია შენი ნახატები?-ჩემი ნახატები თბილი და ნათელია. მსიამოვნებს ბუნების პეიზაჟების და სიძველეების ხატვა, მიყვარს სიახლეები და ვცდილობ ყველანაირი მიმართულებით ვხატო. ისპირაციის წყარო ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანებია, რომ არა მათი სიყვარული, ჩემი შემოქმედება არ იქნებოდა ასე მრავალფეროვანი.-რა დროს უთმობ ხატვას?-დრო ცოტა მაქვს, ჩემი პატარა როცა იძინებს, მაშინ ვხატავ, ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას მეუღლე, რომელიც ყველაზე დიდი სტიმულია, შეფასებაც ობიექტური აქვს, ხატვის პროცესში კარგ რჩევებს მაძლევს.-როგორ გარემოში ხატავ?-მთავარია მყუდროდ ვიყო და მნიშვნელობა არ აქვს სად დავხატავ. ხშირად მემართება ასე, მინდა კონკრეტული ნახატის დახატვა და სანამ არ დავხატავ, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ. მიყვარს ზაფხული, სითბო, ეზოში ხატვა, ამ ბოლო დროს სარდაფი განუყოფელ ნაწილად მექცა, რადგან ყველაზე მყუდროდ იქ ვარ. ხატვის დროს, მეკარგება დროის შეგრძნება.-ნახატებს სოციალურ ქსელში ათავსებ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება?-რამდენიმე თვეა, რაც შევქმენი ჩემი ნახატების ჯგუფი და ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების დაინტერესება. მინდა ყველა ადამიანს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამდენი სითბოსთვის, მაბედნიერებს თითოეულის შეფასება.-სამომავლო გეგმები თუ უკავშირდება ხატვას?-გეგმები რა თქმა უნდა უკავშირდება ხატვას. ვფიქრობ მოვაწყო გამოფენა, ბევრ სიახლეს ვგეგმავ შემოქმედების კუთხით, არასოდეს შევჩერდები კონკრეტულზე, როდესაც მიზანს ვისახავ, აუცილებლად ვაღწევ.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფელ ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის მოკვლევის შემდგომ, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, სოფელში დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა. ამ ეტაპზე კი ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რეზერვუარისა და შიდა ქსელების პროექტირების საკითხსა და აღნიშნული პროექტისთვის სამშენებლო თანხების სხვადასხვა ფონდიდან მოძიებაზე აქტიურად მუშაობს.
საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.მიმდინარე სამუშაოებს გოგი მეშველიანი ადგილზე გაეცნო.,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე , ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 000 ლარით ფინანსდება,”განაცხადა გოგი მეშველიანმა .