Home Blog გვერდი 144

ბოლნისის მუნიციალიტეტის მერმა მოქალაქეების მიღება განაახლა

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა.შეხვედრის მიმდინარეობისას, მოქალაქეებმა ძირითადად ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის კონცეფცია კიდევ ერთხელ გააცნო და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი, სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა. ,,მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, მათი საჭიროებების პირადად მოსმენა, უმნიშვნელოვანესია. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღება დროებით შეიზღუდა, თუმცა დღეიდან მათთან პირადად შეხვედრის შესაძლოებლობა კვლავ მექნება. მოქალაქეებთან კომუნიკაცია გვეხმარება დროულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი დოხტურიშვილი – მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს, სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, დმანისის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მიყენებულ ზიანს ადგილზე პირადად გაეცნო. გიორგი დოხტურიშვილი, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქალაქ დმანისში, სოფელ შახმარლოსა და განთიადში, სადაც ბიძგებმა საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის შენობის დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

„პირადად გავეცანი ყველა ადგილს, სადაც მიწისძვრამ პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ვიმყოფებოდით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაშიც, სადაც ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ მიწისძვრისგან გამოწვეული დაზიანება ნამდვილად არის. დავიწყებთ საექსპერტო დასკვანზე მუშაობას, თუ რა მოქმედება დავგეგმოთ შემდგომში. ჩვენ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენისთვის საჭირო პროცედურები – ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს.“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, განთიადის საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დასკვნას შენობის დემონტაჟის შესახებ დადებს, მოსწავლეები და მასწავლებლები მიმდებარე სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან, მათ ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის “ინიციატივების თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, „ინიციატივების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელი მოეწყო, რომლის იდეაც ბალიჭის საინიციატივო ჯგუფმა, მარიამ ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით შეიმუშავა.

 ,,ინიციატივების თანადაფინანსების“ პროგრამა 2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა სამსახურმა, რუსთავის მოდელის ანალოგზე, მათთან თანამშრომლობით შექმნა, რომლის მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების, გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება.

,,ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა დაბა კაზრეთში №1 საჯარო სკოლის წინ  მოსაცდელის მოწყობას,  მოსახლეობას აღარ მოუწევდა ცუდ და წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ მოცდა.  დაფინანსდა იდეა და განხორციელდა წარმატებით. ამ პროექტის საშუალებით  დაბაში მოგვარდა დიდი ხნის პრობლემა.  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას და „რუსთავის ინოვაციების ჰაბს“ ფინანსური მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტები გვაძლევს საშუალებას, მცირედი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი ქვეყნისა, თუ დაბის განვითარებაში,“განაცხადა მარიამ ნასყიდაშვილმა.

მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს

0

1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში.

ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ 1-ელი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა

0

მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მარტიდან დაინერგება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადრე არსებული ბარიერები მოიხსნა და მაგალითად, მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადა 45 სამუშაო დღიდან 7 დღემდე შემცირდა.

„მე ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ აქტიურად, რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა. ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას, მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ მარტივად. დანარჩენი, რაც ბატონ ზურას აქვს დაწყებული პროცესი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვას, ეს ყველაფერი პროცესშია, ძალიან მალე, მარტიდან ჩაეშვება, ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. მე ვიცი, რომ ბარიერები, რომლებიც არსებობდა მანამდე, მაგალითად, 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღებას. ეს 7 დღემდე შევამცირეთ და გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს მედიკამენტებზე და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს დაუზოგავს თანხებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტუდენტური დაფინანსების პროგრამა გრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი სტუდენტური დაფინანსების მისაღებად, გთხოვთ, დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში.

ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.

მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:

1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან;
3. გარდაცვალების მოწმობა;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობა;
3. ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.

3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
3.ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4.ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.

6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);

7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).

8. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. შშმ სტატუსი.
„არასრულწლოვანთა მსჯავრდებულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 ლარი
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დაბადების მოწმობის ასლი
3. პირადი ანგარიში ბანკიდან
4. სასწავლებლიდან ცნობა
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი
6. განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ ან გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება. 

ბოლნისელმა პატარა ვირტუოზებმა ჟიურისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს

0

გაზეთი ,,ბოლნისი“ რუბრიკაში „წარმატებული“ ნორჩ ვირტუოზებს,  და-ძმას, მათე და მართა გოგებაშვილებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც მცირე ასაკის მიუხედავად, სახელი ქვეყნის მასშტაბით გაითქვეს. მათ, ცნობილი კომპოზიტორებისგან და მუსიკალური საზოგადოებისგან, არა ერთი გამარჯვება და უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

მათე და მართა გოგებაშვილები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ნორჩ პიანისტებს გენეტიკურად მამისგან და ბაბუისგან ერგოთ, თუმცა ასეთი შედეგი და მუსიკისადმი დამოკიდებულება პედაგოგის, ლია მუშკუდიანის დიდი დამსახურებაა. შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, სიბეჯითე და მუსიკალური უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოყენება, პატარა ვირტუოზებს ხელს უწყობს იყვნენ გამორჩეული და სამაგალითო. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ მათ არა ერთი წარმატება მოუტანა. რიგით მე-10 საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა ეროვნულ (რეგიონალურ) კონკურსზე, მათ კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ და-ძმამ, ასაკის მიუხედავად, რთულად შესასრულებელი ნაწარმოები დაუკრეს.

