Home Blog გვერდი 115

ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივობებში

0

 

„ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც წინასწარ შერჩეული თორმეტი სამიზნე მუნიციპალიტეტის  წარმომადგენელი ჩაერთო. ტრენინგს, ბოლნისიდან, მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი,  კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების უფროსთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები, მონაწილეებმა ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება წარმატებული პროექტების და ევროპული პროგრამების შესახებ. მერიის წარმომადგენები, შეხვედრაზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას,  ახალგაზრდებს გაუზიარებენ, დაიგეგმება ყოველთვიური შეხვედრები. სამუშაო ჯგუფები კი მიიღებენ 2 000 ლარიან დაფინანსებას, რათა განახორციელონ მათ მიერ შერჩეული სათემო ინიციატივა. პროექტის ფარგლებში ჩართული 15 ადამიანი  სასწავლო ვიზიტით შემოდგომაზე  დანიაში გაემგზავრება.

პროექტი, რომელიც დანიური ორგანიზაციის „Corssing Bonders“, „მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICPI“ და ახალგაზდული ასოციაცია „დრონის“ მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას სამოქალაქო აქტივობებში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სათათბირო 2014 წელს შეიქმნა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, სრულყოფილი ფუნქციონირება ვერ შეძლო,  2021 წელს კი საქართველოს წითელი ჯვრის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა საბჭოს ხელახალი  დაკომპლექტება და ფორმირება. დღეს უკვე  ახალგაზრდული საბჭო შედგება 27 აქტიური მოხალისე ახალგაზრდისგან, რომლებიც   ჩართული არიან  სხვადასხვა აქტივობებში.

ანსამბლი ,,სიონი”გასტროლებიდან დაბრუნდა

0


ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა. „სიონი“ მიწვეული იყო ესპანეთში საერთაშოროსო ფელსტივალზე „Folklore Festivals Blue Diamond“ , 18-დან 22 ივლისის ჩათვლით ანსამბლმა მონაწილეობა საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართულ მუსიკისა და ცეკვის XII საერთაშორისო ფესტივალზე „PARALIA SUMMER FESTIVAL“ მიიღო,სადაც საუკეთესო გამოსვლისთვის დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრით ,,სიონის”თითოეულ წევრს კი ფულადი ჯილდო გადაეცა.

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

0

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა. რიგით მე-9 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, მცხეთის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღალდაძე გახდა. ,,ჩემთვის დიდგორელის პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პროექტ ,,დიდგორელის“ მონაწილეობა ძალიან შემეცნებითი იყო. მონაწილეებმა არაერთი წიგნი წავიკითხეთ და ისტორიული მასალა დავამუშავეთ. მოხარული ვარ, რომ გავხდი პროექტის მონაწილე, მოვხვდი ტოპ ხუთეულში და პირველი ადგილიც ავიღე.‘’ – აღნიშნა მარიამ მაღალდაძემ. ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისის თვეში ჩაერთნენ. პროექტში მეორე ტურიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის თექვსმეტი სკოლის 120 მოსწავლე იყო ჩართული. ,,დიდგორელის პროექტი უკვე მეცხრე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გვიხარია რომ მცხეთის მუნიციპალიტეტშიც, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ,,დიდგორელის’’ პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩართულობაც მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს ძალიან მაღალი შედეგები ქონდა, რაც ჩვენთვის პროექტ ,,დიდგორელის” წარმომადგენლებისთვის ძალიან სასიხარულოა”. – განაცხადა „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ. ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. კონკურსის მიზანი მოსწავლეების საქართველოს ისტორიით დაინტერესება და მათი ცოდნის გაღრმავებაა. ამ დროისთვის თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, წალკის, გარდაბნის, რუსთავის, მესტიის და ახლა უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ,,დიდგორელი’’, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მთელი ქვემო ქართლის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ათასობით ახალგაზრდა მოსწავლეს აერთიანებს. ,,არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდობის, ახალგაზრდული ინიციატივებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. პროექტი ,,დიდგორელი’’ არის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოსწავლეებისთვის, რომელიც ეხმარება მათ უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიას. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტ ,,დიდგორელს’’ და გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება.’’ – განაცხადა „არემჯის“ წარმომადგენელმა გიორგი კობახიძემ.

სოფელ ხატისოფელში ტაძრამდე მისასვლელი გზა მოეწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქვემო ქართლის ტურისტულ მარშრუტს ახალი ლოკაცია შეემატა. სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზა გაკეთდა. ინფრასტრუქტურული ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, მოინახულა. სოფელში 1100 გრძივი მეტრი გზა გაკეთდა. სოფლის შესასვლელიდან ძველ სკოლამდე, ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო ტაძრამდე მისასვლელი გზა ადგილობრივი ბაზალტით  მოიკირწყლა. სამუშაოები ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.

ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

0

25 ივლისს, „მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) წევრები  მონიტორინგის მიზნით  ხულუტის ციხე-დარბაზში იმყოფებოდნენ  განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად.

როგორც საზოგადოებისთვის  უკვე ცნობილია, 2020 წელს,  „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, XVIII საუკუნის   ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის   კვლევა  და  გეოლოგიური შესწავლა  დაიწყო,  ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან,   მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ,  ციხე-დარბაზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც.

ამჟამად,  ხულუტის ციხე- დარბაზში სამუშაოების მეორე ეტაპი  აქტიურ ფაზაში  გადადის: ციხის კედლებზე  მოეწყო ლითონის  და ხის ხარაჩოები; გაიწმინდა  და   გადაეწყო  ციხის მარნის ზედა ნიშნულები.  მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო  ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკები, გალავანი,  მარანი და ციხის საიდუმლო გვირაბი  სრულად იქნება რეაბილიტირებული, ხოლო  მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე,  სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე. 

ხულუტის ციხე-დარბაზის  სამწლიან სარებილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც   კომპანია „ინდუსტრია“ ახორციელებს, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით  კომპანია  “RMG” აფინანსებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა

0

🔹გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული ინიციატივები დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტბი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

👤„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება როგორც უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს“-გიორგი დოხტურიშვილი.

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის სამომავლო გეგმის დასახვა იყო. სახელმწიფო რწმუნებულმა თითოეული მუნიციპალიტეტის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა, პრიორიტეტული საკითხები განიხილა და მათი გადაჭრის გზები მერებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დასახა.

📉გიორგი დოხტურიშვილმა, სიტყვით მიმართვის დროს, მერის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. უმნიშვნელოვანესია, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი, რომელში ჩართულობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცესს.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ფორმატის შეხვადრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

როდის განახლდება სასწავლო პროცესი პირველ საჯარო სკოლაში

0

ქალაქ ბოლნისის, №1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი,  სარემონტო სამუშაოების გამო, შეჩერებული იყო. ამ ხნის მანძილზე  მოსწავლეები ქალაქის  2 სკოლაში  გადანაწილდნენ.  2020 წლის ნოემბრის თვიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სკოლის ისტორიულ შენობაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდა მთლიანი შენობის გამაგრებითი სამუშაოები. გადაიხურა და ჩაისვა ახალი კარ-ფანჯა. კეთილმოეწყო ეზოს გარე პერიმეტრი, შემოიღობა,  დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა სპორტული მოედანი და ტრენაჟორები.

რაც შეეხება შენობის შიდა პერიმეტრს, აქაც გრანდიოზული სამუშაოები შესრულდა. მოიხსნა ტიხრები და გაფართოვდა არასტანდარტული პატარა საკლასო ოთახები, 3 საკლასო ოთახის ბაზაზე გაკეთდა დიდი, თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, შესაბამისად აღიჭურვა ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები. სველ წერტილებთან და საპირფარეშოებთან დაკავშირებული პრობლემა, მთლიანად მოგვარდა. დამონტაჟდა 25 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რაც წყლის უწყვეტ  მიწოდებას უზრუნველყოფს. მთლიანად შეიცვალა და დამონტაჟდა  გათბობის ახალი სისტემა.

