Home Blog გვერდი 127

ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს, ხუთი გამარჯვებული ჰყავს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსს, ხუთი გამარჯვებული  ჰყავს. ბოლნისის მერიაში გამარჯვებული პროექტების გახსნის ცერემონიალი გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც, პროექტების ავტორებს გააცნეს ვალდებულებები, პირობები და გრანტის სახით გადასცეს ფულადი პრიზები. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებისგან მიღებული პროექტები, ბოლნისის კომიტეტის მიერ, კრეატივისა და ყველა იმ წესის დაკმაყოფილებით შეირჩა, რაც ახალგაზრდულ იდეას ჰქონდა გამოცხადებული.

,,ბოლნისის ახალგაზრდულმა იდეამ, თებერვალში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიღებული პროექტები კი გადაირჩა ბოლნისის კომიტეტის მიერ და გამოვლინდა გამარჯვებულები. 4 მაისს ბოლნისის მერიაში, გაიმართა 5 პროექტის გახსნის ცერემონიალი და გამარჯვებულებს,  გრანტის სახით, ფულადი პრიზები გადაეცათ. ბოლნისის ახალგაზრდულ იდეას,  მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროპის ფონდის მიერ, ყველაზე მეტი დაფინანსებული პროექტი აქვს.  შემოსული პროექტების ნახევარი დაფინანსდა,  საგრანტო თანხა  965 ლარს შეადგენს. გამარჯვებული პროექტებია:  ,,შეიმეცნე შენი სამშობლო,” ,,სახელოსნო,”  ,,სამართალი ჩვენს თემში,”  ,,ბიბლიოთეკა ჩემს სახლთან ახლოს,”  ,,საუკუნო საგზალი.”

   ,,შეიმეცნე შენი სამშობლო” არის პროექტი, რომელიც კულტურულ მნიშვნელობაზეა დაყრდნობილი, ამ პროექტიდან ველოდებით საკმაოდ დიდ გამოხმაურებას ბოლნისელი ახალგაზრდებისგან, რადგან ბოლნისში ბევრ ძეგლს  სჭირდება სათანადო ყურადღება.  ,,სახელოსნო” არის ჩვენი დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გააკეთებს თავის საქმეს.  ეს პროექტი მიმართულია გარემოს დაცვისა და ნარჩენების სწორად მართვის კუთხით.  ვფიქრობ, რომ ბოლნისის ახალგაზრდული იდეა,  ამ პროექტის დაფინანსებით იამაყებს.  ,,სამართალი ჩვენს თემში” არის ორიენტირებული პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობენ საინტერესო და მეტად მიზანდასახული მოზარდები. ვფიქრობ, პროექტის დასრულების შემდეგ, ამ თემატიკასთან დაკავშირებით, მეტად მცოდნე საზოგადოება გვეყოლება. ,,ბიბლიოთეკა ჩემს სახლთან ახლოს” ჩვენი პროექტებიდან არის ერთ-ერთი გამორჩეული, რადგან თავიდან ბოლომდე  სოციალური პროექტია, დაბა კაზრეთში ეს პროექტი განხორციელდება სოციალურად დაუცველებთან და ლტოლვილებთან, რაც შეახსენებს მათ, რომ ბოლნისის ახალგაზრდული იდეა, აქტიურ ბავშვებთან ერთად, მათ გვერდითაა. და ბოლოს,  ,,საუკუნო საგზალი” არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დაინტერესებას უზრუნველყოფს იმ დარგში, რომელიც მეტად მივიწყებულია, ეს არის სამსახიობო ოსტატობის დაუფლება.  აღნიშნული პროექტი საამაყოა იმით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღარ არის მოზარდთა სამსახიობო სივრცე და ამ პროექტის დაფინანსებით, ხელი შევუწყვეთ, რამდენიმე სპექტაკლის გამართულად დადგმას და ღონისძიებებს. ვფიქრობ, ბოლნისის ახალგაზრდული იდეის ისტორიაში, წლევანდელი საგრანტო კონკურსი, სამაგალითო და საამაყო იქნება,“განაცხადა ბოლნისის ახალგაზრდული იდეის წევრმა ლუკა გაბიძაშვილმა.

ახალგაზრდული იდეის ზედამხედველობის ქვეშ, ხუთივე პროექტი დაიწყებს განხორციელებას და უმეტესი ნაწილი, ერთი თვის ვადაში დასრულდება. რამდენიმე პროექტი კი არის ისეთი, რომელიც დაიწყება და დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ბოლნისელებს.  ბოლნისის ახალგაზრდული იდეა, პროექტების დასრულების შემდეგ, გამართავს დახურვის ღონისძიებას.

საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება

0

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებათა ციკლი გრძელდება, დღეს გამართული აქტივობა მკვითხველების ჩართულობით წარიმართა. საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერის ჩანაფიქრი განხორციელდა- ღონისძიებამ  მსმენელები აიყოლია, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ საბავშვო მწერლის ნინო ლარცულიანის შეოქმედებას გაცნობოდენენ. მწერალმა ბავშვები საანბანო ზღაპარში ამოგზაურა, მისი შემოქმედებიდან კი სახალისო გამოცანა-ლექსები  პატარებმა თავად წაიკითხეს. ნინო ლარცულიანი ბოლნისის საბავშო ბიბლიოთეკას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან ერთად სტუმრობდა. ავტორმა მკითხველისთვის რამდენიმე წიგნი საჩუქრად დატოვა და პირობა დადო მსგავს შეხვედრებს, მისი შემოქმედების მთავარ გმირებთან ხშირად მოაწყობს.