ლია მუშკუდიანი: მათე და მართა შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებული, შეუძლიათ ადვილად შეისწავლონ ნებისმიერი სირთულის ნაწარმოებები. ბავშვები რომ გამორჩეულები და პასუხისმგებლიანები არიან, რა თქმა უნდა მშობლების დამსახურებაა, რომ არა მათი გვერდში დგომა და ხელშეწყობა, ბავშვები ამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. მინდა აღვნიშნო,  ამ მნიშვნელოვანი კონკურსის გარდა, მათეს პირველ კლასში (2019წ.) ვირტუოზული პიესის შესრულებაში პირველი ადგილი აქვს მიღებული. როგორც პედაგოგი ვალდებული ვარ და ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ყველა კონკურსში მივაღებინო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონცერტებსა და კონკურსებში და მათ არაერთი კარგი შედეგი აქვთ მიღებული. მსგავსი აქტივობები ერთგვარი მოტივაციაა პედაგოგებისთვისაც, რათა განვავითაროთ პროფესიული უნარები. სწორედ 2010-2011 სასწავლო წელს მიღწეული წარმატებებისათვის, გადმომეცა დიპლომი საუკეთესო პედაგოგის წოდებით.

-ლალი თანდარაშვილი, ზაურ ხუჯაძის სახელობის სკოლის დირექტორი:

-შემოდგომაზე გაიმართა რიგით მე-10 რეგიონალური კონკურსი, სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულმა, საუკეთესო ნორჩმა თექვსმეტმა შემსრულებელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გამართულ დასკვნით კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელმა და-ძმა გოგებაშვილებმა, ცნობილი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღეს.  ვულოცავ ამ უნიჭიერეს ბავშვებს და მათ პედაგოგს, ასეთ მიღწევას. მათ ურთულეს ნაწარმოებებს გაართვეს თავი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბავშვები ჩვენი ღირსეული მომავალია, სწორედ ასეთ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

მათესა და მართას მართლაც შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. მუსიკალური ნიჭის გარდა, მათ შრომისმოყვარეობა, უფროსების მიმართ პატივისცემა, სიბეჯითე და კეთილსინდისიერება ახასიათებთ.

                                                                                   მარინა გავაშელი.

დავით შერაზადიშვილი ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ანგელოზის დღეს ულოცავს

0

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საზეიმო წირვას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა. „მსურს, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. ყოველი ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში განხორციელების ნათელი მაგალითი. მეუფემ უკვე დიდი კვალი დატოვა ბოლნისის სულიერ და სეკულარულ ცხოვრებაში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

0

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა:• სამედიცინო დაწესებულებები;• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;• შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;• საქართველოს პროკურატურის სისტემა;• ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება. ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება. იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ექიმი.კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი. შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე: • ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;• სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;• ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

„ჩვენი წმინდანის სახელის ხსენებით უნდა გავიხაროთ, მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ”- მეუფე ეფრემი

0

10 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში ბოლნისის რეპარქიის მწყემსმთავრის, მთავარეპისკოპოს ეფრემის ანგელოზის ხსენების დღე აღინიშნა. 15 წელია ეს დღე თითქოს ერთგვარ ტრადიციად იქცა, 15 წელია ზეიმობენ ბოლნელები და ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ. როგორც მთავარეპისკოპოსი ამბობს, ეს ასეც უნდა იყოს, „ჩვენი წმინდანის სახელის ხსენებით უნდა გავიხაროთ, მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ დღეს ერთად ვიყრით თავს და ვმასპინძლობთ ერთმანეთს, თუ ჩამოსულ სტუმრებს“ 15 წლის წინ, პატრიარქის ხელდასმით, ბოლნისის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა, მოსვლის დღიდან რაღაც გამოუცნობი კრძალვა გაჩნდა ერში, გაცნობის და შეჩვევის რიტუალი თითქოს იჭვნეულად, ფარულად მიმდინარეობდა, ამას ვერც ახალგაზრდა ეპისკოპოსი და ვერც მრევლი გრძნობდა თითქოს, მაგრამ დრო ყველაფერს აწესრიგებსო და 15 წელიც უსწრაფესად გაილია, მისი ნაკეთები საქმეები ალაპარაკდა. მისი ქადაგებით მოჯადოებული მრევლის რიცხვი კი თანდათანობით გაიზარდა და ვერ მიხვდნენ, როგორ ნელ-ნელა, შეხმატკბილებულად, რუდუნებით შეეთვისნენ ერთმანეთს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი და ბოლნისი თითქოს განუყოფელნი გახდნენ, თითქოს ერთმანეთში გაიგივდნენ და წარმოუდგენელი შეიქმნენ უერთმანეთოდ. 10 თებერვალს ბოლნისში ეფრემობა აღინიშნა, ბოლნისის ეპარქია და მრევლი, გულწრფელად ხარობს, ზეიმობს და ულოცავს ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მისი წმინდანის ხსენების დღეს.