შშმ და სსმ მქონე მოსწავლეებისთვის სკოლა სრულიად ადაპტირდა, გაკეთდა როგორც გარე, ასევე შიდა ელექტრონული პანდუსი, მეორე სართულზე კომფორტული გადაადგილებისთვის დამონტაჟდა ლიფტი .

რაც შეეხება სკოლის ინტერიერს, ფერების არჩევანი არ იყო ერთპიროვნული, სკოლის ვებ-გვერდზე დაიდო გამოკითხვა და ხმათა უმრავლესობით შეირჩა, თბილი ნათელი ფერები. მთლიანი სკოლის შიდა სივრცე ღია ფერებშია გადაწყვეტილი. ავეჯიც და ტექნიკაც დამონტაჟდება ახალი.  ერთადერთი,  რაც ხელშეუხებელი დარჩა,  ისტორიული ფასადიa, რომელიც 1942 წელს აშენებულ, პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ 2022-23 სასწავლო წელს, სკოლა მშობლიურ გარემოში დარეკავს ზარს, 800-მდე მოსწავლე საკუთარ საკლასო სივრცეებს დაუბრუნდება და მეცადინეობები 2 ცვლაში მოხდება. ახლად რეაბილიტირებული სკოლა სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, რაც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

0

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობისას, დაფიქსირდა ვანდალიზმის შემთხვევები. კერძოდ, ბოლნისის სამუსიკო სკოლის წინ მდებარე სკვერში უცნობმა პირებმა მოიპარეს უკვე დარგული მცენარეები. გამწვანების მასშტაბური სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მოწესრიგებულ, გალამაზებულ სკვერებში შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება. აღნიშნული ტერიტორიები საჯაროა, შესაბამისად, მისი მოვლის ვალდებულება, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამსახურის გარდა, თითოეულ მოქალაქესაც ეკისრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

0

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, სამუშაოების მიმდინარეობისას, დაფიქსირდა ვანდალიზმის შემთხვევები. კერძოდ, ბოლნისის სამუსიკო სკოლის წინ მდებარე სკვერში უცნობმა პირებმა მოიპარეს უკვე დარგული მცენარეები.
გამწვანების მასშტაბური სამუშაოების მიზანი ქალაქში არსებული სკვერების იერსახის გაუმჯობესებაა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მოწესრიგებულ, გალამაზებულ სკვერებში შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება. აღნიშნული ტერიტორიები საჯაროა, შესაბამისად, მისი მოვლის ვალდებულება, ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამსახურის გარდა, თითოეულ მოქალაქესაც ეკისრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ვანდალურ ქმედებას და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

,,არემჯიმ“ Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

0

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2022-ს უმასპინძლა რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ისაუბრებეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.

,,არემჯი’’, რიგით მე-6 𝗚𝗿𝗲𝗲𝗻 𝗕𝘂𝘀𝗶𝗻𝗲𝘀𝘀 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝟮𝟬𝟮𝟮-ის გენერალური სპონსორი და ღონისძიებაზე ბოლნისური ღვინოების ოფიციალური წარმდგენიც იყო.კომპანიის დირექტორის მოადგილემ გადრემოსდაცვით საკითხებში, ალექსანდრე დევიძემ,  ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.

,, ,,არემჯი, მწვანე ბიზნესის ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. დამსწრე საზოგადოებას, 2017-2022 წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული 100-მდე ღონისძიება და მისი შედეგები წარვუდგინეთ. ფორუმის მონაწილეებს, გავაცანით კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების სამომავლო გეგმებიც – გარემოსდაცვითი პოლიტიკის განახლებული დოკუმენტი, რომელიც კომპანიას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას შეუწყობს ხელს.’’ – აცხადებს, ალექსანდრე დევიძე, დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში.