კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 157

რა შედეგებით დასრულდა საბა დადვანის სახელობის ტურნირი

0

საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ორდღიან ტურნირში, რომელშიც  საქართველოს მასშტაბით  ორასამდე  ძიუდოისტი  ასპარეზობდა,  ბოლნისელმა სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

პირველი ადგილი:  42 კგ წონით კატეგორიაში -საბა კორძაია

                          66 კგ წონით კატეგორიაში- ირაკლი ლაზარიშვილი  

მეორე ადგილი:  66კგ წონით კატეგორიაში- გია ჯაშიშვილი

                      30 კგ წონით კატეგორიაში -ანდრია ახობაძე

                      27 კგ წონით კატეგორია- დათო ლაზარიშვილი

მესამე ადგილი:  30კგ წონით კატეგორია- ნიკოლოზ ფოფხაძე

                     42 კგ წონით კატეგორია ნიკოლოზ კვიციანი  

 საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს ბოლნისმა  მეთორმეტედ  უმასპინძლა. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან 20 წონით კატეგორიაში, 2008 – 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული ორასამდე  ჭაბუკი ასპარეზებდა. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა ძიუდოში ორ დღე მიმდინარეობდა, რომელიც 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით  დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და  პრიზიორი იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

0

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ მასობრივი ვაქცინაცია ამჯერად სოფელ ბოლნისში განახორციელა.მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინა 30-მდე ადამიანს გაუკეთა. ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 2022 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

0

მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ. გარდა ამისა, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ და მათგან ანგარიშს ჩაიბარებენ.

„იზრდება ბიუჯეტი და, ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი იქნება საშუალება, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით განვვითარდებით. ამასთან, ამ კვირაში ორ მინისტრს მოვუსმენთ გვექნება საშუალება, მინისტრებს კითხვები დავუსვათ. გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ამაში ოპოზიციაც ჩაერთვება“, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 17 დეკემბერს დაასრულებს.

ბოლნისელი ახალგაზრდა “masteri”-ს კლიპში გადაიღეს

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ „Masteri”-ს კონცერტს, 23 ოქტომბერს, რეპერის  უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის იყო   ბოლნისელი ახალგაზრდა და “masteri”-ს შემოქმედების მოყვარული დემეტრე ბესალაშვილი, რომელმაც მომღერლის სიმპატია დაიმსახურა და მის ახალ კლიპშიც მოხვდა. ამის შესახებ თავად დემეტრე მოგვიყვება.

-ძალიან მომწონს  „masteri’’  და მისი შემოქმედება, როდესაც გავიგე, რომ კლიპისთვის ეძებდა ბიჭებს,  ვფიქრობდი  როგორ  დავდგომოდი გვერდში. შემდგომ ჩემი ფოტოები კლიპის მხატვარმა დადებითად შეაფასა და კლიპშიც გადამიღეს.

მომწონს მისი სტილი,  შესაძლებლობა ნიჭი, ცდილობს  სათქმელი სიმღერით და რეპით გადმოსცეს რადგან „მის სათქმელს, მასზე უკეთ ვერავინ იტყვის”.

ვფიქრობ, კლიპის შინაარსით  უნდა გადმოსცეს, რომ   ძალა ყოველთვის ერთობაშია.

„ბოლნისური დილა“-რუბრიკის სტუმარია მანანა მეტრეველი

0

,,გაზეთი ბოლნისი’’ იწყებს ახალ რუბრიკას.რუბრიკაში გაეცნობით ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ არ ვიცით  მათი უნარების, ინტერესის სფეროს თუ უბრალოდ, ცხოვრების რიტმის შესახებ.  როგორი გავლენა მოახდინა მათზე პანდემიამ და რომ შეეძლოთ, რა დეტალით გაალამაზებდნენ ჩვენს ქალაქს.

