Home Blog გვერდი 107

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022“-ის დასკვნითი ღონისძიება

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოცდაერთმა სტუდენტმა კომპანია „არემჯიში“ ერთთვიანი სწავლების კურსი გაიარა, „საზაფხულო სკოლა 2022“-ის დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდა სამთო-გეოლოგებმა პრაქტიკულ სწავლებაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების დასრულება „არემჯის“ წარმომადგენლებმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს  სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“, წელს მეოთხედ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენას, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და მომავალში დასაქმების ხელშეწყობას. პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო.

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022

0

კაზრეთში „არემჯის” ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის  „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში  კომპანიამ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა.

ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში „არემჯის“ საწარმოებში  ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და  სამთო ტექნოლოგიები.

“საზაფხულო სკოლის პროექტი ერთის მხრივ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაეცნონ იმ საქმიანობას, რომელიც თავის მომავალ პროფესიად აირჩიეს, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს კომპანიას გაიცნოს ეს ახალგაზრდები, მათი ინტერესები, აჩვენოს მათ კომპანიაში დამკვიდრებული საერთაშორისო  სტანდარტები და მოთხოვნები, რათა მომავალში მხარეებს შორის შედგეს მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა.“ – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში  ერთთვიანი, ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული გადამზადების შედეგების შესაჯამებლად, პროექტის მონაწილეებმა არემჯის მენეჯერებს და სტუ-ს  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს პრეზენტაციები წარუდგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცათ.

პროექტ „არემჯის საზაფხულო სკოლის“ მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე  კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა დაის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და HEKS-EPER Georgias-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.

19 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანი.

განხილული იყო ხუთი საკითხი:

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;

2. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”;

3. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”;

4. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;

5. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ”. ხუთივე საკითხზე მიღებული იქნა დადაებითი გადაწყვეტილება.

“წიგნის ბუდე” ბოლნისში

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ღია სივრცეში „წიგნების ბუდე“ განთავსდა. სკვერში მოწყობილი ბიბლიოთეკიდან, მსურველს შესაძლებლობა ეძლევა აიღოს ნებისმიერი წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით. აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდე“ სხვადასხვა რეგიონში თემატური იერ-სახითაა წარმოდგენილი, ბოლნისის მინი ბიბლიოთეკას სიმბოლურად ძველი გერმანული ეკლესიის სახე აქვს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოძრავი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გერმანელი კოლონისტების ამსახველი ისტორიული მასალები.აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, რომელიც განათლებასა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„წიგნის ბუდის“ გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი დაესწრნენ.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული მინი სტადიონი გაიხსნა

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის განახლებული სტადიონი, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორთან ლევან სილაგაძესთან და ნორჩ ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობა სტადიონი, გადაიხურა ტრიბუნები, შეიცვალა მინდვრის საფარი, კეთილმოეწყო გასახდელები და სველი წერტილები. დამონტაჟდა განათება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მინი-სტადიონი მზადაა უმასპინძლოს თამაშებს. ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

სწავლის დაწყება დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა მიულოცეს

0

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.  სწავლის დაწყება დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს ტრადიციულად კომპანია „არემჯის“ წარმომადგენელებმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საჩუქრები გადასცეს.

დღეს, ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

0

დღეს, ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. აღსაზრდელებს, პირველი დღე ზღაპრის გმირებმა გაულამაზეს. პატარებმა სპეციალურად მათთვის მოწყობილი სივრცეები დიდი სიხარულით აითვისეს. ბაღში არსებული გარემოს გაცნობის მიზნით ბავშვებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. პატარებს, მათ პედაგოგებს, ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა

ქალაქ ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

0

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში 2022-23 სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. ქალაქ ბოლნისის ისტორიული სკოლა ორწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ  საზეიმოდ გაიხსნა. ტრადიციულად შესრულდა ჰიმნი, აღიმართა დროშა და ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდმა „ბოლნისი“  სკოლის ჰიმნი შეასრულა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იამზე სვანიძემ მიულოცეს და საზეიმოდ გაჭრეს ლენტა.

ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლას 2020 წლის ბოლოდან მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები. სკოლა სრულად ადაპტირდა შშმ მოსწავლეებისთვის. განთავსდა ახალი ავეჯი და დამონტაჟდა ტექნიკა.

ახალი 2022-23 სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ კედლებში დაიწყეს. მეცადინეობები 2 ცვლაში განახლდება. ახლად რეაბილიტირებული სივრცე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე.

სკოლა ,,დავითიანმა”, „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან”, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომი გააფორმა

0

ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანმა”, ა(ა)იპ„ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან “ უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა , რომლის მიზანია არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა უნარების განვითარება, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების განხორციელება, რომელშიც ჩართულები იქნებიან სკოლა ,,დავითიანის ” მოსწავლეები. X, XI, XII კლასელები მიიღებენ მონაწილეობას ერასმუს+ მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში , რომელიც განხორციელდება ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნებში.