შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 178

ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია

0

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გადხა. ალექსანდრე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, ვინც 1000მ ოლიმპიური დისტანცია მოიგო.

აღნიშნულ ჩემპიონატზე კიდევ ორი ქართველი, ლიდია სულაბერიძე და მურმან მალანია ასპარეზობდნენ.

ქვემო ქართლის რეგიონში, რიგით მეოთხე იუსტიციის სახლი გაიხსნა

0

ქვემო ქართლის რეგიონში, რიგით მეოთხე იუსტიციის სახლი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიხსნა – დღეიდან, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მიინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.გარდაბნის იუსტიციის სახლმა მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მასში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული. ადგილზე 18 პირი დასაქმდა, ახალ შენობაში გააგრძელებენ მუშაობას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლებიც, რომლებსაც საქმიანობა მოძველებულ ოფისებში უწევდათ.იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.არსებულ სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები“ დაემატება. სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის მხარეში, 4 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

,,მინდა გთხოვოთ, რომ პირადად ჩაერთოთ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში” – გოგი მეშველიანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

0

დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ქალაქისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მწვავე საკითხთან დაკავშირებით, პრობლემის მოგვრების თხოვნით, საქართველოს პრემიერ მინისტრს კითხვით მიმართა, დეტალურად ისაუბრა ქ.ბოლნისსა და დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე და ამ საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართვა სთხოვა.

„მინდა ჩემი ოლქის ამომრჩევლის სატკივარი და თხოვნა გადმოგცეთ. საკითხი შეეხება ქალაქ ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყალმომარაგებას. თქვენ იცით, რომ ბოლნისს წყალი მიეწოდებოდა 6-8 საათიანი გრაფიკით შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში, ხოლო ზაფხულში საკმაოდ შეზღუდული დროით 1-2 საათით . სამწუხაროდ ქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს უბნები , რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ სასმელ წყალს. ასევე, შარშან ზაფხულიდან პრობლემური გახდა დაბა კაზრეთისთვის წყლის მიწოდება , სადაც ამ მიმართულებით შეფერხება არასდროს გვქონია. ჩვენ, საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის შემკრები ძაბრების დაახლოებით 70% გახლავთ დაზიანებული. ასევე, სერიოზული დაზიანებები და უკანონო დაერთებები გვხვდება მაგისტრალზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვაქვს პრაქტიკულად ყველა რანგის თანამდებობის პირთან თუმცა, დღემდე მისი გადაწყვეტა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა . ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ბოლნისის მთელი რიგი უბნები, დაბა კაზრეთის მაღალსართულიანი კორპუსები დაგვრჩა სასმელი წყლის გარეშე და სამწუხაროდ დღეს, დილით ქალაქში ფუნქციონირება შეწყვიტა ორმა საბავშვო ბაღმა იმის გამო, რომ სასმელი წყლის რეზერვი ამოეწურათ. ბატონო ირაკლი, მე ვიცი თქვენი გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების სატკივარისადმი . არაერთი პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში დაგვხმარებიხართ ადრეც და მინდა გთხოვოთ, რომ პირადად ჩაერთოდ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში. ამასთან , თუ შესაძლებელია ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ რა ვადებშია საკითხის მოკლევადიანი ოპერატიული გადაწყვეტა და ასევე გრძელვადიანი მოგვარება . რათა ქალაქში და ამ დიდ დაბაში უზრუნველყოფილი იქნას სასმელი წყლის მისარები გრაფიკით მიწოდება.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მაჟორიტარმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილ ანგარიშსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე. „ძალიან საინტერესო ანგარიში წარმოადგინეთ და ძალიან საინტერესო მომავლის ხედვა.ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი განვითარების გეგმა, განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას,”განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა.

ხელოვანი ადამიანები სამყაროს განსხვავებული ფერებით აღიქვამენ – გაიცანით ქეთი ზურაბაშვილი

0

შემოქმედი ადამიანები განსხვავებული ფერებით აღიქვამენ სამყაროს,ხელოვნება მათ შინაგან თავისუფლებას ანიჭებს, სათქმელს კი, ნამუშევრებში ფერთა შეხამებით  გადმოსცემენ. ამჯერად გაზეთი ,,ბოლნისი”გაგაცნობთ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელმაც საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია, არც თუ დიდი ხანია სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი ,,კუდრაჭა”, სადაც ქეთი ზურაბაშვილის ხელნაკეთი ნივთებია განთავსებული, ერთმანეთისგან განსხვავებულმა, დახვეწილმა აქსესუარებმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.

-ქეთი გვიამბე  შენზე, საყვარელ ხელსაქმეზე?

-მე ვარ ქეთევან ზურაბაშვილი, აგროინჟინერიის ბაკალავრი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, თუმცა ჩემს ჰობს წარმოადგენს ქარგვა და ხატვა. ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხატვა დავიწყე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. თუ სწორად მახსოვს, პირველი ნახატის თემატიკა იყო ცხოველები, ვინაიდან ისინი ძალიან მიყვარს.  ძირითადად ვხატავ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს. ვცდილობ, თითოეული ნახატი შემოქმედებითი ხასიათის იყოს. ახლობლების უმეტესობამ არ იცის ჩემი ჰობის შესახებ, ვინაიდან ეს არ არის პროფესიონალური ხატვა. ვხატავ მხოლოდ ჩემთვის და მხატვარს, ასე მკაფიოდ, ჩემს თავს ვერ ვუწოდებ.

-გვიამბე როგორ მიხვედი ამ საქმიანობამდე,  რა იყო ხატვის დაწყების მიზეზი?

-ბავშვობიდან მიყვარდა შემოქმედებითი საქმიანობა, ვცდილობდი დამეხატა ყველაფერი, რაც მიყვარდა. მომწონდა ფერებთან ურთიერთობა, მათი ერთმანეთთან შეხამება .

-რა გარემოში გიყვარს მუშაობა?

-მუშაობისას უპირატესობას ვანიჭებ წყნარ, კომფორტულ გარემოში ყოფნას, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ სიმშვიდეში შეუძლია ადამიანს საუკეთესოდ გამოხატოს საკუთარი თავი.

-ძირითადად რითი ხატავ, როგორ ფერებს იყენებ?

-არის შემთხვევები, როცა სახატავად გუაშებს ვიყენებ, ხანდახან, უბრალოდ, ფერადი ფანქრებით ვხატავ. გააჩნია ნახატის შინაარსს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ  გამოვიყენო ღია, ნათელი ფერები, რათა ნამუშევარი უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს და არც  თვალი გადაღალოს. ამ ფერებში კარგად ჩანს ჩემი ხასიათი, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ვიყო მხიარული და პოზიტიური.ხატვის პროცესის დროს მიღებული განცდების სიტყვებით გადმოცემა  რთულია, ეს უდიდესი სიამოვნებაა.

-ხატვის გარდა აკეთებ აქსესუარებს, გაქვს სოციალურ ქსელში შენი გვერდი „კუდრაჭა“. გვიამბე ამაზე, როგორია საზოგადოების დაინტერესება?

 -დიახ, ვამზადებ თმის აქსესუარებს, როგორებიცაა  ბაფთა და სქრანჩი. თითოეული აქსესუარი მზადდება მხოლოდ ერთ ეგზეპლარად. მაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც ვდებ ჩემი ნამუშევრების ფოტოებს სარეალიზაციოდ. ამ ეტაპზე ხალხის დაინტერესება მაღალია და ცნობადობაც იზრდება. ვფიქრობ, ეს იმითიცაა გამოწვეული, რომ დღესდღეობით ხალხს მოწონს ხელნაკეთი აქსესუარები და აფასებენ იმ სამუშაოს, რომელსაც მათი დამზადების პროცესში გავდივართ.

-როგორ ფიქრობ, ადამიანის ცხოვრებაში რამდენად დიდი გავლენა აქვს ხელოვნებას?

-ვფიქრობ, ხელოვნების გარეშე ჩვენი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ის ადამიანებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი გრძნობები და შთაბეჭდილებები, გამოავლინონ ნიჭი და შესაძლებლობები.

-რომელი მხატვარია შენი ინსპირაციის წყარო?

-ინსპირაციის წყარო, როგორც ასეთი, არცერთი მხატვარი არ ყოფილა, ხატვა დავიწყე მხოლოდ საკუთარი სურვილითა და მონდომებით. თუმცა გამორჩეულად მომწონს ვან გოგის შემოქმედება, მისი სტილი და ფერთა შეხამება ნამუშევრებში. ასევე მომწონს მოდილიანი თავისი ეპატაჟურობითა და ბობოქარი სულისკვეთებით.

-გარდა ხატვისა, რითი ხართ დაკავებული?

-ხატვის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, დაკავებული ვარ ქარგვით, რაც უკვე გადავაქციე ერთგვარ ბიზნესად. ვამზადებ აქსესუარებს და ვცდილობ საკუთარი თავის დამკვიდრებას მოცემულ სფეროში.

-რას გეგმავთ მომავალში?

