შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 176

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

0

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება  გაიმართა.

ქვემო ქართლში, რიგით მე-5 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, თელეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთი კიკოლაშვილი გახდა.

„დიდგორელში გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროექტი ახალგაზრდების განვითარებას, მათი საქართველოს ისტორიით დაინტერესებას უწყობს ხელს.  მინდა ყველა მოსწავლეს ვურჩიო, ჩაერთოს ამ პროექტში, რათა კიდევ უფრო გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა“ – აღნიშნა ქეთი კიკოლაშვილმა.

ისტორიის კონკურს „დიდგორელში“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისი თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში ისტორიის ტესტი 500-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ავტორის, ისტორიკოს ლევან ჟვანიას თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ „დიდგორელი“ძალიან სწრაფად ვითარდება და ბევრ ახალ კომპონენტს იძენს.

„ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრების გამართვას ქეთისთან და „დიდგორელის“ სხვა გამარჯვებულებთან, რათა პროექტში ერთობლივად შევიტანოთ სიახლეები. ჩანაფიქრში გვაქვს, ისტორიის თემაზე მინი ფილმების გადაღება, რომ ახალგაზრდებს და მთლიანად საზოგადოებას გავაცნოთ უცნობი, საინტერესო დეტალები საქართველოს ისტორიიდან.“ – განაცხადა  „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2018 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ამ დროისთვის  თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის და ახლა უკვე გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

„ „არემჯი“ პროექტ „დიდგორელის“ მხარდამღერია, მისი დაარსების დღიდან. გარდაბნის მინიციპალიტეტში კონკურსის პირველ ტურში 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ გვინდა, რომ სტიმული მივცეთ ამ ბავშვებს და სწორედ ამიტომ,  პროექტის გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება. კომპანია მზად არის, რომ „დიდგორელთან“ ერთად სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმოგზაუროს და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გააერთიანოს საქართველოს ისტორიის ირგვლივ.“ – განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი სადღესასწაულო წირვას  ქ.ბოლნისის, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში აღავლენს.

ქრისტეს მოწაფეთა — მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და თავმოციქულებად მოიხსენიებს – წმინდა პეტრე და პავლეს, რომელნიც წმინდა მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

„მინდა ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის“-გოგი მეშველიანი

0

ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერ მინი კინოფესტივალს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშელიანი , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ეწვია.

,,მინდა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, კი, ვანო ერისთავს და მის მეგობრებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის. მათ დაგვანახეს, რომ სირთულეების მიუხედავად შესაძლებელია კინო კვლავ დაბრუნდეს ბოლნისში. ჩვენ, კი ჩვენის მხრივ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ ყველა წამოწყებას“-გნაცხადა გოგი მეშველიანმა.

მინი კინოფესტივალის გახსნას ბოლნისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ

0

დღეს გაიხსნა ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი მინი კინოფესტივალი , რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშელიანი , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ეწვია. ,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად’’- ამ იდეის გარშემო ბოლნისელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ბევრი გამოწვევის მიუხედავად შეძლეს კინოთეატრის ეკრანი კვლავ აენთოთ . ახალგაზრდებმა მოაწესრიგეს შენობის გარე და შიდა სივრცე . ამ ეტაპზე, ინდიგოს დახმარებით ორდღიან (10-11 ივლისს) ფესტივალს მასპინძლობენ , სადაც ნაჩვენები იქნება 6 თანამედროვე ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ბოლნისელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა . „მინდა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, კი, ვანო ერისთავს და მის მეგობრებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის. მათ დაგვანახეს, რომ სირთულეების მიუხედავად შესაძლებელია კინო კვლავ დაბრუნდეს ბოლნისში. ჩვენ, კი ჩვენის მხრივ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოდ ყველა მათ წამოწყებას“-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

,,კინოჩვენებებს წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა, რაშიც ახალგაზრდებმა დიდი მონდომება და შრომა ჩადეს,მინდა მათ ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად არის ჩართული კინოთეატრის გაცოცხლების პროცესში. ჩვენ ფონდ ,,ინდიგოსთან” გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სწორედ მათთან და ბოლნისელ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს პერიოდში გადაიხედება კინოთეატრის რეაბილიტაციის პროექტი,რომელიც მერიამ რამდენიმე წლის წინ შეისყიდა, პროექტის დაკორექტირების შემდეგაც, ისტორიულ შენობაში,როგორც კინოთეატრი ასევე სხვადასხვა საინტერესო და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი სივრცე გაჩნდება,”-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დღეს ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი მინი კინოფესტივალი გაიხსნა

0

10-11 ივლისს ბოლნისის კინოს ეკრანზე ნაჩვენები იქნება 6 თანამედროვე ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმები:

“შინდისის გმირები” – რეჟისორი, დიმიტრი ცინცაძე

“უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი, უტა ბერია

“აღლუმი” – რეჟისორი, ნინო ჟვანია

“ხიბულა” რეჟისორი, გიორგი ოვაშვილი

“გრძელი ნათელი დღეები” – რეჟისორები, ნანა ექვთიმიშვილი/სიმონ გროსი

“დედე” – რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი

ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში ბოლნისელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„რა პრინციპით , რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა „ – გოგი მეშველიანის კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დაინტერესდა თუ რა კრიტერიუმებით მოხდება თანხის განაწილება მუნიციპალიტეტებზე პროგრამა „განახლებული რეგიონების ფარგლებში.“

პარლამენტის მაჟორიტარ წევრს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო რესურსების სამართლიანი და მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის განაწილება, რეგიონების თანაბარი განვითარების მთავარი წინაპირობაა!

„ მაინტერესებს კონკრეტულად “განახლებული რეგიონების ” ფარგლებში მთლიანად რა მოცულობით განისაზღვრება პროგრამის დაფინანსება და ასევე, საინტერესოა თუ რა პრინციპით, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა“ – გოგი მეშველიანის კითხვა გიორგი კაკაურიძეს.

„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა დღეს აქ , პირველ რიგში ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ნაწილში. თქვენ ბრძანეთ, რომ დაახლოებით  90 მილიონი ლარით იზრდება ასიგნებები და ამასთან ეს გათვალისწინებულია   პროგრამის „განახლებული რეგიონები“  დასაფინანსებლად და გარდა ამისა  გარკვეული ზრდა იქნება რეგ ფონდის მიმართულებთ, როგორც ვხვდები ეს შიდა პროგრამებს შორის გადანაწილების ფარგლებში ხდება .  განაცხადა მეშველიანმა ოთხი კომიტეტის სხდომაზე,  სადაც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – – პროექტი 4)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილებოდა  საკითხი რრომელიც გიორგი კაკაურიძემ  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ წარადგინა.

მაჟორიტარის თქმით – იმის გამო, რომ ჩვენ წლის დასაწყისში გარკვეულწილად შემცირებული გვქონდა რეგ ფონდის თანხები, გარკვეული შეფერხებები იყო პროგრამების განხორციელებაში. თქვენ მოგეხსენებათმ, რომ ბევრი  მუნიციპალიტეტისთვის  მთავარი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სწორედ რეგ ფონდი გახლავთ  და რა თქმა უნდა მივესალმები , რომ რეგ ფონდის მოცულობის აღდგენა ხდება  და ასევე, მივესალმები, რომ ეს ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონები“  ძალიან ბევრ სასიკეთო  ცვლილებას და ძვრას მოიტანს რეგიონალური, მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის განახლების კონტექსტში  თუმცა ასევე მნიშვნელოვანია , რომ ეს თანხები იყოს სამართლიანად და კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით განაწილებული.

სტუდია „პრესტო” საერთაშორისო ფესტივალიდან კვლავ წარმატებით დაბრუნდა

0

2 ივლისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქ.ბათუმის სპორტკომპლექსი „ბასკო“, თანამედროვე სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალს “WDSF OPEN 2021″ მასპინძლობდა, სადაც 18 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. პრესტიჟული სპორტული ცეკვების ტურნირზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სტუდია „პრესტოს” დიდებსა და მოზრდილთა ასაკობრივ კატეგორიაში, ინდივიდუალურ სოლო შესრულებასა და წყვილებში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. საერთაშორისო ფესტივალზე ინდივიდუალურ სოლო შესრულებაში პირველი ხარისხის დიპლომებით: მარიამ ნურალაშვილი, მარიამ კორტავა, ნატალი სვანიძე, ელენე საყვარელიძე და ანა გრძელიშვილი დაჯილდოვდნენ. მე-3 ხარისხის დიპლომი 9-10 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მარიამ აბრამიანს გადაეცა სოლო შესრულებაში. წყვილებში მე-4 ადგილი ეკატერინე დემურაძისა და თაზო ყანჩელაშვილის წყვილს ერგო, ხოლო მე-5 ადგილის მფლობელები ლიზი მაღალიანი და სანდრო ბერიძე გახდნენ. სტუდია „პრესტოს ” მოცეკვავეები ახალი სასწავლო წლიდან მზადებას საქართველოს თასისთვის დაიწყებენ.

გოჩა ხელიძე, ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელი:

-სტუდია „პრესტოს” მოცეკვავეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირებში და მათ არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. რაც შეეხება აჭარის ტურნირს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ უკვე მე-7 წელია ვიღებთ მონაწილეობას, სადაც ყოველთვის წარმატებით ვასპარეზობთ. წელსაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავდეთ სასურველი შედეგი. ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც 30 მაისს გაიმართა, აქ პირველი ხარისხის დიპლომი მარიამ როინიშვილს ერგო, წყვილებმა კი მეორე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.

მზევინარ ხომასურიძე, კულტურის სახლის დირექტორი:

-ძალიან კმაყოფილი ვარ კონკურსით და ჩვენი ბავშვების შედეგებით. ძალიან ბევრი მონაწილე იყო და ამასთანავე საკმაოდ დიდი იყო კონკურენციაც, ამიტომ შემიძლია თამამად  ვთქვა, რომ ჩვენი ბავშვები არაჩვეულებრივად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით შერაზადიშვილს და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს სოსო კოპალეიშვილს, რომ მისცეს ბავშვებს ტურნირზე მონაწილეობის საშუალება.

ბოლნისში ძველი გერმანული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

0

ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ძველ გერმანულ შენობას, რომელშიც წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული, ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გერმანული მხარის დაფინანსებით, შენობა გადიხურა, საძირკველის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, ფასადი რეაბილიტირდა და შენობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა მოხდა. დასკვნით ეტაპზე კი ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, შენობის შიდა ინტერიერი მოეწყო, ცენტრალური გათბობისა და ვინტილაციის სისტემები დამონტაჟდა , ასევე მოწესრიგდა ეზო და სარდაფი.რეაბილიტირებული ძველი გერმანული შენობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარემ ოლივერ რაისნერმა, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერეს. ყოფილი სომხური სკოლის შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი გამოყო.

„თითოეული ბოლნისელი ამაყობს ჩვენი ქალაქის გერმანული წარსულით, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქალაქში არსებული გერმანული ძეგლები შეინარჩუნოს. მოხარული ვარ, რომ ყოფილი სომხური სკოლის ისტორიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ქართული და გერმანული მხარის ერთობლივი ძალისხმებით, შენობა რეაბილიტირდა და მალე აქ ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ მასთან ერთად მოვინახულეთ უკვე გარემონტებული ძველი გერმანული შენობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი გერმანულ მხარესთან აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ბოლნისისთვის კლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო

0

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

16 ბოლნისური მარნის 29 საუკეთესო ღვინო ,,ქართული ღვინის გილდიამ’’ საერთაშორისო OIV სტანდარტით შეაფასა და მათ დასაგემოვნებლად ბოლნისში ტექნოლოგები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მოიწვია.

სტუმრებს შორის იყო, გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში “ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, მან ბოლნისის მუზეუმი და „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ძველი გერმანული სახლი მოინახულა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული ღვინის სახლის შექმნის მნიშვნელობას რეგიონის განვითარებაში.

სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული შეფის, მიშა ავსაჯანიშვილის მიერ მომზადებული ქვემო ქართლის ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. დღის ბოლოს კი მათ ელიას მთაზე მდებარე მამათა მონასტერი მოინახულეს და ბერების მიერ დაწურული ღვინო „ზედაშე“ გასინჯეს.

„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ადგილობრივი მეღვინეებისთვის. ეს არის საუკუნის მოვლენა, რადგან 400 წელია არავის უსაუბრია ბოლნისურ ღვინოზე, დღეს კი ბოლნისურმა მეღვინეობამ მიაღწია იმ დონეს, რომ საჭიროა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ეს ღვინოები, ეს ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება.‘’ – გურამ ავქოფაშვილი, ,,ბოლნისის ღვინის“ დამფუძნებელი.

,,არემჯი რამდენიმე წელია ახორციელებს ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერას და ხელს უწობს მათ განვითარებას. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტით, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ჩვენ შევიძინეთ ძველი გერმანული სახლი, სადაც გაკეთდება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი. ამ ახალ სივრცეში ბოლნისელ მეღვინეებს, საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საუკეთესო ღვინოები და შესთავაზონ ისინი მომხმარებელს. სახლი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, დაეხმარება მეღვინეებს ღვინის რეალიზაციაში და სამომავლოდ გერმანიაში ქსპორტზე გატანაში.“- კახაბერ მჭედლიშვილი, არემჯის კორპორაციული დირექტორი.

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 35-მდე მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია.

გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. „არემჯი“ ხელს უწყობს მეღვინეთა გაერთიანებას, საუკეთესო ბოლნისური ღვინოების წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს და სემინარებს, რათა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინოები შესთავაზონ.

„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year გადაეცა

0

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის  დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო  ცერემონიაზე, კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year  გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით – თანამშრომლების თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯის  კრიტერიუმით მიენიჭა.

“ბევრი ჯილდო მივიღეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი ჯილდო – წლის ლიდერი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები ჩვენს თანამშრომლებს ეხება. ჩვენ ბოლო წლებია, სისტემატურად ვახერხებთ სახელფასო ბადის გადახედვას და საშუალოდ 10% ვუზრდით დასაქმებულებს ანაზღაურებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვახერხებთ, ერთი მხრივ, ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.“ – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის  2015 წლიდანსაქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია,  ამ პერიოდიდან  ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა  და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა.  „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.