Home Blog გვერდი 132

მარტყოფობის დღესასწაულზე ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშოც ჩაერთო

0

„გახსოვდეს შენი წარსული“ ამ იდეის მატარებელი ღონისძიება გაიმართა სოფელ მარტყოფში. საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით  დღესასწაულმა მასშტაბური სახე მიიღო. მესამე წელია მათი თაოსნობით მრავალფეროვანი სანახაობები ეწყობა. დამსწრე საზოგადოებამ  მარტყოფის ბრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება კიდევ ერთხელ გაიხსენა.

 დღესასწაულზე  დამსწრე საზოგადოებამ ქვემო ქართლის სადროშოების მიერ წარმოდგენილი საქართველოს კულტურა ,ღონისძიებების სახით იხილა,   საესტრადო სიმღერებით, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით, მათ საქართველოს კუთხეებში იმოგზაურეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ძველი ქართული იარაღები.  გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი  გამოსვლა ხრიდოლში. საღამო    ჩოხოსანთა საპატიო წევრების დაჯილდოებით დასრულდა.

მარტყოფობის დღესასწაული, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცა, მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღების ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში ღვინის მარანი დაათვალიერა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბოლნისში, იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც 2021 წელს, სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა. “ქობულაძის მარანს” არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საფერავის, რქაწითელისა და ევროპული სახეობის ღვინოებს აწარმოებს. როგორც მეღვინემ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების შედეგად მან 10 ტონის მოცულობის 7 ქვევრი, ასევე უჟანგავი ფოლადის ავზები და ღვინის საფილტრი შეიძინა. მისივე განცხადებით, რომ არა ხელშემწყობი პროგრამები, პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართველი მეწარმეების დაფინანსებას. 2018 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქობულაძის მიერ წარმოებული რქაწითელი ოქროს მედლით დააჯილდოვა. საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, რქაწითელის ღვინო ოქროს მედლით 2019 წელსაც დაჯილდოვდა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ბოლნისში იმყოფებოდა

0

 საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰაზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერასახელმწიფო პროგრამისდანერგე მომავალიფარგლებში შპსაგრო ბალავარმადა შპსაგრო ბალავარი +“-მა ბაღის გაშენებისთვის 247,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს. მათ ასევე ისარგებლესშეღავათიანი აგროკრედიტით“, რომლის ფარგლებშიც სესხის ოდენობამ 768 500 ლარი შეადგინა. დამატებით, შპსაგრო ბალავარ +“-მა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 35% თანადაფინანსებით 22 500 ლარის ღირებულების სასოფლოსამეურნეო ტექნიკა მიიღო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროგრამების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

როგორც ადგილობრივმა ფერმერმა, ქეთევან ისიანმა აღნიშნა, რომ არა სახელმწოფო დაფინანსება და ხელშეწყობა, ბაღების გაშენება დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.

 სახელმწიფო პროგრამითდანერგე მომავალიქვემო ქართლის რეგიონში ახალი, მრავალწლოვანი ბაღის გაშენება 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აღემატება.

ქვემო ქართლის რეგიონში, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისფარგლებში გაცემულია 414 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება კი 61 მლნ ლარს აღემატება. პრემიერმინისტრთან ერთად ადგილზე ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ.

სოფელ რატევანში დასუფთავების აქცია მოეწყო

0

სოფელ რატევანში დასუფთავების აქცია მოეწყო, მდინარე მაშავერას სანაპირო სტიქიური ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების კამპანია წყლის რესურსების საერთაშორისო დღის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო, მათ კომუნალური მეურნეობის  თანამშრომლების დახმარებით ტერიტორია ნარჩენებისგან დაასუფთავეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს, აღსანიშნავია, რომ მერიის ორგანიზებით დასუფთავების  აქციები სისტემატურად იმართება და ნარჩენებისგან   სხვადასხვა ლოკაციები იწმინდება.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით დაარსდა, რომელიც მოსახლეობას შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება  რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.

წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:

და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში;

მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბინის ქირით უზრუნველყოფს

0

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინელების 2 ოჯახი ქალაქ ბოლნისში დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდა. უკრაინის მოქალაქეები თავდაპირველად ზურა ლიპარტელიანის ოჯახმა შეიფარა.

ბოლნისში მყოფი უკრაინელები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად მოინახულა. დავით შერაზადიშვილმა უკრაინის მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები მიუტანა, ბავშვებს კი ტკბილეული და უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მერიაში შექმნილ შტაბში შეგროვებული სათამაშოები გადასცა.

მერი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. ამ ეტაპზე უკრაინელების ორი ოჯახი ქალაქ ბოლნისში ნაქირავებ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას. დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მერია მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქ ბოლნისში მოქმედ მე-5 საბავშვო ბაღში ჩაირიცხნენ.

„ქალაქ ბოლნისში უკრაინელების 2 ოჯახი იმყოფება. ეს ადამიანები ჩვენს მოძმე ქვეყანაში რუსულ აგრესიას გამოექცნენ. დღეს ისინი მოვინახულე, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და ტკბილეული გადავეცი. უკრაინის მოქალაქეებს ბინის ქირითმერია უზრუნველყოფს, ჩვენ ამ ადამიანებს ყველანაირად დავუდგებით გვერდში. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზურა ლიპარტელიანის ოჯახს, რომელმაც უკრაინელები შეიფარა. ვიმედოვნებ, უკრაინაში ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინელი სამშობლოში მშვიდად ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბინის ქირით უზრუნველყოფს

0

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინელების 2 ოჯახი ქალაქ ბოლნისში დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდა. უკრაინის მოქალაქეები თავდაპირველად ზურა ლიპარტელიანის ოჯახმა შეიფარა.ბოლნისში მყოფი უკრაინელები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად მოინახულა. დავით შერაზადიშვილმა უკრაინის მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები მიუტანა, ბავშვებს კი ტკბილეული და უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მერიაში შექმნილ შტაბში შეგროვებული სათამაშოები გადასცა.მერი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. ამ ეტაპზე უკრაინელების ორი ოჯახი ქალაქ ბოლნისში ნაქირავებ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას. დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მერია მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქ ბოლნისში მოქმედ მე-5 საბავშვო ბაღში ჩაირიცხნენ. „ქალაქ ბოლნისში უკრაინელების 2 ოჯახი იმყოფება. ეს ადამიანები ჩვენს მოძმე ქვეყანაში რუსულ აგრესიას გამოექცნენ. დღეს ისინი მოვინახულე, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და ტკბილეული გადავეცი. უკრაინის მოქალაქეებს ბინის ქირითმერია უზრუნველყოფს, ჩვენ ამ ადამიანებს ყველანაირად დავუდგებით გვერდში. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზურა ლიპარტელიანის ოჯახს, რომელმაც უკრაინელები შეიფარა. ვიმედოვნებ, უკრაინაში ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინელი სამშობლოში მშვიდად ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წარჩინებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

0

წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისების პროგრამაში ცვლილებები შევიდა:

წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);

წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);

სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) – 150 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);

სადოქტორო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) – 300 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);

წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ და უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობებისა. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით. ყოველთვიური სტიპენდიის მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან ცნობა, რითაც დასტურდება სტუდენტის სტატუსი (მიმდინარე წლის ან /და სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი)

გ) წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა(ქულების ამონაწერი), რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი-შეფასების 81-90 ქულა);

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გაითვალისწინეთ, სტიპენდიების მისაღებად აუცილებელია ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენა.

ბოლნისის საპატიო მოქალაქე ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

0

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2019 წელს ილია დარჩიაშვილს ბოლნისის საპატიო წოდება მიენიჭა.

სწორედ მისი დამსახურებაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ბოლნისის კანალიზაციის სისტემის პროექტის გრანტით დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტით სხვადასხვა მიმართულებებში ინვესტიციების მოზიდვა, ბოლნისში გლობალური მასშტაბური და აქტუალური პროექტების განხორციელება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს

0

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.