შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 177

გოგი მეშველიანმა მორიგი მოქალაქეთა მიღება ბოლნისის ბიუროში გამართა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშელიანი  აქტიურად აგძელებს მოქალაქეთა მიღებას.

ამჯერად,  მან ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში  მოუსმინა ადგილობრივი მოქალაქეების    საჭიროებებს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადოთ თითოეულ ადამიანს და მათთან ერთად ვიზრუნოთ გამოწვევების დასაძლევად. „-განაცხადა გოგი მეშველიანამა 

წყლის დაბინძურების ბრალდებით ბოლნისის მოქალაქე დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაორმაგებული სოციალური დახმარებით 1956 ბავშვი ისარგებლებს

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„არემჯი” ბიზნეს რეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა

0

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი  კომპანია „არემჯი“ გახდა.

გრან პრისთან ერთად, ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ დამატებით სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია:  სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის, გარდამავალი ჯილდო – ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის და ღონისძიებაზე ფარული კენჭის ყრის შედეგად გამოვლენილი მედიის რჩეული კომპანიის  ჯილდო.

 სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის ჯილდო კომპანიის წარმოების დირექტორს კობა მენაბდიშვილს გადაეცა. მისი თქმით, 2017 წლიდან „არემჯიში“ დაწყებულია წარმოების სრული გადაიარაღება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება.

„ ვფიქრობ, ჯილდო ტექნიკური მოდერნიზაციისთვის იყო დროული, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ მე-4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. გარემოს დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია წარმოების განახლება და მისი გადაიარაღება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული ჯილდო, ჩვენ გუნდს გაუჩენს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ დაწყებული საქმე  დროულად და ხარისხიანათ შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდოს უკან,  დგანან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.  ადამიანები, რომლებსაც  მინდა გადავუხადო დიდი მადლობა და გავუზიარო ჩვენი  წარმატება. „ განაცხადა კობა მენაბდიშვილმა.

„ამაღლებული განწყობა გვაქვს, ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მოულოდნელად დავჯილდოვდით ისეთ ნომინაციებში, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, ბიზნესისათვის ასეთი სახის დაჯილდოებები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე, ამიტომ მსგავსი სტიმულის მომცემი ღონისძიებები ნამდვილად მისასალმებელია“ – განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილიმა.

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე 2020-2021 წლის 16 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების  ყურადღების მიპყრობა. 

გოგი მეშველიანმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავ და წარმატებებს უსურვებს.

დღეს, დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ჩვენი ახალგაზრდებისთვის  მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი

მინდა ყველას,   განსაკუთრებით  კი ბოლნისელ, დმანისელთეთრიწყაროელ და წალკელ აბიტურიენტებს ვუსურვო ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება .

 მჯერა, რომ  ღირსეულად გაუმკლავდებით გამოწვევას  და გადადგამთ პირველ ნაბიჯს მომავალი წარმატებებისკენ! „ განაცხადა გოგი მეშველიანმა 

ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი კულინარიული რეცეპტები წიგნში „ეთნო ტაბლა“ მოიყრის თავს

0

კულინარიული წიგნების, მესხური, კოლხური, თუშური და ქისტური ტაბლას შემდეგ, USAID/Zrda გამოსცემს ახალ კულინარიუ კრებულს, „ეთნო ტაბლა“, რომელშიც თავმოყრილი იქნება, ქვემო ქართლის რეგიონში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების (სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, გერმანელი, ასირიელი) ძველი კულინარიული რეცეპტები.

პროექტის ფარგლებში, ახალი კულინარიული წიგნის „ეთნო ტაბლას“ კერძების ტესტირების პროცესი და „ნუდლის სუპის“ მასტერკლასი გერმანული რეცეპტის მიხედვით, ბოლნისში გაიმართა და მასში მონაწილეობა USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ და USAID/Zrda-ს ხელმძღვანელმა, ქეთი ჭუმბურიძემ „ბოკუზ დორ საქართველოს“ მონაწილე და გამარჯვებულ შეფ-მზარეულებთან ერთად მიიღო. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანიც დაესწრო.

„ეთნო ტაბლა“ წარმოადგენს USAID/Zrda-ს მიერ საქართველოს გასტრონომიის ასოიაციასთან ერთად შემუშავებულ ახალ ტურისტულ პროდუქტს. ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი წიგნი შექმილია მიზნობრივი რეგიონების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის 12 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

0

ვირუსი ბოლნისელ მოჭიდავეებს დაუდასტურდათ. სპორტსმენები ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდნენ. ვირუსის გავრცელების არეალმა იმატა, ამიტომ ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას სიფრთხილისკენ და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ივლისიდან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

0

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ივლისიდან მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას მიიღებს და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, კლინიკებთან გადიან კონსულტაციებს, რათა ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ იყოს:

„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებთ მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში. სახელმწიფო რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროოვეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეიდან, საქართველოში „კომენდანტის საათი“ უქმდება

0

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა დღეს უქ­მდე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის გი­ორ­გი ღიბ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვა დღეს 23:00 სა­ა­თი­დან აღარ იმოქ­მე­დებს.

„პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და 23:00 სა­ა­თი­დან 04:00 სა­ა­თამ­დე. პრაქ­ტი­კულ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა შემ­დე­გი რამ – 30 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 11:00 სა­ა­თი­დან შე­ზღუდ­ვა აღარ იმოქ­მე­დებს. შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა 30 ივ­ნისს დი­ლის სა­ა­თებ­ში, ანუ, 00:00 სა­ა­თი­დან 04:00 სა­ა­თამ­დე, ხოლო 30 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს 23 სა­ა­თი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა აღარ იმოქ­მე­დებს.

ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია გან­ვი­თარ­დე­ბა ისე, რომ ჩვენ მო­მა­ვალ­ში არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი შე­ზღუდ­ვა და რე­გუ­ლა­ცია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბით და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლიზ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­დის“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ.

არემჯის ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,ოქროს ბრენდის” წოდება მიენიჭა

0

კომპანია „არემჯის“ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდის“ ჯილდო გადაეცა.

”მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ  თვალყურს ადევნებენ ჩვენი კომპანიის  საქმიანობას და სოციალურ აქტივობებს, რომლის უდიდესი ნაწილი  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მათ ყურადღებას არ გამოპარვია, ის ფაქტი, რომ  „არემჯი“ რეგიონის განვითარებისთვის მართლაც ბევრ წარმატებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს ახორციელებს და დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადმოგვეცა ჯილდო.

მინდა ეს ჯილდო, გავუზიარო თითოეულ ჩვენს თანამშრომელს. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ადამიანები აქცევენ ჩვენს კომპანიას „ოქროს ბრენდად“’. –  განაცხადა, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

შატო მუხრანში  26 ივნისს , Global Idea -ს და The FINANCIAL -ის   მიერ ორგანიზებული,  „ოქროს ბრენდის“ რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზე 57 გამარჯვებული  ბრენდი დასახელდა.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.  ტრადიციულად, ყოველწლიურად დგინდება სპეციალური ნომინაციები, ჯილდოვდებიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

მათ შორის მოხვდა წელს „არემჯი“ , რომელსაც ჟიურის მიერ დაწესებულ სპეციალურ ნომინაციაში  – ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს ბრენდის“ ჯილდო გადაეცა.