Home Blog გვერდი 131

გოგი მეშველიანი ნუგზარ ჭითანავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მწუხარებას გამოთქვამს ბოლნისის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის  ნუგზარ ჭითანავას გარდაცვალების გამო.

„მწუხარება მინდა გამოვთქვა, ბოლნისის თეატრის დამსახურებული მსახიობის ნუგზარ ჭითანავას გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს. კიდევ ერთი ადამიანი წავიდა იმ თაობიდან,რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბოლნისის თეატრის განვითარებაში.  ნუგზარ ჭითანავა, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თეატრს.  სხვადასხვა დროს იყო დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი,“-აღნიშნულია გოგი მეშველიანის სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბოლნისის მუზეუმში მეღვინე-მევენახეობის პირველი ფორუმი გაიმართა

0

ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება ორი საუკუნის წინ შვაბების ჩამოსახლებას უკავშირდება, მათ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გააშენეს ვენახები და დაიწყეს ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით. მას შემდეგ ბოლნისში ამ საქმიანობას წარმატებით მისდევენ, თუმცა რამდენიმე წელია მეღვინეებმა ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს, რომლის აღორძინება-განვითარების საქმეში დიდი წვლილი გურამ ავქოფაშვილმა შეიტანა. მან 2018 წელს კომპანია „არემჯის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ ჩამოაყალიბა. სწორედ მეღვინეების განვლილი გზის გაცნობა მოხდა ბოლნისის ახალ მუზეუმში გამართულ ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყო „ღვინო ბოლნისის“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობების ანგარიში.

განსხვავებული არომატისა და გემოვნური თვისებების ბოლნისურ ღვინოებს დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. გაერთიანება „ღვინო ბოლნისმა“ მხარდამჭერების მეშვეობით საინტერესო და სასარგებლო პროექტები განახორციელა. მათი დახმარებით მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში, გადიან სხვადასხვა საგანამანათლებლო ფორუმებს და სემინარებს, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო  მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ღვინოები შესთავაზონ,  მხარდამჭერებისგან ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა, კერძოდ მეღვინეების ღვინის ჭურჭლით უზრუნველყოფაზე ლაბორატორიულ კვლევებზე, ექსპორტის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმზე საუკეთესო ღვინის წარმოებისთვის დაჯილდოვდა 16 მეღვინე, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ, ღონისძიებაზე კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.  მალე ბოლნისს ახალი ლოკაცია ქართულ-გერმანული ღვინის სახლი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბოლნისურ ღვინოებს.

არემჯის მხარდაჭერით ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

0

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანიაარემჯისა“ და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული  აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ფორუმზე ასევე გამოვლინდა 16  მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, სარგებლობაში უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.  

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და განვვითარდით. მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმიც ამის დასტურია.  მოხარული ვარ, რომ ამდენი მევენახემეღვინე, ღვინის დარგის ექსპერტი, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წარმომადგენელი შეიკრიბა და გაეცნო როგორც ბოლნისურ ღვინოებს, ასევე ადგილობრივი მევენახემეღვინეების მიღწევებს. ეს  წელი განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო ჩვენთვის. ბოლნისური ღვინო ექსპორტზე ევროპაში პოლონეთის ბაზარზე გავიტანეთ,  რაც კიდევ ერთი დასტურია გაერთიანება ღვინო ბოლნისის წარმატებული საქმიანობისა.განაცხადა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა.

ფორუმზე, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისას და მათი მართვისას, მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, „ღვინო ბოლნისს“, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის 4 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ასეთი ეფექტური გახადა. მჭედლიშვილმა ასევე სტუმრებს ქართულგერმანული ღვინის სახლის პროექტის  მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქალაქ ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში  ხორციელდება.

,,ჩვენ ადგილობრივი მეღვინეობის და ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისს’’ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართულგერმანული ღვინის სახლი სწორედ ამ ხელშეწყობის  გაგრძელებაა, რომელიც ბოლნისში შექმნის კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს, როგორც გერმანელი ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ადგილობრივ მეღვინეის განვითარებას და მათი ღვინოების ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.“ აღნიშნა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

მეღვინეთა ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერები  ესწრებოდნენ.

,,ჩვენი როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ბოლნისში ღვინის წარმოებას და ამ მიმართულებით ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ არაერთი ადგილობრივი მეღვინე შეუერთდება და ბოლნისური ღვინო კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს არამარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.“  – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

2018 წლიდან  მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისმა , კომპანია ,,არემჯისა” და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განახორციელა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო სემინარებს, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, ულიმიტო ლაბორატორიულ სერვისებს, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.

11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

0

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.

ცვლილების მიხედვით, ექიმი დანიშნულებაში მხოლოდ გენერიკულ დასახელებას მიუთითებს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“, სამ ყველაზე იაფ მედიკამენტს შესთავაზებს.

მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება და მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ესსეების კონკურსი თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში”

0

დედამიწის დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში” დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აერთიანებს. 2022 წელს, დედამიწის დღის აღნიშვნა ყურადღებას ამახვილებს იმ საქმიანობებსა და ქმედებებზე, რომელიც ხელს უწყობს გარემოს გაუმჯობესებას და მდგრადი მომავლის შექმნას. გარემოსდაცვითი განათლება არის ერთი-ერთი ყველაზე შეუფასებელი ინვესტიცია, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალ თაობებში დებს და რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ინტეგრირებულ აღქმას და განაპირობებს გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით, იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში. ნამუშევრების წარდგენის წესი: ესსეს ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს Word-ის დოკუმენტის სახით, შემდეგ მისამართზე – info@eiec.gov.ge, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „ესსეების კონკურსი“. ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 19 აპრილი. კონკურსთან დაკავშირებული დეტალები ვრცლად იხილეთ ბმულზე: ესსე შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით. საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე, ელ-ფოსტა:Natela.Bliadze@eiec.gov.ge, ტელ: 598 21 82 85

საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია

0

12 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში სულ დადასტურებულია COVID 19-ის 392 ახალი შემთხვევა.კლინიკებში მკურნალობს 393 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 2 ადამიანი.

პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

0

11 აპრილს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ (RDYE) პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბიშვილი და პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და გაიგონ მეტი პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან, რომელიც ბოლნისში განახორციელებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამეწარმეო ტრენინგებს.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE როექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე)  სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.საინფორმაციო შეხვედრაზე გაჟღერდება ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების შესახებ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და გაიგონ მეტი პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

RDYE პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან:

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის მაისში. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: .

დრიფტი ბოლნისში

0

10 აპრილს დილას ბოლნისის შემოსასვლელში უჩვეულო ფუსფუსით ავტომრბოლელებისა და მოტომრბოლელების შეკრება გაიმართა, რომლებმაც ლაშა ახვლედიანის თასის გათამაშებისთვის მზდება დაიწყეს. მისი ხსოვნის პატივის მისაგებად მრბოლელებმა ბოლნისის ქუჩებს რამდენიმე წრე დაარტყეს და ყოფილი ემტეესის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ჩატარდა ფიგურული სლალომი, ტაიმერზე შეჯიბრში. შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. მონაწილეობდა 20-ზე მეტი მანქანა რეგიონის მასშტაბით. პროფესიონალი მსაჯების გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი გახდა თბილისიდან მამუკა ქვრივიშვილი, მეორე ადგილი ბოლნსელმა ვანო ხელაძემ, მესამე ადგილი კი ქუთაისელმა მონაწილემ ალექსი წურბელაძემ დაიკავა. გამარჯვებულებს შესაბამისი თასები და სიგელები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ბოლნისში სისტემატიურად ტარდებოდა საავტომობილო შეჯიბრი ლაშა ახვლედიანის ორგანიზებით, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა 2021 წლის 9 თებერვალს ავტოავარიაში. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ლაშას თასი საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს და ყოველწლიურად გაიმართება.

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით

0

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ აქვეყნებს. ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში  რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.

ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით. ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის  თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა.

33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – დაღუპულთა ხსოვნას ბოლნისში პატივი მიაგეს

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან, 9 აპრილის გმირები, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. კულტურის სახლის აღსაზრდელებმა, დამსწრე საზოგადოებას, სიმბოლური პერფომანსი წარუდგინეს. ზუსტად 33 წლის წინ, თავისუფლების მოთხოვნით გულანთებულ გოგო-ბიჭებს, თავს რუსული აგრესია დაატყდათ. ისინი ხომ სამშობლოს სიყვარულმა და თავისუფლებაზე ოცნებამ გააერთიანა. შიმშილობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ , პარალელურად კი მათ წინააღმდეგ მზაკვრობა იგეგმებოდა. რუსული მძიმე ტექნიკა ქალაქის გულში გამოჩნდა. მშვიდობიანი მანიფესტაცია და პატრიოტული, ჩონგურზე ამღერებული ხმები განწირული ადამიანების კივილმა ჩაანაცვლა. ოცდაერთ დაღუპულს და ასობით დაშავებულს ითვლის 9 აპრილის ღამე. მას შემდეგ, ყოველი წლის 9 აპრილს, პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.