Home Blog გვერდი 104

გოგი მეშველიანმა პარლამენტში მოსწავლეებს უმასპინძლა

0

საქარტველოს პარლამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

„დღეს საქართველოს პარლამენტში სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლე. ახალგაზრდებს პარლამენტის სასახლე დავათვალიერებინეთ და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ვესაუბრე. ისინი, ასევე დაესწრნენ პლენარულ სხდომას. მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას“, მოსწავლეების პარლამენტში ვიზიტის ორგანიზებისთვის.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება

0

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

#ჯანდაცვა2022

კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ლიეტუაში მიემგზავრებიან

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მეთორმეტე კლასის ორი მოსწავლე ნინი უგრეხელიძე და მაია მარტიაშვილი, ათდღიანი ვიზიტით, ლიეტუაში გაემგზავრებიან. მოსწავლეები Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, არაფორმალური განათლების მიმართულებით, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში. Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, ევროპის ქვეყნებში, აწარმოებს  გაცვლით პროგრამებს.

„ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან კერძო სკოლა „დავითიანმა“ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა უნარების განვითარება, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში ჩართულები არიან სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები, რომლებიც მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში იღებენ მონაწილეობას, პირველ ეტაპზე ორი მოსწავლე მიემგზავრება ლიეტუაში,“ აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა ბელა უგრეხელიძემ.

გოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს,ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვით მიმართა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვა დაუსვა.

„ როგორც იცით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ფორმირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით და მიმდინარე წლიდან მოსაკრებელში კლების ტენდენციაა. შეიძლება ითქვას, რომ წელს წარმოდგენილი პროგნოზით , გასულ წელთან შედარებით ამ შემოსავლის მაჩვენებელი ნახევრდება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში პრაქტიკულად 11 მილიონიან დეფიციტის წარმოშობის საშიშროებას ქმნის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დეფიციტის გადაფარვის არანაირი წყარო თვითმმართველობას არ გააჩნია . მინდა გკთხოთ ბატონო გიორგი მსგავს არაორდინალურ შემთხვევებში რა მექანიზმები არსებობს წარმოდგენილ ბიუჯეტში , რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული და თუ არ არსებობს გთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს და რაღაც ერთობლივი გამოსავალი მოვიფიქროთ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით მოსაკრებლის მოცულობა მართლაც შემცირებულია და ასეთ შემთხვევაში შეეცდებიან სპეციალური ტრანსფერით შეუწყონ ბოლნისს ხელი „მართლაც მოსაკრებლების მოცულობა შემცირებულია. ამას ნაწილობრივ დააკომპენსირებს დღგ-ის ზრდა, თუმცა არ ეყოფა და ალბათ სპეციალური ტრანსფერის სახით მოგვიწევს ხელშეწყობა ბოლნისის შემთხვევაში. ამაზე განხილვებს რომ დავასრულებთ, ჩვენ ბოლნისთან გვექნება შეხვედრა,”-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

0

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი. დღის წესრიგით განხილული იყო ერთი საკითხი. 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ. ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

ინდო-ქართულ საერთაშორისო ფესტივალში ბოლნისელი ხელოვანი საუკეთესოთა შორის დასახელდა

0

სექტემბრის თვეში გაიმართა ინდო-ქართული საერთაშორისო ფესტივალი, სადაც 60- ზე მეტი ქართველი ხელოვანი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ბოლნისის მკვიდრი, №3 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნონა პაპაშვილი. ის 21-25 სექტემბერს ინდოეთში, გოაზე გამართულ რიგით მერვე სპანდან-გლობალ ინდო-ქართულ არტ საერთაშორისო ონლაინ ფესტივალiში ცაერთო, სადაც გაიმარჯვა და მისი ნამუშევრები 5 საუკეთესოს შორის მოხვდა. ასევე საერთაშორისო ხელოვნების ჟურნალ „Spandan Artbeat“-ში, ნონას ბიოგრაფია და კონკურსში მონაწილე ნამუშევრებიდან მისი 3 ნაქარგი დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ინდო-ქართული ხელოვნების ფესტივალზე გამარჯვებულ მხატვარ შემოქმედთა საზეიმო დაჯილდოება თბილისში 26-29 სექტემბერს არტ-გალერეაში გაიმართა, სადაც ფინალისტები სერთიფიკატებითა და პრესტიჟული ჯილდოებით დააჯილდოვეს. სპანდან-გლობალ ინდო-ქართულ არტ საერთაშორისო ფესტივალმა საფუძველი დაუდო ინდო-ქართულ კულტურათა დიალოგს და ბევრ თანამედროვე ხელოვანს საერთაშორისო ასპარეზზე თვითგანვითარების საშუალება მისცა. ნონა პაპაშვილი: -ძალიან სასიხარულოა, რომ შრომა და წვალება ფასდება, ხელოვანისთვის ბედნიერებაა რომ მოსწონთ, აფასებენ, როცა შენი ნამუშევრები( ნაქარგები) საუკეთესო მხატვრებს შორის მსოფლიო დონის ხელოვნების ჟურნალში იბეჭდება. ანანტ ვიკას ჯეინი, ორგანიზატორი: -ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ჩატარდა არტ ფესტივალი, რომელიც 26-ში დაიწყო და 29-ში დასრულდა, სადაც მოხდა ონლაინ გამარჯვებულთა საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება. ფესტივალზე ყველას გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი. ინდურმა მხარემ დაბეჭდა ჟურნალი და კატალოგი, რომელშიც მოხვდნენ ფესტივალში მონაწილეები. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შევიყვარე ეს ქვეყანა, ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ერთობლივი ფესტივალების ჩატარებას.

