ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 168

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

0

თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

 ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

არემჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრს გახსნის

0

არემჯის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე  ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნება.

2021-2022 სასწავლო წლიდან, არემჯის ტექნოლოგიების ცენტრი შექმნის კომპიუტერული მხარდაჭერის პროგრამების შემსწავლელ სრულიად ახალ პლატფორმას: სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის. 

სამთო-გეოლოგიურ  ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტებს  დახვდებათ ახალი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური  სივრცე. აქ  ეტაპობრივად დაინერგება ისეთი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, როგორიც არის AutoCAD, Surpac, ArcGis, Riscan Pro, Datamine, Leapfrog, Agisoft, 3D Reshaper, Leica Geo Office, Global Mapper და სხვა.  

ცენტრი ბაკალავრის საფეხურის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო,  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე, ასევე მძლავრი პროგრამული მხარდაჭერის ბაზით ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებში, სემინარებსა და ვებინარებში.

,,სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს  სასიამოვნო სიახლე დახვდებათ.  ეს არის  ახლად მოწყობილი, თანამედროვე სხვადასხვა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. აღნიშნულ სივრცეში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ თანამედროვე სამთო და გეოლოგიური  პროგრამები. მსგავსი  პროგრამების  მცოდნე სპეციალისტებზე, დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად მაღალია მათი ანაზღაურებაც.  ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესიები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ამავე დროს აღნიშნული ცოდნა და გამოცდილება მათ კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო შრომით ბაზარზე.‘’აცხადებს გიორგი ჩხეიძე,  არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის  საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიური ცენტრი, არემჯისა და ტექნიკურ უნივერსიტეტის  მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია  და ის საქართველში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად. მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და არსებულის  მოდიფიცირებაზე.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2021-2022 სასწავლო წელსაც დააფინანსებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღებას იწყებს.
გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.
მუნიციპალიტეტი სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:
1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან;
3. გარდაცვალების მოწმობა;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობა;
3. ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
3.ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4.ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);
7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
7. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. შშმ სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება. 

ვინ არის ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებული ბოლნისიდან

0

Სოფელ რაჭისუბნის მკვიდრი პოეტი ნიკო რეხვიაშვილი პირველი იღბლიანი გამარჯვებულია, მან ,,აიცერი და მოიგეში” 10000 ლარი მოიგო. როგორც ბატონი ნიკო აღნიშნავს მან კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პირველი დოზა 28 აგვისტოს ჩაიტარა, Ლატარიის და გამარჯვების შესახებ კი დღეს 12 საათზე, სატელეფონო საუბრით შეიტყო. დაჯერება გაუჭირდა თუმცა, მისმა ქალიშვილმა მალევე გადაამოწმა სპეციალურ ვებ გვერდზე და აღმოჩნდა, რომ მათ ნამდვილად მოიგეს 10 000 ლარი.Ბატონი ნიკო ამბობს, რომ აღნიშნული თანხით ყოფით პრობლემებს მოაგვარებს, მოსახლეობას კი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს!

ბლოგების კონკურსის გამარჯებულია ელენე ჟღენტი

0

ქართული საგანმანათლებლო  პლატფორმა,,კენწეროს” ბლოგების კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის მეათე კლასის მოსწავლე ელენე ჟღეენტი გახდა, მან თემაზე ,,სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო” ბლოგი მოამზადა. გამარჯვებულს,,კენწეროსგან”პლანშეტური კომპიუტერი გადაეცემა.მისი ბლოგი კი საუკეთესო ბლოგების ,,კენწეროზე”” გამოქვეყნდება.

,,ეს იყო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,კენწეროს” ბლოგების კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა და ჩემდა მოულოდნელად გავიმარჯვე. სანამ ბლოგს დავწერდი გავეცანი ,,კენწეროს” გვერდზე ატვისრთულ სესიებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, შემდეგ დავწერე ამ თემაზე ბლოგი სახელად: სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო, რომელიც ავტვირთე ბოლნისის რადიო ,,ვივის” გვერდზე. ამ გამარჯვებას არ ველოდი და ახლა ვარ ძალიან ბედნიერი,” ამბობს ელენე ჟღენტი

გოგი მეშველიანი კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე, მოისმინეს დამსწრეთა საჭიროებები და გააცნეს თუ რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ვეტერანებს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადებში კვლავ შეიკრიბებიან, სადაც უკვე ვეტერანების სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს პრეზენტაციას განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ. „ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების ღვაწლი შეუფასებელია. პარლამენტი მთავრობასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით მუდმივად ვმუშაობთ კანონის დახვეწაზე.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

0

საერთაშორისო კამპანიას  ,, დავასუფთავოთ მსოფლიო,’’  საქართველო  სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს, პროექტს ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ‘’ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მერიისა და  კომუნალური მეურნეობის სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენებისგან დაბა თამარისის ტერიტორია გაწმინდეს, აქციაში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაბის ტერიტორიაზე განთავსებულია ურნები, ხშირია სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელები, სწორედ აღნიშნული კამპანიის მიზანია   მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და  ნარჩენების მართვის  სისტემის გაუმჯობესება.

საერთაშორისო  კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“მხარდაჭერით ტარდება.

ბოლნისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

0

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია ტერიტორიულ რეზერვში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს, ამ მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის  შენობაში მოეწყო. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა    აქტიური რეზერვის მნიშვნელობასა და პროექტის შესახებ ისაუბრეს. პროგრამაში ჩარიცხულ რეზერვისტებს, რომელიც ოთხწლიან  ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს, უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და საერთო სტაჟში ეთვლებათ. საბრძოლო მომზადება, რომელიც  ქვემო ქართლში კრწანისის ტერიტორიაზე გაიმართება, წლის განმავლობაში 45 დღეზეა  გათვლილი და 12 თვეზე ნაწილდება. პროგრამაში ჩართვა 18-დან 51 წლამდე მოქალაქეს და 18-დან 22 წლამდე სტუდენტს შეუძლია, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქის  მინიმალური წლიური ანაზღაურება  2700 ლარის შეადგენს.  შეხვედრა პროექტის პოპულარიზაციას ეხებოდა , რადგან ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მსურველთა რეგისტრაცია ქვემო ქართლის რეგიონში ხორციელდება.

რეზერვში ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე-

onlinebct.mod.gov.ge

56 გარდაცვლილი და 2 039 ახალი შემთხვევა – 17 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

0

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ  56 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან  2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოებს გერმანული კომპანია Cerafiltec განახორციელებს

0

„არემჯიში“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (სერაფილტეკი) ინჟინრები ახორციელებენ.

პროექტის დასკვნითი ეტაპი, უცხოელი სპეციალისტების მიერ „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ორ ლოკაციაზე თანამედროვე, წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მონტაჟს და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ამუშავების შედეგად,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  მოხდება საწარმოო წყლების სრული გაწმენდა და მათი შემდგომი ჩაშვება მდ.კაზრეთულასა და მდ. მაშავერაში, რაც სრულად გამორიცხავს მდინარეების დაბინძურებას.

„Cerafiltec გერმანული ბრენდია, რომელიც  საარლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს და კერამიკული მემბრანის ფილტრებს აწარმოებს. აღნიშნულ ფილტრებს აქვს ძალიან პატარა ფორები, ამიტომ მასში ვერ აღწევს უმცირესი ბაქტერიაც კი.  ჩვენს მიერ დამზადებული ფილტრები იდეალურია წყლისგან მძიმე მეტალების მოსაშორებლად. ჩვენს მიერ „არემჯის“ ორ ლოკაციაზე დამოტაჟებული ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მუშაობის დასკვნითი ეტაპი ფილტრაციაა, რის შედეგადაც წყალს სცილდება ყველა სახის მეტალები. საბოლოოდ ვიღებთ სუფთა, გაფილტრულ წყალს, რომელიც შემდგომში ჩაედინება მდინარეში.“ – განაცხადა Cerafiltec-ის დამფუძნებელმა მარტინ კაშეკმა.

უახლოეს მომავალში, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში,  მსგავსი ტიპის ქიმიური გამწმენდი ნაგებობა დამონტაჟდება №4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში, რაც დამატებით უზრუნველყოფს მდ. ფოლადაურის დაცვას.

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯიმ“ შეიმუშავა გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.

წყალდაცვითი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპის დასრულებით (რაც გულისხმობს ზემოთ მოყვანილი წყლის გამწმენდი ნაგებობების ესპლუატაციაში გაშვებას) შესრულებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 – 2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.

„არემჯიმ“ ამ დროისთვის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, 98  შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 000 000 ₾ შეადგინა.