რუბრიკის პირველი სტუმარი 62  წლის მანანა მეტრეველია, ქალბატონმა მანანამ თავის ყვავილების ბაღში მიმასპინძლა, ფინჯან ყავასთან ერთად, ბოლნისურ ამბებზე და არა მარტო მასზე, ვისაუბრეთ.

 -და ჩვენი  პირველი კითხვა, როგორია თქვენი ბოლნისური დილა.

-დილით ადრე მიყვარს ადგომა. პირველი, რასაც ვაკეთებ, ყავას ვადუღებ, ჩამოვიდვარ  ყვავილების ბაღში და რამდენიმე საათს  ვატარებ სიმშვიდეში, სადაც ჩემს ყვავილებთან და ფიქრებთან ერთად ვარ.

– მომიყევით თქვენზე, შვილებზე,ოჯახზე.

-ვარ 62 წლის. მყავს 3 შვილი და 5  უსაყვარლესი შვილიშვილი. Ძალიან მიყვარს ბუნება, ხელოვნება,მუსიკა და პოეზია.   თავისუფალ დროს ვატარებ ყვავილებთან ურთიერთობაში, მათ მოვლაში და ჩემი პატარა ბაღის დეკორაციასა და გალამაზებაში. ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაბედნიერებს და ძალიან მახარებს. თითოეულ მათგანს ბავშვივით მოვლა სჭირდება, არ უნდა მოაკლო წყალი, ვიტამინები, კარგი მიწა, გასხვლა და ყველაფერი, რაც საჭიროა.

-როდის გადაწყვიტეთ, რომ შეგექმნათ ასეთი მშვენიერი ბაღი?

ყვავილები  ბავშვობიდანვე  მიყვარდა და დროთა განმავლობაში  ეს ყველაფერი ჩემ ჰობად იქცა. უპირატესობას ბაღის მცენარეებს ვანიჭებ, თუმცა, ქოთნის ყვავილებიც ძალიან მიყვარს.

-საინტერესოა   სახლის რამდენი მცენარე გაქვთ?

– დაახლოებით 80 სახეობის სახლის მცენარე მაქვს და  ახლო მომავალში  მათი რიცხვი გაიზრდება.

– თუ ჩამოგიტანიათ შორიდან ყვავილი?

Პირადად მე არ ჩამომიტანია, თუმცა ჩემი შვილები ყოველთვის ცდილობენ, რომ განსხვავებული და ლამაზი ჯიშის მცენარეების ბოლქვები, თესლები, ძირები მომიტანონ და გამახარონ. ინტერენტის მეშვეობით უამრავი ყვავილი გამომიწერია , სოციალური მედია მართლაც კარგად მეხმარება  და მარტივი გახდა მცენარეების შეძენა სახლიდან გაუსვლელად.

– რა გავლენა იქონია პანდემიამ ადამიანებზე და კონკრეტულად თქვენზე?

 -Როგორც ყველაზე,   პანდემიამ ჩემზეც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა. ჩემი საახლობლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განიცდიდა მძიმე სტრესს, სოციალიზაციის,  ურთიერთობების  ნაკლებობას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ფიქრობდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას, ესეც ცუდად მოქმედებდა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და სტრესის სიმძიმეს უფრო მეტად ამწვავებდა. ვიმედოვნებ, რომ პანდემია ახლო მომავალში ნელ-ნელა გაქრება და ისევ დავუბრუნდებით ძველი, მრავალფეროვანი ცხოვრების სტილს.

– გაიხსენეთ ძველი ბოლნისური დილა?

-Ძველი ცხოვრება იყო შედარებით ლაღი, კარგი, თბილი  ურთიერთობებით სავსე. თითქმის ყველა   ერთმანეთის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. პრიორიტეტს წარმოადგენდა  გაჭირვებული ადამიანების  დახმარება. ახლა უფრო მეტად განვითარდა ადამიანი, მაგრამ ჩაიკეტა და ეს ყველაფერი მიიმალა, თითქოს არც იყო ასე, რაზეც ხშირად ვფიქრობ და გული მტკივა.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– იყვნენ უფრო მეტად კომუნიკაბელურები, ლაღები, თავისუფლები, დამოუკიდებლები. მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან და, რაც მთავარია, აირჩიონ მათთვის საყვარელი, ფავორიტი საქმიანობა. იზრუნონ საკუთარ მომავალზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში  შეიტანონ წვილილი.

– თქვენი გადმოსახედიდან, პირველ რიგში რა აკლია  ბოლნისურ ცხოვრებას? Რას იტყოდით როგორც, რიგითი ბოლნისელი?

-ვფიქრობ,  ბოლნისს  მოდური კაფე- ბარი  სჭირდება ახალგაზრდებისთვის ( ცოცხალი მუსიკით). ასევე,  სამუშაო ადგილების გაზრდა, ხალხის დასაქმება და რაც ყველაზე  მთავარია,  ჩვენი  ლამაზი კინო-თეატრის რეაბილიტაცია . დღევანდელ ბოლნისურ ცხოვრებას ეს ყველაფერი აკლია.

დარეჯან ოქრუაშვილი

ბოლნისში საბა დადვანის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

0

ბოლნოსის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოში საზეიმო ვითარებაში,   ქორეობრაფიულმა ანსამბლმა,,სიონმა’’ გახსნა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

 საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეთორმეტედ  მასპინძლობს. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან 20 წონით კატეგორიაში, 2008 – 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული ორასამდე  ჭაბუკი იასპარეზებს. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა ძიუდოში ორ დღიანია, რომელიც ხვალ 12 დეკემბერს დასრულდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით  დაჯილდოვდებიან, საბა დადვანის სახელობის თასი კი წელს 50 წონით კატეგორიაში მოასპარეზე,  ტექნიკურად  ყველაზე გამართულ და სწორად შესრულებული ილეთების  მქონე მოჭიდავეს გადაეცემა, რომელსაც მსაჯების გამოავლენენ.   შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და  პრიზიორი იყო.

16 დღიანი კამპანია ფილმის ჩვენებით დასრულდა

0

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში,  ახალგაზრდული იდეის აქტივისტებმა,  მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის კინოთეტრში, რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ,,სორაიას ჩაქოლვა“ აჩვენეს. ახალგაზრდებმა ასევე,  გამოაცხადეს პოსტერების კონკურსი, სადაც  გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.  შეგახსენებთ, რომ 1991 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 172 ქვეყნიდან, გაეროს ფონდის 16- დღიან კამპანიაში, 4000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ბოლო წლების კვლევების  მონაცემებით კი,  საქართველოში, ყოველ მეთერთმეტე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

 კამპანია  25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო  და 10 დეკემბერს, ადამიანთან უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, დასრულდა.

გოგი მეშველიანი: მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში დმანისის მუნიციპაიტეტში გამართულ საკრებულოს სხდომას ეხმაურება, ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს ულოცავს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მათ. „ვულოცავ დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას და მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ წევრს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ყულიაშვილს და მის მოადგილეებს . მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება.” – წერს გოგი მეშელიანი.

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა. სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით პაატა ყულიაშვილი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა რამიზ რამაზანოვი, მოდგილეებად კი ოლეგი გოშუანი და აზერ ალიევი.

ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა-საპატრიარქოს განცხადება

0

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის.საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს.

,,როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისათვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: ,,მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.

ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის.საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას,”-ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლის ბახტიარ მეხტიევის ინიციატივით,მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი ჩართულობით, ჭადრაკის სასკოლო ტურნირი ჩატარდა.

მოსწავლეთა შორის წარმატებით იასპარეზა ჯავიდ მამედოვმა, რომელიც სიგელითა და თურქი მწერლის წიგნით დაჯილდოვდა.

მასწავლებელთა შორის საუკეთესო მოთამაშეს ხალდინ ისმაილოვს კი ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის წიგმი გადაეცა.