გოგი მეშველიანი გერმანიის სასწავლო-გაცნობით ვიზიტში მონაწილეობს

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში მონაწილეობას იღებს გერმანიის სასწავლო -გაცნობით ვიზიტში . „ვიზიტის ფარგლებში საშუალება გვაქვს გავეცნოთ გერმანიაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობას და მოვინახულოთ მათ მიერ განორციელებული სოფლის განვითარების პროექტები,” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ვიზიტი მიმდინარე წლის 1 მაისს დაიწყო და7 მაისამდე გაგრძელდება.

ბოლნისში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

0

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მთავარი ბიბლიოთეკის ,,საბას“ დარბაზმა  ნიჭიერი  მკითხველების, ანი ფოცხვერაშვილისა და ანი ბეჟანიშვილის შემოქმედებით საღამოს  უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო საინტერესო  ნახატები და  ლიტერატურული ჩანახატები. 6 მაისის ჩათვლით ბოლნისის ბიბლიოთეკებში გაიმართება სხვადასხვა სახის  შემოქმედებითი ღონისძიებები.  

 საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალი ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ  ასოციაციისგან 2021-2022 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

„თამარიონმა“ ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა

0

ორწლიანი პაუზის შემდეგ კულტურის სფეროში აქტივობები განახლდა. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე „CAUCASUS CUP – 2022 “ ფესტივალი გრიბოედოვის თეატრში 3 ეტაპად ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა შემოქმედებითი კომპანია „მეჯიქ გრუპი“, რომელიც უკვე  14 წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფესტივალ-კონკურსებს ატარებს და გამორჩეულ ანსამბლებს იწვევს საზღვარგარეთ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.

მარიამ კოტეტიშვილი, „მეჯიქ გრუპის“ წარმომადგენელი, წამყვანი:

-2 წელი პანდემიის გამო, გაჩერებული იყო ყველაფერი, ახლა გადავწყვიტეთ ამ ფესტივალით საშუალება მიგვეცა შემოქმედებითი კოლექტივებისთვის თავიანთი სურვილით ჩართულიყვნენ. ამ სცენაზე გამორჩეული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, მაყურებელი ხედავს, აფასებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი გამოსვლებით ბავშვები ღებულობენ დიდ გამოცდილებას. თითოეული ანსამბლი დაჯილდოვდება და მიწვეული იქნება სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობის მისაღებად.  შემოქმედებითი კომპანია „მეჯიქ გრუპ“ უკვე 14 წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს შემოქმედთა ფესტივალებს, რითაც თითოეულ მონაწილეს, არამარტო ნიჭის გამოვლენის საშუალებას, არამედ საქართველოს კუთხეების მონახულების შესაძლებლობასაც აძლევს. ამასთანავე, ჩვენს ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილე, ნებისმიერ ძლიერ კოლექტივს, შანსი ეძლევა მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი და მიწვეულ იქნას საერთაშორისო ფესტივალებზე. ამ ყველაფრის მიზანია ასახელონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა გაიტანონ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თამარ რეხვიაშვილი, ანსამბლ „თამარიონის“ ქორეოგრაფი:

-მოხარული ვარ ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღებით, თითოეული ბავშვის მონდომებით, რომლებმაც ასე ლამაზად წარმოაჩინეს ჩვენი მუნიციპალიტეტი და კიდევ ერთხელ გვასახელეს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში განვახორციელებთ ყველა იმ სამომავლო გეგმას, რაც გვაქვს მიზნად დასახული.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გრიბოედოვის თეატრში ანსამბლი „თამარიონი“ 2 ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეები თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ანსამბლი „თამარიონი“ მიწვეულია თურქეთში, საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.

ფრენბურთის ფინალური მატჩი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებით დასრულდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტულმა აქტივობებმა სტარტი აიღო, მარათონი   სპორტულ-გამაჯანსაღებელ  კომპლექსში  ფრემბურთის ტურნირით გაიხსნა, სადაც თორმეტი  გუნდი ჩაერთო.სპორტული ღონისძიება რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ინტეგრაციას ისახავს მიზნად, კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა,ახალგაზრდული სათემოების აქტიური ჩართულობით  მარათონი,  ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება  და სხვადასხვა სახის  სპორტულ აქტივობებს მოიცავს, წახალისების მიზნით კი  პორველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოვება მოხდება

ფრენბურთის ფინალური მატჩი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებით დასრულდა. I ადგილზე ქალაქ ბოლნისის ვაჟთა სამოყვარულო გუნდი გავიდა, II ადგილზე – სოფელი დისველის სამოყვარულო გუნდი, ხოლო III ადგილზე – ქ. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდი. ნიკოლოზ ხარაიშვილი კი სპორტის აღნიშნულ სახეობაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გოგი მეშველიანი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამს, ერთთვიანი მარხვის დასრულებას”, – საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამადან-ბაირამს ულოცავს. „ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან-ბაირამს, ერთთვიანი მარხვის დასრულებას. მოთმინების, თავმდაბლობის, ურთიერთპატივისცემის, სულიერი სიმშვიდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მოთმინებას, სულიერ სიმშვიდეს , ჯანმრთელობას და წარმატებებს ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის!“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო. „მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. „მინდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება

0

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, სფეროს წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლნისში სპორტული აქტივობების მარათონი დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტულმა აქტივობებმა დღეს  სტარტი აიღო,მარათონი   სპორტულ-გამაჯანსაღებელ  კომპლექსში  ფრემბურთის ტურნირით გაიხსნა, სადაც თორმეტი  გუნდი ჩაერთო.სპორტული ღონისძიება რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ინტეგრაციას ისახავს მიზნად, კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა,ახალგაზრდული სათემოების აქტიური ჩართულობით  მარათონი,  ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება  და სხვადასხვა სახის  სპორტული აქტივობებს მოიცავს, წახალისების მიზნით კი  პორველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოვება მოხდება.