კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 172

ილია მეორე მრევლს მიმართავს

0

ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, – ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყინვებისა.ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები.მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა:

,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”……

ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.

საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 18.08.2021წ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

0

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.

ბოლნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პროტესტის ნიშნად საარჩევნო პროცესს ეთიშებიან

0

დღეს სოფელ ნახიდურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც პარტიის ლიდერებისგან მეტ პატივიცემას და დაფასებას მოითხოვენ. განაწყენების მიზეზად კი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს მაჟორიტარობის სიაში ჩასმულ კანდიდატებს ასახელებენ, რომლებიც არ იყვნენ გუნდის წევრები და თანამებრძოლები. აქტივისტების განცხადებით ისინი პარტიის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა საარჩევნო პროცესებს პროტესტის ნიშნად  ეთიშებიან და არც არჩევნებზე მისვლას აპირებენ.

კოვიდ 19-ის პრევენციასთან დაკავშირებით მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულში ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქ. მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა. მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრული ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ხაზი გაუსვა ვაქცინაციის როლს იმუნიზაციის პროგრამაში და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.

“არემჯი“-ს თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის პროცესში

0

მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კომპანია „არემჯის“ თანამშრომლების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მიმდინარეობს.

კომპანიის თანამშრომელთა გადაწყვეტილებით აგვისტო „ვაქცინაციის თვედ“ გამოცხადდა. კომპანია ყოველდღიურად ვაქცინაციის მსურველი თანამშრომლების ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სადაც ვაქცინაციის პროცესი „არემჯის“ თანამშრომლებისთვის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.

„ეკონიმიკის მინისტრის ინიციატივის საფუძველზე, ჩვენმა კომპანიამ მიმართა ბოლნისის კლინიკას, „არემჯის“ თანამშრომლებისთვის ვაქცინაციისთვის ცალკე კაბინეტის მოწყობის თაობაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომ მათი სურვილის შესაბამისად დროულად აიცრან. ამ დროისთვის კომპანიაში 1000-მდე თანამშრომელია აცრილი. მსურველები კიდევ უფრო მეტია და ვფიქრობ, აგვისტოს ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენი გუნდი კარგად აანალიზებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი და ეფექტური გზა, იმისათვის რომ დროულად დავასრულოთ პანდემია!“ – განაცხადა კომპანია „არემჯი“-ს Covid-19-ის მართვის საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ედუარდ ენუქიძემ.

კომპანია „არემჯის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის 1000-მდე თანამშრომელია ვაქცინირებული, რაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 33%-ს შეადგენს.

“წითელი ჯვრის საზოგადოებამ”, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოწყვლადი კატეგორიის 70 ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა

0

კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ,,წითელი ჯვრის საზოგადოებამ” ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის 70 ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით მიიღეს. ჰუმანიტარული დახმარება ოჯახებს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა პირადად მიუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი “წითელი ჯვარის საზოგადოებასთან” აქტიურად თანამშრომლობს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული პაკეტები მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე დაარიგა.

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

0

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას

0

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე

0

ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას; ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა.

14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

0

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი, რომელიც ქვეყანაში ეპიდ ვითარების გაუარესებამ განაპირობა.