-სამომავლოდ მსურს, გავაფართოვო ჩემი ბიზნესი და ვიყო წარმატებული ამ სფეროში.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ახალ სასწავლო წელს,  რეაბილიტირებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სკოლაში შეაბიჯებენ. 70-იან წლებში აგებული შენობა სადემონტაჟო სამუშაოებს საჭიროებდა, გაკეთდა ფარმირებული პერანგი რაც შენობის სეისმურ მდგრადობას უზრუნველყოფს. მთლიანად სკოლა,  სველი წერტილებით სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაზლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და სავინტილაციო სისტემა. გარე სივრცეში გაკეთდება როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივ საფარიანი  სპორტული მოედანი,  დაიგება ასფალტის საფარი,დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ბიო ნაგებობა, კეთილმოეწყობა ეზო და შემოიღობება სკოლის გარე პერიმეტრი.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად უტარდება და ის   ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

0

რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

0

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეზღუდვის მოხსნა არ ეხება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებს.

გარდა ამისა, ღამის საათებში გაადადგილებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოიხსნება.

ღამის საათებში გაადადგილებაზე შეზღუდვა უქმდება

0

ღამის საათებში გაადადგილებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს.

დავით შერაზადიშვილი ახალგაზრდობის საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდობის სათათბირო საბჭოს ახალი შემადგენლობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მერმა საბჭოს წევრების ინიციატივებისა და იდეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.მერის სათათბირო ორგანო – ახალგაზრდობის საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან მოქმედებს. საბჭოს წევრების შერჩევა სპეციალური კონკურსის შედეგად ხდება. „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობის საბჭოს განახლებული შემადგენლობა საქმიანობას უკვე შეუდგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან საბჭო აქტიურად ფუნქციონირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახლახანს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის” დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის, მათ შორის ახალგაზრდობის საბჭოს განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებ, რომ საბჭო საინტერესო ინიციატივებს წამოჭრის და ჩვენ ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში მოწყობილი წყალდაცვითი პროექტი დაათვალიერა, რომელიც მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვას ითვალისწინებს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს „არემჯი კოპერის“ საწარმოო ტერიტორიაზე,  მიმდინარე რეკულტივაციის პროექტები. მათ შორის #2 ფუჭი ქანების სანაყაროს გამწვანების საპილოტე პროექტი, რეკულტივირებული ტუფის კარიერი და კუდსაცავი.

„პირადად მე და სამინისტროს თანამშრომლებიც რეგულარულად ვსტუმრობთ კომპანიას, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ თუ როგორია  პროგრესი კომპანიაში გარემოსდაცვითი  მიმართულებით, რაც ნამდვილად სახეზეა.  ჩვენ ვიხილეთ მე-4 სანაყარო, რომელიც ზედაპირული წყლების დაბინძურების წყარო იყო, მაგრამ კომპანიამ მოახერხა ამ ძირითადი დამაბინძურებელი წყლების მოცილება და შესაბამისად მდინარეები მაშავერა და ფოლადაური ბევრად უფრო სუფთაა. ასევე რეკულტივაციის მიმართულებით გვესმის, რომ ტექნიკურად ძალიან მძიმე სამუშაოებია გასატარებელი. ხდება პილოტირება, გარკვეული გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც კომპანიის მიერ შემდგომში იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ დროში უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოხდეს  მეტი მასშტაბით გამწვანება. ამას აკვირდება სამოქალაქო საზოგადოებაც. არა მხოლოდ ჩვენ, საყდრისის კომიტეტიც აფიქსირებს, რომ კომპანიამ ზედმიწვნით უნდა  შეასრულოს ის პირობები, რომლებიც მიწერილია და ასევე რომელიც სწორია და პასუხისმგებლიანია თავიანთი ოპერირების პროცესში.” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამა დასკვნით ფაზაშია.   მდ. ფოლადაურის ჩამდინარე წყლებისგან დაცვის  ღონისძიება მისულია ბოლომდე, დარჩა მხოლოდ წყლის გამწმენდი ნაგებობების მონტაჟი. ასევე  ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დავათვალიერებინეთ  სარეკულტივაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 15 ჰა. მიწის საფარის რეკულტივაციას. აღნიშნული გარემოსდაცვითი  პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ  30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიწერილობის შესრულების შემდეგ, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება გაგრძელდება. ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან, ვიღებთ საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად  გარემოზე მიყენებული ზემოქმედება იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა „არემჯი აურამაინის “- მიწისქვეშა ტიპის ბექთაქარის მაღარო დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული ახალი სამთამადნო პროექტია.