Home Blog გვერდი 112

სოფელ არქევანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. სამი სოფლის: ქვემო და ზემო არქევანისა და ხატავეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდა. დასრულებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

მოსახლეობას გზასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. აქ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, 1700 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონის გზა  და მოეწყო სანიაღვრეები.

სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა -გოგი მეშველიანი

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი 14 წლის წინ შინდისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება გმირებს!“ – წერს გოგი მეშველიანი.

 2008 წლის 11 აგვისტოს,  რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

„სოფიქსის“ საჯარო ლექცია კომპანია „არემჯიში

0

არემჯი უნუკალურ შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს, სასწავლო ცენტრ სოფიქსის მიერ შემუშავებული ერუდიციის საჯარო ლექციის კურსი გაიარონ, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომპანია არემჯი  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლებს მუდმივად სთავაზობს სხვადაასხვა სახის ტრენინგ-სემინარებს. სალექციო კრურსი, ზაფხულის ცხელი დღეების, დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესამსუბუქებლად და განტვირთვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

პროექტის ფარგლებში არემჯიმ სასწავლო ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი გიორგი გოგელია მოიწვია.   სპეციალური პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში აიმაღლონ და გაიუმჯობესონ ინტელექტუალური შესაძლებლობები.

პროგრამა, რომელიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ეპოქას, მსოფლიო და ქართველი კლასიკოსების მოღვაწეობას  ეხება, ოთხი საჯარო ლექციისგან შედგება.

ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

0

საქართველო 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, მათ შორის სამი მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები გვირგვინით შეამკო.

 აგვისტოს ომის გმირებს, ნოდარ დევნოზაშვილს, ასლან შაინიძესა და საბა დადვანს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ, პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმაც მიაგო.

14 წლის წინ, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ცხადდება კონკურსი „ენერგოეფექტურ სახალხო გამოგონებებზე”

0

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა – ქართული გამოგონებების მუზეუმი აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“.

კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება ყოფით ცხოვრებაში, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები და სხვა. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე მომსახურება ან საქმიანობა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს ამა წლის 15 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: Gamogoneba.ge.

საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს.

კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდს.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: acclab.geo@undo.org.

გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გუნდი.

გოგი მეშველიანი „მანგლისობა 2022“-ს დაესწრო

0

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 6-7 აგვისტოს დაბა მანგლისში სახალხო დღესასწაულს „მანგლისობას“ მასპინძლობს .

6 აგვისტოს , მანგლისში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დაესწრო, რომელმაც  ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივოების მნიშვნელობას ტურისტული დაბის პოპულარიზაციისთვის. 

„ვიმყოფებოდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უმშვენიერეს დაბა მანგლისში, სადაც პირველად აღინიშნა მანგლისობის სახალხო დღესასწაული. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია საკურორტო დაბის პოპულარიზაციისთვის.მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ მანგლისი ვაქციოთ ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად.გულითადად ვულოცავ მანგლისელებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც აქაურობა უყვარს ამ დღესასწაულს. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა და საბავშვო სივრცეები. დღის ბოლოს კი გაიმართა საინტერესო კონცერტი. 

მაჟორიტარი ასევე ესტუმრა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ მეუფე ანანიას და მეუფის დალოცვა მიღო. 

ღონისძიების მიზანია, მანგლისში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, მანგლისის, როგორც საკურორტო დასახლების პოპულარულ ტურისტულ ზონად გადაქცევა.

დღეს 7 აგვისტოს, დღესასწაულს გააგრძელებს ბეგა ფესტი, სახელმწიფო ანსამბლი ,,ნართების” ლიეტუვას ანსამბლი ,,ავე- ვიტას” ფოლკლორული ანსამბლი ,,გუდარეხის” და ჯგუფი ,,REGGAEON”- ის მონაწილეობით. ღონსძიება დასრულდება ელექტრონული მუსიკით.

საინფორმაციო შეხვედრა ქალთა შრომით უფლებებზე

0

სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, დამსაქმებელი და დასაქმებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  თემაზე „ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შექმნა და დანერგვა სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე“. შეხვედრის ორგანიზატორმა დამსწრე საზოგადოებისთვის ვრცლად ისაუბრა ქალთა შრომით უფლებებზე და სექსუალურ შევიწროებაზე.

დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქალთა ფონდის დაფინანსებით გაიმართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და პლატფორმა „სალამ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

0

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, პროექტის „არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების მარნეულის, ბოლნისი და დმანისის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით“ ფარგლებში, პლატფორმამ „სალამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, კვლევა მოამზადა.შეხვედრაზე პლატფორმა „სალამ“-ის წარმომდგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს.

დაიწყო ბოლნისის სოფლების: რატევანის, იწრიასა და ტანძიას წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

0

ამ დროისთვის, მიმდინარეობს სათავე ნაგებობამდე გზის გაყვანითი და მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური მილის რეაბილიტაცია, ახალი რეზერვუარების მშენებლობა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულში დასრულდება, შედეგად სამივე სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გამოცხადებულია ტენდერი – ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ქვეშის, ძეძვნარიანის წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც.

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ბაღის პედაგოგებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

0

4 აგვისტოს, ბაღის პედაგოგებისთვის ქალაქ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა გამოკლევები ჩატარდა.

👤,,დღეს, 110 ბაღის პედაგოგი მიიღებს უფასო სამედიცინო გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამა მასშტაბურია და მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს.

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტების და ქალაქ რუსთავის მერია აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში.

15, 16 და 17 აგვისტოს უფასო გამოკვლევებით სარგებლობას რეგიონის მასშტაბით არსებული ბაღების ყველა პედაგოგი შეძლებს. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“-
გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.