შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 179

კომპანია ,,არემჯი’’ გარემოსდაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების ვალდებულებებს მასშტაბური პროექტებით პასუხობს

0

კომპანია ,,არემჯი’’ გარემოსდაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების ვალდებულებებს მასშტაბური პროექტებით  პასუხობს, რომელიც რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების შემცირებასა და აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობს. მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად უწევს. განხორციელებული პროექტები მინისტრმა  ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულა და ვალდებულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაფასა.

კომპანიამ მეოთხე სანაყაროზე წყლის შემკრები  ნაგებობა დაამონტაჟა, სადაც ფუჭი ქანებიდან ჩამოჟონილი წყლები არა მდინარეებში, არამდე ნაგებობაში თავსდება. სანაყაროებზე კი სარეკულტივაციო სამუშაოები ხორციელდება,იმისთვის რომ ნიადაგის საფარის აღდგენა და გამწვანება მოხდეს, დატერასდა ტერიტორია, მოხდა ქანების შემცველობის შესწავლა, რის შემდეგაც მეორე სანაყაროზე, კუდასაცავსა და ტუფის კარიერზე ჰიდროთესვა განხორციელდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გარემოსდაცვის კუთხით სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, როგორც საწარმოს ტერიტორიაზე ისე მის ფარგლებს გარეთ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მტვრის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ,,არემჯიმ“ საწარმოო უბანში რამდენიმე  მტვერდამჭერი მოწყობილობა დაამონტაჟა, ასევე მუდმივად მიმდინარეობს როგორც დაბის, ისე კომპანიის  ტერიტორიის მორწყვა.

ტანძიაში ახალი ტურისტული ზონა ეწყობა

0

სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მალე ახალი ლოკაცია გაჩნდება, მწვანე ზონაში  ტურისტულ-სამეწარმეო ინფრასტრუქტურა ეწყობა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე  განთავსდება სახელოსნო სივრცე,  სავაჭრო დახლები, საპიკნიკე  ზონა,   კეთდება ღია და დახურული ფაცხები, წყაროები, დამონტაჟდება  განათება, მოეწყობა სველი წერტილები, რომელიც  ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  აქ ერთდროულად   100- მდე  ვიზიტორის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც სოფელში ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.  პროექტი  გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა,  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად  მოინახულა.   

2021 წლის საგამოცდო რეგულაციები ცნობილია

0

ეროვნული გამოცდები 2021-ის საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა.  გარდა ამისა,  ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული       Covid 19.

საგამოცდო პროცესში, თოთოეულ სამუშაო მაგიდა, წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით: 

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

 ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

 

გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

 

ბოლნისში ეპიდვითარება სტაბილურდება

0

15 ივნისის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, ამ ეტაპზე ბოლნისში ფიქსირდება კოვიდ19-ის 12 აქტიური შემთხვევა, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 ადამიანი, კლინიკაში მკურნალობას გადის 9 ინფიცირებული, კვლავ აქტიურად გრძელდება მოქალაქეთა როგორც ტესტირება ისე ვაქცინაცია.

სავსე დარბაზი და ანთებული ეკრანი – ბოლნისის კინოთეატრი მაყურებელს უბრუნდება

0

სავსე დარბაზი და ანთებული ეკრანი, ეს ბოლნისის კინოთეატრია, სადაც მრავალი წლის შემდეგ მაყურებლისთვის  კარი კვლავ გაიღო. ,,ღორი’’-ასე ერქვა ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო    მხატვრულ ფილმს, რომლის ჩვენებაც ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი ჩვენებების ფარგლებში მოეწყო, ფილმი გადაღებულია ნამდვილ ამბავზე  დაყრდნობით და უცხო სოფელში მძევლად აყვანილ ბიჭზე გვიამბობს.

შენობაში ფილმის ჩვენებამდე დიდი სამუშაოები ჩატარდა, დასუფთავდა შიდა და გარე სივრცეები, ახალგაზრდები უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრისთვის ახალი სიცოცხლის დასაბრუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენდა და ასე ცდილობენ დიდ ეკრანზე კინოს დაბრუნებას.

წლების შემდეგ მაყურებლისთვის პირველად გაიღება ბოლნისის კინოთეატრი

0

,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად’’-ამ გზავნილს სოციალურ ქსელში უამრავი თანამოაზრის გამოხმაურება მოჰყვა.  მიზანი ერთია, ბოლნისში ორი ათეული წლის წინ ჩამქრალი ეკრანისა და კინოს აღდგენა, რამდენიმე გულანთებულმა ახალგაზრდამ საინიციატივო ჯგუფიც კი შექმნა და ასე ცდილობენ  შენობის გადარჩენას, კინოს დასაბრუნებად მათ  არაერთი აქტივობა  მოაწყვეს, ჯერ კიდევ 2014 წელს ბევრი დისკუსიითა და დიალოგით,  შეაგროვეს ხელმოწერები, რითიც შეძლეს შენობის დაბრუნება. კინოთეატრი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადმოსცა.შენობისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნების სურვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც აქვს, თუმცა შეფერხების მიზეზად არასაკმარისი რესურსი სახელდება. ქალაქის ცენტრში მდუმარედ მდგარი კინოთეატრის   გაცოცხლებასა და ახმაურებას ახალგაზრდები საკუთარი ძალებით ცდილობენ.  

,, ჰეშთეგი და მოწოდება სოციალურ ქსელშივერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის,ემსახურება ადამიანების და თანამოაზრეების  პოვნას და გაერთიანებას ერთი დიდი საერთო იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ბოლნისის კინოთეატრის საჭიროების და აღდგენის აუცილებლობას.  მრავალი მცდელობის შემდეგ ვფიქრობ, ვიმკით გარკვეულ შედეგებს. მოგეხსენებათ კინოთეატრის კონცეფციის შემუშავება და აღდგენა, არც თუ ისე ხანმოკლე და მარტივი პროცესია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ აქამდეც არა ერთხელ დაგვისუფთავებია შენობა და გაგვიმართავს ჩვენებები, 2014-წლიდან ამ საერთო იდეის გარშემო ვერთიანდებით გარკვეული საინიციატივო ჯგუფიწლების მანძილზე მრავალი აქტივობა დავგეგმეთ და განვახორციელეთ,  შევაგროვეთ 1 000-ზე მეტი ხელმოწერა, რათა კინოთეატრის შენობა დაბრუნებოდა ქალაქს, ასევე ვანდალიზმისგან დაზიანებული შენობა საკუთარი ძალებით დავასუფთავეთ, რის შემდეგაც დარბაზში ჩვენებებიც გავმართეთ. მოგეხსენებათ შენობაში დენი და კომუნალური გაყვანილობები  აღარ არსებობს, რის გამოც გვიწევდა პერიოდულად გვერდით მდებარე ორგანიზაციიდან დენის თხოვება, რაც თავისწილ დისკომფორტს გვიქმნიდა.  მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვახერხებდით ჩვენებების გამართვას ერთი კვირის მანძილზე.  დღეს კიდევ უფრო მეტი ვართ, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ ჩვენი სიმრავლეც და საზოგადოების ინტერესიც იმ მრავალწლიანი მუშაობის დამსახურებაა, რაც აქამდე გამოვიარეთ. საინიციატივო ჯგუფში ვართ ძირითადად 10-დან 15-მდე ახალგაზრდა, რომლებიც კოორდინირებულად ვგეგმავთ ყოველ შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯს და აქტივობას’’- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვანო ერისთავმა.

ბოლნისის კინოთეატრი 1980-იანი წლების დასაწყისში აშენდა. როგორც ადგილობრივები  ყვებიან,  ფასადი ლეონიდ ბრეჟნევის მოზაიკით უნდა გაეწყოთ, მაგრამ სკკპცკ-ს პირველი მდივანი მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა და ექსტერიერზე საბოლოოდ სულხან-საბა ორბელიანის მოზაიკა დარჩა.

ზუსტი თარიღი, თუ როდის შეწყვიტა  კინოთეატრმა ფუნქციონირება არ ახსოვთ. სივრცემ დატვირთვა  რამდენჯერმე შეიცვალა,  პირველი რეკონსტრუქციის შემდეგ  მულტიფუნქციური შენობა გახდა, კინოთეატრის  უკანა ნაწილში ტელევიზია ფუნქციონირებდა, მალე რადიოც დაემატა. მთავარ დარბაზში კი  კარნავალი, საიუბილეო საღამოები, დისკოტეკები, საარჩევნო შეხვედრები იმართებოდა. აქ 2006 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებსაც უჩვენებდნენ. ცოტა ხნით ინტერნეტ კაფეც ყოფილა. თუმცა, ეს მცდელობები კინოთეატრის მდგრადი განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ დროებით ახმაურებული შენობა, ისევ  გამოიკეტა.

,,მრავალი წელია შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც საყრდენი კედელი და შიდა სივრცე ზიანდება, ასევე შენობა აქამდე დაუცველი იყო და ხშირად ხდებოდა ვანდალიზმის მსხვერპლი, ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ მზადება მომავალი აქტივობების განსახორციელებლად და დავასუფთავეთ შენობა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა   დეზინფექცია ჩაუტარა. ჩემი აზრით მსგავსი სივრცეების განვითარება,  საბოლოოდ  რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებას შეამცირებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ვფიქრობ მსგავსი სივრცეების არსებობა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ხშირია შემთხვევა როცა ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები კინოს საყურებლად თბილისში ჩადიან და იქ იღებენ ამ თუ იმ სერვისს კინოსთან ერთად.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეგვიძლია ვიყოთ სხვებისთვის სამაგალითო და ვაჩვენოთ  გზა, როგორ განავითარონ საკუთარ მუნიციპალიტეტში მსგავსი მნიშვნელობის სივრცეები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის რეგიონს.  შენობას გააჩნია რესურსი რამდენიმე მიმართულებით იფუნქციონიროს, მისი არქიტექტურა და მოცულობა იძლევა შესაძლებლობას ერთ სივრცეში მოეწყოს კინოთეატრი, რომელსაც ერთ-ერთი ძირითადი დატვირთვა ექნება,  ასევე შესაძლებელია  ფოიეში კაფეს  და საბავშვო კუთხის  მოწყობაც’’, ამბობს ვანო ერისთავი.

ახალგაზრდებმა  უკვე გაწმინდეს შენობის გარე და შიდა სივრცე, ამ ეტაპისთვის   კინოთეატრი მზადაა კინოჩვენების გასამართად. წლების შემდეგ აქ პირველად მხატვრული ფილმის საჩვენებლად მაყურებლისთვის კვლავ გაიღება კარი. ,,ბოლნისის  კინოთეატრის მხარდამჭერი აქციის ფარგლებში 13 ივნისს 17 საათზე გიგა ლიკლიკაძის ფილმის ,,ღორის’’ ჩვენება გაიმართება, როგორც  საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, კინოთეატრი გააგრძელებს მხარდამჭერ კინოჩვენებების მოწყობას,  სწორედ ამ სახით ცდილობენ ახალგაზრდები ძველი მიტოვებული შენობა, მოქმედ კინოთეატრად გადააქციონ.

დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ სპორტსმენს გურამ გიორბელიძეს წლის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დასახელებას ულოცავს

0

,,გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში, 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად ბოლნისელი სპორსტმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ წევრი გურამ გიორბელიძე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გურამი ნომინაციის პირველი გამარჯვებული გახდა. მთელი გულით ვულოცავ გურამს ამ გამარჯვებას. მან უკვე არაერთხელ ასახელა ჩვენი მუნიციპალიტეტი და მისით თითოეული ბოლნისელი განსაკუთრებით ვამაყობთ. მინდა, გურამს საკლუბო და სანაკრებო კარიერაში წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის მომავალში არაერთ საფეხბურთო მწვერვალს დაიპყრობს!”განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

გურამ გიორბელიძე წლის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დასახელდა

0

გაზეთ- „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში, 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად ბოლნისელი სპორსტმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ წევრი გურამ გიორბელიძე დაასახელა.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

0

ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები მოიგო!

ბოლნისელი კოლორიტი პეტრე დანელია, მესამე წიგნზე მუშაობს

0

ჩვენი დროის ცოცხალი მემატიანე,  ბოლნისელი კოლორიტი პეტრე დანელია,  მესამე წიგნის დასრულების პროცესშია. სამტომეული წიგნის წერა ავტორს დღემდე უცნობი ისტორიული ფაქტების ჩვენამდე მოტანამ და გაცნობამ გადააწყვეტინა. ბატონი პეტრე წლების მანძილზე, აგროვებდა სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან, (ეროვნული არქივი) და ნარკვევებიდან მასალებს, იღებდა ინფორმაციას ქალაქზე და მის მცხოვრებლებზე, ისმენდა მონათხრობს, არკვევდა ყველა წვრილმან დეტალს და მოპოვებულ სასურველ ინფორმაციას საკუთარ ქეისში ინახავდა.

წიგნში იშლება წლების განმავლობაში დაგროვილი ისტორიული ნარკვევები: სახალხო მეურნეობაზე, რელიგიაზე, კულტურაზე, ადამიანურ ღირებულებებზე,  მულტიეთნიკურ ურთიერთობებზე და პრე-ქრისტიანული ბოლნისიდან დღევანდელ ბოლნისამდე.

პეტრე დანელია, წიგნის ავტორი:

-,,ალბათ ყველა ბოლნისელისთვის საინტერესოა, თუ რანი ვიყავით და რას წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე ჩვენი მხარე. ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ XX-XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევებით ბოლნისში აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარები, ფეოდალური ხანის  ხუროთმოძღვრების ძეგლები, ნაქალაქარები, ნასოფლარები, ციხე-სიმაგრეები, ქრისტიანული ტაძრები. მსოფლიოში პირველი ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების ნიმუშები, განვითარებული მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის არტეფაქტები და ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულების ძვირფასი მეტალების მოპოვება-გადამუშავების ნიმუშები. ფარნავაზის მეფობის პერიოდში (ძვ.წ.III) გაერთიანებულ საქართველოში, პირველად მოიხსენიება სამშვილდის საერისთაოში დასახლება „ბოვნისი“, სადაც ძვ.წ.მე-2 ათასწლეულში გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო აბრეშუმის გზები, რომელიც დაკავშირებული იყო სპარსეთთან, ავღანეთთან, ინდოეთთან, შორეულ ჩინეთთან, სამხრეთით სომხეთთან და სირიასთან, აღმოსავლეთით საბერძნეთთან და საქართველოს სხვა რეგიონებთან. 736-738 წლებში ბოლნისის საერისთაოს, ისევე როგორც მთელ ქართლს, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მურვან ყრუს ლაშქრობებმა. მურვან იბნ მუჰამადი საქართველოში არაბთა 120 000 ჯარით შემოიჭრა ალბანეთიდან, რომელმაც ბოლნის-რუსთავის გზის გავლით აიღო ქ.თბილისი და მთელი დასავლეთ საქართველო, ამის შემდეგ მე-XI საუკუნემდე, მთელი ქვემო ქართლი, თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა“.

სამივე წიგნში, ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, ბოლნისური ღვინისა და ვაზის შესახებ, რომელიც დღემდე აქტუალურია და ბოლნისურ ღვინოს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობენ. იცნობენ ბოლნისელ მეღვინეებსაც, რომელთაც რამდენიმე ღვინის ფესტივალზე და გამოფენებში მოპოვებული აქვთ სხვადასხვა სახის მედლები და ჯილდოები.

,,ისტორიული და რელიგიური მასალებით ცნობილია და მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ველური ვაზი „გააკულტურა“ და გააშინაურა. იუდეველების და ქრისტიანული რელიგიის ძველი აღთქმის პირველი ნაწილი – „დაბადება“ გვამცნობს, რომ სწორედ საქართველოში დიატომიტის ერთ-ერთ საბადოზე, ცარცის მაგვარ დანალექ კვარცის ფენებში, აღმოჩენილია მოყვითალო ფერის გაქვავებული 30 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ვაზის შტამპი, რომლის ასაკი დაახლოებით 15 მილიონი წელია.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ ბოლნისში, არქეოლოგიური გათხრების დროს, მეცნიერებმა თიხის ჭურჭლის ნატეხზე აღმოაჩინეს ღვინის დანალექი და განმარხებული ყურძნის წიპწები, რომელსაც თავისი მორფოლოგიური და აპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ვაზის კულტურის სახეობა – (Vitius Viniferasativ“-ს მიაკუთვნეს, რომელიც ძვ.წ.VII-VI ათასწლეულს განეკუთვნება, აქვეა აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V ათასწლეულის უძველესი მარნები და მათ შორის თერმოსის მსგავსი ორმაგ კედლიანი ქვევრები, რომლებიც სავარაუდოდ ღვინის თერმული დამუშავებისთვის იყო განკუთვნილი და ეს თავისთავად, ერთ-ერთი უნიკალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში,“ ამბობს წიგნის ავტორი.

ბატონ პეტრეს თავის ნაშრომებში ასევე დაწვრილებით აქვს აღწერილი სხვადასხვა წინგებიდან, ისტორიული წყაროებიდან და მონათხრობებიდან 200 წლის წინ ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების ცხოვრებისეული დეტალები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მაშინდელი ბოლნისის ეკონომიკის განვითარებაში და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში. 2017 წელს გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილისადმი  მიძღვნილ კვირეულზე, რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ მაყურებელს, სწორედ პეტრე დანელიას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი სპექტაკლი წარუდგინა. „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“, სადაც გადმოცემულია ტრაგიკული ისტორია, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს, კოლონისტი გერმანელების უეცარმა გადასახლებამ გამოიწვია.

პეტრე დანელია – გერმანელი კოლონისტები იყვნენ შრომისმოყვარენი, ჰქონდათ მრავალი პროფესია, იყვნენ მცოდნენი და მეტად მოწესრიგებულნი. დღემდე ბოლნისში შემორჩენილია და ფუნქციონირებს ღვინის ქარხანა, რომელიც 1908 წელს აშენდა, ასევე დღევანდელ სპორტულ კომპლექსში შემორჩენილია ლუთერანული ტაძრის ნიმუშები, ძველი გერმანული სახლები დამახასიათებელი სარდაფებით და სხვენებით. გერმანელ ხალხს ჰქონდათ დიდი კულტურა და განათლება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი როლი შეიტანეს ბოლნისის განვითარებაში და ხელი შეუწყვეს ქართულ-გერმანულ მეგობრულ ურთიერთობებს.

პ.ს.ჩვენი დროის ცოცხალი მემატიანე, ბატონი პეტრე დღემდე ძიებაშია, აგროვებს ისტორიულ-კულტურულ ნარკვევებს, სადაც ჩვენი ქალაქის წარსული და აწმყო სიღრმისეულადაა აღწერილი. მისი სურვილია, რომ თაობებს შემოუნახოს და გადასცეს ყველა ის დეტალი, რაც ბოლნისმა პრექრისტიანული ხანიდან დღემდე გამოიარა.

ავტორი: მარინა გავაშელი