Home Blog გვერდი 113

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს.

UNICEF-ი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით.

გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში – „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა“ მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

0

 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი კოლეგა, ბაია კვიციანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა , სადაც სამუშაო შეხვედრა გამართეს  თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს ინიციატივით განხორციელდა თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ფარგლებში.  შეხვედრას უძღვება თემატური მოკვლევის წევრი ბაია კვიციანი. „მიმაჩნია, რომ მსგავსი კვლევები დაგვეხმარება საჭიროებებისა და გამოწვევების ზუსტი სურათის გამოვლენაში, რაც შემდგომში მოგვცემს შესაძლებლობას აღმოვფხვრათ არსებული სირთულეები და შევქმნათ თანაბარი გარემო პირობები.“ განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი იუბილესთვის ემზადება

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს, რომელიც შვაბმა კოლონისტებმა, ბურგომისტრ გოლდსლოპ ალფემინგერის მეთაურობით 4 ჰექტარზე გააშენეს, 2023 წელს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის მოადგილეები, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია დაესწრნენ. საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის რეგიონში დამატებით განსახორციელებელი პროექტები და სახელდების რეფორმა.

მხარისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დამატებით 18 550 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 40-მდე პროექტი დაფინანსდება. თითოეულ მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 650 000 ლარი გადაეცემა.

სახელდების და დამისამართების რეფორმა ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ ეტაპზე 132 ქუჩა უკვე დამისამართებულია. დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი და 259 ქუჩის დამისამართება მიმდინარე.

ხელოვნების საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებას აგრძელებს

0

მხიარული და თავგადასავლებით სავსე ბედნიერი  დღეები -ასე ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ბოლნისში მყოფი ბავშვები,რომელთა გახარებაზეც კულტურის სახლმა ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად იზრუნა,თოჯინების თეატრის დამფუძნებლის თამარ ბობოხიძის იდეა განხორციელდა სახელმწიფო მზრუნველობის  ქვეშ მყოფი და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის ხელოვნების საზაფხულო სკოლა გაიხსნა. მოთხოვნა დიდია, ბავშვთა რაოდენობა მზარდი,ამიტომ სკოლა ფუნქციონირებას აგრძელებს.  კულტურის სახლში მათთვის სასიამოვნო გარემოა შექმნილი, აქ ბავშვებისთვის შემეცნებითი,საგანმანათლებლო და გასართობი ხასიათის გაკვეთილები ტარდება, მათ გართობაზე კულტურის სახლის თანამშრომლები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინაე გეგმავენ აქტივობებს

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა

0

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა.

ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ტაძარში დილიდან  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მივიდნენ

 სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გმირების გადასვენება მოხდება , ისინი საგვარეულო სასაფლაოზე დაიკრძალებიან.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპიულები მედლით დაჯილდოვდნენ

0

 

საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იჩქარეთ!

0

სამოქალაქო ბიუჯეტორება: „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტი წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 10 აგვისტომდე.
დღეისათვის მოსახლეობისგან 100-ზე მეტი საპროექტი წინადადებაა შემოსული.
საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
• საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 ლარს.
• წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
• პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
პროექტები, რომელიც ყველა კრიტირიუმს დააკმაყოფილებს, გადავა კენჭისყრის ეტაპზე. გაიმარჯვებს 5 პროექტი, 2 ქალაქ ბოლნისში, ხოლო 2 სასოფლო დასახლებებში, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. გამარჯვებული პროექტი 2023 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

GIZ #GGLD #GermanCooperation

პროექტი ხორციელდება GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.
Project is implemented with the support of the Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) commissioned by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ) within the frames of the programme – Good Governance for Local Development South Caucasus (GGLD)

დაგეგმე შენი ბიუჯეტი!

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი იქნება გათვალისწინებული. სულ 5(ხუთი) ინიციატივა დაფინანსდება, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. 5 ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრის გზით შეარჩევენ. 2 პროექტი დაფინანსდება ქალაქ ბოლნისში (ქალაქში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 2 (ორი) პროექტიც მიიღებს), ხოლო 3 პროექტი სასოფლო დასახლებებში (სოფლებში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 3 (სამი) პროექტიც მიიღებს). პირველი ეტაპი: საპროექტი წინადადებების წარდგენა ბოლნისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს (18 წლის ასაკიდან) შეუძლია პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის სოფელში, თემსა თუ ქალაქში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს; პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ არ ითვალისწინებს ბიზნეს იდეების დაფინანსებას, ამიტომ ის იდეები, რომელიც კერძო ბიზნესს ეხება, არ მიიღება; დაინტერესებულმა პირებმა საპროექტი წინადადება უნდა წარმოადგინონ 10 აგვისტომდე; საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, მერიის ფეისბუქ გვერდზე და ასევე Facebook გვერდზე – დაგეგმე შენი ბიუჯეტი – ბოლნისი / Bolnisi – განთავსებულია ლინკი https://docs.google.com/…/1FAIpQLSfouTfsL5o…/viewform…  საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით; მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.

საპროექტო წინადადების წარმდგენმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო ტელეფონი;

დ) ელ-ფოსტა;

ე) პროექტის სახელწოდება;

ვ) პროექტის აღწერა;

ზ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;

თ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.

საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

• საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 ლარს;

• წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

• პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევამოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა მოხდება 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე. კენჭისყრის ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც საპროექტი წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად. ბოლნისში რეგისტრირებულ (18 წლიდან) მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის მისაღებ საპროექტო წინადადებებას სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-პლატფორმაზე. კენჭისყრის ეტაპი გაიმართება 12 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე.

მეოთხე ეტაპი: გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტში ასახვა 5 (ხუთი) გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 1 ნოემბერს და 10 ნოემბრამდე მოხდება ამ პროექტების დამუშავება და ბოლნისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfouTfsL5oPbZQsMBI5sWvI-wnFMbVSBaHOpjYRrpw2xZiG9A/closedform

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

0

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმრფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.