კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 173

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

0

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას

დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი გავიდა

0

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივით, სპეციალურად შეიქმნა მედალი „დიდგორი 900“, რომლითაც დღეს გამორჩეული მებრძოლები სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდებიან.

დიდგორის ბრძოლა ან „ძლევაი საკვირველი“ 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ქართველთა ჯარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარს დიდგორის ველზე დაუპირისპირდა და დაამარცხა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

0

მისი თქმით, აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.

„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია. ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლისას დაღუპულ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

0

საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის უმცროსი სერჟანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის II ოცეულის III ათეულის მეთაური ალექსანდრე ონიანი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 11 აგვისტოს გამოსცა.

მმართველმა პარტიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დავით შერაზადიშვილი წარადგინა

0

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. წარდგენის ცერემონია სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

სიტყვით გამოვიდა მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

,,მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებსა და ჩემს საყვარელ ბოლნისელებს.პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, გუნდის ლიდერებს , რომლებმაც უდდესი ნდობა გამომიცხადეს და კიდევ ერთხელ დამასახელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. უღრმესი მადლობა ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.ჩემო თანამოქალაქენო, მეგობრებო , ყველა მიცნობთ და იცით, რაოდენ დიდი ადგილი უკავია ჩემში ამ ქალაქისადმი სიყვარულს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე რაც თქვენთან ერთად განვახორციელეთ ჩვენივე ქალაქისა და თანამოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. მიყვარს ბოლნისი როგორც ჩემი სამშობლოს განუყოფელი და ღირსეული ნაწილი, ერთიანი, მთლიანი და განუმეორებელი . დიახ განუმეორებელი, რადგან აქ მთელი ჩემი სამშობლოა თავმოყრილი, ის არამარტო მრავალეთნიკურია , არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებითაა დასახლებული. დიახ ბოლნისი ურთიერთობების ქალაქია, ერთად შეკრული ოჯახია, აქ ერთი სიხარული გვიხარია და ერთი სატკივარი გვტკივა, სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. ეს განაპირობებს იმ უზომო სიყვარულს, რაც მე გამაჩნია ჩემი კუთხის მიმართ. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, იყო ამ გამორჩეული კუთხისა და ხალხის მიერ მეორე ვადით არჩეული მერი, ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად, მეიმედებით და დარწმუნებული ვარ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ერთად შევძლებთ განვაგრძოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მუნიციპალიტეტში დაწყებული აღმშენებლობის პროცესი. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ბოლნისს, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმმართველობას, ძლიერი თვითმმართველობა, ნიშნავს ძლიერ საქართველოს! ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, რომლის თანადგომის იმედი ყოველთვის გვექნება და მჯერა, ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით.მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგანაც როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ჰქვია.მე მიყვარს ბოლნისი, ბოლნისი ჩემი სახლია!ჩვენ ერთად შევქმნით მომავლის ბოლნისს!მიგულეთ თქვენს გვერდით არა მარტო როგორც მერი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ბოლნისისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი,“განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

,,არემჯიმ’’ Green Business Forum 2021-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

0

სასტუმრო ბილტმორმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მწვანე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები და მათი შედეგები, განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. 

ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკის  მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა. 

,,არემჯი“, რიგით მე-5 Green Business Forum -ის გენერალური სპონსორია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძემ, ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიება წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.„ჩვენ, აქ დამსწრე საზოგადოებას, გავაცანით ჩვენი გარემოსდაცვითი პროექტები. ამ დროისთვის 100-მდე ღონისძიება გვქონდა გაწერილი და მათგან 98% უკვე შესრულებულია. ამ ყველაფრისთვის 30 მილიონი ლარი არის დახარჯული. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, გვაქვს სერიოზული პროექტები ინფრასტრუქტურული, წყალდაცვითი, ნიადაგის დაცვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით, რომელსაც როგორც კვლევები აჩვენებს უკვე აქვს პოზიტიური შედეგები. ეს სამუშაოები მუდმივად გაგრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, ერთის მხრივ მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ გარემოზე, მეორეს მხრივ რესურსები გამოვიყენოთ ეფექტიანად და რაც მთავარია, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება რაციონალურად და მინიმალური დანაკარგების საშუალებით ვუზრუნველვყოთ.”-  „არემჯის“ დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძე

დაწესებული რეგულაციები მკაცრდება

0

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და ამ რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-დან 05:00 საათამდე, რისი აღსრულება კიდევ უფრო გამკაცრდება.

„გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება“, – განაცადა ღიბრაძემ

ხვა­ლი­დან ღია სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა

0

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო.

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის გი­ორ­გი ღიბ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეპდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო მოხ­და.

“ხვა­ლი­დან პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ღია სივ­რცე­ში ყველ­გან, სა­დაც 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ღიბ­რა­ძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

სხდომის დაწყებამდე მთავრობის მეთაურმა განცხადებები გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს შეუნარჩუნდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუუმჯობესდა. პრემიერის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

„რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია.

ამას გარდა, „Fitch“-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური.

„Fitch“-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცესკოსა და საარჩევნო კომისიების წევრთა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ – ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს და საარჩევნო კომისიების ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე.

„ვინაიდან იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მე მინდა ერთის მხრივ ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნით, რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ანალოგიურად ატარონ პირბადე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად დაიწყება საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა.

„ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომელიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით სამინისტროების დონეზე ცალკეულ ლოკალურ გადაწყვეტილებებს, ამ საკითხზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს“, – განაცხადა პრემიერმა.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

0

დღეს საქართველოში 2008 წელს დაღუპულ მეომრებს იხსენებენ.  ,,ქართული ოცნების ‘’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის   მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა,  ბოლნისელ ახალგარზდებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების   საბა დადვანის, ასლან შაინიძისა და ნოდარ დევნოზაშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოლნისელი ჯარისკაცების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს   ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც.

შეგახსენებთ, იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა.  ბოლნისის მერიამ კი,  დახმარების სახით, გარდაცვლილი გმირების ოჯახებს  500 ლარი გადასცა.

რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი, საკუთარ ქვეყანაში, დევნილად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.