ნონა პაპაშვილი:

-ძალიან სასიხარულოა, რომ შრომა და წვალება  ფასდება,  ხელოვანისთვის ბედნიერებაა რომ მოსწონთ, აფასებენ, როცა შენი ნამუშევრები( ნაქარგები) საუკეთესო მხატვრებს შორის მსოფლიო დონის ხელოვნების ჟურნალში იბეჭდება.

ანანტ ვიკას ჯეინი, ორგანიზატორი:

-ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ჩატარდა არტ ფესტივალი, რომელიც 26-ში დაიწყო და 29-ში დასრულდა, სადაც მოხდა ონლაინ გამარჯვებულთა  საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება. ფესტივალზე ყველას გადაეცა  მონაწილეობის სერთიფიკატი. ინდურმა მხარემ დაბეჭდა  ჟურნალი და კატალოგი, რომელშიც მოხვდნენ ფესტივალში მონაწილეები.  ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შევიყვარე ეს ქვეყანა,  ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. სამომავლოდ, ვფიქრობთ, ერთობლივი ფესტივალების ჩატარებას.

„საგუნდო მუსიკის კონცერტი“ ბოლნისში

0

13 ოქტომბერს, ბოლნისის კულტურის სახლში „საგუნდო მუსიკის კონცერტების“ ციკლიდან, საგუნდო შემოქმედებითი კოლექტივების საღამო გაიმართა, სადაც 400-ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება მასპინძელმა გუნდმა, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, „მრავალჟამიერით“ გახსნა.  „საგუნდო მუსიკის კონცერტები“ საქართველოს მასშტაბით  22 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს გრანდიოზული დასკვნითი კონცერტით დასრულდება, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში.

აღნიშნული ღონისძიება ბოლნისში საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.

„არემჯიმ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  „დასაქმების ფორუმი – 2022” გაიმართა.  60-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად, სტუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  სამთო-მომპოვებელი სექტორის ლიდერმა „არემჯიმ“,  სხვადასხვა პროფესიული და სტაჟირების პროგრამები შესთავაზა.

არემჯი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პარტნიორობა ბოლო 4-5 წელია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც უნივერსიტეტთან, ასევე სტუდენტებთან, ყოველწლიურად ვთავაზობთ მათ სხვადასხვა დასაქმების და სტაჟირების პროგრამებს. ვფიქრობთ, რომ ამ თანამშრომლობამ უკვე ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ფორუმზე წარმოდგენილი ვიყავით რამდენიმე პოპულარული სტუდენტური პროექტით, ასევე ადგილზე მოსულ სტუდენტებს შევთავაზეთ სტაჟირებები სამთო, გეოლოგიური, გამდიდრების მიმართულებით. „ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში გიორგი ჩხეიძემ.

„არემჯი“ სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ განვითარებაზე  ორიენტირებულ, არაერთ სტუდენტურ პროექტს სტავაზობს. მათ შორის არის, ტექნიკური მიმართულების სტუდენტებისთვის დაწესებული „არემჯის“ ერთწლიანი სტიპენდია, პროექტი – „არემჯის საზაფხულო სკოლა“, რომელიც კომპანიის საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს და დუალური საგანმანათლებლო პროექტი „ინდივიდუალური განვითარების გეგმა“, რომელიც პროექტში ჩართული სამთო მიმართულების სტუდენტებისთვის, მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებული,  სწავლების და პრაქტიკის ინდივიდუალური  გეგმის შეთავაზებას გულისხმობს.

სტუ-ს „დასაქმების ფორუმზე“ სხვადასხვა პროფილის მქონე 60 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაეარათ კონსულტაცია და შეერჩიათ მათთვის სასურველი ვაკანსიები.

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილოტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

0

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილოტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის მიმდინარეობა დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა. პროექტის განხორციელების შედეგად 6 კმ-მდე გრუნტოვან გზაზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო. მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, შიდა გზებთან მიერთებები, გზის ჰორიზონტალური მონიშვნები და საგზაო ნიშნები, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.

ფონდი მონაგარი გოგი მეშველიანს მადლობას უხდის მყისიერი რეაგირებისთვის

0

ფონდი მონაგარი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს, სოფელ ქვეშში მცხოვრები ვალერი მინასიანის დახმარებისთვის.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო სასიხარულო ინფორმაცია უნდა გამცნოთ, დღეს დაგვიკავშირდნენ ბატონი გოგი მეშველიანი / Gogi Meshveliani ბიუროდან და გვითხრეს, რომ ბატონი გოგის უშუალო ჩართულობით უკიდურეს შეჭირვებაში მცხოვრები ბატონი ვალერი მინასიანი ჩართეს სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში და დაასაქმეს დასუფთავების სამსახურში გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გოგი_ს მყისიერი რეაგირებისთბის და ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ბატონი ვალერის გასაჭირი ჩვენც ჩვენი მხრიდად უახლოეს დღეებში მოვინახულებთ ბატონ ვალერის ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაგახაროთ “მოწყალე ხელი არასოდეს გაღარიბდება”“- წერს სოციალურ ქსელში ფონდი მონაგარი. https://www.facebook.com/fondimonagari/posts/pfbid0BTupFsrPj94hmJ59BDtc37Z8829CaJVQbjKT6QrfDrDs9XC99woc8RBZ7j6QYVzTl აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით ორი დღის წინ ფონდმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ვალერი მინასიანის საცხოვრებელი პირობები. საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიდეო პირადად ნახა და საკითხის დეტალური შესწავლა დაავალა ბიუროს თანამშრომელს სოციალურ საკითხებში, ნინო მანაგაძეს რის შემდეგაც, მაჟორიტარის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით აღნიშნული პიროვნება ჩართეს სოციალურად დაუცვეთა სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში.