„პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.ამასთან, თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება და ეს ცხელება ძლიერ სისუსტეს იწვევს. აქვს ძილიანობა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიმპტომები ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვი იყოს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.ასევე, ის პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და კოვიდის მართვა ბინაზე შეუძლებელია. ძირითადად, ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოებში“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით. ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ. პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.
ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე ხიდის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება.
ობიექტზე ბეტონის ბურჯები უკვე ჩასხმულია, ამ ეტაპზე კი რიგელების მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
“არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღე აღინიშნა
“არემჯი აურამაინში” მაღაროელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონოსძიება გაიმართა.
კომპანიის მენეჯმენტმა, მაღაროელთა პროფესიული დღე, ბექთაქარის თანამედროვე, დახურული ტიპის მიწისქვეშა მაღაროს თანამშრომლებს მიულოცა. ადგილზე პრაქტიკული და თეორიული ტესტირების საფუძველზე, სიმბოლურად სამი „საუკეთესო მაღაროელი“ გამოვლინდა, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
„ყველა მაღაროელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის. ეს ადამიანები გმირები არიან, მათი საქმიანობა საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. მოხარული ვარ, რომ უამრავი ახლაგაზრდა არის დაინტერესებული სამთოელის პროფესიით და ვუსურვებ მათ, რომ მომავალშიც უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.“ – განაცხადა “არემჯი აურამაინის” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ლიპარიამ.
მაღაროელები და მეშახტეები, მაღაროელთა პროფესიულ დღეს ყოველი წლის აგვისტოს თვის ბოლო კვირას აღნიშნავენ, კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, კომპანიაში პროფესიული დღის უფრო პომპეზურად აღნიშვნა იგეგმება.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.
აქცია 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:
მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);
საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ სავანეთის სკოლაში შიდა ინტერიერის მოწყობის
სამუშაოები ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.
სამუშაოები ცენტრალური მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 62 000 ლარს შეადგენს.
18 წლის საბა ხვადაგიანი ქვეყნის მთავარ ნაკრებში ითამაშებს
ბოლნისელი საბა ხვადაგიანი,საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალწვეულია.ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის იგი 26 კაციან განაცხადში შეიყვანა.როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მისთვის მოულოდნელი და ემოციური იყო. მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში.
ვაქცინის ბუსტერულ დოზაზე ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე. ესენი შეიძლება იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც განიხილავს ამას და როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ“,განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სოფელ მუშევანთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მუშევანთან, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე
ჯებირების გამაგრებისთი სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი ასფალტის საფარი დაიგება, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს.
ხიდის რეაბილიტაციის შედეგად სოფელში გადაადგილება რომ არ შეფერხდეს მდინარეზე გადასასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო.











