შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 175

თამარისთვის!

0

11 წლის თამარ ჯაჭვლიანიას თქვენი დახმარება სჭირდება! მას ცოტა ხნის წინ მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა, ამჟამად მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ხანგრზლივი პროცედურები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გთხოვთ გავერთიანდეთ თამარისთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე!

მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE60BG0000000498833773.

მიმღები დედა – თებროლე ჯანაძე

პ/ნ 10001002118

საქართველოს ბანკი

GE60BG0000000498833773

თიბისი ბანკი

GE97TB7182645061100095

გამოცხადებული ტენდერი და დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც სასმელი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს

0

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში,  მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული, როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი. გოგი მეშველიანმა საკითხის მოგვარება პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რასაც რეაგირება მალევე მოჰყვა და ქალაქ ბოლნისში „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის 35 სოფელს, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისს სასმელი წყლით მომარაგებას „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის, ბოლნისის სერვის ცენტრი ოპერირებს, გაზეთი „ბოლნისი“ აღნიშნულ საკითხზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსს ნიკა ვასაძეს ესაუბრა, რომელმაც პრობლემის მიზეზებზე და გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

„ქალაქი  ბოლნისი, დაბა კაზრეთი და 20 სოფელი, სასმელი წყლით  ყარაბულახის (საყაფლანოს) სათავე ნაგებობიდან მარაგდება. ცხელი პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით და ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საგრძნობლად იზრდება მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის მოხმარება. ამას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ არის სარწყავი სისტემები, რის გამოც ადგილი აქვს სასმელი წყლის არამიზნობრივ მოხმარებას (მოსახლეობა წყალს იყენებს ბაღ- ბოსტნებისა და კუთვნილი ნაკვეთების მოსარწყავად). რაც  უარყოფითად აისახება ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგებაზე, საბოლოო ჯამში, იქმნება სასმელი წყლის დეფიციტი. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომპანიამ ადგილზე დეტალურად შეისწავლა ვითარება და მიმდინარე წლის 14 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე (spa.ge) გამოცხადდა ტენდერი წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირებასა და მშენებლობაზე. კერძოდ: სათავე ნაგებობის მაგისტრალურ მილსადენზე არსებული ჩამკეტ- მარეგულირებელი არმატურისა და ვანტუზების, ჭრეში – ბოლნისის მაგისტრალის ამორტიზირებული მონაკვეთის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის: ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი, ძეძვნარიანი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ქ. ბოლნისის წყალმომარაგებაზე. წინადადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს და დასრულდება 5 აგვისტოს. ტექნიკური დავალება მოიცავს: ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას;  ყარაბულახი- კაზრეთის მაგისტრალზე არსებული ჩამკეტ – მარეგულირებელი არმატურისა და ვანტუზების შეცვლას,  ჭრეში- ბოლნისის მაგისტრალის ამორტიზირებული მონაკვეთის რეაბილიტაციას;  სოფლების- ტანძია, იწრია, ძველი ქვეში, რატევანი, ძეძვნარიანი – რკინა- ბეტონის რეზერვუარების მშენებლობას, შიდა – გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობას. კომპანიის ინტერესია, რომ მოსახლეობამ უმოკლეს ვადებში იგრძნოს გაუმჯობესება წყალმომარაგების კუთხით, ამიტომ პრიორიტეტია დებეტის გაზრდა და აქედან გამომდინარე, პირველი რიგის პრიორიტეტად დაისახა სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალზე არსებული ჩამკეტ- მარეგულირებელი არმატურის  ვანტუზების  და  ამორტიზირებული მონაკვეთის შეცვლა, რაც შეამცირებს ტექნიკურ დანაკარგს და პირდაპირ აისახება კომპანიის აბონენტებზე წყალმომარაგების გაუმჯობესებით. აღნიშნული სამუშაოების დასრულება იგეგმება 2022 წლის ივნისის თვეში“, განაცხადა ნიკა ვასაძემ.

როგორია ეპიდვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

საქართველოში ეპიდვითარება კვლავ მწვავეა, ქვეყანა ნარინჯისფერი ზონიდან ისევ წითელ ზონაში გადავიდა, ქვემო ქართლი ერთ-ერთ მწვავე რეგიონად დასახელდა კოვიდსტატისტიკის კუთხით. დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლნისშიც იმატა, დღიური მაჩვენებელი თითქმის 5-დან 10-მდე ფიქსირდება. საკმაოდ დიდია კონტაქტები. ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 12 პაციენტი გადის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების ფაქტი. საერთო ჯამში ბოლნისში 2020 წლის მარტიდან დღემდე კოვიდ 19-ის  3000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0

ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალური უბნების დარჩენილ მონაკვეთებზე ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა დასრულდა. შოთა რუსთაველის ქუჩაზე ამ ეტაპზე ეზოში შესასვლელები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კი ტროუტუარებისა და დაზიანებული ფასადების აღდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრებიც გამოიცვალა.

ინფრატსრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულბა 614 000 ლარს შეადგენს.

სოფელ ბალიჭში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

სოფელ ბალიჭში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.სამუშაო პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით გზების მოპირკეთება მიმდინარეობს

0

ქალაქ ბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით გზების მოპირკეთება აქტიურად გრძელდება. იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მონაკვეთებზე ქვაფენილი იგება. პროექტის ფარგლებში აქ არსებულ კერძო სახლებზე შეიცვალა ჭიშკრები და რეაბილიტირდა ღობეები . სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება რომლის ღირებულება 832 885 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია,რომ იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა. მიმდინარე წელს ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

0

ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება .

„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდეტი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს . ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ,“- წერს გოგი მეშველიანი. შგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო. https://www.facebook.com/GDGogiMeshveliani/posts/5777339322289652

სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზა ეწყობა

0

სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარებს. 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები ეწყობა, სამუშაოების დასრულების შემდეგ  სრულად მოწესრიგდება სოფლის ცენტრალური გზა, მომდევნო ეტაპზე კი შიდა გზების მოწესრიგება იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 646,464 ლარს შეადგენს. სოფელში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.

ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა

0

,,აღმოაჩინე სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები”- ამ დევიზით, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე  დღეს  სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ახალი   ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის  მიზანია   დასაქმების მსურველთა ხელშეწყობა, ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება – გაღმავება სხვადასხვა მიმართულებით, ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს გაიარონ სასწავლო პროგრამები,ტრენინგები და სემინარები.სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის პრეზენტაციას საჯარო, კერძო და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ პროექტი სამწლიანია, რომელსაც  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან  და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებსს. ცენტრში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მომსახურებით სარგებლობა კი  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

0

“არემჯის” საზაფხულო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველაზე ინტერესიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მისაღებად ემზადება.

პროექტი, ტრადიციულად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიმართება და ის კონკურსის შედეგად შერჩეული 40 საუკეთესო სტუდენტისთვის, „არემჯის“ საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე  კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

„არემჯის საზაფხულო სკოლაში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში   საკუთარი თვალით ნახონ და პრაქტიკულად ჩაერთონ კომპანიის საწარმოო პროცესებში.  პროექტის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გაივლის წინასწარ გასაუბრებას და დააკმაყობილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კომპანია სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, ადგილზე საცხოვრებლით და ყველა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით უზრუნველყოფას და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც სტუდენტები ადგილზე მიიღებენ.“- განაცხადა არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ  საკადრო საკითხებში  გიორგი ჩხეიძემ.